ჰერმიონმა საძინებელი ოთახიდან თავი გამოყო და იქაურობა უცებ მოათვალიერა, მისი თვალები რათქმაუნდა დრაკოს ეძებდნენ. მათ მხოლოდ ხუთი წუთი აშორებდათ ერთმანეთთან შეხვედრამდე. რადგანაც გარეთ არ დახვდა, ამიტომ თავისი ნივთები, კერძოდ შეფუთული საჩუქრები და პაწაწუნა ნაძვის ხე გარეთ გამოიტანა და ბუხრის გვერდით დაალაგა. ნაძვის ხე იმდენად პატარა იყო რომ წერტილივით ჩანდა, ამიტომ გადიდების შელოცვით უფრო ელფერი შესძინა და იმდენად დიდი გაზარდა, რომ ჰაგრიდი მასთან შედარებით ჯუჯა იქნებოდა. ამის შემდეგ კი მისი ნაყიდი საჩუქრები ირგვლივ შემოულაგა
- ვაუ, ეს...
- ჩემი გაკეთებული ნაძვის ხეა - ჰერმიონი მის უკან მდგომ დრაკოს შემოუბრუნდა და გაუღიმა - არ გინდა შენც დაალაგო შენი საჩუქრები, რომ ხვალ დილით ყველას აჩუქო?
- რატომაც არა - დრაკო თავის საძინებელში შევიდა, ლამაზად შეფუთული თავისი ნაყიდი საჩუქრები გამოიტანა და მანაც ნაძვის ხეს შემოულაგა - ასეთი ლამაზი ნაძვის ხე აქამდე არასოდეს მენახა. ჩემთან, მალფოების სახლში მსგავსი რამ თავისთავად არასოდეს გვქონია, პირველად აქ ვნახე, ჰოგვორტსში - თან საუბრობდა და თან ულამაზეს დეკორაციებს თვალს არ აცილებდა
ჰერმიონმა მადლიერად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
- მიხარია რომ მოგეწონა - ხელები მჭიდროდ შემოხვია და ლამის გაგუდა - არ გინდა გარეთ გავიდეთ სასეირნოდ? პატარა „პაემანი" კოშკს გარეთ...
- ჰმმ საინტერესოდ ჟღერს - დრაკოს ჩაეცინა და შუბლზე აკოცა - წავიდეთ, მაგრამ თბილად ჩაიცვი, გარეთ ცივა
- შენც თბილად ჩაიცვი - ჰერმიონმა ჩაიხითხითა და თავისი საძინებლისაკენ გაეშურა
--------------------------------------------------
ჰერმიონი და დრაკო ხელიხელჩაკიდებულები მიუახლოვდნენ ტბას და თან გზაში ბევრიც იცინეს
- ბლეზმა მომიყვა რომ ჩემამდე ერთი გოგო მოგწონდა და არ გინდა რამე მომიყვე ამის შესახებ? - წარბები ასწია ჰერმიონმა და ინტერესით შეხედა
დრაკოს სხეული გაეყინა და ცოტა ხანს უსიტყვოდ იდგა
- ვა, ვა ანუ ბლეზმა მაგაზე უკვე გიამბო? - თვალები გაფართოვებოდა
- კაი რა, არაუშავს, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება - მან სიარული შეწყვიტა და დაჟინებით მიაჩერდა დრაკოს - მიდი რა, მომიყევი თავიდან ბოლომდე, ნუ გერიდება, უარესებიც მაქ მონასმენი
- არ ვიცი რაზე მელაპარაკები - ჯიუტად აარიდა მზერა მან
- აჰა... ანუ არ იცი - წარბები შეკრა ჰერმიონმა - კარგი, წავალ და ზაბინისგან შევიტყობ დაწვრილებით. მანამდე კი... - ჰერმიონი კოშკისაკენ მიბრუნდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა- დრაკო მალფოი ფანჯრიდან გადმოვარდა როცა ცდილობდა გოგოსთვის თავი მოეწ...
დრაკომ პირზე ხელი ააფარა და თავისკენ მოაბრუნა
- კაი, კაი გეყოს, მოგიყვები
- როცა წესიერად გკითხე, მაშინ უნდა გეპასუხა - წარბები აათამაშა მან
- შენ და უიზლი ყოველთვის მაშინებთ...
- რა თქვი?
- არაა, არაფერი - მან ჰერმიონს წელზე ხელი მოხვია და დაბალი ხმით უთხრა - არ ვიცი, საერთოდ რა აზრი ამ ამბის მოყოლას, როცა მთელი ისტორია სიტყვასიტყვით იცი
- ვინ იყო ის გოგო? - ჰკითხა და თან თვალებში მოთმინებით ჩაშტერებოდა
- ვინ იყო?! მემგონი არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა
- კარგი, რა, მითხარი, მაინტერესებს ვინ შეგიყვარდა ისე რომ მის გამო ფანჯრიდან გადმოვარდი - თან საუბრისას ეცინებოდა ჰერმიონს
- პენსი პარკინსონი - დრაკომ მშვიდად უპასუხა და მზერა აარიდა
ჰერმიონს სახიდან ღიმილი გაუქრა და უფრო გაკვირვება დაეტყო
- პენსი... პარკინსონი? კი მაგრამ ეხლა რატომ გძულს თუ ერთ დროს ესე ძაან მოგწონდა?
- მაშინ სხვანაირი იყო, ეხლა შეიცვალა...
- აამ და... ანუ ის შენი... პირველი სიყვარული იყო?
მშვიდად ელოდა მის სიტყვებს, გული კი ძალიან ეტკინა. იცოდა რომ დრაკოს პასუხი „კი" იქნებოდა და უკვე იმედებიც გაუცრუვდა ამის გამო
- არა... - მისდა გასაოცრად ეს სიტყვა აღმოხდათ დრაკოს ბაგეებს და ამის თქმასთან ერთად მზერაც მოაგება ჰერმიონის თაფლისფერ თვალებს - შენ ხარ ჩემი პირველი სიყვარული - ჩასჩურჩულა და მეორე ხელიც მჭიდროდ შემოხვია წელზე
- იტყუები... - თავისდაუნებურად ეს უპასუხა, თუმცა მაინც გაეღიმა დრაკოს მოციმციმე თვალების ყურებისას
- სერიოზულად ვამბობ. გულწრფელად შენს გარდა არავინ მყვარებია - ისევ ჩასჩურჩულა და გაუღიმა
- აბა პენსი პარკინსონზე რაღას იტყვი?
- ის უბრალოდ გატაცება იყო - დრაკოს და ჰერმიონის შუბლები ერთმანეთს ეხებოდნენ და ცქერას ერთმანეთისთვის ისევ განაგრძობდნენ - მხოლოდ შენ ხარ, და ყოველთვის იქნები ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული...
- ნუ შენ ჩემთვის პირველი არ ხარ... თუმცა ამიერიდან ჩემი საბოლოო სიყვარული ხარ და იქნები სიცოცხლის ბოლომდე- მანაც საუბრისას თბილად გაუღიმა
- არაუშავს, არც მეორეობა არაა ცუდი
ჰერმიონს ჩაეცინა, მანამ სანამ საბოლოოდ მის ტუჩებს მიეკვრებოდა. მანაც დრაკოს მსგავსად ხელები წელზე მოხვია და ამ ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულმა წყვილმა ულამაზესად დათოვლილ ტბის ნაპირას მთელი ვნებითა და მონატრებით უჩვენეს ერთმანეთს თავიანთი სიყვარული, ნაზი და უმანკო კოცნით. მათ წაბლისფერ და ქერა თმას კი თოვლის თეთრი ფანტელები ფაფუკად ეფინებოდა
დრაკოს გაეღიმა და უფრო გააღრმავა მისდამი ალერსი ინტენსიური კოცნით. მისი ხელები გოგონას დათოვლილ კულულებს შეერია და ამ ნეტარების მომენტში ორივეს თვალებმა დახუჭულ მდგომარეობაში ყოფნა ამჯობინა.
კოცნამ ძალიან დიდხანსაც არ გასტანა. პირველი ჰერმიონი იყო, რომელმა გაწევა მოიაზრა და შეყვარებულს კმაყოფილებით აღსავსე მზერა მიუძღვნა
- ძალიან ბნელა... ჯობია წავიდეთ
- ცოტა კიდევ გავისეირნოთ და მერე დავბრუნდეთ
- კაი
--------------------------------------------------
- არამგონია ვინმე მოვიდეს წიგნის ამბის გასაგებად... ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს - ჯინი მოუსვენრად წრიალებდა ბიბლიოთეკაში - წამო რა, დავბრუნდეთ. მაინც და მაინც უნდა ვიტირო? აღარ მინდა აქ ყოფნა, შობის წინა ღამეა, აქ რას ვაკეთებს?! ცოტა შესვენება არ გვჭირდება? ისედაც ხომ ვიცით პარკინსონის გეგმა, მრავალწვნიან ნაყენს აკეთ... - ჯინიმ საუბარი შეწყვიტა, რადგან რაღაც გაახსენდა და გონება გაუნათდა - მოიცა, მოიცა, ახლა მივხვდი. ამ ფურცელს არანაირი კავშირი არ აქვს მათთან. მრავალწვნიანი ნაყენის დასამზადებლად ერთი თვეა საჭირო. პარკინსონი კი თუ ჰერმიონის მახეში გაბმას ცდილობს დრაკოს გამო... ეს მაინც შეუძლებელი იქნება. ეგ და მისი ჯაშუშები მხოლოდ სამი კვირაა, რაც ერთად არიან, შესაბამისად ვერც მოამზადებდნენ ნაყენს - ჯინიმ მხარზე წამოარტყა ხელი ზაბინს - აუ რა სულელები ვართ, ეს პარკინსონის პატარა ოინი იყო, ფურცელი იმიტო დატოვა, რომ მოვეტყუებინეთ და მთელი დღე აქ გაგვეტარებინა, ჩვენ კი გავებით - ჯინიმ ხელი დაავლო თავის ჯოხს და კარისკენ გაემართა - წამოდი, სასწრაფოდ საერთო ოთახში უნდა დავბრუნდეთ - მისგან მოუხედავად გავარდა და თან უკან სირბილისგან გულამოვარდნილი ზაბინი მოსდევდა
--------------------------------------------------
- რონ, საქმე მაქვს და უნდა წავიდე. სიუზან ბონსს უნდა შევხვდე და ამიტომ არ დამელოდო, ცოტა შემაგვიანდება... - ლევენდერმა რონი გააფრთხილა და უცებ აკოცა - ძილინებისა ჰარი - მოაძახა მან და პორტრეტის ხვრელში გაძვრა
რონმა და ჰარიმ ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს
- სიუზან ბონსი სახლში წავიდა არდადეგებზე - ჰარიმ წარბები ასწია და ისევ რონს გახედა - რაღაც ხდება, უნდა წავიდეთ - უცებ წამოდგა ფეხზე, ფურცელი მოიმარჯვა და წერას შეუდგა - დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდება ჩვენს თავს, ამიტომ ჯინიმ რომ გვიპოვოს წერილი უნდა დავწერო
- ხო მაგრამ, ჯერ არც ჩვენ ვიცით სად მივდივართ და...
- ისედაც ორივე ვხვდებით, სად მოგვიწევს მისვლა
- კარგი, ჩქარა წავედით, სანამ გაგვასწრო
რონი და ჰარი სასწრაფოდ გამოიქცნენ პორტრეტის ხვრელიდან და ლევენდერსაც მალევე მოჰკრეს თვალი, რომელიც საკმაოდ ჩქარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ
- წავედით - რონმა თავისი ჯოხი მოიმარჯვა ხელში და ორივენი უჩუმრად, კვალდაკვალ მიჰყვნენ მას
ბიჭებმა მალევე მოძებნეს დასამალად არაჩვეულებრივი ადგილი, კერძოდ სვეტი და მის უკან მიმალულები უთვალთვალებდნენ სხვა პორტრეტის ხვრელთან მდგომ ლევენდერს. ჰარიმ გაოცებისგან წარბები შეკრა
- ეს მათი საერთო ოთახია... ჯინის და ჰერმიონის
- რა ჯანდაბას აკეთებს აქ? - რონმა გაიჭყიტა და შენიშნა როგორ მოუთმენლად ელოდა პორტრეტთან მდგომი ლევენდერი რაღაცას ან ვიღაცას - მან ხომ პაროლი არ იცის?! ვინმეს ელოდება? - გაურკვევლობაში მყოფი რონი მთელს კითხვებს ჰარის ახვევდა თავს
- არ ვიცი, მაგრამ საქმე წესრიგში ვერაა - მან წყნარად ჩასჩურჩულა და ამ დროს მის უკან რაღაც ხმა მოესმა, მიბრუნდა მაგრამ არავინ იყო. შემდეგ ისევ მოაბრუნა თავი რომ რონისთვის რაღაც ეთქვა, თუმცა რონი იქ აღარ დახვდა
- რონ? - მისი სხეული პანიკას მოეცვა და გულს ცემაც შეეწყვიტა. ის ნელ-ნელა გამოვიდა სამალავიდან, როცა...
------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონათ და თუ ესეა, გამოხატეთ თქვენი მოწონება დაvoteბით. ვეცდები თავისუფალ დროს დავდო ხოლმე 😉😇😍
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...