თავი ოცდამეთერთმეტე

597 61 1
                                    

ჯინი და ბლეზი მდივანზე ჩამოსხდნენ და სერიოზული სახეებით იხედებოდნენ.
- უკვე დაახლოებით ორი კვირა გავიდა და არაფერი არ მოუმოქმედებიათ. ძაან ნელ-ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს - ჯინის მოსვენება დაეკარგა
- ეს ჯერ ხომ მხოლოდ დასაწყისია. მალე ყველაფერი გამოვა, ტყუილად წუხხარ - ბლეზმა დაამშვიდა ის
- ხვალ წესით ერთმანეთს უნდა აკოცონ და იმედია ახლა მაინც განვითარდება მოვლენები მათ და ჩვენს სასიკეთოდ
- იმედია
- და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
- ჩვენ უნდა დავჯდეთ და შოუს ყურებით გავერთოთ - ბლეზმა ნიშნისმოგებით ჩაიცინა
- ჩვენი დახმარებით გეგმა სრულიად უნდა დაავიწყდეთ და ისე შეუყვარდეთ ერთმანეთი, აბა მეგობრები რისთვის ვართ?
- მართალი ხარ - ბლეზი მოუსვენრად იჯდა, თითქოს იქ ყოფნა ერიდებოდა - შენის ნებართვით წავალ...ვიღაცას უნდა შევხვდე
- შენს შეყვარებულს? - ჯინიმ წარბები აათამაშა
- არა - ზაბინი სწრაფად წამოდგა ადგილიდან
- კარგი, შეყვარებულო ბიჭო, წადი - ჯინიმ სიცილით გააყოლა თვალი კარისკენ მიმავალ ზაბინს
- ეჰჰ, შენ ვერასოდეს მიხვდები... - ბლეზმა თავისთვის ჩაიბუტბუტა და წავიდა
------------------------------------------------------------
ჰერმიონი და დრაკო დიდ დარბაზში შევიდნენ და იგრძნეს როგორ მიაშტერდათ ყოველი თვალი მათ.
- ისევ ერთად რომ დავსხდეთ რა უჭირს? გუშინ დილას ხომ ვისხედით და ეხლაც არაფერი დაშავდება - ოდნავი ღიმილით უთხრა ჰერმიონმა
- ვიცოდი რომ ერთი სული გქონდა ჩემთან დალაპარაკების...- დრაკომაც გაუღიმა, ჰერმიონმა კი სიცილი დაიწყო და მხარზე ხელი წამოარტყა
- ძაან სასაცილო ხარ - ჰერმიონი გრიფინდორის მაგიდისკენ წავიდა
- ეეე ვინ გითხრა რომ მე გრიფინდორელებთან ვაპირებ დაჯდომას? - უკმაყოფილებით შეხედა დრაკომ ჰერმიონს
- აქ უკვე ორჯერ იჯექი და დღეს რა პრობლემა გაქ?
- ხო მაგრამ შენ რომ დაჯდე აქ რა დაშავდება? - დრაკომ სლიზერინის მაგიდისკენ მიუთითა
- მანდ დაჯდომას არ ვაპირებ - ამაყად უპასუხა ჰერმიონმა
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით
- ოოო, მოკეტეთ და დაეგდეთ ეხლა დროზე - ჯინი მათ შემდეგ შემოვიდა მთქნარებით და მაგიდის კუთხეში დაჯდა, თეფში მთლიანად გაივსო საჭმლით. მალე ბლეზიც მოვიდა, თვალი აარიდა წყვილს და ჯინის წინ დაჯდა
- სადაც გინდა იქ დაჯექი არ გიშლი - ჰერმიონი ჯინის მიუჯდა გვერდით, დრაკოს კი სხვა გზა არ ჰქონდა და ბლეზის გვერდით დაჯდა
- როგორც ვხედავ სიამაყე დაგიძლევია - დრაკომ მის გვერდით მყოფ ბლეზს გადახედა
- უბრალოდ ძაან მშია - ზაბინმაც გადმოიღო თეფშზე საჭმელი - ჩვენს მაგიდასთან წესიერი არავინ დარჩა. პენსის მიმდევრები არიან მარტო და თან მაგენი ჩვენი მეგობრები არ არიან... თან სიმართლე გითხრა აქ საჭმელი ძაან გემრიელია - პირგამოვსებულმა დაამატა
- ხო, ალბათ იმიტომ რომ გრიფინდორელები ძაან თბილი და კეთილი ხალხი ვართ - ჯინის თავისმა ნათქვამმა სიამაყე შემატა
ბიჭებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ერთ ხმაში დაეთანხმენ
ოთხეულმა კარგად იმხიარულეს, ბევრი ისაუბრეს. ცოტა ხანში დესერტის დროც მოვიდა
ჰერმიონმა მარწყვს გადაავლო თვალი
- მეზიზღება მარწყვი - თან ჩაილაპარაკა
- სერიოზულად? აი მე კიდე ჟელე(ჟელიბონი) მეზიზღება - ჯინის სახე ზიზღით აემზირა
- მეღადავები? მარწყვი რატო გეზიზღება? - დრაკო სრულებით შოკში იყო
- და შენ ჟელე როგორ გეზიზღება? - ბლეზსაც დაეტყო გაოცება
- არ მომწონს და ჰე - ჰერმიონმა ახსნა ვერ მოუძებნა თავის სიტყვებს
- მე კიდე ერთხელ კინაღამ გადამცდა და მის მერე ვერ ვიტან - ჯინის როგორც ჩანს ძველი მოგონება გაახსენდა და სახე დაემანჭა
- შენ ნამდვილად გჭირდება ხილის ჭამა ჰერმიონ - ღიმილით დააკომენტარა დრაკომ - ბოლოს როცა მაიკის გარეშე ვნაზე შენი სხეული, მივხვდი რომ ხილის ჭამაც არ გაწყენდა - მისი წვალებით დიდ სიამოვნებას ღებულობდა
ჰერმიონმა გაბრაზებული მზერა ესროლა, დრაკომ მის შესახედად მარწყვი პირში ჩაიდო
- მართლა? ეტყობა არ გახსოვს ან საერთოდ არ შეგიხედავს იმ დღეს ჩემთვის - ჰერმიონმა ალუბალი დააგემოვნა
- მართალი ხარ არ მახსოვს - ჩაილაპარაკა დრაკომ
- არ გახსოვს?
- ხო არ მახსოვს, მაგრამ გამახსენდება თუ ახლა აქვე გაიხდი მაიკას - სარკაზმით უთხრა მან და ამჯერად პუდინგი ჩაიდო პირში - არ მითხრა რომ პუდინგი მაინც არ გიყვარს?
- პუდინგი მიყვარს
ჰერმიონმა დრაკოს დასანახად მთლიანად გამოივსო პირი პუდინგით
ლევენდერი და რონი გაკვირვებული უყურებდნენ წყვილს. ჰარი წყნარად იჯდა ოდნავ მოშორებით და საჭმელს მიირთმევდა, თან ოთხეულის საქციელს აკვირდებოდა და მასაც ეცინებოდა.
სტუდენტებიც თავისვის ბუტბუტებდნენ და მხიარულობდნენ. დიდ დარბაზში სითბოს და სიყვარულის გარდა არაფერი სუფევდა
ჰერმიონმა როცა დესერტის ჭამა დაამთავრა ენით ტუჩები აილოკა და გაიღიმა
დრაკომ მის დასანახად ხელსახოცი აიღო და ისე მოიწმინდა ტუჩები
- თვრამეტი წლის ხარ და პირის მოწმენდა არც კი იცი
- რას გულისხმობ? - ჰერმიონი სასწრაფოდ დასწვდა ხელსახოცს თუმცა დრაკომ ხელი დაუჭირა და უკან გააწევია. მან თავად აიღო ხელსახოცი და ჰერმიონს ტუჩის კუთხეზე დარჩენილი პუდინგი მოსწმინდა
ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა როცა დრაკოს ხელი მის ტუჩებს შეეხო. მის სახეს დააკვირდა და შეამჩნია ოდნავი ღიმილი
- შენ ახლა გაიღიმე?
- რაა? არ ვიცი რას გულისხმობ - თავის მოკატუნება დაიწყო მან
- შენ მე გამიღიმე
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ გრეინჯერ
- თქვენ მაინც არ დაგინახიათ რომ გაიღიმა? - ახლა ჯინის და ბლეზს მიუბრუნდა
- აზრზე არ ვარ - მათი პასუხი უარყოფითი იყო
- დავინახე რომ გამიღიმე, ზუსტად ვიცი
- შეუძლებელია - მაინც ჯიუტად ამბობდა დრაკო
- არა შენ მე გამიღიმე და რატომ არის ასე რთული აღიარება?
- შენთვის ამხელა მნიშვნელობა რატომ აქვს გავიღიმე თუ არა?
- ხო კარგით, გეყოთ - დაიყვირა ჯინიმ რადგან თავის ქალა აეხადა - თქვენი ნიძლავის საქმე როგორ მიდის?
- ჩემს შემთხვევაში ცუდად, რადგან ფაქტზე დაყრდნობით თქვენს გარდა ვერავის ვხედავ, შესაბამისად ვერც ვპოულობ შეყვარებულს
- ხოდა ამჯერად მე დაგეხმარები - ჰერმიონმა იქვე ახლოს მდგომ გოგოსკენ მიუთითა - აი ხომ ხედავ, ეს ნამდვილად კარგი გოგო იქნება მერწმუნე და შენით დაინტერესდება კიდეც
- დარწმუნებული ხარ? და მერე არ იეჭვიანებ?
- ვიეჭვიანებ? მე? არასოდეს - ჰერმიონს გაეცინა - რა სისულელეა - ჰერმიონს ამაზე არ უფიქრია, თუმცა სინამდვილეში ცოტათი მართლაც ეჭვიანობდა - სულ არ მადარდებს რას გააკეთებ ამ გოგოსთან ერთად
- ნამდვილად?
- ნამდვილად - ჰერმიონი მაგიდიდან წამოდგა - აბა შენ იცი, მალფოის შარმი არ დაგავიწყდეს რომ გამოიყენო - ეს უთხრა და რეივენქლოს მაგიდასთან მჯდომ ერთ გოგოს ხელი დაუქნია
- ჰეი, ჰეი, ხო შენ, დრაკო მალფოის შენთან დალაპარაკება სურს - იმ გოგოს დაუძახა
- რაა? - დრაკო გაოცებით უყურებდა მის ქმედებას
- აი მოდის და ეცადე მოხიბლო, მაგრამ ის სულელური ხუმრობა არ გამოიყენო ჩემთან რომ სცადე, გახსოვდეს რომ რეივენქლოელები ჭკვიანები არიან - ჩაუჩურჩულა ჰერმიონმა, თავისი წიგნი აიღო და დიდი დარბაზიდან გავიდა
ჯინი და ბლეზი სიცილით იხოცებოდნენ როცა ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფ დრაკოს ხედავდნენ რომელიც ჰერმიონმა ხახამშრალი დატოვა
დრაკომ ძალით გაუღიმა მის წინ მდგარ მორცხვ გოგოს
- გამარჯობა - მიესალმა მას
- მართალია რომ შენ და ჰერმიონ გრეინჯერი ერთმანეთს ხვდებით - გოგონამ ულამაზესი მწვანე თვალებით შეხედა დრაკოს
- უმმ..რავი არა
- ვერც კი წარმოვიდგენდი შენთან ლაპარაკის შანსი ოდესმე თუ მომეცემოდა - გოგონამ თავის ფეხებს დაუწო ყურება
- რეივენქლოელები სულაც არ არიან ჭკვიანები - დრაკომ თავისთვის ჩაიბუტბუტა და ისევ ძალა-ძალით გაიღიმა - შეიძლება გაქვს კიდეც შანსი
ამის შემდეგ დრაკომ მასთან ფლირტი დაიწყო.
- მართლა როგორი შარმიანი ყოფილა - სიცილით ჩაილაპარაკა ჯინიმ როცა მათ საუბარს უკვირდებოდა - ძაან მაინტერესებს ჰერმიონი რას აკეთებს
- რათქმაუნდა საერთო ოთახშია და სწავლობს - ბლეზმა სრულიად დარწმუნებით უპასუხა
- ცოტა ხანში ავალ და მოვინახულებ - ჯინიმ ფეხზე წამოდგა
მან შეამჩნია დრაკოს საწყალი თვალები რომლებშიც მხოლოდ "მიშველე" ეწერა. ჯინიმ გვერდი ჩაუარა და ჩაუჩურჩულა
- ყოჩაღ არაჩვეულებრივად გამოგდის - მან გზა განაგრძო და ჰარისთან მივიდა
- წამო რა გავისეირნოთ - ჯინიმ თავისი შეყვარებული ფეხზე წამოაყენა
- კარგი, მეც მოვიწყინე აქ - მანაც ხელი ჩაკიდა და ასე საყვარლად, ერთმანეთზე მიხუტებულებმა დატოვეს დიდი დარბაზი
--------------------------------------------------
ჰერმიონი საწოლზე მოთავსდა თავის საძინებელში და ფიქრებში გადაეშვა.
- მას ჰგონია რომ მე ვიეჭვიანებ თუ სხვა ვინმე გოგოს დაუწყებს ფლირტს? რასისულელეა, რათქმაუნდა არ ვიეჭვიანებ, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ ამისას, მე ხომ ის არ მომწონს და არც მიყვარს. მხოლოდ მაშინ ვიეჭვიანებდი, რომ მიყვარდეს. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ...მხოლოდ მეგობრები - ამას ამბობდა გულში, თუმცა იმედგაცრუებას მაინც გრძნობდა - არა შენ არ ეჭვიანობ - თავის თავს უმეორებდა
თუმცა როგორც კი თვალები დახუჭა წარმოიდგინა დრაკო როგორ კოცნიდა სხვა გოგოს, უცებ თვალები დაჭყიტა და ფეხზე წამოხტა
- არ მაინტერესებს იმ გოგოს აკოცებს თუ რას უზამს, არ მადარდებს - ბოლო ხმაზე დაიყვირა და წიგნი ძალით დაახეთქა საწოლზე
- რა მემართება? - თავისი საქციელით გაოცებული იყო - ნუთუ...ვეჭვიანობ?
მან თავი გააქნია და უარყო ეს მოსაზრება
- არა მე არ ვეჭვიანობ, უბრალოდ...მასზე ვნერვიულობ. ვინ იცის? იქნებ იმ გოგომ აწყენინოს და გული ატკინოს. - თვითონაც ხვდებოდა რა სულელური არგუმენტი მოიყვანა თუმცა სიამაყეს მაინც არ თმობდა
- შეწყვიტე საკუთარ თავს ნუ ატყუებ, შენ ეჭვიანობ როცა მათ ერთად წარმოიდგენ - გული ამას გაიძახოდა
- არა არ ვეჭვიანობ - ჰერმიონი ჯიუტად იმეორებდა
- ორივემ ვიცით რომ ეჭვიანობ
- არა
- კი
- არა მეთქი
- შეწყვიტე უარყოფა. ეს სიმართლეა
- არ არის სიმართლე
- ღმერთო ჩემო ესეთი ჯიუტი როგორ ხარ?
ჰერმიონი ფიქრებიდან გამოერკვა, წიგნს ხელი დაავლო და საერთო ოთახში გამოვიდა.
- ჩემს თავს რა სისულელეზე ვეჩხუბები? საეთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე. მე არ მოვუყვანე ის გოგო გასაცნობად? რატომ უნდა ვიეჭვიანო? ამის არანაირი უფლება არ მაქვს რადგან მე თვითონ დავეხმარე მას
ოთახში ვიღაც შემოსულიყო ჰერმიონს კი არც შეემჩნია
- მე არ ვეჭვიანობ! - ისევ დაიყვირა მან და უკან მოიხედა როცა ...
--------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონათ, და მოწონება გამოხატეთ დაvoteბით 😍 მიყვარხართ ყველანიი 😘

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang