თავი მეხუთე

858 75 10
                                    

- მა...მალფოია ჩემი პარტნიორი? ჰერმიონის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
ჯინიმ დაფას გახედა და დაინახა ჰერმიონის გვერდით მალფოი ეწერა. წარბი შეკრა და უთხრა:
- კარგი, უმმ მე ვფიქრობ რომ ეს არ მოხდება
- ვაიმე ახლა ჭკუიდან შევიშლები - ჰერმიონი არ ცხრებოდა
- ნუ ნერვიულობ, ის არ მოსულა შეიძლება არც დაესწროს გაკვეთი...
- ოჰ მისტერ მალფოი კარგია რომ მობრძანდით და შემოგვიერთდით - თქვა პროფესორმა სლაგჰორნმა და დრაკოს გახედა
- ოოო ჯინი წადი და დაჯექი შენს ადგილზე. ყველაფერი შენი ბრალია, დამთარსე - ბრაზით მიახალა ჰერმიონმა და თავის ადგილზე დაჯდა
- ბედნიერ საუბარს გისურვებ - გაუცინა ჯინიმ ჰერმიონს და თავისი ადგილისკენ წავიდა
დრაკომ პროფესორს გაუღიმა :
- ახლა რას ვაკეთებთ პროფესორო? ჰკითხა მან
- მისტერ მალფოი გთხოვთ მოძებნოთ დაფაზე თქვენი პარტნიორი და მის გვერდით დაბრძანდეთ...
დრაკომ წარბი აწია და ამ დროს ბლეზიც გამოჩნდა
- ძმაო ამდენ ხანს სად იყავი, რა დაგემართა? ხო თქვი არ დავაგვიანებო?
- ერთი დაგვიანება როგორმე მაპატიე - ჩაიცინა დრაკომ - შენ ხარ ხო ჩემი პარტნიორი?
- არა და გიხაროდეს შენი პარტნიორი გრეინჯერია - ეშმაკურად ჩაიცინა ბლეზმა
- რაა? დრაკოს თვალები გაუფართოვდა - და შენი პარტნიორი ვინ ჯანდაბაა?
- ქალბატონი უიზლი - მობეზრებულად მიუგო ბლეზმა.
- უიზლი? - მხარზე ხელი შემოარტყა დრაკომ ბლეზს და უთხრა - კარგი დროის გატარებას გისურვებ ძმაო
- შენც ასევე გრეინჯერთან, ვიმედოვნებ მოგეწონება... მასთან საუბარი - სიტყვა დაამთავრა ბლეზმა
- წადი და დაჯექი ეხლა - უთხრა და ხელით უბიძგა მოცინარე ბლეზს რომ წასულიყო. დრაკო ჰერმიონის უკან იდგა და ფიქრობდა - " კარგი დრაკო. ბუნებრივად მოიქეცი, ნერვები არ მოუშალო შენს...მოიცა. რა ჯანდაბა დამემართა? რატომ მადარდებს რას იფიქრებს გრეინჯერი? არა დრაკო, გააკეთე ის რაც გინდა" - როგორც იქნა ფიქრებიდან გამოერკვა და ბოლოს გულში დაამატა - "უბრალოდ დაელაპარაკე მას თუ გინდა გეგმამ გაამართლოს" - საბოლოოდ როგორც იქნა თავს მოერია და მასთან მიიწია.
- გრეინჯერ?
- მალფოი?!
დრაკო მორცხვად დაჯდა მის გვერდით. ჰერმიონმა მას თვალი აარიდა და პირდაპირ დაიწყო ცქერა. ორივე ხვდებოდა, რომ საკმაოდ გაუჭირდებოდათ მთელი გაკვეთილი ასე გაძლება
- დღეს დავამზადებთ საკმაოდ საინტერესო რამეს და ეს ერთგვარი შეჯიბრი იქნება. ნუ მოკლედ დღევანდელი თქვენი დავალებაა ამორტენზიას ელექსირის საუკეთესო ვარიაციის შექმნა. აბა ვინ მეტყვის რისი ელექსირია იგი? - სლაგჰორნმა ღიმილით გადახედა სტუდენტებს
ჰერმიონის ხელი უცებ აიჭრა ცაში. დრაკომ ეს შეამჩნია და გულში თქვა - "არა რაა, რაღაცეები არასდროს არ შეიცვლება. ის მუდამ "ყველაფრისმცოდნედ" დარჩება" - ეს გაიფიქრა და წარბი ასწია.
- ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სიყვარულის ელექსირი - ჰერმიონმა ახსნა დაამთავრა და გაიღიმა
ჰროფესორმა სლაგჰორნმა ჯადოსნური ჯოხით მის წინ მაგიდაზე ყველა ინგრედიენტი გააჩინა:
- სამ საათს გაძლევთ მის დასამზადებლად, იმუშავეთ წყვილებში, შეგიძლიათ დაიწყოთ
სტუდენტები ფეხზე წამოდგნენ და მივიდნენ მაგიდასთან ქვაბებისა და ინგრედიენტების წამოსაღებად
ჰერმიონი დრაკოს მიაჩერდა და უთხრა:
- როგორც ვხვდები მე უნდა მოვიტანო ყველა ინგრედიენტი?
- ხოო, მეც გავაკეთებ რამეს...მაგრამ შენ რად გინდა ჩემი დახმარება მარტოც კარგად გაართმევ თავს, ხომ მართალი ვარ გრეინჯერ? შენ ხომ ყველაზე ჭკვიანი ჯადოქარი ხარ ჩვენს სამყაროში, ასე რომ ვფიქრობ ასისტენტი არ დაგჭირდება. მე აქ ვიქნები - ღიმილით უთხრა
ჰერმიონმა წარბი შეკრა და წავიდა ინგრედიენტების ასაღებად, როცა შემთხვევით რონს მხარი გაკრა
- ბოდიში - სულმოუთქმელად მიახალა ჰერმიონმა.
- არაუშავს - გაუღიმა რონმა - ვინ არის შენი პარტნიორი?
- მალფოი. და შენი?
- ჰარი - თქვა რონმა ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ - იმედია არაფერს დაგიშავებს - გაიღიმა
- ხო...კარგი ჯობს ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ - თქვა მან და წინ წავიდა
მან ყველა ინგრედიენტი მოაგროვა და შეამჩნია რომ მის გვერდით მდგომი ზაბინი მიშტერებოდა. მან სახე მისკენ მოაბრუნა და წარბ აწევით კითხა
- სახეზე რამე მჭირს თუ ასე რატო მომშტერებიხარ?
- რაა? უი ბოდიში არ გამიანალიზებია რომ გიყურებდი - უცებ უთხრა ზაბინმა და შეტრიალდა
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით - უცებ მოაგროვა ინგრედიენტები ზაბინმა და თავის ადგილს დაუბრუნდა
- კარგი - ჩაილაპარაკა ჰერმიონმა, თავის მერხთან დაბრუნდა და მაშინვე მიახალა მალფოის:
- თქვენთვის, სლიზერინელებისთვის არ უსწავლებიათ რომ სახეში მიშტერება უზრდელობაა? - თქვა და ნივთები დაალაგა
- არა - გაიღიმა დრაკომ და ყურადღება გადაიტანა სხვა თემაზე - გირჩევნია მაგის კეთება დაიწყო
- ხო, მართალი ხარ
- როცა დაგჭირდები მითხარი...ოღონდ ძაანაც არ შემაწუხო
- ჩვენ ტყუილად არ დაგვაწყვილეს, არსებობს მიზეზი
- მართლა? კიდევ კარგი რომ მითხარი, არ ვიცოდი - გაიცინა დრაკომ
- მალფოი ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს დახმარება ტყუილად გიხარია
- არა, არ ვაპირებ
- მშვენივრადაც აპირებ...უთხრა, დრაკოს კი თვალები დაეხუჭა და არაფერი ესმოდა. ჰერმიონმა განაგრძო მომზადება თან თავისთვის ფიქრობდა "ამასთან ლაპარაკს აზრი არააქვსო"
ელექსირის მზადებიდან ორი საათის შემდეგ ჰერმიონმა დრაკოს უჯიკა და გამოაფხიზლა:
- მალფოი პარტნიორის სამუშაო იწყება ასე რომ დამეხმარე, რაიმე მარტივი მაინც გააკეთე
- კარგი, ჯანდაბას მაშინ მოვურევ - თქვა და ფეხზე წამოდგა - ვფიქრობდი რომ რადგანაც "ყველაფრისმცოდნე" იყავი, ჩემი დახმარება არ დაგჭირდებოდა. თანაც ვიცი რომ მარტო მზადება გირჩევნია და გეზიზღება როცა შენს ესეთ აქტივობაში ვინმე ერევა.
- და ამით რისი თქმა გინდა?
- იმის რომ შენ ყველაზე "ტვინიკოსი" და "ყველაფრისმცოდნე" ხარ და არასდროს შეიცვლები
- შენ კიდე ისევ აუტანელი თავის ტკივილი ხარ! ჰოგვორტსის ომის შემდეგ საერთოდ არ შეცვლილხარ - გამოექომაგა ჰერმიონი
დრაკომ წარბი ასწია და მორევა განაგრძო. ჰერმიონი თავის თავს ლანძღავდა გულში რადგან გეგმა ისე არ მიდიოდა როგორც მას სურდა
დრაკომ დაასრულა მორევა:
- ეს ელექსირი უკვე მზადაა - თქვა და თავის ადგილზე დაჯდა
- მისტერ მალფოი და მის გრეინჯერ, როგორც ვხედავ დაასრულეთ მომზადება - პროფესორი სლაგჰორნი მათთან მივიდა, ელექსირს დახედა და უთხრა
- მშვენივრად გამოიყურება, თუმცა მისტერ მალფოი შეგიძლიათ მითხრათ რისი სუნი აქვს მას?
დრაკომ ჰერმიონს ყურადღება არ მიაქცია ისე მიუახლოვდა ელექსირს. მასთან დაიხარა და თქვა
- მე ვგრძნობ ვანილის... ძველი წიგნების, ოო და ასევე პერგამენტისა და მელნის სუნს - დაასრულა მან და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- არაჩვეულებრივია, ნამდვილად შესანიშნავია! და თქვენ რას მეტყვით მის გრეინჯერ? - ახლა ჰერმიონს მიუბრუნდა სლაგჰორნი
- მე ვგრძნობ პიტნის და ფიჭვის სუნს...და კიდევ წვიმის სუნს? თავის თავს ჰკითხა გაკვირვებულმა
- არაჩვეულებრივია ჩემო ძვირფასო, თქვენ ორმა მშვენივრად შეასრულეთ ჩემი დავალება. გაძლევთ უფლებას ნაადრევად დატოვოთ კლასი. - თქვა გახარებულმა სლაგჰორნმა და კლასს მიუბრუნდა
ჰერმიონი კლასიდან გამოვიდა და მას უკან მოჰყვა დრაკო. მან წარბები აიზიდა და თავისთვის ჩაიბუტბუტა - წვიმა?
- შენთვის რას ბუტბუტებ გრეინჯერ? - ფიქრებიდან გამოიყვანა დრაკომ
- არაფერს - მანაც უცებ უპასუხა - უბრალოდ ამორტენზიის სუნზე ვფიქრობდი
- ააა - დრაკოს სიტყვები ამოეწურა, არ იცოდა რა ეთქვა და გადაწყვიტა რაიმე კომპლიმენტს ვეტყვიო თუმცა გადაიფიქრა, ეს რა სულელური აზრები მომდის თავშიო. ბოლოს როგორც იქნა დაამატა - მე რომ შენს ადგილას ვიყო მაგაზე არ ვინერვიულებდიო
- და რატომ?
- რადგან შენ არ გჭირდება შეყვარებულის ძებნა. მაინც არავინ იქორწინებს შენნაირ...
- ბინძურსისხლიანზე? ამის თქმას აპირებდი ხო? - ჰერმიონი სევდიან განწყობაზე დადგა
- არა, მე ვაპირებდი მეთქვა შენნაირ "ყველაფრისმცოდნე" "ტვინიკოსაზე" მეთქი - ეს თქვა დრაკომ და წარბი ასწია
ჰერმიონი მას მიაშტერდა და ფიქრობდა "სწორად გავიგონე? მან მე ბუნძურსისხლიანი არ დამიძახა?"
- ბოდიში, რაა? - ცოტა ხანში ჰკითხა ჰერმიონმა
- არ მიყვარს ნათქვამის ორჯერ განმეორება და კიდევ ერთხელ, მე რომ შენს ადგილას ვიყო შემდეგში უფრო ყურადღებით ვიქნებოდი - ეს თქვა და თავისი ცივი იერი დაუბრუნდა სახეზე მალფოის. თავიდან ფიქრობდა ეს რატომ ვუთხარიო, ბოლოს კი დაასკვნა რომ გეგმა კარგად მიდიოდა
- შემდეგში? და რატომ გგონია რომ ჩვენ ისევ ვისაუბრებთ? - ახლა ჰერმიონმა კითხა ცნობისმოყვარეობით
- დაუფიქრდი გენიოსო. ტყუილად ხომ არ გეძახიან ჩვენს სამყაროში ყველაზე ჭკვიან ჯადოქარს, ამის მიღმა რაღაც მიზეზია - თქვა მან და წავიდა
ჰერმიონმა მომხდარი მოვლენები გონებაში გაამეორა "ახლა რა მოხდა?" თავის თავს ჰკითხა და ყველაფერი წარმოიდგინა
ეს ყველაფერი რატომ მოხდა?...მისთვის ეს ხომ საკმაოდ მოულოდნელი იყო. დრაკომ მას ბინძურსისხლიანი არ დაუძახა, სამაგიეროდ "ყველაფრისმცოდნე" "ტვინიკოსა" უწოდა. მართალია არც ეს იყო გადასარევი თუმცა იმას ხო ჯობდა. ამაზე ფიქრობდა რომ უცებ გამოფხიზლდა და გზას გაუდგა ბიბლიოთეკისაკენ, თუმცა დრაკო მალფოი თავიდან ვერ ამოიგდო. ჰერმიონს არ სჯეროდა რომ ჯერ ჯიდევ მასზე ფიქრობდა. რა ხდება მის თავს?
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Donde viven las historias. Descúbrelo ahora