***6 თვის შემდეგ***
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პენსი პარკინსონი სასწავლებლად ბობატონის სკოლაში გადავიდა და ამით თითქოსდა დიდი ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან ჰერმიონსა და დრაკოს. განსაკუთრებით უდიდესი ბედნიერება ეწერა სახეზე დრაკოს, რომელმაც ამდენ სადარდებელს დააღწია თავი. გარემოება უფრო შეიცვალა და შფოთი დაცხრა. ჰოგვორტსი უკვე ყველაზე მშვიდობიან ადგილად მიიჩნეოდა.
რაც შეეხება თავად ჰერმიონს, დრაკოს და მათ სამეგობრო წრეს, ისინი მუდამ ერთად იყვნენ. დიდ დარბაზში, შავ ტბასთან თუ კორიდორებში ერთად დასეირნობდნენ. ჰარიმ, რონმა და ჯინიმ დრაკო საკუთარი ძმასავით მიიღეს, ხოლო ბლეზი ჰერმიონს დაუმეგობრდა და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ერთად საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმის შემდეგ მხოლოდ ოთხნი მიუყვებოდნენ საერთო ოთახებისაკენ გზას დრაკოს და ჰერმიონის გამოკლებით, რომლებსაც ჩვევად ქცეოდათ გვიანობამდე შავ ტბასთან ჯდომა და ალერსი. მეგობრებიც უსიტყვოდ უგებდნენ მათ და ზედმეტ კითხვებს არ აყრიდნენ. იცოდნენ რომ მათთვის ერთმანეთზე ძვირფასი არავინ იყო და არ უნდოდათ სახლში წასვლამდე დარჩენილი მცირეოდენი დრო ჩაეშხამებინათ. სწორედ ამიტომ უყვარდათ დრაკოს და ჰერმიონს თავიანთი მეგობრები.
ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ჰერმიონი, დრაკო, ჯინი და ბლეზი თავიანთ საცხოვრებელ ოთახებს საბოლოოდ დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ზამთრის არდადეგები დასრულდა. თითქოსდა ეს ეწყინა კიდეც ოთხეულს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, დირექტორის ამ ბრძანებას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა.
სწავლის დასრულებამდე სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა. შეყვარებულებს სახეზე მწუხარება ეტყობოდათ, რადგან ვინ იცის კიდევ როდის შეხვდებოდნენ ერთმანეთს. უკანასკნელ წუთებს კვლავ ერთად ატარებდნენ და მათ გარშემო არავის არ აქცევდნენ ყურადღებას. სწორედ ამ დღეს ჩვეულებრივსამებრ დაახლოებით ღამის 10 საათზე დრაკო და ჰერმიონი კვლავ ტბასთან ისხდნენ. ჰერმიონს დრაკოს მხარზე დაედო თავი და ორივენი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა. დრაკომ მკლავებში მოიმწყვდია ჰერმიონი და მისი თავი გულზე მიიკრო. გოგონა გრძობდა მის გულის ცემას, რომელიც მშვიდი ჰანგებივით ჩაესმოდა ყურში და ძილს ჰგვრიდა, თანაც უსაზღვრო სითბოთი ავსებდა. დრაკომ ნაზად შეახო ტუჩები მის შუბლს, ყურთან თმა გადაუწია და ჩასჩურჩულა:
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომენატრები პრინცესავ - მის სიტყვებში ნამდვილად იგრძნობოდა გულისტკივილი
- ასე რატომ მელაპარაკები, თითქოსდა სამუდამოდ ვშორდებით ერთმანეთს?! მართალია ეს ჩვენი ბოლო წელია ჰოგვორტსში, მაგრამ სხვა დროსაც ხომ შევხვდებით ერთმანეთს, ისევ ერთად ხომ ვიქნებით?
ჰერმიონის სიტყვებს არანაირი პასუხი არ მოჰყოლია, იქაურობა სიჩუმეს მოეცვა.
- დრაკო?!... ხმა ამოიღე, მიპასუხე!
- მაპატიე... - დრაკოს სახე აუცრემლიანდა
- რა უნდა გაპატიო, რას გულისხმობ?
კვლავ აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა. მას ოდნავ არღვევდა დრაკოს ქსუტუნი და წყნარი ქვითინი
- დედასთან ერთად საცხოვრებლად რუმინეთში მივდივარ... მას ვერ მივატოვებ, ჯერ ისევ ავადაა და ჩემს გარდა არავინ ჰყავს, აქ კი ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევენ და მათ გამო უფრო ცუდად გახდება.
დრაკოს მსგავსად ჰერმიონსაც მოერია ცრემლები, არაფერს ამბობდა, მუნჯივით იჯდა და სადღაც შორს, ტბის მეორე მხარეს ერთ წერტილს გაშტერებით უყურებდა, ისე, თითქოს რაიმე განსაკუთრებული დაენახოს იქ.
- ჰერმიონ, ხომ იცი რომ შენ და დედა ჩემთვის ყველაფერი ხართ. ჩემი გული მთლიანად შენ გეკუთვნის და დამიჯერე რომ შენს გარდა არავის არ შევიყვარებ. გპირდები, არასოდეს დაგივიწყებ...
დრაკოს სიტყვები ჰერმიონმა შეაწყვეტინა, ტუჩებზე თითი დაადო გაჩუმების ნიშნად და უთხრა:
- ისეთ რამეს ნუ დამპირდები, რასაც ვერ შეასრულებ... მშვიდობით, დრაკო!
ამ სიტყვებით ფეხზე წამოდგა, აცრემლებული თვალები მოიწმინდა და კოშკისაკენ დააპირა წასვლა, რომ უკნიდან გულისგამგმირავი, სიბრალულით აღსავსე დრაკოს სიტყვები მოესმა:
- ჰერმიონ, გთხოვ, არ წახვიდე...
ამ დროს ორმაგად მოაწყდა ცრემლები სახეზე და წამით შეჩერდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა, მაგრამ ყველაფერი ისე მალე მოხდა რომ ვერც გაანალიზა. ორმა ძლიერმა მკლავმა თავისაკენ მიიზიდა, მოაბრუნა და მისი ტუჩებით თავისაზე მიიკრო. ზაფხულის არაჩვეულებრივი სითბოს და მიუხედავად ორივეს გაყინვოდათ ბაგეები და მასთან ერთად სახეც ეყინებოდათ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცრემლებმა უფრო მეტად დაუსველეს სახე.
ეს ხომ მათი პირველი კოცნა არ იყო, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდათ თითქოსდა ხელთავიდან დაიბადნენ და სიცოცხლე სწყუროდათ. თითქოს მათი სხეულები შეერთდა და ერთ ადამიანად იქცნენ. არცერთს არ უნდოდა დანებება, რადგან ეს მათი ბოლო ალერსი იყო. ერთმანეთს ამჯერად ნაზად ეხუტებოდნენ და თან თავისდაუნებურად ჰერმიონის თითებს დრაკოს თმაში მოეძებნათ ადგილი, დრაკოს ხელები კი ჰერმიონს წელზე შემოხვეოდნენ, მის გაშვებას სულაც არ ფიქრობდნენ.
5 წუთის შემდეგ ორივენი ღრმად სუნთქავდნენ და სიყვარულით აღსავსე თვალებით ერთმანეთს შეჰყურებდნენ. დრაკომ ჰერმიონს ნაზად და ცოტა ეშმაკურად ყურში ჩარჩურჩულა:
- გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი
- კი მაგრამ...
- გთხოვ...
- კარგი
დრაკოს სახე გაუბრწყინდა. დიდხანსაც არ უცდია, ჰერმიონს ხელი ჩაავლო და თავისი საერთო ოთახისკენ წაიყვანა. საძინებლისაკენ გაეშურნენ ზედმეტი კომენტარების გარეშე, რადგან სლიზერინელებს უკვე ყველას ეძინათ. ის ღამე კი ორივესთვის სამახსოვრო გახდა, რადგან ერთმანეთს სიყვარული სწორედ მაშინ დაუმტკიცეს და ამას არცერთი მათგანი არ ნანობდა. (ა/კ ზედმეტად არ დავკონკრეტდები და არ ავღწერ რა მოხდა, ალბათ მიხვდით რაც უნდა მომხდარიყო)
---------------------------------------------
დადგა უკანასკნელი დღე, დღე როდესაც საბოლოოდ დაემშვიდობებოდნენ ჰოგვორტსს მეშვიდე კურსდამთავრებულები, მათ შორის ჰარი, რონი, ბლეზი, დრაკო და ჰერმიონი. ყოველნაირი გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი დასრულდა. ბავშვები სათითაოდ ყოველ პროფესორს გამოემშვიდობნენ და მათაც წარმატებები უსურვეს თავიანთ აღზრდილ მოწაფეებს. ყველას გული აუჩვილდა და ზოგიერთს აეტირა კიდეც ამ სანახაობაზე.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყველანი გამოეშურა მატარებლისაკენ, ჰოგვორტს ექსპრესისაკენ, რომლითან უკანასკნელად გამოეთხოვებოდნენ იქაურობას. მატარებლის გასვლამდე ათი წუთიღა რჩებოდა. სტუდენტები ბარგდებოდნენ და დიდ ჩემოდნებს თავიანთ კუპეებში გამალებით ალაგებდნენ. ჰარის უზარმაზარი ურიკაც მალე გამოჩნდა, რომელზეც ჰედვიგს მოეკალათებინა და დიდ, დაღვრემილ თვალებს დაბლა ხრიდა. რონმა, ჯინიმ და ჰარიმ ადგილები დაიკავეს, თუმცა ჰერმიონი, ზაბინი და დრაკო არსად ჩანდა.
სამეული ჯერ კიდევ ბაქანზე იდგა და თითქოს არც ეჩქარებოდათ, კვლავ საუბრობდნენ, თუმცა რონის ხმამ გამოაფხიზლათ:
- დროზე ამოდით უტვინოებო, თორემ გარეთ დარჩებით!
ზაბინი სევდიანი თვალებით დრაკოს გადაეხვია, გადაკოცნა და მატარებელში ავიდა. ჰერმიონი მისი ქმედებით გაკვირვებული იყო, დრაკოს ხელი მოჰკიდა და მატარებლისკენ მიჰყავდა, მაგრამ ის არ იძვროდა:
- წამოდი, დაგვაგვიანდება დრაკო!
- არა ჰერმიონ, მე აქ უნდა დავრჩე, დედაჩემთან აქედან უნდა წავიდე და უკანასკნელად მატარებლითაც ვერ ვიმგზავრებ სამწუხაროდ თქვენთან ერთად. იმედი მაქვს რომ კარგად იქნები, კარგ სამსახურში დასაქმდები, მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავენ და ყველასთვის საამაყო ადამიანი იქნები. მესმის რომ შენ ვერ შეძლებ ჩემთან ერთად წამოსვლას, შენ არ იმსახურებ ჩემსავით მიტოვებულად ცხოვრებას. ხშირად მოგწერ ხოლმე, როგორც გითხარი, არასოდეს დაგივიწყებ და ამას მთელი ჩემი არსებით გპირდები. იმედი მაქვს რომ იპოვი ისეთ ვინმეს, ვინც ჩემზე მეტად დაგაფასებს, მოგივლის და გაჭირვების ჟამს არ მიგატოვებს. მე კი შენს გარდა არავის შევიყვარებ... არასოდეს!
ჰერმიონმა სულაც დაივიწყა გარშემომყოფები, ჩემოდანს ხელი გაუშვა, ძირს დააგდო და თვითონ დრაკოს ჩაეხუტა მთელი ძალით. ამ ჩახუტებაში მთელი მისი მონატრება იგრძნობოდა, რომელიც უკვე გაჰღვივებოდა გულში, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ დრაკოს გვერდით იყო. ჰერმიონის ცრემლები მის პიჯაკს ასველებდა, თუმცა მისგან მოცილებას ნამდვილად არ ფიქრობდა. ისიც კი არ ესმოდა, თუ როგორ უყვიროდნენ ჰარი, რონი და ჯინი, რომლებიც ლამის ძალით გამოჰგლეჯდნენ დრაკოს თავს. მატარებლის დაძვრამდე 2 წუთი რჩებოდა. ჰერმიონმა გაანალიზა გარშემომყოფების ხმები და ცრემლები მოიწმინდა
- მიყვარხარ დრაკო! - ნაზად ჩასჩურჩულა
- მეც მიყვარხარ, ჰერმიონ!
ჰერმიონმა ჩემოდანი აიღო და უკანმოუხედავად გაეშურა მატარებლისკენ, საბოლოოდ კი გულმოკლული და იმედგაცრუებული დრაკო უსიტყვოდ მოიტოვა, რომელსაც თითქოსდა გული ამოაცალეს...
ჰერმიონი დაღვრემილი შეუერთდა თავის მეგობრებს კუპეში და მათ მიერ მოყრილ კითხვებს ყურადღებას სულაც არ აქცევდა. იჯდა და ფანჯრიდან გაჰყურებდა დრაკოს გაშეშებით მდგარ სილუეტს. სულ რაღაც 40 წამში იგი საბოლოოდ გაქრებოდა. უცებ ყელზე შეიგრძნო ცივი ყელსაბამი, რომელიც დრაკოს ეჩუქებინა მისთვის ახალ წელს. მის თავში ერთიანად იფეთქა ყველა მოგონებამ, იმ ბედნიერმა წუთებმა, რომელიც დრაკოსთან ერთად ყოფნის დროს გაეტარებინა.
მატარებლის გასვლამდე რჩებოდა: 15...14...13... წამი
ჰერმიონი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. ფეხზე წამოხტა, თაროდან ჩემოდანი ჩამოიღო. 10...9...8...
- ჰერმიონ რას აკეთებ? - ყვიროდა ჯინი, მაგრამ როგორც ჩანს მას სულაც არ ესმოდა.
ჰერმიონმა კუპის კარები გააღო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მატარებლის საერთო კარისკენ. 3...2...1...
გაოგნებული დრაკო სასწრაფოდ მივარდა, ჰერმიონს დაეხმარა და მძიმე ჩემოდანი გამოსტაცა. ამ დროს მატარებელიც დაიძრა, მაგრამ ისე სწრაფადაც ვერა რომ მოხერხებულ გრეინჯერს დროზე არ გადმოეღწია ბაქანზე, რათქმაუნდა ჯენტლმენ მალფოის დახმარებით. ორივენი ინერციით უკან გადაცვივდნენ და მიწას დაენარცხნენ, თუმცა მალე წამოცვივდნენ.
- ჰერმიონ ეს რა გააკეთე? - ჰერმიონის საქციელით გაკვირვებული ჯინი თვალებს ვერ უჯერებდა.
უკვე წასულ მატარებელს კი ჰერმიონმა მიაძახა:
- მშვიდობით, ძალიან მომენატრებით! მოგწერთ ხოლმე, არ დაგივიწყებთ!
დრაკომ უეცრად სახე ხელებით დაუჭირა მას და მეცხრე ცაზე მყოფმა მთელი თავისი სიყვარული ერთ კოცნაში ჩააქსოვა, რომლითაც ასევე აღფრთოვანებული ჰერმიონი გააკვირვა, ბაქანზე ქარის შრიალი კი მათ ფონს უქმნიდათ.
- ეს რატომ გააკეთე?
- იმიტომ რომ შენს გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. სამსახურს ყველგან და ყოველთვის ვიშოვი, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს ვერსად. ის მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში და მისი ფასი ამქვეყნად არაფერია. მე დიდ პატივს ვცემ ამ გრძნობას და ასე უგულოდ ვერ დავთმობდი.
დრაკო უეცრად ცალ მუხლზე დადგა, ჰერმიონის ხელი თავისაში დაიჭირა და თან გაბრწყინებული ზღვისფერი თვალებით მას შესციცინებდა:
- ჰერმიონ, ჩემო პრინცესა, შეიძლება შენთვის ძალიან ბევჯერ მიწყენინებია და ბევრჯერ დამიმცირებიხარ, რასაც საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მაგრამ ეს ყველაფერი თავადაც მოგეხსენება რომ მამაჩემის გამო იყო გამოწვეული. იგი პატარაობიდანვე მაძულებდა მაგლებს და ნახევარსისხლიანებს, მათ წმინდასისხლიანების შემარცხვენელს ეძახდა და მეც ვერაფერს ვუბედავდი, რადგან კრუციატუსის წყევლა არაერთხელ გამოუცდია ჩემზე. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა, შევიგრძენი თავისუფლება. სინამდვილეში კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე, მაგალითად ის რომ მე შენ პატარაობიდანვე მიყვარდი, თუმცა ამას ვერავისთან ვამბობდი. ეხლა კი როდესაც შენ ჩემს გვერდით ხარ და უკვე შეიტყვე, თუ როგორ მიყვარხარ, მინდა რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანთან: შენთან და დედასთან ერთად გავატარო. ჰერმიონ ჯინ გრეინჯერ, ვიცი რომ არ იმსახურებ ყველასგან ასე მოწყვეტით ცხოვრებას, მაგრამ სრულიად მჯერა რომ ეს შენი სწორი გადაწყვეტილება იყო. დამდებ პატივს და განაგრძობ ჩემთან ერთად ცხოვრებას? გახდები ჩემი ცოლი?
ჰერმიონი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, განსაკუთრებით კი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას. ხელები პირზე აეფარებინა და თვალს ადევნებდა, თუ როგორ ამოიღო დრაკომ პატარა წითელი კოლოფი, რომელშიც ულამაზესი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი იდო და წინ გაუწოდა მას
BINABASA MO ANG
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...