თავი მეცამეტე

639 70 2
                                    

- გრეინჯერ, უბრალოდ სიმართლე მითხარი
- რა სიმართლე? - გაოცდა ჰერმიონი
- მოგწონვარ, ხომ მართალი ვარ? ჩემზე წუხხარ და როცა მოვჯობინდი შენც უფრო გაგიხარდა, თანაც სახელით მომმართე - დრაკომ მთელი ფაქტები ჩამოუთვალა
- მომისმინე, მე გითხარი უკვე რატომაც ვარ მოსული
-...იმიტომ რომ ჯოხი გინდა დაგიბრუნო. - დაასრულა ჰერმიონის წინადადება დრაკომ - შეგეძლო უკეთესი მიზეზი მოგეგონებინა
- მე არაფერსაც არ ვიგონებ
- კაი მაშინ
ჰერმიონმა ისევ ჯოხზე გაამახვილა ყურადღება - სად წაიღე ჩემი ჯოხი?
- შენი ჯოხი? - დრაკომ ჰკითხა და იქაურობას თვალი მოავლო - მე არ მითქვამს რომ შენი ჯოხი მაქვს
- შენ მომატყუე და ყალბი ჯოხი მომეცი, ასე რომ მინდა ნამდვილი დამიბრუნო
- აზრზე არ ვარ რაზე მელაპარაკები
- თავს ნუ იშტერებ და მითხარი
- გეუბნები არ ვიცი მეთქი
- მალფოი!
- გრეინჯერ! ჯოხს მაშინ დაგიბრუნებ როცა სრულიად გამოვჯანმრთელდები
- და ეგ როდის იქნება?
- ჰმმ, სიმართლე გითხრა ნეკნებთან ერთად კიდე რამოდენიმე ძვალი მაქვს მოტეხილი...იმედი მაქვს მადამ პომფრი მალე აღმიდგენს ძვლებს და ეს დაახლოებით ორ კვირას გასტანს. მუცელშიც ძაან ბევრი სისხლჩაქცევა მაქვს - უთხრა დრაკომ და სევდიანი სახე მიიღო
- მართლა შენმა გუნდის წევრმა გესროლა ბლაჯერი? - წყნარად ჰკითხა ჰერმიონმა
- რავი ეგრე მგონია
- რატომ გესროლა?
- შენ თამაშს არ უყურებდი? - დრაკომ კითხვა შეუბრუნა
- რაღაცაზე ვფიქრობდი და არ შემიმჩნევია
- მე ტაიმ-აუტი გამოვუცხადე მას რადგან თამაშის წესები დაარღვია და მერე მაგ ნაბიჭვარმა გადაწყვიტა რომ ჯავრი ქვიდიჩის კაპიტანზე ამოეყარა და მთელი ძალით მესროლა ბლაჯერი - მწარედ ამოიოხრა დრაკომ და კიდევ ერთხელ შეხედა ჰერმიონს
- და აპირებ რომ გუნდიდან გააგდო?
- რატომ გინდა ყველაფერი იცოდე? - დრაკო დაინტერესდა
- უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ
- როცა გეტყვი მაშინ მაინც დამტოვებ მარტო? - არ ვაპირებ მის გაგდებას. მინდა რომ გუნდში დავტოვო და სამაგიერო დაგავუხადო. წვრთნის პროცესში ძაან რთულ დავალებებს მივცემ და ვაწვალებ - ეშმაკურად გაიღიმა
ჰერმიონი ცოტა ხანს ჩაფიქრდა შემდეგ კი უთხრა
- ძალიან მინდა ჩემი ჯოხი დავიბრუნო, ასე რომ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ - ეს უთხრა და წასვლა დააპირა, რომ ნაბიჯების ხმა მოესმა და ადგილს მიეყინა
მადამ პომფრი მათთან მივიდა და გაკვირვებულმა ჰკითხა ჰერმიონს
- ო, ძვირფასო, მის გრეინჯერ როდის მოხვედით აქ?
- არც თუ ისე დიდი ხნის წინ მადამ პომფრი - ნერვიულად უთხრა ჰერმიონმა - კარგი ახლა კი წავალ და მადამ პომფრი გიმკურნალებს
მადამ პომფრიმ უცებ შეაჩერა ღიმილით ჰერმიონი
- მის გრეინჯერ, ვიფიქრე ხომ ვერ დამეხმარებოდით?
- მე? როგორ დაგეხმაროთ? - ჰერმიონმა გაოცებისგან წარბები ასწია
- იქნებ მისტერ მალფოის მიხედოთ? მე ძალიან ბევრი ავადმყოფი მყავს სამკურნალო და დრო არ მაქვს. დამხმარე ხელი ნამდვილად მესაჭიროება. მისტერ მალფოის მხოლოდ ასისტენტი უნდა რომელიც წამლებს თავის დროზე დაალევინებს - და მან 3 ფლაკონი აჩვენა ჰერმიონს რომლებშიც ელექსირები იყო მოთავსებული შემდეგ კი გაუღიმა
ჰერმიონს თავის ცხოვრებაში არასოდეს არ უთქვამს უარი პროფესორის თხოვნაზე და ვერც ეხლა ეტყოდა. მან ყალბი ღიმილით უპასუხა
- დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით
- ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. წავალ და პროფესორებს გავაგებინებ რომ აქ იქნებით მისტერ მალფოის მოსავლელად. ზამთრის არდადეგებზე აქ აპირებთ დარჩენას?
- კი - სუსტი ხმით უპასუხა ჰერმიონმა
- არაჩვეულებრივია! შეძლებთ ზამთრის არდადეგების განმავლობაში მისტერ მალფოიზე იზრუნოთ? ის ორ კვირაში უკვე მომჯობინდება. თქვენ უბრალოდ წამლები დაალევინეთ მომენტალურად ჭამის შემდეგ
- კარგით პროფესორო - მან წამლები გამოართვა მადამ პომფრის
- გმადლობ ძვირფასო... იცოდე, ეს წამალი სამი დღე განუწყვეტლივ უნდა მიიღოს და კიდევ თუ რამე კითხვა გაგიჩნდება შეგიძლია მოხვიდე და მკითხო
- კარგით
- კარგი იქნება თუ დღეს ღამით აქ დარჩებით და შემდეგში თუ სურვილი გექნებათ ერთ საერთო ოთახში გადაგიყვანთ. მგონი იქ უფრო მარტივი იქნება მისი მკურნალობა - თქვა მან და ღიმილით დატოვა იქაურობა.
ჰერმიონმა დრაკოს სარკასტული ღიმილი შენიშნა და გაბრაზდა
- სასაცილოს აქ ვერაფერს ვხედავ
- რაო, არ მიდიხარ პოტერთან და ბატონ და ქალბატონ უიზლებთან? - დრაკო ჰერმიონის წყობილებიდან გამოსვლას ელოდა
- წესიერად ილაპარაკე
- ვფიქრობ ეს ზამთრის არდადეგები...საინტერესო იქნება. შენ ძირითად დროს ჩემთან გაატარებ...ორ კვირა ცოტა არაა. ეს მართლაც არჩვეულებრივად ჟღერს - სარკაზმით გაიღიმა
- ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ როგორ დავთანხმდი ორი კვირა შენს მოვლაზე
- რატომ დათანხმდი?
- ამმმმ...
- აა ხო სულ დამავიწყდა რომ მოგწონვარ - მალფოის სახე ღიმილს მოეცვა
ჰერმიონმა მობეზრებით გადახედა, შემდეგ მაგიდაზე დაალაგა სამივე წამალი და უთხრა
- მე ეხლა უნდა წავიდე და მალე დავბუნდები, შენ კი გაუნძრევლად იწექი - წავიდა და დრაკო თავის თავთან მარტო დატოვა
--------------------------------------------------
- რა თქვიი? რონმა და ჰარიმ ერთ ხმაში დაიყვირეს გაოცებისაგან. ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ რადგან წვეულებაზე მყოფი ყოველი ადამიანის თავი მათკენ მობრუნდა
ჰარიმ და რონმა გაანალიზეს რომ ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ და შეკრებილ ბავშვებს უთხრეს
- შეგიძლიათ იზეიმოთ, ჩვენს საუბარში არაფერია საინტერესო...- ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჰემიონს მოუბრუნდნენ
- მე მალფოიზე მზრუნველობა დამევალა ასე რომ ზამთრის არდადეგებს თქვენთან ერთად ვერ გავატარებ - ნერვიულად უპასუხა ჰერმიონმა
- ამას შენ რატომ აკეთებ და არა მაგალითად პარკინსონი? რატომ მაინცდამაინც შენ? - რონი ბრაზით იხრჩობოდა
- მე მალფოისთან ვიყავი მისული, არა იმიტომ რომ მასზე ვნერვიულობ, არამედ ჩემი ჯოხის წასართმევად და ამ დროს მადამ პომფრი მოვიდა რომელმაც ეს საქმე დამავალა და თქვენც კარგად იცით რომ მე პროფესორს ვერასოდეს ვერ ვეტყვი უარს თხოვნაზე - სწრაფად მიახალა ჰერმიონმა
- და შენ მასთან ერთად ერთ საერთო ოთახში იცხოვრებ? - ჯინის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
- არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ეგრე არ მოხდება. ამის მცირე შანსია
- ის ეხლა ავადაა და იმედია ვერაფერს დაგიშავებს - თავი დაიიმედა ჰარიმ
- თუ თქვენ იმაზე ნერვიულობთ რომ მალფოი რამეს დამიშავებს, მაშინ შეწყვიტეთ ზედმეტი ფიქრი. ჩემს თავს მშვენივრად მოვუვლი. არ გახსოვთ სამი წლის წინ როგორ ვუთავაზე სახეში მუშტი? ვფიქრობ არ გამიჭირდება საკუთარ თავზე ზრუნვა
- თუ ძალიან შეგაწუხებს ჩვენ გვითხარი. მე და ჰარი მოვუვლით მაგას - რონმა ჰერმიონს თვალი თვალში გაუყარა
- კარგი, აუცილებლად გეტყვით
- მოიცა ეს რას ნიშნავს? ანუ შენ მას ჩაცმაში და დაბანაში უნდა დაეხმარო? - ჯინიმ ყურში ჩასჩურჩულა ჰერმიონს რომ ბიჭებს არ გაეგოთ
ჰერმიონი შეშფოთდა მისი ნათქვამით - რა ამობობ? რათქმაუნდა არა! - ლამის დაუყვირა
ჯინის გაეცინა - კარგი და თუ მაინც მოხდა რაც გითხარი, დეტალურად მომიყევი, ძაან მაინტერესებს
- ო ო ოჰ - გაბრაზდა ჰერმიონი
- დღეიდან უნდა დაიწყო მასზე ზრუნვა?
- ხო, დავალებებს დავწერ მანამ სანამ ის ისვენებს და მერე წავალ. იქ დარჩენა მთელი ღამე მომიწევს.
- თუ ჩემი ჯოხი გინდა თავდასაცავად... - რონი თავის ჯიბეებს დასწვდა რათა ამოეღო
- რონალდ მომისმინე... გითხარი რომ საკუთარ თავს მშვენივრად მოვუვლი მეთქი. ის ავადაა და ვერაფერს დამიშავებს, დაწყნარდი
- კარგი - რონმა ხელი ჩამოუშვა ჯიბიდან
- აბა ძილინებისა - თქვა ჰერმიონმა, მეგობრებს ხელი დაუქნია და წავიდა
- ჰერმიონს რაზე ეჩურჩულებოდი? - ჰარიმ ცნობისმოყვარედ ჰკითხა ჯინის როცა ის უკვე კარგა ხნის წასული იყო
- არაფერზე - სწრაფად მიახალა მან - მოდი ვიცეკვოთ - ჰარის ხელი დასტაცა და წრეში შეიყვანა
რონმა გახედა კარს სადაც ჰერმიონი გავიდა, შემდეგ ლევენდერს მიუბრუნდა : საყვარელოო
- მე გავიგონე თქვენ ოთხის საუბარი. რატომ ცდილობ მის დაცვას, შენ ხომ არ ხარ მისი შეყვარებული? - როგორც ჩანდა კარგ ხასიათზე ვერ იყო ლევენდერი
- მე მისი მეგობარი ვარ
- როდის მერე ხარ მისი მეგობარი? რაც ჩვენ ერთად ვართ მის მერე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდით და ეხლა დაიწყე მასზე ზრუნვა? ვინმე იფიქრებს რომ მის გამო ეჭვიანობ
- შენ გგონია რომ მალფოიზე ვვეჭვიანობ?
- კი - დაუყვირა ლევენდერმა - ისევ მოგწონს?
- რაა?
- ისევ მოგწონს ჰერმიონი?
რონი ჩაფიქრდა. მართლა მომწონსო? თუმცა მალე თავი გააქნია და უთხრა
- რათქმაუნდა არა. მე მხოლოდ და მხოლოდ შენ მომწონხარ და არავინ სხვა
- ამდენი ყოყმანი რა საჭირო იყო საპასუხოდ? - გაბრაზდა ლევენდერი - კარგად გაატარე დრო რონ - უცებ მიახალა და ნერვებმოშლილი გავარდა.
- რა სისულელეებზე ბრაზდები ლევენდერ, კარგი რაა - რონი ფეხზე წამოხტა და მას აედევნა
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now