თავი მეთხუთმეტე

630 58 1
                                    

- სანამ თამაშს გავაგრძელებდეთ ერთი კითხვა მაქვს
- რა კითხვა? - დრაკო დაინტერესდა
- როდემდე უნდა ვითამაშოთ? ანუ როდის დასრულდება თამაში?
- ერთმანეთს დაახლოებით ოცი კითხვა ვკითხოთ
- კარგი მაშინ ეს მესამე იყო - ჰერმიონი ისევ მონდომებით მოკალათდა სკამზე, თამაშის გასაგრძელებლად
- კარგი - ეს თქვა დრაკომ და ჰერმიონის დასმული კითხვა გაახსენდა რომელზეც არ უპასუხია - მე არ მიყვარს ყვავილები
- შეუძლებელია, ერთი ყვავილი მაინც არ მოგწონს?
- არ მომწონს და რა ვქნა
- კარგი ჯანდაბას შენთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს - ჰერმიონმა ხელი ჩაიქნია - დამისვი შემდეგი კითხვა
- რა არის შენი ყველაზე დიდი საიდუმლო რაც არავისთვის არასდროს არ გითქვამს? - სერიოზული ტონით ჰკითხა დრაკომ
ჰერმიონმა წარბი ასწია
- არ ვაპირებ რომ გითხრა
- ვალდებული ხარ მითხრა
- ეს თამაშის წესი არაა
- უკვე არის
- არ მინდა გითხრა. ძაან პირადულია
დრაკომ ჰერმიონს დიდხანს უყურა და ბოლოს დანებდა
- კარგი!
- სხვა დროს - სწრაფად დაამატა ჰერმიონმა - სხვა დროს გეტყვი
ჰერმიონი ჩაფიქრდა ახალ კითხვაზე და მოიფიქრა
- რომელია შენი ბავშვობის საუკეთესო მოგონება?
დრაკო ცოტა შეყოყმანდა
- საყვარელი ბავშვობის მოგონება? მარტივი კითხვაა. ჩემი საყვარელი ბავშვობის მოგონება არის ის დღე როცა მამას რამოდენიმე კვირით სახლიდან წასვლა მოუხდა, მე კი დედასთან ერთად ვიყავი ამ დროის განმავლობაში - დრაკო ჰერმიონისგან მოშორებით იყურებოდა და სახეზე ღიმილი ეფინა - მე და დედა ბაღში ერთად ვსეირნობდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მან უამრავი ყვავილის სახელი გამაცნო - აქ კი დრაკო შეჩერდა, თავი გააქნია, ნანობდა ეს რა სისულელე წამომცდაო და უცებ ყურადღება გადაიტანა - რომელია შენი საყვარელი ბავშვობის მოგონება?
ჰერმიონი გაკვირვებული იყო. მან ხომ უთხრა რომ ყვავილები ეზიზღებოდა?! მაგრამ როცა დედასთან ერთად ბაღში სეირნობაზე საუბრობდა სახეზე ღიმილი ეფინა. ჰერმიონი ფიქრებს მოსწყდა და უპასუხა
- ამმ..ჩემი საყვარელი ბავშვობის მოგონება არის ის დღე როცა ჩემმა მსობლებმა უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წამიყვანეს. ალბათ 8 წლის ვიქნებოდი...ღმერთო ჩემო, მაშინ მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად მიმჩნდა თავი. როცა მე იქ შევედი ჩემს ირგვლივ ასი ათასამდე წიგნი იყო. მათ სურნელს დღემდე ვერ დავივიწყებ. მშობლებმა იქაურობას ძლივს მომაშორეს, თუმცა მათ რა იცოდნენ მე რას ვგრძნობდი იქ ყოფნის დროს.
ჰერმიონმა საუბარი დაასრულა და შენიშნა დრაკო როგორ გაშტერებით უყურებდა და მისი მზერის გასაქარწყლებლად კითხვა დასვა ჰერმიონმა
- კარგი ეხლა მითხარი შენი ბავშვობის ცუდი მოგონება
- ვფიქრობ რაღაცეები მაინც არ შეიცვლება. შენ მუდამ ტვინიკოსად დარჩები და სიმართლე გითხრა იმდენად გიყვარს წიგნების კითხვა რომ სულ ძველი წიგნების სუნი აგდის. - დრაკო მას უყურებდა, თუ როგორი ბედნიერი იყო როცა ამ თემაზე საუბრობდა შემდეგ კი დასმულ კითხვას მიუბრუნდა
- ჩემი ბავშვობის ცუდი მოგონება ისაა როცა მამაჩემი სახლში დაბრუნდა - თავისთვის ჩაფიქრდა და სახეზე ბრაზი დაედო როცა მამამისი გაახსენდა, შემდეგ კი უცებ მიახალა ჰერმიონს - ახლა შენ მიპასუხე იგივე კითხვაზე
- ჩემი კი იყო, როცა ზოოპარკში წავედი და უცებ ზურგიდან მაიმუნი ისე მომეპარა რომ ვერ შევამჩნიე და იმდენი თმა მომწიწკნა ლამის თავის ქალა ამაძრო, მართლა საშინელება იყო
დრაკო სიცილით იგუდებოდა
- შენ რა, ჩემს გასაჭირზე გეცინება?
- რაა? - სიცილითვე უპასუხა - მე? შენ დაგცინი? არასოდეს
ჰერმიონმა წარბი შეკრა
- იცინე რამდენიც გინდა, მე არ მადარდებს - ჰერმიონმა ხელები გულთან დაიწყო
- მართლა? - უფრო უმატა სიცილს
ჰერმიონს არ ეგონა ესეთი სასაცილო თუ იქნებოდა მალფოისთვის ეს თემა და ინანა კიდეც რომ მოყვა
- კარგი რაა მოკეტე. სულ არაა სასაცილო
- როგორ არ არის? მაიმუნმა თმა მოგგლიჯა...- ამდენი სიცილისგან მუცელი ასტკივდა თუმცა ვერ ჩერდებოდა
ჰერმიონმა დიდხანს უყურა და თვითონაც გაეცინა. მაინც გაუხარდა რომ მალფოის გაცინება შეძლო და სწორედ ამიტომ თვითონაც აყვა
ამ თამაშმა შეძლო და ეს ორი ადამიანი დაამეგობრა <3
--------------------------------------------------
ჰერმიონს თავი მხარზე ედო და ისე ჩასძინებოდა სკამზე დამჯდარს. დილით გაიღვიძა. თავიდან ვერ გაანალიზა სად იყო. ცოტა ხანში მიხვდა, საბანი მოიშორა, ფეხზე წამოდგა და დაამთქნარა. უცებ გაანალიზა, საბანი როდის დავიფარეო? მას არაფერი არ ახსოვდა რა მოხდა წინა ღამით. თავი მოაბრუნა და დაინახა რომ დრაკოს ჯერ ისევ ეძინა. მან ცნობისმოყვარედ შეხედა, ნუთუ მალფოიმ დააფარა მას საბანი? თუმცა გაეცინა, ეს შეუძლებელი იყო
ჰერმიონმა ჩუმად დრაკოს საწოლის გვერდით მაგიდიდან თავისი ჯოხი აიღო. ერთ ადგილას დადგა და საათს გახედა. დილის ათი საათი იყო და არავინ არ ჩანდა, არც მადამ პომფრი
ცოტა ხანში შენიშნა რომ უჩვეულოდ გახარებული მადამ პომფრი ოთახში შემოვიდა
- მის გრეინჯერ როგორც ვხედავ უკვე გაიღვიძეთ - რაღაც მინდოდა მეთქვა. მე პროფესორებს გავესაუბრე და დაგრთეს უფლება თქვენ და მისტერ მალფოი ერთ საერთო ოთახში ახვიდეთ, და იქ უმკურნალოთ მას. ოთახი დამატებით 4 საძინებლისგან შედგება ასე რომ შეგიძლიათ დასახმარებლად ერთი მეგობარი თქვენ მოიწვიოთ და ერთიც კი მისტერ მალფოიმ. თუ ესე არ გსურთ მაშინ მარტო თქვენ ორი იყავით დროებით და როცა ყველა მოსწავლე წავა არდადეგებზე სახლებში, შემდეგ უფრო მცირე საერთო ოთახში გადაგიყვანთ, კარგი?
ჰერმიონმა გაიფიქრა რა კარგი იქნებოდა თუ ჯინის ეტყოდა და მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდა. ეს ხომ გეგმის განხორციელებაში უფრო დაეხმარებოდა
- კარგით, გმადლობთ მადამ პომფრი რომ ესე წუხდებით
- მადლობა პირიქით მე უნდა გადაგიხადოთ მის გრეინჯერ რომ ესე მეხმარებით. კარგით, მე რაღაც საქმეები მაქვს და 20 წუთში დავბრუნდები - გააფრთხილა ჰერმიონი და წავიდა
- ნახვამდის
ჰერმიონმა მძინარე დრაკოს გახედა.
- ხუმრობით რამე რომ "გავუჩალიჩო" მგონი არაფერი დაშავდება. ჰერმიონი მას მიუახლოვდა. თავისი ჯადოსნური ჯოხით ხელის გულზე ათქვეფილი ნაღების ქილა გააჩინა (Whip Cream ქვია ინგლისურად) გააჩინა. დრაკოს უფრო მიუახლოვდა და ხელის გულზე კრემი დაასხა. შემდეგ ბუმბული გააჩინა და ნელ ნელა ცხვირზე მოუსვა. ის იყო უკან რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა რათა სეირისთვის ეყურებინა რომ მაჯაზე გრძელი, ცივი თითების შეხება იგრძნო, რომელმაც წინ წამოწია და სულ მალე დრაკოს მეორე ხელი რომელზეც კრემი იყო, ჰერმიონის სახეზე აღმოჩნდა. თავის დაგებულ მახეში თვითონვე დაება. ჰერმიონი ადგილს მიეყინა, როცა დრაკომ ხელი მოაშორა მისი ირონიული ღიმილიც შენიშნა
- შემგედში ეცადე ცოტა ჩუმათ იმოქმედო. ძაან ხმაურობდი - თითით მოაშორა ლოყაზე კრემი ჰერმიონს და პირში ჩაიდო. - მმმ, მართლაც გემრიელია, შემდეგში კიდევ უნდა სცადო, ეგებ გამოგივიდეს
ჰერმიონმა ყალბი ღიმილით შეხედა
- დიდი მადლობა, ნამდვილად გემრიელია - მანაც სარკასტულად უპასუხა
დრაკომ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა
- ისე შეგეძლო მანდ არ დაგეძინა, სკამზე...
- არა უკეთეს რას მთავაზობ?
- რავიცი საწოლების მეტი რა არაა? ან თუნდაც შეგეძლო ჩემთან დაგეძინა, ჩემს საწოლში :დ
ჰერმიონი გაბრაზდა. ისევ აიღო ნაღების ქილა და მთელ სახეზე შეასხა მალფოის.
ცოტა ხანში გამარჯვებული სახით მანაც იგივე გაიმეორა და თითით ლოყაზე მოშორა კრემი დრაკოს - მმმ მართლაც გემრიელია
- ჩემს გამოწვევას ცდილობ? - საბანი გადაიძრო დრაკომ რომ წამომდგარიყო
- რატომაც არა - გაეცინა ჰერმიონს
- კარგი, შენს თავს დააბრალე!
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now