ჯინი და ბლეზი ოთახში მყოფ ჩიტუნიებს უყურებდნენ და სიცილს ვერ იკავებდნენ, განსაკუთრებით კი დრაკოს სახის დანახვაზე
- რაიყო, რა არის სასაცილო? არ გინახავთ მარკერით სახე მოხატული ადამიანი? შენ კიდე ასეთი რა დამახატე? - დრაკო ბუზღუნით მიუბრუნდა ჯერ ახლად მოსულ ორეულს, შემდეგ კი ჰერმიონს
- ნუ ნერვიულობ, მცირე დეტალები დაგახატე, ძაან თუარ დაგაშტერდენ, ისე ვერ შენიშნავენ - ჰერმიონმა თავისთვის ჩაიხითხითა
- აჰა, ანუ მცირე? - დრაკომ ჯინის და ბლეზს გახედა, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იკავებდნენ სიცილს
- ხო, მცირეა... თუმცა მე მაინც ვხედავ. დედაჩემი ყოველთვის მაძალებდა თევზის ჭამას პატარაობაში, მხედველობას უწყობს ხელსო და როგორც ვხედავ მართალი აღმოჩნდა - ჯინიმ წარბები აათამაშა და ისევ გაიცინა
- ხო აი სწორედ მაგიტომ უნდა ჭამო დიდი რაოდენობით თევზი - მხარი აუბა ზაბინმაც და ექიმივით აზრების ფრქვევა დაიწყო, თან დრაკოს სახეს თვალს ვერ აცილებდა და იგუდებოდა
- თუ რაიმე საშინელება დამახატე, იცოდე ვერ გადამირჩები, განანებ!!! - დრაკომ მუქარით აღსავსე მზერა მიაპყრო ჰერმიონს და სააბაზანოში შევიდა
როგორც კი სააბაზანოს კარი მოიჯახუნა, მაშინვე ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი ჰერმიონმა, აქამდე მაინც თავს იკავებდა, ეხლა კი უკვე ცრემლებს იწმენდა და სულს ვეღარ ითქვამდა
- ხუთი...ოთხი...სამი...ორი...ერთი...
- გრეიინჯეერ ეს რას ნიშნავს? არ მცილდება სახიდან!!! - დაიღრიალა ბოლო ხმაზე
ჰერმიონი და დანარჩენი ორი ისევ ხითხითებდა
- და არ გაგაფრთხილე რომ არ მოგცილდებოდა მალფოი? ხომ გითხარი რთული მოსაშორებელია მეთქი?! იმედია იცი რას ნიშნავს რთულად მოსაშორებელი?
- მოიცადე, მიიღებ შენსას, ჰერმიონ გრეინჯერ - დრაკომ სააბაზანოდანვე უპასუხა და თავის საშინებელში შევიდა
- ერთი სული როდის ვნახავ, თუ როგორ გადამიხდი სამაგიეროს, დრაკო მალფოი - ჰერმიონმაც მიაძახა
ჯინი სანახაობით გართულიყო და მალევე სავარძლიდან წამოდგა
- კაი იქნება კიდე დავრჩენილიყავით და დაგვეცინა მისთვის, თუმცა მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს - ჯინიმ თავის მეგობარს უთხრა და წარბი ასწია
- მოიცა რაა? ჩვენ რა საქმე გვაქვს? - ჰერმიონი გაოცებით უყურებდა მას
ჯინიმ თავისი უდიდესი შეცდომა გაანალიზა, თვალები დაქაჩა და ბლეზს მწარედ უჩქმიტა რომ მიეხვედრებინა
- ჩვენ, მე და ჯინის გვაქვს საქმე. ჩვენი მეგობრების დაცინვას სხვა დროისთვის გადავდებთ - ზაბინმა ჯინის მზერა დაიჭირა და თვითონაც წამოდგა. სწორედ მისი წყალობით გადარჩნენ სიმართლის დაფქვას
ჰერმიონს კიდევ უნდოდა კითხვების დასმა მაგრამ გაიგონა, რომ დრაკო მას ეძახდა
- თქვენ ორი ამ ბოლო დროს ძალიან საეჭვოდ იქცევით - წარბებს ქვემოდან მოავლო მზერა ორ მეგობარს და ესღა დაუმატა - შემდეგში დაგელაპარაკებით...
მან უკან მოიტოვა ორივე და დრაკოს საძინებლისკენ გაეშურა
ზაბინმა და ჯინიმ სწრაფად შეავლეს თვალი ერთმანეთს და საერთო ოთახს გაეცალნენ. გზადაგზა ხმას არ იღებდნენ და როცა უკვე „საშიშ ზონას" გაცდნენ, ორივემ ერთმანეთს დაუწყო ყვირილი
- როგორ დაუფიქრებლად იქცევი? კინაღამ გრეინჯერს გამოაჭერინე ჩვენი თავი - პირველად ბლეზმა დაუყვირა
ჯინის სახე წიწაკასავით გაუწითლდა. მასზე ესეთი დარიგებები საწამლავივით მოქმედებდა და ცოტა ხანში შეიძლება ბლეზის სიტყვებს კატასტროფაც მოყოლოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მართალი იყო, თავადაც ეშლებოდა თავის სულელურ შეცდომაზე ნერვები
- შენი აზრით ეს განზრახ გავაკეთე? - მანაც დაუღრიალა
- უფრო ფრთხილი და დაფიქრებული უნდა ყოფილიყავი
- ბოდიშს გიხდი რომ ჩემს მეგობართან გულღია და ლოიალური ვიყავი. გპირდები რომ ეს შემდეგში აღარ განმეორდება და პლუს ამას ლექციები საჭირო არაა, კარგი? არ მინდა შენნაირმა ორი წლის ბავშვმა ჭკუა დამარიგოს - ჯინის თვალებში ცეცხლი უბრიალებდა და ერთ ადგილზე გაქვავებული მიშტერებოდა ზაბინს
- მე ლექციას არ გიკითხავ...
- დიახაც მიკითხავ. არ ვაპირებ შენგან დატუქსვის ატანას
- არც გტუქსავ...
- როგორ არა?!
- ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დიდი ენის გამო მოხდა. სწორედ ამიტომ დაიმსახურე ლექცია...
- უკვე არ მოგიხადე ბოდიში?! - ჯინი თავის ჯინს მაინც არ იტეხდა და ბოლომდე აპირებდა გამარჯვებას - საზიზღარი ხარ, საერთოდ რატომ დავდივარ შენთან ერთად?
- მარტო შენ არ გძულს ჩემთან ერთად ყოფნა, მეც იგივეს ვფიქრობ
- ხოდა კაი
- კაი - დაუყვირა ბლეზმა
- ხოდა კაი - ჯინიმ ისევ დაიღრიალა
- კაი
- ხოდა კაი მეთქი :დდდ
- სად მიდიხარ უიზლი? - ბლეზმა შენიშნა რომ მისგან კარგა მოშორებით წასულიყო ჯინი
- სად და ბიბლიოთეკაში, შე ნაბიჭვარო ერთუჯრედიანო ქალამანავ - გაცეცხლებულმა დაუღრიალა ისე, რომ უკან არც კი მოუხედავს. უცებ მარტის ამინდივით შეეცვალა ხასიათი და ყალბი ღიმილით მოუბრუნდა, თან მშვიდად ჰკითხა - შენ არ მოდიხარ?
ცოტა ხანი ორივე უსიტყვოდ იდგა. ზაბინი მაინც ფიქრობდა რომ ჭკუიდან არ უნდა შეეშალა და არ უნდა ეყვირა მისთვის, თავს დამნაშავედ და ჯინის თქმის არ იყოს ნაბიჭვრად, ერთუჯრედიანად მიიჩნევდა. მალე გონს მოეგო და იქვე დაყუდებულ გოგონას ბევრი არ ალოდინა - მოვდივარ - მასთან მივიდა და ერთად განაგრძეს გზა. ორივენი მზერას არიდებდნენ ერთმანეთს და ხმას აღარ სცემდნენ, ბოლოს კი როგორც იქნა ბლეზმა ჩაიბუტბუტა - ბოდიში რომ დაგიყვირე და გაგაღიზიანე
- მეც ბოდიშს გიხდი - ჯინიმაც ჩაიბუტბუტა - მე არ მინდოდა... არ მინდოდა რომ ეს შეცდომა დამეშვა, უბრალოდ... ვნერვიულობ მალე პარკინსონი რომ ბრუნდება და ხომ ხვდები
- ვხვდები... მეც ვწუხვარ რომ წონასწორობიდან გამოვედი, მეც ზუსტად იგივე რამეზე ვნერვიულობ. როგორც ვხვდები პარკინსონის დაბრუნება ორივე დამბლას გვმართებს, არა?
- ხო ნუ არც გამიკვირდება რომ მისი დაბრუნების გეშინია, შენ ხომ ქალუსია ხარ - ჯინი ბოლო ხმაზე ახარხარდა
- ჰაჰ რა გამაცინე... - ზაბინიმ წარბები შეკრა და უემოციოდ უყურებდა მის სიცილს - პენსისნაირი ურჩხულის ვის არ შეეშინდება?! - თავის გასამართლებლად დაამატა
- შენზე მეტად არავის. კარგი იქნება თუ მის დანახვაზე დაფეთებულ თრითინას არ დაემსგავსები და დაყაჩაღებული ქალივით არ დაიწყებ კივილს, უფრო სწორედ წივილს - ჯინი ისევ თავის ჩვეულ პიროვნებას დაბრუნებოდა და ბლეზის დაცინვას განაგრძობდა, თანაც ამ ლაპარაკში ბიბლიოთეკას მიუახლოვდნენ კიდეც
--------------------------------------------------
- არ ვიცოდი ორი თვის ბავშვი თუ იყავი - ჰერმიონმა განაგრძო დრაკოს სახეზე სპირტით და ბამბით მარკერის მოცილება და მისი ბუზღუნის მოსმენა. დრაკო საწოლზე იჯდა, ის კი ზემოდან ადგა და ისე აცილებდა - აჰა, მორჩა - ბოლო წერტილიც გაუქრო სახიდან
- მადლობას არ გიხდი, ღირსი არ ხარ, პირიქით დაგპირდი რომ განანებდი - დრაკო ფეხზე წამოდგა, წარბები აათამაშა ეშმაკურად და ჰერმიონს ნელ-ნელა წელზე მოეხვია
- მართლაა? - ჩაიხითხითა მან. მათი შუბლები უკვე ერთმანეთს ეკვროდნენ და ისე მიშტერებოდნენ ერთმანეთს- შობა ორ დღეშია და... - ლაპარაკის დროს თბილი ხელი დრაკოს ლოყას დაადო
დრაკომ სიტყვის დასრულება არ აცადა
- ...და გაინტერესებს თუ რა გიყიდე საშობაოდ?
- მე ყველაფერი მაქვს რაც მინდა, ახლა, აქ, ამ წუთას, ამიტომ საშობაო საჩუქარი მოიცდის - ღიმილით ჩასჩურჩულა და რამოდენიმე წამიანი კოცნა აჩუქა მის ბაგეებს - მაგრამ... რას ვაპირებთ არდადეგების მერე?
- რას გულისხმობ? - დრაკომ წარბები ასწია გაოცებით
- ანუ ჩვენს შემთხვევაში რა მოხდება? ეს ბოლო სამი კვირა ჩემთვის ერთი არაჩვეულებრივი, სასიამოვნო, ტკბილი და რომანტიული სიზმარი იყო და ამ სიზმრიდან გამოღვიძება არ მინდა, თუმცა რაღაც, უფროსწორედ ვიღაც ამის საშუალებას არ მომცემს - თვალები უფრო სევდიანი გაუხდა და დრაკოც მიახვედრა რომ პენსის გულისხმობდა
- ჰეი, შშშ... - დრაკომ ჩასჩურჩულა და გაგრძელება აღარ დააცადა, სახეზე ჩამოყრილი ცოტაოდენი თმა ყურს უკან გადაუწია - ჩვენ არაფერი გვემუქრება. შენი სიზმარი კი... არასოდეს დასრულდება, გპირდები
- მპირდები? - ჰერმიონმა ნეკა თითი გაუწოდა
- გპირდები - ისევ გაუმეორა, გაეცინა და თავისი ნეკი მოჰკიდა მისას
- თუ ამ დაპირებას არ შეასრულებ, იცოდე დაუფიქრებლად გესვრი შელოცვას - ჰერმიონმა სარკასტული ღიმილით ჩასჩურჩულა
- ხოდა ეგრე იყოს, შენს შემოთავაზებას ასი პროცენტით ვეთანხმები - ეს უთხრა და ამჯერად თავად აკოცა, შედარებით უფრო დიდხანს, უფრო ვნებიანად და უფრო მონატრებულად, დაგეშილად
- მიყვარხარ დრაკო მალფოი - ჩასჩურჩულა ჰერმიონმა და ისევ განაგრძო ალერსი
- მეც მიყვარხარ ჰერმიონ გრეინჯერ - დრაკომ თავისი მომაჯადოვებელი ზღვისფერი თვალები, რომლებიც მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა, ჰერმიონს, უკვე მის შეყვარებულს მიაპყრო. ამან მხოლოდ ათი წამი გასტანა, მალე კი უფრო თავგადასავლებით აღსავსე, საუკუნოვანი, გიჟური და ათასჯერ მეტად ვნებიანი კოცნა ხვდათ წილად ორივეს სიყვარულით მოწყურებულ ტუჩებს...
--------------------------------------------------
აბა როგორია? თუ მოგეწონათ დამი-Vote-თ 😊 შემდეგი სავარაუდოდ ზეგ გამოვა
أنت تقرأ
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
أدب الهواةმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...