თავი მეთვრამეტე

708 62 4
                                    

ოთხი სტუდენტი საავადმყოფოს ფლიგელის წინ შეკრებილიყო და მადამ პომფრის ესაუბრებოდნენ თავიანთი ახალი საერთო ოთახის შესახებ. ჰერმიონი პროფესორ მაგკონაგელს საბოლოოდ შეუთანხმდა და ყველანი საერთო ოთახისკენ წავიდნენ
არისტოკრატის პორტრეტს პაროლი უთხრეს და შიგნით შევიდნენ
- მართლაც საოცარია, არაჩვეულებრივია - ჰერმიონი უკვე 5-ჯერ შევიდა და გამოვიდა პორტრეტის ხვრელში. მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მან ოთხი უხარმაზარი საძინებელი და ასევე კომფორტულად მოწყობილი საერთო ოთახი იხილა
- არ გინდა კიდევ გახვიდე გარეთ გრეინჯერ? ეგებ პორტრეტმა აღარც გაგიღოს კარი და გარეთ დარჩე - დრაკომ სარკაზმით უთხრა
- ხო კაი, კაი - ჰერმიონმა ძლივს მოისვენა და მდივანზე ჯინის გვერდით ჩამოჯდა - არა შეუძლებელია აღფრთოვანების დამალვა, მალთლაც ულამაზესია აქაურობა. დიდი საძინებლებით და სააბაზანოებით. აუ, არ მეძინება და მოდი დღეს ღამე გავათიოთ და ვილაპარაკოთ - ჰერმიონმა ჯინის უთხრა და ისე იქცეოდნენ თითქოს ოთახში მარტო თვითონ ორნი იყვნენ
- კარგი იდეაა! რახანია შენთან ერთად ღამე არ გამითევია. ძაან მინდა საუბარი ჰარიზე, რონზე და ლევენდერზე. ვერც წარმოიდგენ ამ ბოლო დროს როგორ საზიზღარი გახდა ლევენდერი. სულ ტვინს ბურღავს რონზე ლაპარაკით და...
- ვაუ მართლაც არაჩვეულევრივი იდეაა. მოდი ყველამ ერთად გავათიოთ ღამე და ვისაუბროთ ჰოგვორტსის ყველაზე სექსუალურ ბიჭებზე როგორიცაა ბლეზ ზაბინი და დრაკო მალფოი! - ბლეზმა სარკაზმით მოუჭრა სიტყვა ჯინის
ჰერმიონმა და ჯინიმ ერთმანეთს გადახედეს - თუ მართლა გინდათ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ღამე გაათიოთ, მაგრამ ამას ალბათ არც ხართ მიჩვეულები ხო? - სერიოზული სახით გადახედა ჯინიმ
- კაი, გაგეღადავეთ. თქვენ მაინც საერთო თემაზე საუბრობთ და ჩვენ არც კი მოგვაქცევთ ყურადრებას, ასე რომ ხელს არ შეგიშლით - ბლეზმა დრაკოს გადახედა
- ისე შემდეგში შენი კომენტარი შენთვის შეინახე ხოლმე ეხლა კი რაღაც გვაქვს გასარკვევი - ჰერმიონმა ყველას მოავლო თვალი
- რა? - ყველამ ერთხმად ჰკითხა
- დარწმუნებული ვარ, აქ ერთად ცხოვრების პერიოდში წესები, "კანონები" დაგვჭირდება, რითიც ვიხელმძღვანელებთ, ასე რომ ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბოთ... - ეს თქვა და ბლეზსა და დრაკოს მიაშტერდა წარბ აწევით
- კარგი, მოვრიგდეთ - ერთ ხმად თქვეს ბლეზმა და დრაკომ
- ყველამ დაახლოებით ორ-ორი წესი დავწეროთ და ერთმანეთს გავაცნოთ...- ჰერმიონმა თავისი ჯოხი მოიქნია და წარმოთქვა - აქციო პერგამენტი, მელანი და ბუმბული - ცოტა ხანში ჰერმიონის ხელში გაჩნდა ბუმბული, მაგიდაზე კი პერგამენტი და მელანი - კარგი პირველი მე დავწერ და ასე გასწვრივ ჩამოვწეროთ ჩვენ ჩვენი წესები - ჰერმიონმა პერგამენტზე მიუთითა
ოცი წუთის შემდეგ როცა ყველამ ჩამოწერა წესები ჰერმიონმა გამოაცხადა ისინი:
წესი #1 - ყველა ერთმანეთს პატივს ვცემთ
წესი #2 - არავინ არ შევა სხვის ოთახში დაუკითხავად
წესი #3 - ჭკუიდან არ გადამიყვანოთ და არ გამაგიჟოთ
წესი #4 - ნუ მოიქცევით იდიოტი ნაბიჭვარივით
წესი #5 - პირველი ვინც გაიღვიძებს ყველასთვის უნდა მოამზადოს საუზმე და ჩაი, ან ყავა
წესი #6 - ღამის 11 საათზე უკვე უნდა იყოთ საერთო ოთახში და თუ ერთ წამსაც გადააცილებთ არისტოკრატის პორტრეტს ვეტყვი რომ პაროლი შეცვალოს და ვეღარ შემოხვალთ
წესი #7 - არავინ არ დაპატიჟოთ საერთო ოთახში
წესი #8 - შხაპის დროს ნუ დახარჯავთ ბევრ წყალს
წესი #9 - არდადეგების პერიოდში მეცადინეობა ან წიგნის კითხვა აკრძალულია
ყველამ დაასრულა კითხვა
- ჯინი მესამე და მეოთხე შენი დაწერილია ხო? - ჰერმიონმა წარბი ასწია და ისე კითხა
- კი მე დავწერე და ჩემს თავზე ვიღებ ამ ორ წესზე კონტროლს - მკვლელი მზერა ესროლა დრაკოს და ბლეზს
- კაი ჩემი იქნება მეხუთე და მეექვსე - თქვა ბლეზმა
- ჩემი ბოლო სამი - დრაკომ გაიღიმა - მართლაც არაჩვეულებრივი წესებია
- კარგი მე პირველ-ორ წესს ვიღებ ჩემს თავზე - თქვა ჰერმიონმა
მან ხელთავიდან თვალი გადაავლო წესებს:
- ჰმმ...რაღაც მეცხრე საინტერესოდ ჟღერს - ეს თქვა დრაკოს გახედა
- არ მინდა რომ ტვინიკოსამ მთელი ზამთარი წიგნები იკითხოს და ნერვები მომიშალოს - დრაკომ გაიღიმა და ჰერმიონს გახედა
- ნუ ნერვიულობ როგორმე თავს შევიკავებ მეცადინეობისგან - ჩაიბუტბუტა და ისევ დრაკოს გახედა
- ხო მაგრამ კიდე ერთი რამ დაგვავიწყდა - თქვა ჰერმიონმა და ყველას მოავლო თვალი - სასჯელი
- ოო როგორ მიყვარს ამ თემაზე საუბარი - "სასჯელის" გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა ჯინის - მართალია ჰერმიონი, რადგანაც წესები შევქმენით ამიტომ გვინდა სასჯელიც. ანუ ვინც წესს დაარღვევს მიიღებს სასჯელს იმისგან, ვინამაც ეს წესი შექმნა
- კარგი - ბლეზი დაეთანხმა - თუ ჩემს წესს დაარღვევთ...უნდა გადამიხადოთ ხუთი გალეონი - კმაყოფილებით გაიღიმა
- თუ ჩემს წესს დაარღვევთ შელოცვას გესვრით - თქვა ჯინიმ
ჰერმიონმა და დრაკომ ერთმანეთს გადახედეს და საბოლოოდ ჰერმიონმა თქვა
- თუ ჩემს წესს დაარღვევთ, იმას გააკეთებთ რასაც დაგავალებთ მთელი ერთი კვირის განმავლობაში
- თუ ჩემს წესს დაარღვევთ, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მოგიწევთ ცივი წყლით ბანაობა და პლუს ამას ერთი კვირით ჩემი მოთხოვნების შესრულება - დრაკომ ყველას უთხრა თუმცა მაინც ჰერმიონს მიშტერებოდა განსაკუთრებით
- კარგი - თქვა ჰერმიონმა - და რადგანაც დავრწმუნდეთ ვინ დაარღვია წესი, ამიტომაც შელოცვა დაგვჭირდება - მან ამოიღო თავისი ჯოხი, ჰერგამენტს დაადო და უსიტყვოდ შეულოცა. პერგამენტი თავისით აეკრა კარებს
- მორჩა, წესები შედგენილია - თქვა ჯინიმ - ეხლა კი უნდა წავიდე და თქვენ სამმა იმხიარულეთ
მან პორტრეტისკენ დააპირა წასვლა და ბლეზმა მიაძახა
- არ დაგავიწყდეს რომ თერთმეტისთვის უკვე აქ უნდა იყვე
- არ დაგავისყდეს რომ ჭკუიდან არ გადამიყვანო თორე - ჯინი მისკენ მობრუნდა და თავისი ჯოხზე მიუთითა - შენ უკვე პირველი ხარ ვინც ჩემს სიაში შევიდა - ჯინიმ მკაცრად გახედა და წავიდა
- ხანდახან მართლა როგორი საშიშია - ბლეზმა ძლივს ამოიღო ხმა ცოტა ხნის შემდეგ
- კარგი მეც უნდა წავიდე - ფეხზე წამოდგა და დრაკო და ჰერმიონი მარტო დატოვა
ცოტა ხანს მუნჯებივით ისხდნენ და ბოლოს ჰერმიონმა დაძრა სიტყვა
- უნდა დაგტოვო რადგან გამოცდებისთვის მაქვს სამეცად...- უცებ გაანალიზა რას ამბობდა და თან ვის წინაშე. მან მალფოის გახედა
- უკაცრავად რის გაკეთებას აპირებ? - ღიმილით უთხრა დრაკომ
- არაფრის, საერთოდ არაფრის - თქვა და ცოტა შვება იგრძნო
- კარგი მე ჩემს ოთახში მივდივარ - თქვა დრაკომ და წავიდა
ჰერმიონიც ადგა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
- შემიძლია ვიმეცადინო...ვინ რას გაიგებს? ან ვის რაში ადარდებს თუ წესს დავარღვევ? - ეს გაიფიქრა და ჩანთიდან შხამ-წამლების წიგნი ამოიღო, თავის საწოლზე კომფორტულად მოკალათდა და კითხვას შეუდგა
--------------------------------------------------
ბლეზი სასწრაფოდ წავიდა და ჯინის შეხვდა ბიბლიოთეკაში
- იმედი მაქვს არაფერს იეჭვებენ ჩვენზე - თქვა მან
- რათქმაუნდა ვერ იეჭვებენ. თავიანთი პრობლემებით არიან დაკავებულები და არ მიაქცევენ ყურადღებას ამ ყველაფერს. ხოლო ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არც ველაპარაკებით და ძაან მარტივად განვახორციელებთ გეგმას - ჯინიმ თაროდან შეუხედავად ერთი წიგნი გამოიღო და ხელში დაიჭირა
- კი მაგრამ გრეინჯერი წესს არ დაარღვევს და ჩვენი გეგმაც არ გამართლდება - ბლეზმა იმედგაცრუებით შეხედა
- ნუ ნერვიულობ, მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ ერთი წესი დაარღვია - მალევე შეეპასუხა ჯინი
- რატომ გგონია რომ ეგრე მოიქცევა და წესს დაარღვევს?
- იმიტომ რომ: N1 ის ნერვებმოშლილი იქნება მალფოიზე, N2 ის მალფოიზე იქნება ნერვებმოშლილი, N3 ჰერმიონი მის წესს დაარღვევს, რათა იმანაც დაარღვიოს და მერე იჩხუბონ - მოკლედ და კონკრეტულად ახსნა ჯინიმ
- მართალი ხარ. დრაკო როცა დაინახავს რომ გრეინჯერმა მისი წესი დაარღვია, თვითონაც დაარღვევს მისას
- მე მალფოიზე ვნერვიულობ. მეშინია ჰერმიონი ისე არ გაბრაზდეს რომ რაიმე შელოცვა ესროლოს მაგ საწყალს - ეშმაკურად გაეღიმა ჯინის
- ხო მეც ვნერვიულობ - ბლეზი დაეთანხმა და ჯინის ხელში წიგნს დააშტერდა - შენ ასეთი ტიპის წიგნებს კითხულობ? - გაოცდა იგი
- რაა? - ჯინიმ ჰკითხა და წიგნს დახედა, შეამჩნია რომ წიგნი ორსულობაზე იყო. მან წარბი აწია და ცნობისმოყვარედ იკითხა - ჩვენს სკოლაში როდის მერეა ასეთი წიგნები? - ისევ თავის ადგილზე დააბრუნა - დაიცა რომელ სექციაში ვართ? - გამოიწია რათა წაეკითხა დასახელება და ბლეზის ღიმილი დაიჭირა
--------------------------------------------------
ორ საათში ჰერმიონმა კარზე კაკუნი გაიგო
- ვინ არის? - დაიყვირა მან ისე რომ წიგნიდან თავი არ აუწევია
ხმა არავინ გასცა
- არ გაძლევ უფლებას შემოხვიდე მალფოი - თქვა მან თუმცა მისი საძინებლის კარი მაინც გაიღო. ძლივს მოაცილა თვალი წიგნს ჰერმიონმა და მალფოის ახედა. თვალები ლამის გადმოსცვივდა როცა მის წინ ნახევრად შიშველი მალფოი წარსდგა, რომელიც მას მიშტერებოდა. მას უბრალო ჯინსი ეცვა, წელს ზემოთ კი არაფერი. მისი სხეული მართლაც ნებისმიერს შოკში ჩააგდებდა და ჰერმიონიც არ იყო გამონაკლისი, თუმცა რათქმაუნდა ამას არ აღიარებდა. მართალია სხეული ნამდვილად არაჩვეულებრივად ნავარჯიშები იყო, დაკუნთული, თუმცა მაინც იყო რაღაც, რაც ამ მთელ სტრუქტურას არღვევდა და ეს იყო სისხლჩაქცევები.
- ისე ქვიდიჩი რაღაც ასპექტში კარგია...თუმცა ეს სისხლჩაქცევები ნამდვილად არ გამოიყურება სახარბიელოდ - ჰერმიონმა ჩაიბუტბუტა, თავი ძლივს დაიჭირა და მზერა აარიდა მას
- მეცადინეობ? - ჰკითხა დრაკომ და ინტერესით შეხედა. მას ხელში ბინტის მურგვი ეჭირა, მაისურთან ერთად
- ხო, შეიძლება ითქვას - მოკლედ მოუჭრა სიტყვა ჰერმიონმა
დრაკომ წარბი შეკრა და გაიღიმა
- კარგი, ანუ ჩემი წესი დაარღვიე. როგორც იცი მოგიწევს ერთი კვირა ჩემი მოთხოვნების შესრულება. პირველი დავალება იქნება რომ გამომიცვალო ეს ბინტი. სამჯერ ვცადე შემოხვევა და არ გამომივიდა, ასე რომ დამეხმარე - საუბარი დაასრულა თუმცა თვალი არ მოუშორებია
- რაიყო ხომ არ გეშინია დახმარების თხოვნის? - მცირედ გაიღიმა მან და ბინტი გამოართვა
- სულაც არა - წარბის შეკვრით უპასუხა დრაკომ
- კარგი, რადგანაც კეთილი ადამიანი ვარ, ამიტომ დაგეხმარები - თქვა და საწოლიდან წამოდგა - მადამ პომფრიმ მითხრა რომ მალამო ბინტზე უნდა წავუსვა და ისე მოგახვიო, ასე რომ სისხლჩაქცევებს მაქსიმალურად არ შევეხები - მან მოხსნა ძველი ბინტი და ახალი დაადო - თუ აგეწვება ან გეტკინება ჩემი ბრალი არ იქნება - გააფრთხილა და გააგრძელა ბინტის შემოხვევა
დრაკო ცოტა მორცხვად იდგა, ხელები გაშლილი ჰქონდა რათა ხელი არ შეეშალა ბინტის შემოხვევაში - აჰ, აუჰ, მადლობა
- არაფრის, და ამავდროულად თუ შენ ესე გააგრძელებ მოქცევას, ეს ჩემი წესის დარღვევა იქნება
- რაა? - დრაკო ვერ მიუხვდა
- რადა გარიგება თუ გახსოვს? - ჰერმიონმა საბოლოოდ დაასრულა ბინტის შემოხვევა - მოვრჩი
- კარგი, ეს ნამდვილად სამართლიანი იქნება. მოგიწევს ერთი კვირა ცივი წყლით იბანავო - მიახალა გახარებულმა მალფოიმ
- და როგორ შეამოწმებ ცივი წყლით ვიბან თუ ცხელით? - სარკასტულად გაეღიმა ჰერმიონს
- უი მაგაზე არ მიფიქრია - ღრმად ამოისუნთქა დრაკომ
- ეგრეც ვიცოდი - თქვა ჰერმიონმა და თავისი საწოლისკენ წავიდა
- ერთი გზა არსებობს შესამოწმებლად - თქვა დრაკომ და ეშმაკურად გაიღიმა
- მაგაზე არც იფიქრო
დრაკომ თავისი მაიკა საწოლიდან აიღო და ჩაიცვა (ჰერმიონის იმედი გაუცრუვდა) და მას შეხედა
- რას აკეთებ?
- ვმეცადინეობ
- არა ვგულისხმობ რას აპირებ მეთქი?
- კიდე რომ ვიმეცადინო
- ასე რატომ იქცევი? ჩემს წესს რატომ არღვევ?
- იმიტომ რომ შენ ჩემი წესი დაარღვიე და ოთახში დაუკითხავად შემოხვედი. ახლა კი ჩემი დავალების დროა და გიბრძანებ აქედან გახვიდე!
- რაა? არა. არსად არ მივდივარ
- მოგიწევს
- არა! წასვლის რა გითხრა, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ მომიწევს წესების დარღვევა - ეს თქვა და ჰერმიონისკენ წავიდა. მის საწოლზე "დაეცა" და კომფორტულად მოკალათდა - იცი, შენი საწოლი უფრო კომფორტულია ვიდრე ჩემი. გინდა გავცვალოთ?
- ადეგი ჩემი საწოლიდან! - ჰერმიონმა უბრძანა და საწოლს მიუახლოვდა რომ ფეხზე წამოეგდო
- მოდი და შენც დაწექი - დრაკომ ჰერმიონს მაჯაზე მოქაჩა და ისიც "დააგდო" საწოლზე. ჰერმიონი უხერხულად მოძრაობდა და ბოლოს კომფორტულად მოთავსდა
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Donde viven las historias. Descúbrelo ahora