სვეტს უკან მდგარმა დრაკომ გარეთ მიმდინარი მოვლენების შესამოწმებლად და დასაზვერად დერეფანში გამოიჭყიტა. მათდა საბედნიეროდ იქაურობა დაცარიელებული დახვდა შემდეგ კი მის უკან მდგარ ჰერმიონს მოუბრუნდა
- შეგვიძლია წავიდეთ, აქ არავინაა. მაინც რომ ვერავინ შეგვამჩნიოს, ჯობს გავიქცეთ - მან ხელი ჩასჭირა ჰერმიონს და კიბეებისკენ თავპირისმტვრევით გაიქცნენ, თუმცა მალევე ნაცნობმა ხმაც არ დააყოვნა
- მისს გრეინჯერ, მისტერ მალფოი!
წყვილი ადგილს მიეყინა და ხელიდან სასაჩუქრე პარკები გაუცვივდათ. უკან მობრუნდნენ და მათ წინაშე პროფესორი მაგკონაგელი წარსდგა. ჰერმიონმა მათ ჩაკიდებულ ხელებს დახედა და სასწრაფოდ ჩამოშორდა დრაკოს
- პროფესორო... - ორივემ ნერვიული ხმით ჩაიბუტბუტეს
- იმედია ხვდებით სად უნდა წავიდეთ ეხლა - პროფესორმა წარბის აწევით და ყალბი ღიმილით გამოხედა მათ
- დ..დიახ პროფესორო - ნერწყვი გადაყლაპა ჰერმიონმა და ორივენი ფეხების კანკალით მიყვნენ უკან პროფესორს თავის კაბინეტში
- აბა რითი ახსნით თქვენს ასეთ საქციელს? - ჰკითხა მაგკონაგელმა მისი მაგიდის წინ მჯდარ ორ გაფითრებულ სტუდენტს
- პროფესორო... გვაპატიეთ... - ჰერმიონი ძლივს ბუტბუტებდა - ვიცით რომ სკოლიდან ჰოგსმიდში გაპარვა დანაშაულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ ჩემი მეგობრებისთვის საშობაოდ საჩუქრების ყიდვა მინდოდა - ლაპარაკის დროს ნერვიულად წრიალებდა ერთ ადგილზე - თანაც მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, მე ვაიძულე დრა...მალფოი რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო... თუ დასჯას გვიპირებთ, მხოლოდ მე დამსაჯეთ, ჩემი ბრალი იყო
- და თქვენ რას იტყვით მისტერ მალფოი? - ინტერესით გამოხედა პროფესორმა
- დიახ, რაც ჰერმ...გრეინჯერმა თქვა, მართალია, მან მთხოვა საჩუქრების საყიდლად წაყოლა, თუმცა მან მალევე გადაწყვიტა დაბრუნება და მე ვაიძულე რომ გვიანობამდე გაჩერებულიყო იქ, ასე რომ ჩემი ბრალიცაა და მეც დამსაჯეთ - დამაჯერებლად გახედა დრაკომ
- ძალიან საინტერესოა... - სიცილით ჩაილაპარაკა პროფესორმა მაგკონაგელმა და უსიტყვოდ მოიქნია ჯოხი მეორე კარებისკენ, რომელიც სხვა ოთახს უკავშირდებოდა. კარი გაიღო და პროფესორმა შიგ მყოფებს უხმო რომ გამოსულიყვნენ. მალევე მეგობრებს დამნაშავის სახით შემოუერთდნენ ჰარი, ჯინი და ბლეზი. - გთხოვთ შემდეგში სიფრთხილე უფრო მეტად გამოიჩინოთ. ხმა დაირხა რომ თქვენ ხუთი თითქმის ყველამ შეგნიშნათ ჰოგსმიდში გაპარულები. ამის გამო წესით მკაცრად უნდა დაისაჯოთ, თუმცა ამას არ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა რომ გაიპარეთ, მაინც გპატიობთ, რადგან დავინახე ის, რასაც მე და პროფესორი დამბლდორი მთელი ცხოვრებაა ვნატრულობდით... ეს არის ჰოგვორტსის ფაკულტეტების ერთიანობა, სტუდენტების მეგობრობა... მიხარია რომ ეს საბოლოოდ ესე მოხდა, თუმცა გაპარვა ეგრე მარტივად არ შეგრჩებათ. 100 ქულა ორივე ფაკულტეტიდან, პლუს ამას ხუთივენი დარჩებით ხოლმე ვახშმის შემდეგ და კლასებს დაასუფთავებთ, ორი კვირის განმავლობაში
- სულ ეს არის? - ჯინიმ წარბი ასწია გაოცებით
- კი, მანამ სანამ კიდე არ დამამატებინებთ რაიმე ახალს...
- არა, არა... შევასრულებთ თქვენს დავალებას - სწრაფად მიახალა ბლეზმა - მიხარია რომ ასე მარტივად გამოვძვერით. - ჩაიბუტბუტა მან
- გმადლობთ პროფესორო - ხუთივემ ერთხმად გამოხატეს მადლიერება
- შემდეგში თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ასე მარტივად ვერ გადამირჩებით და მკაცრად დაისჯებით...ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ - პროფესორმა სათვალე გაისწორა და მზერა გააყოლა მიმავალ ბავშვებს
- ვერ ვიჯერებ რომ კინაღამ მკაცრი სასჯელი „ავირტყით". არადა რა გეგმები მქონდა... ვიფიქრე ზაბინს რაიმე ოინს მოვუწყობ მეთქი... ვინ დაგაცდის - იმედგაცრუებული სახე მიიღო ჯინიმ
- შე ეშმაკის მაშხალავ - ბოღმით გამოსცრა კბილებში ბლეზმა
- გმადლობთ ყველას რომ ჩვენს გამო თავი ასეთ შარში გაყავით. - ჰერმიონმა ყველანი ღიმილით დააჯილდოვა
- აბა რისთვის ვართ მეგობრები? - ჰარიმ მეგობრულად გაუღიმა ჰერმიონს და დრაკოს მორცხვად აარიდა თვალი
- უხერხულ გარემოს ნუ ქმნი პოტერ. სხვაგან გაიხედე! - დრაკომაც აარიდა მზერა
ბლეზს, ჯინის და ჰერმიონს გაეცინა მათ ასეთ უხერხულ მდგომარეობაზე
- ვფიქრობ თქვენგან კარგი მეგობრები დადგებოდა - ჯინიმ სარკაზმით ჩაილაპარაკა და დაამატა - დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი და ვისაუბრებდი თქვენთან ერთად, თუმცა მე და ჰარის საქმეები გვაქვს - ეშმაკურად აათამაშა წარბი და ჰარისთან ერთად მალევე აორთქლდა ადგილიდან
- ხო, მეც რაღაც საქმეები მაქ და... უნდა მივხედო - ბლეზი წყვილს ჩამოშორდა და შორიდან მოაძახა - ძილინებისაა
- კარგი, წავიდეთ - დრაკოსთან მარტოდ დარჩენილმა ჰერმიონმა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა - საკმაოდ გრძელი დღე იყო და ერთი სული მაქ როდის დავიძინებ
- სანამ დავიძინებთ, რაღაც გვაქვს გასაკეთებელი - დრაკომ ხელი ჩაჰკიდა მას
- მართლა? მაინც რა? - ჰერმიონმა მასთან ერთად საერთო ოთახისკენ აიღო გეზი
- შხაპი უნდა მივიღოთ - ღიმილით დახედა მან - ეხლა არ მითხრა, რომ არ აპირებდი ამის გაკეთებას?
ჰერმიონმა თვალები დაატრიალა და ხელი პირდაპირ გულის ფიცარში ჩასცხო
- როდის შეეშვები ჩემს ნერვებზე თამაშს?!
- რაიყო ცუდი რა ვთქვი? ცალ-ცალკე მივიღოთ მეთქი, ერთად არ მიგულისხმია - ეშმაკურმა ღიმილმა მოიცვა მისი სახე
ჰერმიონსაც გაეცინა
- გეყოს მალფოი!... კარგი ხვალისთვის საჩვენოდ რამეს გეგმავ? - ცნობისმოყვარედ ჰკითხა მან
- რაღაც ერთი-ორი გეგმა მაქვს იდეაში
- მაინც რა?
- სიურპრიზია, რამოდენიმე საათში გაიგებ - ამასობაში თითქმის მიუახლოვდნენ კიდეც საერთო ოთახს - მოთმინება ყველაფრის წამალია - ბრძნული აზრების ფრქვევა დაიწყო მან
- თუ არ მეტყვი... უკეთესი იქნება - ჰერმიონმა ხელი გაუშვა, წინ მიიწია და პორტრეტს პაროლი უთხრა.
- ხვალ შოკში ჩაგაგდებ, მერწმუნე - კმაყოფილებით გაიღიმა
- რაა? დავიჯერო რაიმე რომანტიულს მიმზადებ? - ოდნავი სიცილით ჰკითხა მან - დრაკო მალფოი რომანტიული პიროვნებაა? ვინ წარმოიდგენდა...
- ასე რთული დასაჯერებელი რატოა? - დრაკო ჰერმიონს კვალდაკვალ მიყვებოდა
- ამას სერიოზულად მეკითხები? - წარბი ასწია ჰერმიონმა
- გირდები, ხვალ დაგიმტკიცებ, თუ როგორ ძალიან ცდები
- ვეღარ ვითმენ, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ სანამ ცნობისმოყვარეობას შევუჭამივარ, ჯობს წავიდე და დავიძინო, აბა ტკბილი ძილი - ჰერმიონი თავისი საძინებელი ოთახისკენ დაიძრა
- ძილის წინ კოცნა არა? - საწყალი ლეკვის თვალებით გამოხედა დრაკომ
- მართალი იყავი - თვითკმაყოფილებით ჩაიღიმა - მოთმინება ყველაფრის წამალია - გაუმეორა გამონათქვამი
- ხო კაი, ძილინებისა გრეინჯერ - ხელი დაუქნია დრაკომ და საძინებლისკენ წავიდა
- მალფოი - ჰერმიონმა მშვიდად დაუძახა და მასთან მიირბინა
- რა? - ჰკითხა და უკან მობრუნდა, როცა უეცრად ლოყაზე კოცნა იგრძნო
- ძილინებისა - ყურში ჩასჩურჩულა ჰერმიონმა და ოთახში შევარდა
დრაკო მოჯადოვებულივით იდგა ერთ ადგილას, მიყინული და იდიოტივით იღიმოდა, თან ლოყაზე ხელს ისვამდა
- ძილინებისა - ჩაიჩურჩულა მანაც, თავისთვის ჩაიცინა და საძინებელში შევიდა - ეს გოგო მე მომკლავს! - ისევ გაიცინა და თავის თავს ჰკითხა - რის გაკეთებას ვაპირებ ხვალისთვის? მემგონი დახმარებისთვის ქალბატონ უიზლის უნდა მივმართო - ღრმად ამოისუნთქა და სააბაზანოში შევიდა
------------------------------------------------------------------------
დილის 8 საათი
*კარზე კაკუნია*
ჰერმიონმა ყურადღება არ მიაქცია და მეორე მხარეს გადაბრუნდა ძილის გასაგრძელებლად. კიდევ ერთხელ გაისმა კაკუნის ხმა, ამჯერად მან ბალიში აიღო და ყურებზე დაიფარა.
ისევ კაკუნია
- ოოო დამაძინე! - ჰერმიონმა დაიღრიალა და თან ნელ-ნელა თვალებიც გაახილა. გაიგონა თუ როგორ გაიღო და დაიხურა მისი ოთახის კარი. ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო, ამიტომ თვალებმოჭუტული გასცქეროდა შორს მყოფ ადამიანის დაბურულ ფიგურას, რომელსაც ხელში პატარა მაგიდისმაგვარი რაღაც ეჭირა. „ჯანდაბა, რა ხდება?!" თავის თავს ჰკითხა, თვალები მოისრისა და გადაწყვიტა საბოლოოდ გაეღვიძებინა
ჯერ ვერ გაეანალიზებინა ვინ იყო მასთან ოთახში, თუმცა ცოტა ხანში სიცილით იცნო რომ ეს დრაკო იყო.
- აქ რას აკეთებ? - ჰკითხა და საბანში გაეხვია - აქ რატომ შემოხვედი?
- ხომ მითხარი რომ შენს საშობაო სურვილების სიაში შედიოდა საუზმე საწოლში, ხოდა შეგისრულე და მოგიტანე - დრაკომ შარმიანი ღიმილით დააჯილდოვა, მასთან ახლოს მივიდა და პატარა მაგიდა საწოლზე კომფორტულად დაუდო - ამის მომზადება შინაურ ელფებს ვთხოვე და თან ამავდროულად არ ვიცოდი რა გიყვარდა, ამიტომ ქალბატონი უიზლი დამეხმარა - მორცხვად ჩაილაპარაკა და კისრის უკანა ნაწილი ხელით მოისრისა
ჰერმიონს გაეცინა
- მართალი იყავი, მართლაც გამაოცე და დამარწმუნე იმაში რომ ვცდებოდი. ნამდვილად ჯენლტმენი და ძალიან რომანტიულიც ყოფილხარ - საყვარლად გაუღმა მას
- ძალიან მიხარია ამის მოსმენა... - დრაკოს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჰერმიონმა მკლავები ჩასახუტებლად კისერზე შემოხვია. მანაც არ დააყოვნა პასუხი და წელზე მოეხვია. ამ ჩახუტებამ უდიდესი სითბო და სიყვარული აგრძნობინა და არ უნდოდა რომ ხელი გაეშვა, თუმცა ჰერმიონმა ესე არ ინება და მალე გაიწია უკან, რამაც დრაკოს მხოლოდ იმედგაცრუება დაუტოვა გულში
- ეს რისთვის?
- მადლობის ნიშნად - ისევ გაეღიმა ჰერმიონს
- კარგი მე წავალ და... თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე - მორცხვად უთხრა დრაკომ და კარისკენ წავიდა
ჰერმიონმა თავის საუზმეს დახედა და შემდეგ მიმავალ დრაკოს
- დრაკო
- რაიყო? - უკან მობრუნდა
- შენ ისაუზმე?
- ჯერ არა, რატომ მეკითხები?
- არ გინდა აქ დარჩე და ჩემთან ერთად ისაუზმო? - ჰერმიონს მოერიდა, იფიქრა პასუხად უარს გაიგებდა და ამიტომ საუზმეს დააშტერდა
- აჰ, ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან მაინც მეტყოდი. ქალები ჩემს ცდუნებას ვერ უძლებენ - დრაკო მივიდა და მის საწოლზე ჩამოჯდა
- გადავიფიქრე, შეგიძლია წახვიდე. მარტო მივირთმევ - ჩანგალი აიღო და თეფშზე დადებული თაფლ მოსხმული ბლინების ჭამას შეუდგა - მმმ, მართლაც უგემრიელესია
- მარტო ჭამა არასასიამოვნოა, ასე რომ სჯობს მეც დავრჩე და შემოგიერთდე
ჰერმიონმა თავისი მზერა მისას შეაგება
- კი მაგრამ მეორე ჩანგალი არ გაქვს
დრაკომ ეშმაკურად გაიღიმა
- მე ეგ გავითვალისწინე, თუმცა დავიჯერო ვერ ხვდები რატომ არ წამოვიღე მეორე ჩანგალი?
ჰერმიონი მიხვდა რასაც გულისხმობდა თუმცა არ აღიარა
- ვერ ვხვდები, მითხარი
- ნამდვილად არ იცი?
ჰერმიონს გაეცინა
- იმას გულისხმობ რომ, გინდა მე გაჭამო?
- რავი, თუ წინააღმდეგი არ ხარ...
ჰერმიონმა ჩანგლით ბლინის ნაჭერი აიღო და დრაკოს გაუწოდა. დრაკომ პირი გააღო რომ შეეჭამა, თუმცა ჰერმიონმა სისხარტე იჩინა და თვითონ შეჭამა. - უგემრიელესია - მოტყუებულ დრაკოს გახედა და გაიცინა - კაი, მაპატიე.. ამჯერად შენ გაჭმევ
დრაკო გაბრაზდა და ზურგი იცვალა, მეორე მხარეს გაბრუნდა, თან წარბები შეკრა
- ღმერთო ჩემო, პატარა ბავშვის ტვინიან გოგოს ვაწონებ თავს... რა სულელი ვარ - ჩაიბუტბუტა დრაკომ
- აჰაა, ესეიგი თავს მაწონებ?! - გამოიჭირა ჰერმიონმა
მიხვდა რომ ძაან ხმამაღლა მოუვიდა
- შეიძლება
ჰერმიონს გაეღიმა
- შეიძლება მეც - მან ჩანგლით ისევ გაუწოდა საჭმელად ბლინის ნაჭერი - ამჯერად მე არ შევჭამ!
დრაკომ კვლავ გააღო პირი თუმცა ჰერმიონმა მის გასაწვალებლადა ჩანგალი შორს გაწია, რამაც უფრო გააბრაზა სახტად დარჩენილი მალფოი და პროტესტი გამოხატა
- აღარ შევჭამ!
- აუუ რაიყო, გაგაბრაზე? - წარბებს ათამაშებდა ჰერმიონი
- გირჩევნია ეგ ფაფარი გაისწორო - გაიცინა დრაკომ
ჰერმიონმა ჩანგალი დადო და თმაზე მოიკიდა ხელი
- ჩემი თმა მშვენივრად გამოიყურება, არ ვიცი რაზე მელაპარაკები... თუმცა ვხვდები, გაბრაზებული ხარ ჩემზე და მიზეზს ეძებ... ნუ ხო კაი ახლა ნამდვილად არ გაწყენინებ - ჩაიცინა
ამჯერად არ გაუწვალებია პატარა ბავშვივით აჭამა
- მმმ მართლაც რომ გემრიელი ყოფილა
ჰერმიონს გაეღიმა, ჩანგალი ძირს დადო და ხელსახოცი აიღო.
- ტუჩთან ცოტათი თაფლი გაცხია - მასთან მიიწია და ნელ-ნელა მოსწმინდა ტუჩის კუთხე თანაც ამავდროულად მისი სახის ყურების დროს ჰიპნოზირდებოდა, გული ისე აუჩქარდა, თითქოს კისრისტეხით ერბინოს. სუნთქვას ვეღარ ინელებდა. მისი კალმით ნახატი სახე ყველას იგივე გრძნობას დაბადებდა: ღია ზღვისფერი თვალები, რომლებიც ამ მომენტისთვის გამუქებულიყვნენ და უფრო მეტი სილამაზე შეეძინათ, მოკლე და საყვარლად მიბჯენილი წარბები ფონს უქმნიდნენ მათ. ასევე წვრილი და ოდნავ მოვარდისფრო ტუჩები, რომელთა კოცნაც ყოველ წუთას უზადო ბედნიერებით აღავსებდა ჰერმიონს. სახის სტრუქტურას საბოლოო ელფერს სძენდა ქერა, თოვლივით თეთრი თმა, რომელზეც ჟელე არ ესვა და ურჩად გადმოეყარა ერთ მხარეს, ისე თითქოს ეხლა ხანს ამდგარიყო საწოლიდან. ჰერმიონი უეცრად ვაშლივით გაწითლდა, როცა დრაკოს მზერა დაიჭირა. ნერვიულად ტუჩზე იკბინა და ფეხზე წამოხტა
- უმმ... მე..მე უბრალოდ ვაპირებდი...
--------------------------------------------------
შემდეგი თავი წესით ოდნავ დირთი იქნება ასე რომ გაფრთხილებთ მოერიდოთ ეკრანებს...
Next chapter coming soon... მანამდე ეს თავი დააVoteეთ 😉
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...