მეორე დილით
----------------------
- გუშინ ღამით რა მოხდა?
- საცურაოდ წავედით - ჰერმიონმა უპასუხა ჯინის და განაგრძო საჭმელზე დაშტერება
- ეგ მეც ვიცი, ის მითხარი როდის დაბრუნდით სახლში?
- დაახლოებით 2 საათზე
- ასე გვიან რატომ?
- იმიტომ რომ ფილჩის გამო ერთი საათი ვიმალებოდით, კინაღამ გამოგვიჭირა და როცა წავიდა, ჩვენც ნელ-ნელა დავბრუნდით
- და რამე მოხდა?
- მაგალითად რა?
- რა და თუ დაინახე მისი სხეული?
- ჯინი!
- ჰმმ?
- ჰარი დაგავიწყდა? შენი შეყვარებული რომაა
- ხო ვიცი. უბრალოდ...მალფოი მთელს ჰოგვორტსში სახელგანთქმულია თავისი სექსუალური სხეულით...
- ჯინი გეყოს!
ჯინი კი სიცილს ვერ იკავებდა
- ხო მართლა შენი ჯოხი სად არის? სულ თან გქონდა ხოლმე როცა საუზმობდი
- ჩემი ჯოხი? - ჰერმიონმა წარბი ასწია - არ მაქვს
- ამ წუთას?
- არა, საერთოდ
- რაა? რატომ?
- მალფოის აქვს
- ნუ ხო, რათქმაუნდა...უნდა მცოდნოდა. უთხარი დაგიბრუნოს
- საქმე იმაშია რომ არ მიბრუნებს - ჰერმიონმა უპასუხა და თან შეშინებული სახით იხედებოდა. ცდილობდა თავი აერიდებინა გუშინდელი ღამის დეტალების მოყოლისგან
- სთხოვე?
- რათქმაუნდა
- და არ დაგიბრუნა?
- არა, ისევ თვითონ აქვს - ისევ თავს არიდებდა ამ თემას - თუმცა დარწმუნებული ვარ დამიბრუნებს
ამ დრო კოშკში ბუ შემოფრინდა, ჰერმიონის ცხვირწინ პატარა ფუთა დააგდო და სწრაფადვე გაფრინდა.
- რა უცნაურია...ბუებს ამ დროს არ მოაქვთ წერილები და ფუთები - ეს თქვა და თავის ფუთას დასწვდა შორს კი დრაკო მალფოის ღიმილი დაიჭირა
- ეს რა არის? - ჯინიმ ჰკითხა და ეცადა წაერთმია შეფუთვა
- არა! - ჰერმიონმა დაუყვირა და მისგან მოშორებით წაიღო ფუთა - არაფერი არ არის
- რაღაც ეგრე არ ვფიქრობ, უცნაურად იქცევი
- არაფერია - ისევ გაიმეორა ჰერმიონმა და ფუთა მკლავებში მოიმწყვდია, ჯინისგან რომ დაემალა. უეცრაც ფუთას მიწებებული ფურცელი მოსწყდა და მაგიდაზე დავარდა. ჯინიმ მოასწრო აღება ერთი წამით ადრე
- ჯინი! - ჰერმიონი უკვე მიხვდა რომ მკვდარი იყო
![](https://img.wattpad.com/cover/154936965-288-k586472.jpg)
أنت تقرأ
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
أدب الهواةმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...