თავი მერვე

698 65 1
                                    

კლასის მეორე კუთხეში ჯინი და ბლეზი გამწარებით საუბრობდნენ
- რატომ მომიყვანე აქ, რა გინდოდა? - ჰკითხა ბლეზმა ინტერესით
- და შენ რატომ დამთანხმდი? შენ არ მითხარი რომ ჩემთვის რაღაც გქონდა საკითხავი? - ჯინიც გამოექომაგა
- ყველამ იცის რომ ჩვენ ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, ამიტომაც ახლა საუბარი არ ღირს - ბლეზმა თითქოს მოაგვარა გაუგებრობა - მინდა რომ სიმართლე გითხრა
- მართლა?...კარგი, თუ შენ გამანდობ სიმართლეს, მეც გეტყვი - ჯინი უფრო კმაყოფილი დარჩა
- მე შენთან საუბარი იმიტომ მინდოდა რომ...მართალია სულელურად ჟღერს მაგრამ, დრაკომ მთხოვა დაგლაპარაკებოდი...ჯანდაბა...ეს რატომ გითხარი? არავის უთხრა თორემ ცოტა ხანში მკვდარი ვიქნები
- მოიცა რატომ უნდოდა მალფოის რომ მე დამლაპარაკებოდი?
- მას დაგეგმილი აქვს რომ გრეინჯერს თავი შეაყვაროს. რატომ? იმიტომ, რომ პარკინსონი მოიშოროს
- მოიცა, გამოვიცნო...მან გთხოვა რომ ჩემგან ჰერმიონის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაგეგო, მართალი ვარ? - ჯინი უკვე ყველაფერში გარკვეულიყო
- ხო და შენ საიდან იცი? - ბლეზი გაოცდა
- იქიდან რომ ჰერმიონსაც ზუსტად იგივე გეგმა აქვს შედგენილი, უნდა რომ მალფოის თავი შეაყვაროს. მანაც მთხოვა რომ დაგლაპარაკებოდი და რაიმე გამეგო მის შესახებ... როგორც ვხვდები ზუსტად ერთნაირავ ვვაზროვნებთ - ღიმილით დაამატა ჯინიმ
- ეს ყველაფერი მართალია? - ბლეზს თვალები გაუფართოვდა
- ნეტა არ იყოს
- ჯანდაბა...ეს იდეა შენ მიაწოდე გრეინჯერს?
- კი, მაგრამ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, მან კი სერიოზულად მიიღო და ეს სულელური გეგმა შეადგინა...როგორც ვხვდები შენც მიაწოდე ეს იდეა მალფოის?
- ხო
- კარგი...ესეიგი მე ჰერმიონს დავპირდი რომ ამ ამბავს არავის ვეტყოდი და სავარაუდოდ შენც იგივეს დაპირდი მალფოის. ჩვენ გავტეხეთ ფიცი ასე რომ ეს საიდუმლო ჩვენ ორს შორის შევინახოთ - ოდნავ გაიღიმა ჯინიმ - ვფიქრობ რომ ჩვენ კარგი მეგობრები გავხდებით, არა ზაბინი?
- მე ვერ დაგეთანხმები უიზლი...ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს შენთან მომიწევდა ასეთ თემაზე საუბარი
- კარგი რაა...ეს ხომ საუკეთესო შანსია ჩვენი მეგობრებით მანიპულირების, და შემდეგ ჩვენ მათ ერთმანეთის შეყვარებაში დავეხმარებით. როცა გეგმას შევასრულებთ, მერე საეთოდ აღარ დაგელაპარაკები, თუ ეგრე ძაან გინდა
- არაჩვეულებრივია. მათ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ და ამავდროულად დავეხმარებით კიდეც...საუკეთესო იდეაა. ძაან ბევრს ვიმხიარულებთ - ღიმილით თქვა ბლეზმა
- მართლაც...- ჯინიმაც გაიღიმა
--------------------------------------------------
ჰერმიონმა ჩანთა ჩაალაგა. ის იყო სტუდენტებმა დაიწყეს კლასის დატოვება, ჰერმიონმაც გადაწყვიტა წასვლა თუმცა დრაკომ შეაჩერა
- გრეინჯერ, უნდა დაგელაპარაკო - ფეხზე წამოდგა და მანტია გაისწორა
- ისევ თუ იმაზე აპირებ საუბარს ვისი გუნდია უკეთესი, მე არ მაინტერესებს - ეს უთხრა და უცებ დატოვა კლასი. მის უკან მალფოის ფეხის ხმა ისმოდა, რომელიც მას მოყვებოდა. ჰერმიონმა ნაბიჯებს აუჩქარა, თუმცა დრაკო მაინც მოჰყვებოდა. ის კიბეებს ჩაუყვა და სრულიად მალე დრაკო მასთან ახლოს იდგა. უცაბ შეჩერდა ჰერმიონი და უკან შემობრუნდა. მალფოი მისი სახისგან სულ რაღაც რამოდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული. დრაკომ წელზე მოხვია ხელი და უკან გაწია ჰერმიონი. ცოტა ხანში გაანალიზა რა სისულელე გავაკეთეო და თვალები გაუფართოვდა.
- წესიერად უნდა გამოიხედო თვალებში, სად მიდიხარ - ძლივს მოიფიქრა მალფოიმ რა ეთქვა
- უკან რატომ მომყვებოდი?
- მე? უკან მოგყვებოდი? - დრაკომ ეს-ხომ-წარმოუდგენელიას სახით შეხედა - არა მე დარბაზში მივდიოდი სავახშმოდ
- ჩვენ უკვე გვქონდა ვახშამი - წარბი ასწია ჰერმიონმა
- ამმ, ხო...იმის თქმა მინდოდა რომ...
- უკან მომყვებოდი, არა? - სიტყვის თქმა არ აცადა ჰერმიონმა
- დამაცადე სიტყვის დასრულება თორე...
- თორე რა? რას მიზამ რომ არ გაცადო? - გაეცინა ჰერმიონს
- განანებ - კბილებში გამოსცრა დრაკომ
- ჩემთან მოლაპარაკებას ცდილობ მალფოი?
- შეიძლება
- რა სიტყვაძუნწი ხარ
- ლაპარაკს არ მაცდი და კიდე მე ვარ სიტყვაძუნწი?
- კარგი დაგაცდი, მაგრამ ბოდიშიც ხომ არ გინდა მოგიხადო? რავიცი არ იტირო...- სიცილით კვდებოდა ჰერმიონი
- ჰა ჰა ძაან სასაცილოა...ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს - მანაც ეშმაკურად გაიღიმა
- მე - ჰერმიონს სახე გაებადრა - კარგი, თქვენის ნებართვით უნდა დაგტოვოთ და იმ ფაქტს რომ შენ უკან მომყვებოდი საიდუმლოდ შევინახავ
- ასჯერ გითხარი რომ არ მოგყვებოდი მეთქი, არ მაინტერესებს დაიჯერებ თუ არა. ჩემს საერთო ოთახში მივდიოდი
- მე ვიცოდი რომ სავახშმოდ მიდიოდი? ოო, ღმერთო ჩემო...
- რა?
- მოგწონვარ? - ჰერმიონმა ინტრიგულად გაიღიმა
- შენ დალაგებული ხარ? რატომ უნდა მომწონდე? - მალფოი უკვე გაბრაზებული იყო
- კარგი რატომ უარყოფ? - გაეცინა ჰერმიონს - არ იდარდო, მაგასაც საიდუმლოდ შევინახავ... აბა, ძილინებისა მალფოი... ღიმილით ხელი დაუქნია ჰერმიონმა და წავიდა
სრულიად გაოგნებული დრაკო მალფოი ცარიელ დარბაზში იდგა და თავისთვის ფიქრობდა. გრაინჯერმა ის დაამცირა? კი.... ანუ ეს რაუნდი გრეინჯერმა მოუგო? კი... გრეინჯერმა ის ისე დატოვა რომ სიტვა არ ათქმევინა? კი...
დრაკომ გაიღიმა და თავისთვის თქვა:
- ეს თამაში უკვე ძალიან საინტერესოა. კარგი, გრეინჯერ....ეს რაუნდი შენ მოიგე. მე მიყვარს ესეთი თამაშები ასე რომ მოემზადე შემდეგი შეტევისთვის
--------------------------------------------------
ჰერმიონი გრიფინდორის საერთო ოთახში ავიდა და მდივანზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და ყველაფერი გაანალიზა რაც გააკეთა - ესე რატომ მოვიქეციო თავის თავს ეკითხებოდა და ფიქრებიდან ჰარის, რონის და ჯინის შეძახილმა გამოიყვანა, რომლებიც გაშტერებულნი უყურებდნენ მას
- რაგჭირს? - ეს ჰარი იყო
- არაფერი
- როგორ თუ არაფერი - რონიც არ მოეშვა
- უბრალოდ მოვრბოდი, ძაან დავიღალე და სულ ესაა
- ვის ან რას გამოექეცი? - ჯინი ჩაერთო საუბარში
- არც არაფერს არ გამოვექეცი, კარგი ეხლა ზევით უნდა ავიდე მეძინება
ყველა მაინც გაკვირვებული სახით შეჰყურებდა ერთმანეთს ჰერმიონმა კი იქაურობა დატოვა
- არა რაღაც მოხდა - ცოტა ხნის შემდეგ თქვა რონმა
- წავალ და გავიგებ - თქვა ჯინიმ და სანამ წავიდოდა ჰარის აკოცა
- ძმაო შენ ეხლა ჩემს დას კოცნი - გაცხარდა რონი
ჯინი შეეშვა ჰარის, ახლა რონს შემოუბრუნდა და ბალიში ესროლა - რონალდ უიზლი ენა გააჩერე...მე რამეს ვამბობ როცა ლევენდერთან ხარ?
- ხო მაგრამ ის ჩემი შეყვარებულია, ჰარი ჩემი მეგობარია და შენ ჩემი უმცროსი და ხარ
- ხოდა ჰარი ჩემი შეყვარებულია...ეს უთხრა და მეორე ბალიშიც ესროლა ჯინიმ - აბა ტკბილი ძილი
- ძილინებისა ჯინი - ეშმაკურად გაიღიმა ჰარიმ და დასაძინებლად წავიდა. რონმაც მალევე დატოვა იქაურობა.
--------------------------------------------------

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now