ჰერმიონმა წიგნის გადმოვარდნის ხმა გაიგონა და უცებ შეხტა. გული გამალებით უცემდა თან ფიქრობდა: "ჩემი შეშინება უნდა ხომ..ვერ გადამირჩება"
- დრაკო ვიცი რომ აქ ახლოში მემალები სადღ...აააააააა! - ბოლო ხმაზე დაიკივლა როდესაც უეცრად უკნიდან დრაკოს ორი ძლიერი ხელი მოეხვია წელზე და თვალები გადმოსცვივდა. პირზე ხელი აიფარა როცა დაინახა რომ ბიბლიოთეკაში დარჩენილი ყოველი ადამიანი მათ მიშტერებოდათ.
მან გაიგონა დრაკოს სარკასტული ხითხითი და თვითონ საპასუხოდ ბრაზიანად დაიბუზღუნა. ჰერმიონი ისევ ისეთ პოზიციაზი იდგა, დრაკოს მკლავებსა და ფეხებში მოჰცეული, გამოკეტილი
- იდიოტი ხარ, გული გამიხეთქე - ჰერმიონმა მას დაუყვირა და თავი მოაბრუნა რომ დაენახა მის მხარზე ჩამოდებული დრაკოს სახე
- სხვა გზა არ იყო, ისე ვერ ვერთობოდი - ისევ ჩაიცინა მალფოიმ და მის კისერში ჩარგო თავი
ჰერმიონსაც გაეცინა
- ხოდა ვერც მე ვერთობი, ამიტომ...- მან ძლიერად დააბიჯა დრაკოს ფეხს თავისი, მისი მკლავები წელიდან მოიშორა და სახით მისკენ მიბრუნდა
დრაკომ ტკივილისგან დაიკვნესა და ფეხი ხელით მოისრისა
- ეშმაკი ქალი...- ჩაილაპარაკა თავისთვის
ჰერმიონმა ვითომ ვერ გაიგო
- მივალ, რამოდენიმე წიგნის ფულს გადავიხდი და მერე სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ - ზედმეტი კომენტარის გარეშე დატოვა მან ის
დრაკომ ამჯერად ნატკენ ფეხს ხელი გაუშვა და იატაკზე დაადგა, თან თავისთვის ამაყად იღიმოდა
- არა რაა მაინც რა კარგად გამომივიდა?! - ჩაილაპარაკა და წიგნების მაღაზია დატოვა
ჰერმიონმა დაინახა დრაკო როგორ გავიდა გარეთ და კართან იცდიდა, თვითონ კი ფიქრებს მიეცა. ტუჩის კუთხეებზე ღიმილის კვალი დაეტყო და ცალი ხელი ვაშლივით გაწითლებულ ლოყებზე მოისვა
- არა როგორ შემაშინა... - თავისთვის ამბობდა და უფრო წითლდებოდა. მართალია არ აღიარებდა თუმცა ნამდვილად გრძნობდა რომ დრაკოს ძლიერ მკლავებში სრულიად დაცული იყო. ეს მომენტი თავიდან ვერ ამოეგდო. გული გამალებით უცემდა, როცა დრაკოს ნიკაპი მის მხარზე ჰქონდა ჩამოდებული. უცებ გაანალიზა რომ ზედმეტად შეეპყრო ოცნებებს ამიტომ სასწრაფოდ გადაიხადა სამი წიგნის ფული და მანაც დატოვა მაღაზია. ახლა ახალი ფიქრი აწუხებდა
- ნეტავ რა იქნება საშობაოდ კარგი საჩუქარი?
ამასობაში გარეთ გამოვიდა და კართან მდგარ დრაკოს მიუახლოვდა
- კარგი ეხლა შენი ჯერია, სად გინდა წავიდეთ? - ჰერმიონმა ინტერესით ჰკითხა მას
- ცოცხების მაღაზიაში - მალევე უპასუხა მან - არა, უფროსწორად ქვიდიჩისთვის საჭირო ნივთები უნდა ვიყიდო
- მერე ეგ ხომ მრუდე ქუჩაზეა და არა ჰოგსმიდში? - გაუკვირდა ჰერმიონს
- ხოდა როგორც ვხვდები აპარაცია დაგვჭირდება - დრაკოს სახეზე ღიმილი დაედო
- კი მაგრამ ისიც კმაროდა რომ სკოლიდან გამოვიპარეთ , ეხლა კი...
- ჩვენ რადგანაც გამოვიპარეთ თავისუფლად შეგვიძლია სადაც მოგვინდება იქ წავიდეთ
- ხო მართალი ხარ - ჰერმიონმა მზერა მიაპყრო დრაკოს - მაგრამ ვინმემ რომ შეგვამჩნიოს? - ეს ჰკითხა თუმცა მაინც მოჰკიდა თავისი ხელი დრაკოსას
დრაკომ იგრძნო ჰერმიონის პაწაწინა ცივი თითების შეხება თავის თბილსაზე და თავისდაუნებურად ჩაეღიმა
- ხოდა შეგვამჩნიონ - სანამ ეტყოდა წელზე მოხვია ხელი და ორივე მრუდე ქუჩაზე დადატელეპორტირდნენ
--------------------------------------------------
ტრიომ როგორც იქნა ჰოგსმიდში ჩააღწია და სრულიად დაბნეულები აქეთ-იქეთ იხედებოდნენ
- როგორ უნდა ვიპოვოთ? ანუ ჰოგსმიდი ხომ საკმაოდ დიდია თან ყველგან შეიძლება იყვნენ - ჯინიმ გაურკვევლობით მიმოიხედა
- როგორც ვატყობ ყველაფერი უნდა მოვიარ...
- ეს ჰერმიონ გრეინჯერი და დრაკო მალფოი არ იყო წეღან რომ დავინახეთ? - გოგონების ჯგუფმა ხმამაღლა ჩურჩული და ხითხითი დაიწყო
- ხო რამოდენიმე წამის უკან აპარაცია გამოიყენეს. როგორ ვერ მივუსწარით?! - მეორე გოგომ ღრმად ამოიხვნეშა
- შენი აზრით ერთად არიან? - შავთმიანმა გოგომ მეგობრებს გადახედა
- კარგით რა რატომ გადარდებთ მათი პირადი ცხოვრება, ჩვენ აქ მოვედით საშოპინგოთ და არა მათზე სასაუბროთ - ქერათმიანმა გოგომ მეგობრების ბანდა იქვე ტანსაცმლის მაღაზიაში შეიყვანა და ყველანი სხვადასხვა განყოფილებაში განაწილდნენ
ჰარი, ჯინი და ბლეზი ერთმანეთს უყურებდნენ გაშტერებით
- როგორც ჩანს მოგვიწევს მრუდე ქუჩაზე აპარაცია. თანაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოპარულები ვართ... - ჯინიმ მკაცრად გახედა ორივეს
- მოიცა, შენ ხომ ჰარი პოტერი ხარ, "ბიჭი რომელიც გადარჩა". აქ ყველა გიცნობს ასე რომ შეიძლება ვინმემ გამოგვიჭიროს და დრაკო და გრეინჯერიც შეგვამჩნევს, ასე რომ ჯობს შეინიღბო - ბლეზმა თავისი სიბრძნე გამოამღჟავნა
- არაა საჭირო...ვიცი რომ თუ საზოგადოებაში გამოვჩნდები ხალხი აუცილებლად მიცნობს, თუმცა არაა საჭირო შენიღბვა. მე ჩემი მეგობარი მყავს და ის დამეხმარება...ჯინი ჩანთა მომაწოდე! - ჰარიმ ჯინის ჩანთა გამოართვა და ორივე მოთმინებით ელოდნენ თუ რას ამოიღებდა იქიდან ჰარი
- შენი უჩინმაჩინის მოსასხამი წამოიღე? - ბლეზს ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან - შთამბეჭდავია!
- გმადლობ - ჰარიმ მოიცვა მოსასხამი და სრულიად გაუჩინარდა - ესეიგი, ორივემ ხელი მომკიდეთ და იქ გადავტელეპორტირდებით, ამის შემდეგ კი თქვენ წინ იარეთ გვერდიგვერდ და მე უკან გამოგყვებით, რადგან შუაში რომ ჩავდგე, ყველა მიხვდება რომ მეც იქ ვარ, როცა ამხელა სიცარიელეს დაინახავს
ბლეზმა იმ ცარიელ ადგილს გახედა სადაც ჰარი იდგა
- მე არ ვაპირებ ხელი მოგკიდო პოტერ - მტკიცედ თქვა მან
- მე ჩამჭიდე ხელი და მე ჰარის მოვკიდებ. ნუ ხარ ქალუსია - ჯინიმ ბლეზს ხელი გაუწოდა
- ოო მოკეტე - მანაც მორცხვად ჩასჭიდა მაჯაში ხელი
ჯინიმ და ზაბინმა უხერხულად აარიდეს მზერა ერთმანეთს. ჰარიმ ჯინის ხელი ჩაკიდა და 2 წამში მათ ადგილზე უკვე აღარაფერი იყო
--------------------------------------------------
ჰერმიონს გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, როცა გამოიყენეს აპარაცია. მან გაანალიზა რომ მკლავები დრაკოს კისერზე ჰქონდა შემოხვეული, თავი მის მკერდზე ედო და თვალები დახუჭული ჰქონდა. უცებ შეხტა და ჩამოშორდა მას
- მადლობა ღმერთს რომ არ ვაღებინე - ჰერმიონმა ტანსაცმლისა და თმის გასწორება დაიწყო და თან ნერვიულად შიგნიდან ლოყას კბენდა
დრაკოს ჩაეღიმა და მის წინ მდგარ გოგონას გახედა
- აბა, წავედით ვიშოპინგოთ - ეს თქვა და ცოცხების მაღაზიისკენ აიღო გეზი - დამეხმარე რომ ზაბინისთვის ცოცხი ავარჩიო - სთხოვა მან ჰერმიონს
- მე ძაან ცოტა რამე გამეგება ცოცხებზე. მაშინ ჰარი უნდა წამოგეყვანა და ის დაგეხმარებოდა არჩევაში - ჰერმიონი მის გაწვალებას ცდილობდა - კაი რა, რად უნდა წვალება? ერთი ნებისმიერი აიღე, ეგენი ხომ უბრალო ჯოხებია?!
- უბრალო ჯოხებია? - დრაკო ოდნავ გაბრაზდა - უბრალო ჯოხები არაა, ისინი...
- კაი რაა, ეგ იმას აუხსენი ვისაც ადარდებს ცოცხები, დრაკო. .- ჰერმიონმა მას სიტყვა მოუჭრა და ცოტა ხანში რაღაც მოაფიქრდა - რატომ ფიქრობ მხოლოდ ბლეზის საჩუქარზე? მე ჯინის და ჰარის უნდა ვუყიდო და არ იქნება ცუდი შენც თუ უყიდი ჯინის საჩუქარი. სიმართლე გითხრა მეც ვაპირებ ბლეზისთვის რამის ყიდვას - ღიმილით უთხრა მან
- რაა? ქალბატონ უიზლის ვუყიდო საჩუქარი?
- ხო, ესიამოვნება დრაკო
- კარგი - ჩაიბუტბუტა და მაღაზია მოათვალიერა
- მე უნდა წავიდე...სხვა მაღაზიაში. შეგხვდები ფლორან ფოთესკოვის სანაყინესთან (არსებობს ეს სანაყინე მარა სახელი რამდენად სწორად დავწერე არ ვიცი) ორ საათში
- მშვენიერია. აქ შენს გარეშე უნდა ვიყო მარტო...ეჰჰ არადა ვიფიქრე ერთად გავატარებდით დროს - სარკასტულად თქვა დრაკომ და ჰერმიონს წარბ-აწევით შეხედა
ჰერმიონმა ყურადღება არ მიაქცია მას და სწრაფად გავარდა შენობიდან. მაშინვე მადამ მალკინის მანტიების მაღაზიას მიაშურა და თან მაჯის საათს დახედა
- 118 წუთი მაქვს და 5 საჩუქარი უნდა ვიყიდო. ალბათ ნერვის კიბო დამემართება მალე...- ღრმად ამოიხვნეშა და იქაურობა მოათვალიერა - ლამაზი სამოგზაურო ქურთუკი არაჩვეულებრივი იქნება ჰარისთვის და ბლეზისთვის. ასევე ჯინისთვის რომელიმე საყვარელ კაბას ავარჩევ...- გეგმები დააწყო ჰერმიონმა
-----------------------------------------------
დრაკომ მანამ მოიცადა სანამ ჰერმიონი წავიდოდა და კედლის საათზე მანაც შეამოწმა დრო
- 119 წუთი მაქვს - ირგვლივ მიმოიხედა - ბლეზს და უიზლის რამეს ვუყიდი მაგრამ ჰერმიონს... - უცებ მისმა თვალებმა თაროზე დადებული ახალთახალი ნიმბუს 3000 შენიშნეს (ძაან ბევრი ხოარაა 3000? 🤣 რავი) - ეს უახლესი ცოცხია და დარწმუნებული ვარ ბლეზს მოეწონება - მან ერთი ცოცხი ჩამოიღო თუმცა დაფიქრდა და მალე მეორეც ჩამოიღო - ქალბატონი უიზლი წელს ძალიან იღბლიანია...- მან ჩაილაპარაკა და მოლარესთან მივიდა - ეს ორი მომეცით თუ შეიძლება (მდიდარი ბიჭი.exe 😂)
--------------------------------------------------
მეგობრებო დამაSupportეთ, მხარი დამიჭირეთ Vote-ით და კომენტარით, რათა უფრო მეტი თავი დავდო 😍
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...