თავი ოცდამეთოთხმეტე

560 60 0
                                    

როდესაც მიმტანმა დრაკო და ჰერმიონი მარტო დატოვა, ორივემ მენიუში ჩარგო თავი
- ძაან ლამაზი გოგოა - ჰერმიონის გასაგონად თქვა დრაკომ
- ხო, აბა რა ძაან ლამაზია - ჰერმიონი გაცეცხლდა მაგრამ არ იმჩნევდა - ერთმანეთს ძაან მოუხდებით შენ და შენი ქეითი
- კარგად ხარ?
- რათქმაუნდა, ცოტა დავიღალე - ისევ მენიუს ჩახედა ჰერმიონმა - შენ რას შეუკვეთავ?
- მე..ბლინებს ავიღებ ბეკონით - დრაკომ მენიუ მაგიდაზე დადო
ჰერმიონმაც იგივე გაიმეორა
- მეც იმავეს ავიღებ...მიდი დაუძახე შენს მეგობარ-ქალბატონს - ბრაზით შეხედა მან დრაკოს
- მეგობარ-ქალბატონს? - წარბი ასწია მალფოიმ გაკვირვებით. - ქეით - მან დაუძახა მიმტანს რომელიც ერთ წამში იქვე გაჩნდა
მას ხელში ორი ჭიქა ყინულიანი წყალი ეჭირა
- აი, გამომართვი - ტკბილად გაუღიმა დრაკოს და გადასცა ერთი ჭიქა, შემდეგ ჰერმიონს გახედა და სპეციალურად ისე მოუხერხებლად დადგა ჭიქა რომ წაქცეულიყო და ესეც მოხდა, მთელი წყალი მაგიდაზე დაიღვარა
- ბოდიშს გიხდი - აშკარად გახარებული ჩანდა ქეითი თავისი ნამოქმედარით
- არაუშავს - ჰერმიონი თავის თავს მოუწოდებდა რომ დამშვიდებულიყო და ნერვებს არ აყოლოდა. მან ხელსახოცით როგორღაც მოახერხა და მთლიანად მოამშრალა წყალი
დრაკომ მიმტანს გახედა
- მე და ჩემი შეყვარებული ორივე მეშიდეს შევუკვეთავთ ანუ ბლინებს ბეკონით - ახლა ჰერმიონს მოხედა და გაუღიმა
- შეყვარებული? - ქეითს თვალები გადმოსცვივდა და ორივეს გამკაცრებული მზერა ესროლა
- შეყვარებული? - ჰერმიონს ყბა ჩამოუვარდა ასევე გაოცებისგან
- შეყვარებული - ღიმილით უპასუხა ორივეს დრაკომ - გმადლობ ქეით - მან მიმტანს დართო ნება რომ წასულიყო და ეხლა ჰერმიონს მოხედა - კარგი და პირველად სად აპირებ წასვლას?
- თემას ნუ ცვლი, რა შეყვარებული?
- გინდა რომ ასე დაგამციროს? ანუ იმის თქმა მინდა თავისუფლად შემიძლია ისევ დავუძახო, მოვიყვანო და ვუთხრა რომ ჩვენ შეყვარებულები არ ვართ ამის მერე კი ისე მოგექცევა და დაგამცირებს როგორც არარაობას. ამას შენთვის ვაკეთებ - თავის გასამართლებელი მიზეზი იპოვა მალფოიმ
- ხო კარგი ჯანდაბას იყოს ეგრე
- სად აპირებ პირველად წასვლას? - კითხვა გაიმეორა რადგან წინაზე არ უპასუხია ჰერმიონს
- რას იტყვი რომ...წიგნების მაღაზია მოვინახულოთ?
- სერიოზულად? წიგნების მაღაზია?
- მინდა რომ ჩემთვის წიგნი ვიყიდო და ამის შემდეგ სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ
- შევთანხმდით - დრაკომ ფანჯარაში გაიხედა - როგორც ჩანს დღეს ძაან ძლიერად მოთოვს...
- საბედნიეროდ აქ ნაცნობს ვერავის შევხვდებით - ჰერმიონი საკმაოდ ხმამაღლა ჩაფიქრდა
- ერთი ნაცნობი მაინც რომ გამოჩენილიყო ცუდი არ იქნებოდა...არ გინდა ხალხმა ერთად გვნახოს, თუ როგორ მშვიდ იდილიაში მივირთმევთ საუზმეს? - დრაკომ თავმომწონედ გაიღიმა
- ოო მოკეტე - ჰერმიონმა კი დაუყვირა თუმცა თვითონაც გაეღიმა
- ანუ მეთანხმები? - ისევ იღიმოდა
- რათქმაუნდა არა და მოვრჩეთ ეხლა ამ თემაზე საუბარს
- კარგი კარგი, მე მესმის შენი რომ გრცხვენია აღიარება
- ტვინს ნუ ბურღავ - ჰერმიონს სახეზე წითელმა გადაჰკრა. მან სუნთქვა შეიკავა რამოდენიმე წამით და ღრმად ამოისუნთქა თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა
დრაკომაც შეამჩნია რომ თავისთვის იდიოტივით ეღიმებოდა როცა ჰერმიონის გავარდისფრებულ ლოყებს უყურებდა
--------------------------------------------------
- ვაუ საოცრებაა მე აქამდე ამის შესახებ როგორ არ ვიცოდი?.- თავის თავს ეკითხებოდა გაოცებული ბლეზი როცა დაინახა შელოცვით როგორ გააღო ჰარიმ ქანდაკების უკან გასასვლელი
- კარგი მიდი დაუჩქარეთ, დიდი დრო არ გვაქვს - ჰარიმ ჯინის გახედა - ქვემოთ ჩასასრიალებელია და ფრთხილად იყავი, პირველი შენ ჩადი
- არა მე არ მინდა პირველობა - მან თავი ბლეზიზსკენ მოაბრუნა და გაიცინა - პირველად ქალბატონს უნდა დავუთმოთ - თავაზიანად გაუნთავისუფლა გზა მას
- ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა - ზაბინმა ბრაზიანი სახე მიიღო - კარგი მე ჩავალ პირველი - მან ფეხი შედგა თუ არა მაშინვე თავით გადაეშვა სასრიალოზე და ბოლო ხმაზე აკივლდა, ერთ წამში კი უკვე იატაკზე ეგდო ცოცხალ-მკვდარი - ვაიიიი - დაიკვნესა
მალევე მოესმა კივილი და ვერც გაანალიზა რომ ზემოდან ვიღაც მეხივით დაეცა
- პოტერ ეს თუ შენ ხარ...ჩემი ხელით დაგახრჩობ - კვნესითვე ძლივს წარმოთქვა ბლეზმა რომ მის მხარზე ჩამოყრილი ჯინის წითელი თმები შენიშნა - ჯანდაბა უიზლი შენ ხარ? გვერდები დამინგრიე
- გმადლობ რომ პირველი ჩამოხვედი, აბა მე რბილად რაზე დავეცემოდი? - ჯინი სწრაფად წამოდგა და შარფი გაისწორა
- არაფერს - ზაბინი ფიქრებში გართულიყო და არც კი გახსენებოდა რომ მალე ჰარი გადმოეშვებოდა სასრიალოდან
- მეც მოვდივაარ - დაიყვირა ჰარიმ და საწყალ ბლეზს უკვე მეორედ ჩაემტვრა ნეკნები რადგან დროზე არ წამოდგა. ჯინი გვერდით იდგა და ამ ორი ბიჭის საცოდაობით მხიარულობდა, სიცილით კვდებოდა
- მაპატიე ზაბინი - ჰარი ძლივს დადგა ფეხზე
მალე ისიც აბობღდა და წელში გაიმართა
- შეწყვიტე იდიოტურად სიცილი - ბლეზმა დაუღრიალა და წავიდა
ჯინიმ ცრემლები მოიწმინდა და ჰარის ხელი მოხვია
- მიყვარხარ ჰარი პოტერ
- მეც მიყვარხარ ჯინი უიზლი - ჰარიმ მას ლოყაზე აკოცა
- მოუჩქარეთ - ზაბინმა უკანმოუხედავად დაუყვირა
- მოვდივართ
- ეს გვირაბი ძაან გრძელია? როდის დამთავრდება? - მოსვენება დაეკარგა სლიზერინელს
- ერთი საათი მაინც გვინდა იქ მისასვლელად
- სერიოზულად? - ეხლა ჯინის გაუკვირდა
- ჰო
- ჰმმ, ერთი საათი მარტო ჩვენ სამი... - ჯინის ეშმაკურად ჩაეცინა და ჩასჩურჩულა - ვფიქრობ დროა პატარა ოინი გამოვცადოთ - ჰარის ასევე ეშმაკურად ახედა
- არა ჯინი ამაზე ხომ ვისაუბრეთ...
- კაი რაა ეს ხომ ზაბინია. რასაც გვინდა იმას გავუჩალიჩებთ. რა პრობლემაა? დავიჯერო არც შენ გინდა? ჯორჯთანაც თუ მივალთ და მოვინახულებთ არაჩვეულებრივი იქნება
- შანსი არაა...მოგვკლავს - ჰარიმ ნერვიულად ჩაილაპარაკა
- ჩემი ძმა ეგეთი როდის იყო? მას ორივე ძაან ვუყვარვართ და ხოიცი სულ არ ადარდებს თუ გამოვიპარეთ, ძაან პოზიტიურია მაგ საკითხთან დაკავშირებით :დ ხო და კიდე ჰერმიონის თვლებიანი ჩანთა რად გინდოდა რომ წამოიღე?- გაკვირვებით შეხედა ჰარის ჯინიმ
- მალე იხილავ, საჭირო იყო და თან ამავდროულად მან რამოდენიმე კვირის უკან ჩემი რუკა აიღო, ასე რომ ბარი ბარში ვიქნებით
- ხომ არ გინდა მე დაგიკავო? - შესთავაზა ჯინიმ - ცოტა უცნაურია ბიჭი რომ გოგოს ხელჩანთას ატარებს მაგრამ ზაბინს რომ წამოეღო არ გამიკვირდებოდა - სიცილით გახედა მას
- მაინც აჯობებს შენ წამოიღო - ჰარიმ მას გაუწოდა ჩანთა
- შიგ რა დევს?
- მაგასაც გაიგებ
- როგორც თქვენ იტყვით, მისტერ პოტერ!
--------------------------------------------------
- არა
- არა? - ჰერმიონმა გაკვირვებით ჰკითხა - ანუ შენ არ წაგიკითხავს ოდესმე ზღაპრები ან თუნდაც მითები?...რას იტყვი შექსპირზე?
- გაგისწორებ, მე არ წამიკითხავს მაგლური ზღაპრები და მითები - დრაკომ ერთ-ერთ წიგნს დახედა - შექსპირი? - იკითხა და ტუჩის კუთხეებზე ღიმილი დაეტყო - "მოგყვები მაგრამ სხვა ქალწულთა სამზერად არა. მე ჩემი სატრფოს სილამაზით დავსტკბები მარად" - წარმოთქვა ხმამაღლა და თავისთვის ჩაიღიმა ისე რომ ჰერმიონის სახეს არც გახედა
ჰერმიონი შოკში იყო. თვალები გადმოსცვივდა გაოცებისგან და ხელზე იჩქმიტა. თუ რეალურად გაიგო დრაკოს პირიდან ნათქვამი ეს ფრაზა, ვერ იჯერებდა. მანაც გამოიღო თაროდან ერთი წიგნი
- შთამბეჭდავია. ვინ იფიქრებდა რომ დრაკო მალფოი რომეო და ჯულიეტას ფანი იქნებოდა - ცოტათი ჩაეცინა მას
- სასაცილოს რას ხედავ? - განაწყენდა ის
- არაფერს უბრალოდ შენგან გამკვირვებია
დრაკოს ნიჭიერების გამოვლენის საშუალება მიეცა და ცოტა რომეოს როლი წაითამაშა
- "შენი თვალების მრისხანება უფრო მაშინებს,
ვიდრე იმათი ოცი ხმლისა. ოღონდ ალერსით
მომაპყარ თვალი, მათი მტრობა ვერას დამაკლებს...
ჰერმიონმა კი ჯულიეტას როლი მოირგო"
- "დღეც დამლევია, ოღონდ იმათ არ დაგინახონ რომეო"
- "იმათ თვალთაგან დამიფარავს ღამის ნაბადი.
შემნიშნინ თუნდაც, არ ვინაღვლი, ოღონდ გიყვარდე,
მიჯოს იმათმა მძულვარებამ მომიღოს ბოლო,
ვიდრე ვიცოცხლო შენს სიყვარულს მონატრებულმა" - დრაკო ზედმეტად შეჭრილიყო როლებში
ჰერმიონმა მხარზე ხელი დაადო
- "მაშ, ეს მითხარი, ვინ გასწავლა შენ ჩემი სახლი?"
- "შენმა ტრფობამ და სიყვარულმა გზა გამიკვლია,
მან რჩევა მომცა, მე ვათხოვე ჩემი თვალები;
თუნდ ყოფილიყავ უშორესსა და უცნობ ნაპირს,
ვრცელი ზღვის იქით, - თუმცა არა ვარ მე მეზღვაური,-
წამოვიდოდი, მოგძებნიდი ასეთ საუნჯეს."...
5 Minutes Later...
- კაი დავამთავროთ - ჰერმიონი უკვე სიცილით იგუდებოდა და უნდა ეღიარებინა რომ ორივენი მსახიობებად იყვნენ დაბადებულნი
დრაკოსაც გაეცინა მასთან ერთად
- თავისუფალ დროს ამას რეპეტიციობ ხოლმე? თავიდან ბოლომდე სიტყვასიტყვით რომ გახსოვს - ცნობისმოყვარეობით დაუკომენტარა დრაკომ
- სიმართლე გითხრა ეგრეა...- თბილად გაუღიმა მან, მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა - როგორც ვხვდები შენც ესე იქცევი რომეო! - გაეცინა და უკან დაიხია
- ნუ ხო... - დრაკო უხერხულად იდგა და ჰერმიონს ამაზე უფრო ეცინებოდა.
ორივენი სხვადასხვა რიგებში განაწილდნენ. ჰერმიონი მეხუთე რიგში ათვალიერებდა წიგნებს, დრაკო მეექვსეში
მალფოის მზერა წიგნების თაროს მეორე მხარეს მდგომ გოგონას არ სცილდებოდა ის კი მორიდებით იხედებოდა გვერდით
- შეწყვიტე ჩემზე მოშტერება. სურათი გადამიღე და იმას უყურე - ჰერმიონის სახე პომიდორივით გაუწითლდა
დრაკომ თაროდან უფრო მეტი წიგნი გამოიღო და გვერდით გადადო რომ წიგნებს შორის დარჩენილ ხვრელს უკან მიმალული ჰერმიონი დაენახა
- არ წახვიდე, აქ იდექი. სურათი უნდა გადაგიღო და ვუყურო მთელი ცხოვრება - დრაკო ჰერმიონს აქეზებდა
ჰერმიონმა ცარიელი თარო ამოავსო რომ დრაკოს აღარ დაენახა, მათ შორის წიგნების კედელი აღმართა. ის თაროებს ნელ-ნელა გაუყვა და ბოლომდე ჩააღწია, სადაც უკვე მეექვსე თარო იწყებოდა. რადგანაც დრაკოს ხმა არ ისმოდა, შესამოწმებლად შეიჭყიტა, ნეტავ რას შვრებაო და იქ მხოლოდ სიცარიელე დახვდა.
- სად წავიდა? - თავის თავს ჰკითხა ჰერმიონმა
ბრახ!
--------------------------------------------------
მკითხველნო მოგიწოდებთ დაVoteოთ მოთხრობის ყველა თავი, რომელსაც წაიკითხავთ და ამით მხარი დამიჭიროთ 😍 თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დამიკომენტარეთ 😉😊
Love u x

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now