თავი ოცდამეერთე

693 68 10
                                    

ვახშმის შემდეგ ჰერმიონი, ჯინი, დრაკო და ბლეზი ერთად წავიდნენ საერთო ოთახისკენ. გზაში უეცრად ყვირილი გაიგონეს. ჯინი შეჩერდა და ჰერმიონიც გააჩერა, ბიჭები კი ისევ წინ მიდიოდნენ. მათ გაანალიზეს რომ მარტო მიდიოდნენ წინ, შეწყვიტეს საუბარი და უკან მობრუნდნენ.
- მემგონი ვიღაცამ დამიძახა - თქვა ჯინიმ და თვალი მოავლო იქაურობას. მან შენიშნა ზურმუხტისფერი თვალები და მუქი შავი თმა. - ჰარი? - დაიძახა როცა შეამჩნია როგორ უქნევდა ხელს შორიდან. ჯინიმ გადახედა იქ მყოფ "საზოგადოებას" და უთხრა - მე უნდა დაგტოვოთ, თქვენ მარტო წადით - უცებ გაიქცა ჰარისკენ
- თერთმეტამდე არ დაგაგვიანდეს - მიაძახეს სამივემ ერთხმად. ტრიომ გააგრძელა ოთახისკენ სიარული და უცებ ბლეზიც შეჩერდა
- ახლა რა მოხდა? - დრაკო ამჯერად მას მიუბრუნდა
- რომელი საათია? - შოკირებული სახით იკითხა ბლზმა
ჰერმიონმა მაჯის საათს დახედა - შვიდს უკლია ა...
- ვაიმე..უნდა წავიდე, სასწრაფოდ! მახსოვს რომ თერთმეტამდე არ უნდა დავაგვიანო - უცებ გაიქცა
- ათი - დაამთავრა ჰერმიონმა დაწყებული წინადადება. ვერ იჯერებდა რომ მალფოისთან ერთად მარტო იყო. მორცხვად შეხედეს ერთმანეთს და წინ გააგრძელეს სიარული. უეცრად ჰერმიონი გაჩერდა
დრაკოც მობრუნდა - რაიყო?
- ვიღაცამ ეხლა ჩემი სახელი არ დაიძახა? - კარგად მიმოიხედა და შეამჩნია რომ ვიღაც მისკენ მორბოდა
- ეს ვინ არის? - დრაკოს კითხა და ცდილობდა გამოეცნო
დრაკომ ფოკუსირება მოახდინა შორს მყოფ ადამიანის ფიგურაზე
- ამმ...უიზლია...არა, ბრაუნია...არა, უიზლია...ააამ არა არა ბრაუნია - ძლივს ჩამოყალიბდა
- და მე რატომ მეძახის? - თავისთვის ჩაიბუტბუტა და მალევე ლევენდერ ბრაუნი მათ წინ იდგა - რა მოხდა?
- ვიფიქრე ხომ არ იცის ჩემი რონიკო სად წავიდა მეთქი - მძიმედ სუნთქავდა ლევენდერი
- მე რატომ უნდა ვიცოდე? მე ხომ მასთან ერთად ვიყავი - დრაკოზე მიუთითა
- ისიც ამ გზით წამოვიდა და მაგიტო - ცოტა ხანში ისევ გააგრძელა ლევენდერმა - სიმართლე გითხრა ჩემი რონიკო სულ შენზე გამოხატავს უკმაყოფილებას. რამდენი პირს გააღებს შენს გარდა არავის ახსენებს
- და მე ამას რატომ მეუბნები?
- ვიფიქრე რონზე ფიქრს თავს დაანებებს და ამავდროულად მის დაბნევასაც შეეშვება
- მე არავის არ ვაბნევ
- მას ჰგონია რომ მოსწონხარ და ჰგონია რომ შენც მოგწონს იგი - ბრაზი ამოამთხია ლევენდერმა
- და რა გინდა რომ გავაკეთო? შენ ხარ მისი შეყვარებული, ასე რომ შენი ვალია მისი კონტროლი და ყურადღების მიქცევა, მე არ მადარდებს - წინ წავიდა ჰერმიონი მაგრამ ისევ უკან მოუბრუნდა - და კიდევ, ის სულაც არ იქნებოდა ასე დაბნეული რეალურად რომ უყვარდე - მცირე ღიმილით დაამატა და წავიდა
დრაკოც მას გაყვა სრულიად გაოგნებული. ვერ იჯერებდა როგორი საშიში იყო გრეინჯერი
- ვაუ, არ ველოდი ესეთ სპექტაკლს
- და რის თქმას ცდილობ? გგნონია ვიმსახიობე? მე სულაც არ მადარდებს სად წავა რონი. ის მისი შეყვარებულია და არა ჩემი
- ოო, ბრაზის სუნი მცემს, უფროსწორედ ეჭვიანობის
- ეჭვიანობის? - ჰერმიონმა დაუყვირა და სიარული შეწყვიტა - და ვინ გითხრა რომ ვეჭვიანობ? ან საერთოდ ვის გამო?
- შენმა საქციელებმა დაადასტურეს - ისევ განაგრძო სიარული დრაკომ
ჰერმიონმა მკლავში მოკიდა ხელი, შეაჩერა და ისევ მოაბრუნა - რატომ გგონია რომ ვეჭვიანობ? და რის გამო?
- ვიფიქრე რომ შენ ეჭვიანობდი ლევენდერ ბრაუნზე მას შემდეგ რაც უიზლის შეყვარებულია
- სულაც არა! უბრალოდ გაღიზიანებული ვარ
- და რითი?
- იმით რომ რონის ესეთ უაზრო საქციელებს მე მაბრალებენ და ნერვებს მიშლიან, ყოველდღე წარმოდგენებს რომ მიმართავენ. და შენ რატომ მეკითხები საერთოდ ამას?
- ცნობისმოყვარე ვარ
- ხოდა შეწყვიტე ცნობისმოყვარეობა! - დაუყვირა ჰერმიონმა, თუმცა მალე დამშვიდდა და მოერიდა თავისი საქციელის - ბოდიში, უბრალოდ...
- ისტერიკული შეტევები გაქვს? - ღიმილით კითხა დრაკომ
- არა უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ
- ისევ?
- კი, შენი წყალობით - წინ განაგრძო სიარული ჰერმიონმა მაგრამ დრაკომ ისევ შეაჩერა
- წამოდი სადმე წავიდეთ
- შენთან ერთად?
- კი
- არა
- კი, მიდი წამოდი. კარგი ადგილი ვიცი ფიქრებისგან დასასვენებლად - ხელი მოჰკიდა და მოპირდაპირე მხარეს წაიყვანა კიბეებისკენ
--------------------------------------------------
- სად მიგყავარ?
- არ მინდა გითხრა - დრაკომ ხელები ააფარა თვალებზე ჰერმიონს რომ არ დაენახა
- საიდან დავიჯერო რომ კარგ ადგილზე მიგყავარ და არა სადმე მოსაკლავად? თანაც ვერაფერს ვხედავ, თვალებს მიფარავ და ამავდროულად ღამეა. ცოტა საეჭვოც იქნება გოგო ასე გვიან გარეთ რომ იყოს
- შენ გოგო ხარ? - გაოცებული სახით კითხა დრაკომ
- არა იხვნისკარტა - ჰერმიონმა ხელი მოექნია რომ თავში წამოერტყა მისთვის და გამოუვიდა კიდეც
- აუუ მეტკინა
- აბა სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. მითხარი სად მიგყავარ? ალბათ კლდის თავზე უნდა ამიყვანო, ხელი მკრა და იქიდან გადმომაგდო ხო? გინდა რომ მომკლა?
- ძაან ბევრს ფიქრობ. მალე ამდენი ფიქრებით თავი გაგისკდება ასე რომ მოკეტე!
- ჰა ჰა ჰა - სარკასტულად თქვა ჰერმიონმა - არ შეგიძლია უბრალოდ მითხრა სად ჯანდაბაში მიგყავარ?
- უკვე თითქმის მივედით - სამი ნაბიჯი გადადგეს და ხელები მოაშორა დრაკომ - მოვედით
ჰერმიონმა ნელ-ნელა თვალები გაახილა. პირველ რიგში რაც გააკეთა, დრაკოს ერთი შემოსცხო - აი ეს იმისთვის რომ წეღან ნერვები მომიშალე... მოიცა, ამდენი კიბეებზე იმისთვის მატარე რომ ასტრონომიის კოშკში ამოგეყვანე?
- ხო, ვიფიქრე ცოტა დაგეხმარებოდა გაგევარჯიშა - ჰერმიონმა ბრაზიანი მზერა ესროლა
- კაი კაი გეხუმრე. რათქმაუნდა იმიტომ ამოგიყვანე რომ ფიქრებისგან თავი დაგეღწია. მე სულ აქ ამოვდიოდი მთელი ექვსი წლის განმავლობაში, როცა დასვენება მჭირდებოდა. აქ მზის ჩასვლა და ამოსვლა მართლაც ულამაზესი სანახავია.
- ნუ ხო, კარგი ადგილია
დრაკო ფანჯრის რაფასთან მივიდა და ჩამოჯდა, შემდეგ ჰერმიონს მიუთითა მის გვერდით თავისუფალ ადგილზე.
ჰერმიონმა ოდნავი ღიმილი დამალა, თუმცა მაინც მივიდა და ჩამოჯდა.
- კარგი, მე აქ ვარ...აბა რა გავაკეთოთ? - ჰკითხა ჰერმიონმა
- მოდი...უბრალოდ ვისაუბროთ
- ნუ საინტერესოდ ჟღერს - ჰერმიონმა მშვიდად უთხრა და გაიღიმა
- ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ის თამაში, ერთმანეთის გაცნობაზე, ხომ გახსოვს? - ჰკითხა დრაკომ და მას შეხედა
- ხო არ დაგვიმთავრებია და ალბათ არის კიდევ რამე კითხვებიც. - ჰერმიონი სვეტებისკენ ჩაიწია და უთხრა - კარგი მოდი პირველი მე გკითხავ. რომელია შენი საყვარელი სასმელი?
- ვისკი
ჰერმიონს უცებ გაეცინა მაგრამ მალევე შეჩერდა - სერიოზულად?
- და რატომაც არა? - გაკვირვებით შეხედა მან
- ნუ ხომ...ეხლა უკვე თვრამეტი წლის ვართ და ჩვენთვის ლეგალურია ალკოჰოლური სასმელების დალევა
- მე შარშანაც ვსვავდი, ვიპარავდი - ამაყად გაიღიმა დრაკომ
- სკოლის ტერიტორიაზე? - ჰერმიონს ლამის თვალები გადმოსცვივდა - სკოლის ტერიტორიაზე არალეგალურად მოიხმარდი ალკოჰოლს?
- ყველა ეგრე შვებოდა - მხრები აიჩეჩა პასუხად
- სრულიად აბსურდია! როგორ გაბედეთ და მოიპარეთ სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლი? როგორ შეეხეთ საერთოდ როცა იცოდით რომ დაუშვებელია? - ჰერმიონმა კითხვები მიაყარა გაოცებულმა
- ვფიქრობ უკვე მეთხუთმეტე კითხვა დასვი
ჰერმიონმა შეწყვიტა კითხვების დასმა და პირი დამუწა
- ხო აბა, რა მნიშვნელობა აქვს არალეგალურად გამოიყენებ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს - თავისთვის ჩაილაპარაკა
- კარგი რომელია შენი საყვარელი სასმელი? - ამჯერად დრაკომ გაიმეორა კითხვა
- ბურბურახი, ეს თითქმის მიახლოებით ალკოჰოლის მსგავსი სასმელია რომელსაც ყველაზე ხშირად ვსვავ. მე უკვე მთვრალი ვიყავი როცა ერთხელ ზედიზედ 2 ჭიქა დავლიე
- ანუ შენ მეუბნები რომ ერთი წვეთი ვისკიც არ გაქვს განასინჯი? - ამჯერად დრაკო გაოცდა - გიჟი ხარ? მის გარეშე როგორ ცხოვრობ საერთოდ? და ამის მერე შენ ეძახი შენს თავს ჯადოქარს?
- მგონი ახლა შენ დამისვი უკვე თხუთმეტი კითხვა არა?
- იცი რა? ვერ ვიჯერებ, გპირდები ერთხელ აუცილებლად წაგიყვან და გაგასინჯებ ვისკის. ნამდვილად გიჟი ხარ, აქამდე როგორ არ გაგისინჯავს?!
- მაგის გარეშეც მშვენივრად ვცხოვრობ
- ეს იმიტომ რომ არ იცი როგორი გემო აქვს. როდესაც გასინჯავ ის შენი ბურბურახი თუ რაღაც სულ დაგავიწყდება, იმდენად მოგეწონება
- მოიცა შენ ანუ სასმელზე მეპატიჟები? ჰმმმ..საინტერესოა - წარბი ასწია ჰერმიონმა
- რამე საწინააღმდეგო გაქვს? ორი მეგობარი ერთად წავალთ დასალევად
- მეგობარი? ჰმმ, კაი კაი მაგრამ უნდა გაგახსენო რომ სკოლის გარეთ ვერ გავალთ
- დარწმუნებული ხარ? შეგვიძლია გავიპაროთ
- და გინდა რომ გაგვრიცხონ? უკვე წარმომიდგენია პროფესორი მაგკონაგელის განრისხებული სახე როცა გაიგებს ორი სტუდენტი ჰოგსმიდში გაიპარა
- კარგი რაა, აბა არ გინდა გასინჯო?
- არა, მინდა რომ სწავლა დავამთავრო, კარგი სამსახური ვიშოვო, ასევე კარგი ხელფასით და შენს სისულელეს თავს ვერ შევწირავ
- და შენ ისე აპირებ კარიერის დაწყებას რომ ოჯახზე არ კი იფიქრებ? - სხვა თემაზე დაიწყო საუბარი დრაკომ
- ნუ გააჩნია. მინდა მანამდე დავქორწინდე სანამ კარიერას დავიწყებ, თუმცა ვინ იცის ვნახავ კი ისეთ ბიჭს რომელიც შემეფერება?
- საინტერესოა. ვთქვათ იშოვე ისეთი სამსახური როგორიც გინდა, მაღალი ანაზღაურებით და ამავდროულად შეგიყვარდა ვინმე და გადაწყვიტეთ იქორწინოთ...თუმცა ის გეუბნება რომ უნდა აირჩიო ერთ-ერთი: კარიერა ან სიყვარული. რას უპასუხებ?
- თუ ნამდვილად ისეთი ადამიანია რომელსაც ვუყვარვარ, და იცის რომ მე ჩემი საქმის ერთგული ვარ, ამას რატომ შემეკითხება? ეს ცოტა ეგოისტური საქციელი იქნება რომ არჩევანის გაკეთება დამავალოს კარიერასა და ქორწინებაში, თუმცა მეც ეგოისტურად ვერ მოვიქცევი...
- ანუ?
- მე სამსახურს თავს დავანებებ თუ ის მართლა ისეთი ადამიანია რომელიც მიყვარს. სამსახურს ყოველთვის იშოვი, მაგრამ სიყვარული როცა გინდა მაშინ არ მოდის. ის ერთადერთხელ გიპყრობს ცხოვრებაში და შენც უნდა შეინარჩუნო იგი. სამსახურით სიყვარულს ვერ ჩაანაცვლებ, ეს შეუძლებელია. და შენ რას იტყვი? ოჯახი თუ კარიერა?
- ოჯახი - თქვა დიდხნიანი ფიქრის შემდეგ დრაკომ
- ვერ წარმოვიდგენდი შენც თუ ესეთი ტიპის ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდი
- ხო ალბათ თავად ჩემი და ჩემი მშობლების დამსახურებაა ყველას რომ ესეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე. სინამდვილეში მეც მინდა გავზარდო ჩემი შვილები დიდ, მოსიყვარულე ოჯახში
ჰერმიონი ჩუმად იყო, ცოტა არიყოს მისმა სიტყვებმა დაამწუხრა
- მალფოი, რატომ გგონია რომ ყველას ესეთი წარმოდგენა აქვს? მართალია რამოდენიმე შეცდომა დაუშვი, თუმცა ამქვეყნად უშეცდომო არავინაა. ვხედავ ომის შემდეგ როგორ შეიცვალე. ფაქტია რომ უკეთეს ადამიანად იქეცი - ჰერმიონმა თბილი, მშვიდი ხმით უთხრა და თავისი ხელი მისას დაადო - იმედი მაქვს მიხვდები და გაანალიზებ რომ შენ არ ხარ ცუდი ადამიანი და ამაზე ასე დრამატულად ნუ ფიქრობ
დრაკოს თვალები გაუფართოვდა და მას შეხედა. სიტყვები არ, უფროსწორედ ვერ წარმოთქვა და ასე მუნჯივით უყურებდა მის მრუნველობით აღსავსე, თბილ, შოკოლადისფერ თვალებს, ჰერმიონი კი მიხვდა რისი თქმაც უნდოდა
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum