დრაკო საერთო ოთახში ავიდა და ბუხრის წინ მოკალათდა. მალევე ბლეზიც მოუჯდა გვერდით
- ყოჩაღ ყოჩაღ...მეგონა პოტერი და უიზლები ნაკუწებად გაქცევდნენ ისე იყვნენ გაცეცხლებულები...დაიცა რა მოხდა?
დრაკომ ხელის გული გაშალა და უჩვენა ბლეზს ჯოხი. ბლეზი გაოცდა და სახეზე დაეწერა "რა ჯანდაბა დაემართა შენს ჯოხს?"
- უმმ, ეს ვისი ჯოხია?
- გრეინჯერის - სახეზე ბრაზი დაეტყო დრაკოს და ხელი მუშტად შეკრა, სადაც გრეინჯერის ჯოხი ეჭირა - მას ჩემი ჯოხი აქვს
- და ეს როგორ მოხდა?
- შეეშალა და თავისი ჯოხის ნაცვლად ჩემი აიღო...რატომ ვეძახით დღევანდელ სამყაროში ყველაზე საუკეთესო ჯადოქარს? არ უნდა იცოდეს განსხვავება თავის და ჩემს ჯოხს შორის?
ბლეზი სიცილით კვდებოდა
- რა ჯანდაბა გაცინებს?
- არაფერი...თუმცა მიკვირს როგორ აიღო შენი ჯოხი
- ფეხი წვივში ჩამარტყა და მაგის გამო დაკავებული ვიყავი, ვერ შევამჩნიე
- დაუკვირდი...შენ შეგიძლია ეგ ფაქტი შენს სასარგებლოდ გამოიყენო და გრეინჯერი დააინტრიგო - სარკაზმი დაეტყო ნათქვამში ბლეზს
- მართლაც ჭკვიანი ხარ, თუმცა მე ვარ ჭკვიანი რომ ეს დავგეგმე, მაგრამ შენც ხარ ჭკვიანი რადგან დამეხმარე გაანალიზებაში
- ერთი მადლობა რომ გეთქვა არ გაწყენდა - ბლეზმა ეშმაკური ღიმილით შეხედა
- რა საჭიროა მე ხომ შენი ნიჭიერება ვაღიარე და მგონი საკმარისია... კარგი მე წავედი
- სად მიდიხარ? პენსი რაც შენ და გრეინჯერმა დატოვეთ მის მერე ტირის. მიდი გაამხნევე 😀 მანამდე არ გაჩუმდება სანამ არ დაელაპარაკები
კარების წინ მდგარი დრაკო უკან შემობრუნდა
- როგორმე გადაიტანს და თუ ეგრე გადარდებს შენ მიხედე
- ეგოისტი...ამას რა შეცვლის?! - თავისთვის ჩაილაპარაკა ბლეზმა
--------------------------------------------------
ჰერმიონი გრიფინდორის საერთო ოთახში შევიდა და ჩანთა ძირს დააგდო. ღრმად ჩაისუნთქა და შეამჩნია იქვე მოგროვილი აუდიტორია. ჰარი, რონი, ჯინი და ლევენდერი მის წინ იდგნენ
- ყველას აქ არ გელოდით - ჰერმიონმა მორცხვად თქვა, ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა
- რა მოხდა საუზმეზე? - ჰარიმ დაიწყო პირველმა საუბარი
ჰერმიონი სკამზე ჩამოჯდა და ახსნა დაუწყო
- სანამ რამეს იტყოდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მალფოიმ ყველაფერი მოიტყუა და ეს სპექტაკლი მხოლოდ იმიტომ დადგა რომ მე მის ქვიდიჩის გუნდს შეურაწყოფა მივაყენე მან კი სამაგიერო გადამიხადა
- როდის მიაყენე შეურაწყოფა მის ქვიდიჩის გუნდს? - ცნობისმოყვარედ ჰკითხა რონმა
- ეს სულ სხვა ამბავია...ამ თემას არ ეხება. კარგით რაა მე და მალფოი ერთმანეთს არ ვხვდებით და ჩვენს შორის არაფერი არ ხდება. როგორც ყოფელთვის მუდამ ვჩხუბობთ და აქ რომანტიული არაფერია.
- ჩვენ გვჯერა რომ შენ არ ხარ სულელი და და იმ იდიოტს არ ხვდები - ყველა დაეთანხმა ჰარის, თუმცა ლევენდერი არა
ჰერმიონმა ბედნიერად გაიღიმა - გმადლობთ რომ ჩემი გჯერათ. მაგრამ ის სისულელე, რომ მე და მალფოი ერთმანეთს ვხვდებოდით როგორ დაიჯერეთ ჯერაც ვერ გამიანალიზებია - ეს თქვა და ჯოხი ამოიღო მანტიიდან რათა ბუხარში ცეცხლი გაეჩინა. ყველა თვალი მის ხელს დააშტერდა - რა?
- ეს...ვისი ჯოხია? - ჯინიმ გაკვირვებით წარბი ასწია
- რაზე მელაპარაკები? - ჰერმიონს გაეცინა - რათქმაუნდა ჩემ...- ამასობაში დახედა კიდეც - ღმერთო ჩემო - დაიყვირა და ჯოხი ხელიდან გაუვარდა
რონმა ჯოხი ხელში აიღო და შეათვალიერა
- ჰეი...მოიცა, ეს მალფოის ჯოხი არაა? - მან ეხლა ჰარის გადააწოდა ჯოხი. ჰარიმ გაკვირვებულად შეათვალიერა და ისევ ჰერმიონს დაუბრუნაა - რატომ გაქვს მისი ჯოხი?
- შენ არ თქვი ჩვენს შორის არაფერი არ ხდებაო? - ლევენდერს სახე გაებადრა
ჰერმიონმა სწრაფად ჩადო ჯოხი ჩანთაში
- იცით...მე...სასწრაფოდ უნდა წავიდე და დავიბრუნო ჩემი ჯოხი - ეს თქვა და ისე წავიდა რომ არავის მოუსმინა
ოთხი გაკვირვებული მზერა არ სწყდებოდა იმ ადგილს სადაც ჰერმიონი გაუჩინარდა
- ვიფიქრე მასსა და მალფოის შორის არაფერი ხდებოდა...- ჰარი გაოცებას ვერ მალავდა
- ხო...მაგრამ მისი ჯოხი რატომ ჰქონდა? - რონმა წარბი შეკრა
- თუ არაფერი ხდება...როგორ გაცვალეს ჯოხები? - ჰარიმ და რონმა ერთ ხმაში იკითხეს
ლევენდერმა ყველაფერი უცებ მოაგვარა
- რამდენს ფიქრობთ? მან უბრალოდ მოგატყუათ
- ჰერმიონი ჩვენ არასოდეს მოგვატყუებს - ეს თქვა თუმცა მაინც იმედგაცრუებულად გრძნობდა თავს რონი
- კარგით რა, ჰერმიონმა და მალფოიმ იჩხუბეს და მაგიტო შეეცვალათ ჯოხები. ჰერმიონი ჭკვიანი გოგოა და სულელ მალფოისთან საქმეს არ დაიჭერს - ჯინიმ გაამართლა მეგობარი
- მართალი ხარ ჯინი - მხარი აუბა ჰარიმ
- შენს ადგილზე რომ ვიყო ლევენდერ ცოტა თავს შევიკავებდი ჰერმიონზე ასეთი სისულელეების ლაპარაკისგან, როცა არ იცი ხმას ნუ იღებ, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე - ჯინიმ თავის ჯოხზე მიუთითა გაოცებულ ლევენდერს. - კარგით მე უნდა დაგტოვოთ, ლუნას დავპირდი რომ ბიბლიოთეკაში შევხვდებოდი
ჯინი წავიდა და გაბრაზებული ლევენდერი უკან მოიტოვა
--------------------------------------------------
ჰერმიონი ცარიელ კორიდორში დადიოდა და აზრზე არ იყო სად ნახავდა მალფოის. უბრალოდ წინ მიდიოდა და უცებ შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და დაფიქრდა ეს რა სისულელე გავაკეთე რომ ჯოხი ამერიაო. მისი გეგმა არ გამოდიოდა, რომ თავი შეეყვარებინა მალფოისთვის, პირიქით კინაღამ მოკლა წინა დღეს. ჰერმიონი ნელ-ნელა მიდიოდა და ხმა მოესმა
- გრეინჯერ
ჰერმიონი შემობრუნდა და გაკვირვებული სახით კითხა მალფოის
- აქ საიდან გაჩნდი?
- საერთო ოთახიდან მოვდივარ...რა პატივია შენთან შეხვედრა - უთხრა და მასთან ახლოს მივიდა
ჰერმიონმა ხელი მოკიდა და გვერძე გაწსია - დამიბრუნე ჩემი ჯოხი და მე შენსას დაგიბრუნებ
- ოუ, ჩვენი ჯოხები შეიცვალა? მე საერთოდ არ გამიანალიზებია - სარკასტულად გაუცინა ჰერმიონს
- ხო მე შემეშალა, ჩემი ბრალია, დამიბრუნე ეხლა
- არ დაგიბრუნებ მანამ სანამ შენ არ დამიბრუნებ ჩემსას - მან ერთ ხელში ჰერმიონის ჯოხი აათამაშა ოდნავ მოშორებით, მეორე ხელი კი გაუწოდა რათა ჰერმიონს ჯოხი დაებრუნებინა
- არა ჯერ შენ მომეცი - გაჯიუტდა ჰერმიონი
- გრეინჯერ...რა თოთო ბავშვივით იქცევი - მალფოიმ წარბი ასწია
- კარგი ჯანდაბას - ჰერმიონმა მისცა ჯოხი - მიდი დამიბრუნე ახლა
- არა, მადლობა - ეშმაკურად გაიღიმა დრაკომ - შენ შეიძლება დიდი ხარ მაგრამ მე ისევ პატარა ვარ. მანამ არ დაგიბრუნებ ჯოხს სანამ რამეს არ გააკეთებ ჩემთვის, მანამდე შენი ჯოხი ჩემს მფლობელობაში იქნება. - ეს თქვა და წავიდა
- მალფოი - დაუყვირა ჰერმიონმა - გოგო რომ არ ვიყო გეტყოდი რაც ხარ - გაბრაზებული იყო და ხედავდა როგორ ტოვებდა მალფოი, თუმცა უცებ დაუყვირა
- რა გინდა რომ გავაკეთო?
- როგორც გეტყვი ისე მოიქცევი და მაშინ მიიღებ ჯოხს - დრაკომ წაიღო ჯოხი თავისი ჯიბისკენ შესანახად
- არა, არ ჩაიდო ჯიბეში ჩემი ჯოხი...მანტიაში ჩაიდე
- ჰაჰ, სულელი გგონივარ? გინდა რომ მარტივად მისწვდე და მომპარო ხო?
- გგონია შენს ჯიბეში ჩხრეკას დავიწყებ რომ მოგპარო? - ჰერმიონმა წარბი ასწია
- კარგი, ამაზე რას იტყვი? თუ შენ ეცდები რომ ჯოხი მომპარო ან ხელს შეახებ, მაშინ მე გაკოცებ. დარწმუნებული ვარ არცერთს არ გვაქვს სურვილი ამის, ხომ მართალი ვარ? თუ არ გინდა გაკოცო არც ეცადო შენი ჯოხის უკან დაბრუნებას - ამას ნუ გააკეთებ ორივეს სასარგებლოდ
- ვიფიქრე კარგი ადამიანია, გამიგებს და უკან დამიბრუნეს მეთქი მაგრამ სულ დამავიწყდა როგორი იმბეცილი, ეგოისტი, ამპარტავანი ადამიანი იყავი
- ეგრე ისაუბრებ და სულ დაემშვიდობები ჯოხს
- რა გინდა რომ გავაკეთო? - ისევ დაუბრუნდა ძველ კითხვას ჰერმიონი
- რატომ მეკითხები?
- იმიტომ რომ ჩემი ჯოხი მინდა დროზე დამიბრუნო
- ოო ჯოხი გინდა? და რად გინდა?
- გაკვეთილზე მჭირდება, და ამვდოულად მინდა რომ სასიკვდილო წყევლა გესროლო
- ეხლა უფრო გაგიჭირდება ჯოხის მოპოვება ისევ და ისევ შენი ენამწარობის წყალობით - დრაკოს საფირმო ღიმილი დაედო სახეზე
- ოო კარგი რაა დაივიწყე - ჰერმიონი მიეპარა დრაკოს, რამოდენიმე სანტიმეტის მოშორებით დადგა და თავის ჯოხს დასწვდა....
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...