- თავს როგორ გრძნობ? - საავადმყოფოს ფლიგელში დრაკოსთან ბლეზი იმყოფებოდა
- ახლა უარესად ვარ - წარბი შეკრა მალფოიმ - ეგ აქ რატომ მოიყვანე?
- წამომყვა და რა მექნა?
- დრაკი თავს უკეთესად გრძნობ? - პენსი არ ასვენებდა დრაკოს და მის იარებს დაშტერებოდა - ეს ვინ გიქნა? ვინ დაგაშავა ასე?
- პენსი გამოიწიე სივრცე მიეცი ცოტა - ბლეზმა უკან გამოწია პენსი რომელის ლამის თავზე დააჯდა დრაკოს
- გინდა შენთან დავრჩე და მოგიარო? - პენსიმ ღიმილით ჰკითხა დრაკოს
- სიმართლე გითხრა მყავს უკვე დამხმარე - დრაკომ თავიდან მოიშორა პენსის ხელები
- ვინ? - ერთ ხმაში ჰკითხეს პენსიმ და ბლეზმა.
- ჩემი დამხმარე არის...- მან შენიშნა რომ გრეინჯერი თავისი ჩანთით ხელში მასთან მოდიოდა - აი ვინ, გრეინჯერი
პენსის ჰერმიონის დანახვაზე ლამის ცეცხლი წაეკიდა - რატომ უნდა მოგიაროს ამ ბინძურსისხლიანმა?
ჰერმიონმა მკვლელი მზერა ესროლა მას - დარწმუნებული ვარ მე, "ბინძურსისხლიანი", შენზე ბევრად უკეთესად მოვუვლი მას ...
ბლეზმა ხველა აუტყდა და კინაღამ დაიხრჩო, თან იცინოდა. პენსი უფრო გაცეცხლდა
- უკაცრავად? - მან ასევე მკვლელი და ოდნავ გაოცებული მზერით შეხედა ჰერმიონს
ჰერმიონმა დრაკოს საწოლის გვერდით თავისი ნივთები დაალაგა
- კიდევ გაგიმეორო?
პენსის ჰერმიონისთვის ყურადღება არ მიუქცევია, დრაკოსთან მივარდა
- რატომ არ გინდა მე მოგიარო? რად გინდა ეს იდიოტი გაუშვი თავის ბიბლიოთეკაში და იკითხოს წიგნები
- მე მას ვენდობი შენ კი არა... ასე რომ წადი - დრაკომ თვალი აარიდა პენსის
- რაა? მას ჩემზე მეტად ენდობი?
- მემგონი ჩვენ ამაზე ადრეც ვისაუბრეთ - დრაკომ წარბი ასწია - პენსი უკვე თავი ამატკივე. წადი!
- ამას სერიოზულად მეუბნები? - ისევ ვერ იჯერებდა პარკინსონი
- პენსი მერამდენედ უნდა გითხრა? - დრაკოს უცებ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გაახსენდა - მე მინდა რომ მარტო ვიყო ჩემს შეყვარებულთან და არა შენთან
- შეყვარებულთან? - პენსიმ და ჰერმიონმა ერთდროულად იკითხეს
ჰერმიონმა დრაკოს შეხედა, მისი მზერა დაიჭირა და ყველაფერს მიხვდა - ხო, მე მისი შეყვარებული ვარ - ამჯერად პენსის მოუბრუნდა
- ნუ ცდილობთ მომატყუოთ
- არა სერიოზულად, მართლა შეყვარებულები არიან - ბლეზმა სერიოზული გამომეტყველება მიიღო
- ნუ მატყუებთ
- არ ვიტყუებით. რატომ უნდა გატყუებდეთ? - ჰკითხა დრაკომ
- იმიტომ რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდა - ბოლო ხმაზე დაიკივლა მან
- ესეიგი გცოდნია რომ მალფოის შენი აქ ყოფნა არ უნდა, ანუ ასე გამოდის, თავში ტვინი ნამდვილად გქონია - ჰერმიონმა დააკომენტარა
- მე ამ ფაქტს ყურადღებას არ ვაქცევ. და ხო მართლა...თუ ერთმანეთი გიყვართ გვარებით რატომ მიმართავთ ერთმანეთს? - პენსიმ თითქოს გამოიჭირა ისინი
- უკაცრავად, მე მალფოი ვთქვი? - ჰერმიონმა გაოცებული სახე მიიღო - ალბათ შემეშალა...მე უნდა მეთქვა დრაკო - კბილებში გამოსცრა ჰერმიონმა - ძველი ჩვევები რთული დასავიწყებელია
დრაკოს გაეღიმა როცა ჰერმიონის პირიდან წარმოთქმული მისი სახელი გაიგონა, უკვე მეორედ. ის მართლაც არაჩვეულებრივად ამბობდა ამ სახელს და დიდი სიამოვნებით მოისმენდა მთელი ცხოვრება მას
პენსი მაინც ვერ იჯერებდა
- რაღაც მე ეგრე არ ვფიქრობ
ჰერმიონმა დრაკოს შეხედა შემდეგ კი ყველას მიმართა.
- მე უნდა დაგტოვოთ... სანამ თქვენ საუბრობთ გავალ - ის იყო წასვლა დააპირა რომ პენსიმ ფეხი გამოუდო და წააქცია. მუხლები ძალიან ეტკინა ჰერმიონს თუმცა ხმა არ ამოუღია
პენსი დრაკოს მივარდა
- ანუ რა მითხარი? შელოცვებში ივარჯიშეო ხო? - სიცილით კვდებოდა - მოწინააღმდეგის დასამარცხებლად სულ არ მჭირდება ჯოხი და შემოლოცვები - თქვა და ღიმილით მიმართა ისევ მას - ჯობს წავიდე და მარტო დაგტოვო შენს შეყვარებულთან - სიცილით მოსწყდა იქაურობას პენსი
ჰერმიონი ცოტა ხანში წამოდგა და დრაკოს მკვლელი მზერა ესროლა - დრაკო ძვირფასო დროა დაიძინო - სარკაზმით უთხრა მან - საზიზღარი ერთუჯრედიანი ხარ - თავისთვის ჩაილაპარაკა და ზაბინის მზერა შენიშნა
- რამეში დახმარება გინდა? თუ შენც მახის დაგებას მიპირებ? მცირე ღიმილით ჰკითხა ჰერმიონმა მას
ზაბინმა თავი გააქნია და დრაკოს შეხედა. სახეზე ეწერა "ღმერთო შენ დაიფარე ეს საწყალი გრეინჯერის რისხვისგანო" - კარგი გამოჯანმრთელებას გისურვებ. წავალ და მარტო დაგტოვებთ - ეს თქვა და წავიდა
- ზაბინი მოიცადე - ჰერმიონმა დაუძახა და მოაბრუნა - შენ ჯინის ელაპარაკებოდი?
- ქალბატონ უიზლის? - ბლეზმა გაოცებით ასწია წარბი - არა ის თვითონ მოვიდა და ერთი ორჯერ დამელაპარაკა
- არა უბრალოდ გუშინ ასტრონომიის გაკვეთილზე დაგინახეთ რომ ერთმანეთს ელაპარაკებოდით
- არაფერზე არ გვისაუბრია ისეთზე - მან სიტყვა გააწყვეტინა და დროზე უნდოდა თავი დაეღწია - კარგი წავედი თქვენ ორს მარტო დაგტოვებთ - ახლა საბოლოოდ წავიდა
ჰერმიონმა ჯიბეებში ჩაიყო ხელი. დრაკოს გახედა და რაღაცაზე ბუტბუტი დაიწყო
- რას ბუტბუტებ შენთვის? - დრაკო მის ყველა მოქმედებას უკვირდებოდა
- უბრალოდ მიკვირს ესეთი საშინელი იღბალი რატომ მაქვს და რატომ მიწევს შენთან ექიმობანას თამაში - ეს თქვა და დრაკოს საწოლის გვერდით დადებულ თავის ჩანთას დასწვდა. მან წიგნი მოძებნა, ამოიღო და ჩანთა თავის ადგილზე დადო, შემდეგ კი დრაკოს მიუჯდა გვერდით. - დაიძინე - უბრძანა ჰერმიონმა მას
დრაკომ გაოცებით შეხედა მას
- სერიოზულად?
- რა? - ჰერმიონმა წიგნი გადაშალა და თავი შიგ ჩარგო
- შენ აპირებ რომ წაიკითხო?
- აბა უკეთესს რას მთავაზობ? - თვალი ძლივს მოსწყვიტა წიგნს ჰერმიონმა
დრაკომ ჰერმიონის მუხლებზე დადებული წიგნი აიღო და გვერძე გადადო
- ვითამაშოთ
ჰერმიონს გაეცინა
- რა თერთმეტი წლის ბავშვივით იქცევი
- მოდი ვითამაშოთ ერთმანეთის უკეთ გაცნობაზე რაიმე თამაში - შესთავაზა დრაკომ
- ეგ ეხლა გამოიგონე? რა თამაშია?
- ხოდა სწორედ ამიტომ საინტერესო იქნება. თამაშის წესები აგიხსნა? თუმცა სათაურითაც მიხვდებოდი
ჰერმიონი ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა - კარგი ჯანდაბას ვითამაშოთ
- კარგი, მე დავიწყებ და თითოეულს მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება გვაქვს - დრაკომ თავისი გამოგონილი თამაშის ასევე გამოგონილი წესებიც უთხრა ჰერმიონს
- კარგი შენ დაიწყე - ჰერმიონი კომფორტულად მოთავსდა თავის სკამზე
- მოგწონვარ? - თვითკმაყოფილებით ჰკითხა დრაკომ - ანუ იმას ვგულისხმობ რომ ასე ძალიან რატომ ღელავ ჩემზე?
ჰერმიონი დაიბნა. ნატრობდა ნეტა თავად მე მქონდეს ამ კითხვაზე პასუხიო. მასზე ასე რატომ ვღელავ? ეს სრულებით შეუძლებელია, მე ის არ მომწონს! ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა, დრაკო კი მიშტერებით უყურებდა მას. ძლივს მოახერხა და სიტყვა დაძრა
- შენ ორი კითხვა დამისვი და ეს წესის დარღვევაა, ამიტომ არ ვაპირებ პასუხის გაცემას და ჩემს კითხვას დაგისვამ...რომელია შენი საყვარელი ფერი?
- სერიოზულად? - დრაკომ თავისი ზღვისფერი თვალებით ჰერმიონის შოკოლადისფერ თვალებს ჩახედა
ჰერმიონმა ხელები ჩამოუშვა - კარგი, მე აღარ ვაპირებ თამაშს
- შავი - უცებ მიახალა დრაკომ - ჩემი საყვარელი ფერი შავია
- ძალიან კარგი...ეხლა შენი ჯერია და იცოდე არ გაბედო ორი კითხვის დასმა, მე შენ ერთი გკითხე
დრაკომ მობეზრებული სახე მიიღო - ჯანდაბას, რომელია შენი საყვარლი ფერი?
- იისფერი
- ოო, მე მეგონა რომ წითელი იქნებოდა. შენი გრიფინდორი ხომ მაგ ფერებშია და ვიფიქრე სიამაყის გამო მაგას მეტყოდი
- გინდა რომ ნერვები მომიშალო? გინდა მეც დავიწყო შენი დამცირება? არ გამიჭირდება - არ ცხრებოდა ჰერმიონი
- არა არ არის საჭირო, თუმცა ესეც ორი კითხვა იყო
- კარგი - ჰერმიონმა სცადა რაიმე მარტივი კითხვა მოეფიქრა და უცებ მისმა თვალებმა ლარნაკში ჩადებული ყვავილები შენიშნა
- რომელია შენი საყვარელი ყვავილი?
- ეს უკვე მეასემეა...შენ საერთოდ აზრზე ხარ როგორ უნდა ითამაშო ეს თამაში?
- ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ თამაშს რომლის მიზანია ერთმანეთის უკეთ გაცნობა. მე გისვამ ისეთ მარტივ კითხვებს, რომლის პასუხიც მინდა ვიცოდე შენგან. რატომ გინდა მაინცდამაინც პირადული კითხვები დაგისვა?
- კარგი ხო, გავაგრძელოთ თამაში მაგრამ შენ უკვე მეხუთე კითხვა დამისვი - უთხრა დრაკომ და მას შეხედა
- ხო მაგრამ სანამ გავაგრძელებდეთ კიდევ ერთი კითხვა მაქვს
- რა კითხვა?
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...