მეორე დილით დრაკომ გადაწყვიტა ჰერმიონის გვერდით დამჯდარიყო საუზმეზე. ბლეზს ვითომ საქმე გამოუჩნდა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. წყვილი ბედნიერად მიირთმევდა საჭმელს ერთად, მანამ სანამ იდილიას ჯინის და ჰარის გამოჩენა და მათგან ოდნავ მოშორებით დაჯდომა არ დაურღვევდათ
- ჩემს სიცოცხლეს სახეზე რა მოუვუდა? - ნაცნობი ხმა ხმა გაისმა თითქმის დაცარიელებულ დიდ დარბაზში. ჰერმიონმა და დრაკომ ჯერ ერთმანეთს შეხედეს მერე კი უკან მობრუნდნენ და მათ წინაშე წარსდგა ქერა კულულებიანი გოგო, რომლის დანახვაც ნამდვილად არ ეპიტნავებოდათ - აბა?
- ბოდიშს გიხდი რომ შენს უძვირფასეს შეყვარებულს ცოტათი სახე დავუზიანე - დრაკომ სარკაზმით უთხრა და გაუღიმა - თუმცა სიმართლე გითხრა დიდი განსხვავება არაა მის პირვანდელ და ახლანდელ სახეს შორის
- როგორ გაბედე და შენი ბინძური ხელები მის უნიკალურ სახეს შეახე - ბოლო ხმაზე დაუყვირა ლევენდერმა დრაკოს
- გინდა სიმართლე იცოდე? - დრაკო ფეხზე წამოდგა - გაინტერესებს რატომ გავარტყი სახეში უიზლის?
- დრაკო გეყოს... - ჰერმიონმა მაიკაზე მოქაჩა რომ დაეჯინა. ამასობაში შეამჩნია კიდეც როგორი ინტერესით უყურებდა ჯინი მიმდინარე მოვლენებს
- არა, ვფიქრობ იმსახურებს ახსნა-განმარტებას - დრაკომ ამჯერად მზერა ლევენდერს მიაპყრო - შენი უძვირფასესი შეყვარებული შემოვიდა ჩვენს ოთახში მაშინ როცა სადაც იყო ერთმანეთს ვაკოცებდით და იეჭვიანა. როგორც ვხვდები ვერ აიტანა ჰერმიონი რომ სხვას კოცნიდა, ამიტომ გამწარებული მომმვარდა და დაახლოებით ოცი მუშტი გამარტყა სახეში. რათქმაუნდა საპასუხოდ მეც ვუთავაზე - დრაკო ლევენდერს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა - როგორც ჩანს მას შენზე უფრო მეტად ჰერმიონი მოსწონს, თუმცა არც ვადანაშაულებ - ეს თქვა და უკან დაიხია
- როგორ ბედავ იდიოტო, ნაბიჭვარო - ლევენდერმა ბოლო ხმაზე დაიღრიალა და დრაკოს სახეში ისე მწარედ გააწნა სილა რომ თეთრ კანზე წითელი ხელის ანაბეჭდი დაუტოვა. შემდეგ ჰერმიონს გახედა რომელიც შოკში იყო - შენ კიდევ რონისგან თავი შორს დაიჭირე!
- არც მივრბოდი მის სანახავად - ამჯერად დადგა დრო ჰერმიონს გამოეხატა თავისი აზრი და ფეხზე წამოდგა - როგორ გაბედე და მის უიშვიათეს სახეს შენი ბინძური ხელი შეახე? - ჰერმიონმა ლევენდერს თავისი ნათქვამი გაუმეორა და ბრაზიანი მზერა მიაპყრო - ნუ იქცევი ჩვილივით, გირჩევნია წახვიდე. წადი და შეყვარებულს მიხედე, მას ხომ შენს მეტი აღარავინ ჰყავს
გაცეცხლებულმა ლევენდერმა უხეშად უბიძგა ჰერმიონს და დიდი დარბაზიდან გავარდა
ჰერმიონმა ბალანსი დაკარგა, თუმცა წაქცევისგან ჯენტლმენმა დრაკომ გადაარჩინა. მან წელზე ხელი მოხვია და წამოაყენა
- ცოტა ფრთხილად უნდა იყო ხოლმე - გაუღიმა მან და დააშტერდა
- მადლობა - ჰერმიონი გაწითლდა და მისი მკლავებისგან გაინთავისუფლა თავი
- არ ვიცოდი ჩემი სიტყვები ესე თუ გაგაწითლებდა - დრაკომ ჰერმიონის ნერვებზე თამაში დაიწყო
- ოო მოკეტე - ჰერმიონი მის სახეს დააკვირდა, თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო, როცა წითელი ხელის ანაბეჭდი შენიშნა - მემგონი ნელ-ნელა გკლავენ. გუშინ რონი, დღეს.. -ჰერმიონმა ლოყაზე დაადო ხელი - როგორც ვხვდები ძაან გტკივა, თუმცა რას ვიზამთ, ამას ვერანაირი შელოცვა ვერ გაგიქრობს
- თუ აანალიზებ რომ ეს ყველაფერი შენს გამო მემართება? - ჰკითხა და წარბი ასწია
- აბა რისთვის ვართ მეგობრები? - ჰერმიონმა ხელი ჩამოსწია. უნდოდა როგორც მეგობრისთვის ისე შემოეხვია მკლავი მხარზე. ფეხის თითებზეც აიწია თუმცა არ გამოუვიდა - შეგიძლია ცოტა ჩაიმუხლო? ძაან მაღალი ხარ
დრაკოს გაეცინა
- ასე ძაან თუ გინდოდა ჩემი შეხება არ მეგონა
ჰერმიონმა მას თავში ხელი წამოარტყა და თვითონაც უკვირდა როგორ მისწვდა
- გაწიე ეგ შენი ცხენის სახე - დაუყვირა მან
- აი კიდევ ერთი დარტყმა - დრაკომ თავზე ხელი მოისვა
- ამას ნამდვილად იმსახურებდი... წამოდი, ბიბლიოთეკაში წავიდეთ - და კარისკენ წავიდა
- კაი რაა კვირაში ხუთასჯერ რატო მივდივართ მანდ?
- არ მოდიხარ?
- რას ვიზამ, სხვა საქმე არ მაქვს და თან შენი წვალების შანს ხელიდან არ გავუშვებ - დრაკო ჰერმიონს მიჰყვა
ჰერმიონი არ შეპასუხებია და ორივენი ბიბლიოთეკაში წავიდნენ, თავიანთ ჩვეულ ადგილზე, კუთხეში დასხდნენ სადაც არავინ აწუხებდათ
- აბა დღეს რის სწავლას აპირებ ასე დილაადრიან? - დრაკო აკვირდებოდა როგორ იღებდა ჰერმიონი ჩანთიდან წიგნს
- სწავლას არა, წერას - ჰერმიონმა გაუსწორა მას, მალევე მოიმარჯვა სამელნე და პერგამენტი
- და ზუსტად რომ მითხრა რის დაწერას აპირებ? - ცნობისმოყვარედ მიუახლოვდა დრაკო მას
- მე ვაპირებ წერილის დაწერას ჩემი ძველი მეგობრებისთვის. შობა ახლოვდება და ამიტომ საჭიროა მივულოცო და თან საჩუქრებიც გავუგზავნო - ჰერმიონმა წერა დაიწყო
- აამ - დრაკო თავის სკამს დაუბრუნდა და მიშტერება განაგრძო
- შენ მანდ ჯდომას და ყურებას აპირებ?
- აბა მე არავინ მყავს რომ მივწერო - ჩუმად ჩაილაპარაკა და წარბი ასწია - და შენს მშობლებს რატომ არ წერ?
- ჩემს მშობლებს? - ჰერმიონი ადგილს მიეყინა, თვალებზე ცრემლი მოადგა თუმცა არ დაანახა დრაკოს და თავი შეიკავა - მე...მე მათ უკვე მივწერე და მათი საყვარელი ავტორის წიგნები გავუგზავნე საჩუქრად
- დარწმუნებული ვარ მოეწონებოდათ - დრაკოს თავისი ცისფერი თვალები მოეღრუბლა და მწუხარებით აღევსო
- რათქმაუნდა მოეწონათ, მეც მჯერა რომ შენი მშობლები...- ჰერმიონმა სიტყვა აღარ დაასრულა და მიხვდა თავის შეცდომას
- არა რატომ შეჩერდი, შეგიძლია თქვა, არაუშავს - დრაკოს სახეზე ყალბი, სევდიანი ღიმილი დაედო
- არა, დრაკო, ბოდიშს გიხდი. ჩემი ბრალია, სულ არ მიფიქრია
- არა შეგიძლია თქვა, ჩემი მშობლები მკვდრები არიან. ეს უკვე ვეღარაფერს შეცვლის, ასე რომ ნუ გერიდება - მისი მწუხარე თვალები ერთ წერტილს მიშტერებოდნენ - კარგი, საშობაოდ რა გინდა? - უცებ შეცვალა საუბრის თემა
ჰერმიონმაც ზუსტად იგივე გაიფიქრა, რომ აჯობებდა სხვა თემაზე ესაუბრათ, თუმცა მაინც შეამჩნია მის კამკამა ზღვისფერ თვალებს როგორ შეპარვოდათ სევდა - საშობაოდ არაფერი არ მინდა - ცოტა ხანში უპასუხა მან
- კარგი რა, რაღაც მაინც გენდომება
- მართალი ხარ... ჩამოგითვლი მთელს სიას რაც საშობაოდ მინდა. მინდა რომ დილას საწოლში მივირთვა საუზმე, მინდა რომ ვარსკვლავებს ვუყურო ყოველ ღამით ასტრონომიის კოშკიდან ჩემს მეგობართან ერთად, მინდა ასევე ვიგუნდავო, ავაწყო ნაძვის ხე და უბრალოდ ყოველ ღამით დიდხანს ვისაუბროთ მანამ სანამ არ დაგვეძინება - ჰერმიონმა თავისი სიტყვებით გაამხნევა დრაკო - მე არანაირი საჩუქარი არ მჭირდება, ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. მყავს ჰარი, ჯინი და ეხლა შენ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი - ჰერმიონმა თბილად გაუღიმა და ამ ღიმილმა დრაკოს გული სრულიად გაალღო
- მე კი ნამდვილად მინდა საშობაოდ საჩუქარი - დრაკომაც გაუღიმა მას
- მინდა რომ ვიცოდე, მითხარი რა გინდა?
დრაკომ მას თვალს ვერ აცილებდა და სახიდან ღიმილიც არ ქრებოდა
- შენ
- ოოო ეგ ხუმრობა უკვე მოძველდა - ჰერმიონმა ცოტა ხანში უპასუხა, თუმცა ეს ის არ იყო რასაც რეალურად ფიქრობდა. დრაკოს ასეთმა პასუხმა უკვე მეორედ გაუჩერა გულისცემა, ეს ერთი სიტყვა იყო რომლის გაგონებაც მთელი ცხოვრება უნდოდა
- ვიფიქრე თუ ამას გეტყოდი ჩემს მიმართ სხვა გრძნობები გაგიჩნდებოდა
- სამწუხაროდ არ გამოგივიდა
- ჯანდაბა, არ გამითვალისწინებია რომ ჩვენს დროში ერთ-ერთ საუკეთესო ჯადოქარს ველაპარაკები. ამით მხოლოდ სულელ გოგოებს ვხიბლავ - თავისთვის ჩაიბუტბუტა
ჰერმიონს გაეცინა
- ხოდა შემდეგში სხვა გოგოსთან სცადე. კაი ხო მართლა დავიჯერო არაფერი გინდა საშობაოდ?
- არა...თუ მომინდება გეტყვი
- სიმართლე გითხრა მე ნამდვილად მინდა საჩუქარი?
- და რა გინდა? - დრაკო ინტერესმა მოიცვა
- შენგან ღიმილი მინდა - ჰერმიონს თვალები სითბოთი აღევსო
- არა! - მკაცრად თქვა დრაკომ
- სულ მცირე ღიმილი, გთხოვ. ეს იქნება საშობაოდ ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი
- რავი შეიძლება
- შეიძლება?
- შეიძლება - ისევ გაიმეორა დრაკომ - მაგრამ ამჯერად რაღაც გეგმა მაქვს...
- რა?
- ხვალ შენს საშობაო საჩუქარს მიიღებ
- რას გულისხმობ?
- გაიგებ - თქვა და ფეხზე წამოდგა - დაამთავრე? ძაან მომბეზრდა აქ ყოფნა
- კი, თითქმის მოვრჩი
- კარგია
--------------------------------------------------
მეგობრებო ვინც ამ მოთხრობას კითხულობთ დამიVoteთ შემდეგი თავისთვის :) Love You Guys x
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...