ჰერმიონმა სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო რომ ვიღაცის ხმა მოესმა
- რა ჯანდაბას აკეთებდით თქვენ ორი? - გაცეცხლებული რონი უკვე მათ წინაშე იდგა. ჰერმიონი და დრაკო "ალერსით" ისე იყვნენ გართულნი რომ ვერც შეამჩნიეს როგორ გაიღო პორტრეტის კარი
ჰერმიონმა უცებ გაწია დრაკო გვერძე და ჩაახველა. დრაკო გაბრაზებით რაღაცეებს ბუტბუტებდა თავისთვის. ჰერმიონმა რონს გახედა რომელიც წარბშეკვრით მიშტერებოდა დრაკოს
- ვიფიქრე ჩვენ შევთანხმდით, რომ შენ აქ აღარ მოხვიდოდი
- მე გავაანალიზე რაც გითხარი და შენთან მოვედი სალაპარაკოდ, თუმცა თქვენ ორი ერთად დამხვდით, ალბათ ჩაგაშხამეთ ბედნიერება არა? - რონი თავს ვეღარ თოკავდა და მთელ ბრაზს სადაც იყო ამოანთხევდა - ანუ ერთმანეთს ხვდებით?
ჰერმიონი მის სიტყვებზე თანდათან მწარდებოდა
- უკაცრავად, მაგრამ ვალდებული არ ვარ ადამიანებთან ურთიერთობა შენი ნებართვით დავამყარო
- ხო მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არაა. ეს დრაკო მალფოია ჰერმიონ, შენი მტერი. მეგონა შენ მხოლოდ მკურნალობდი მას თუმცა როგორც მივხვდი...
- დრაკო და მე უკვე მეგობრები ვართ, თუ ეს არიცი, თუმცა დაიცა... საიდან გეცოდინება, შენ ხომ მთელი დღე ლევენდერის სახის "ჭამით" ხარ დაკავებული - ჰერმიონმა წარბი შეკრა და ისე გახედა მას - სჯობს ხვალ ვისაუბრ...
- არა - რონმა სიტყვა მოუჭრა და დრაკოს მიაშტერდა - რა ჯანდაბას აკეთებ მასთან? მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ! მისგან თავი შორს დაიჭირე - რონი დრაკოს მივარდა და ყბაში მუშტი უთავაზა
ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელები აიფარა. მან რონს გამწარებული მზერა ესროლა
- რა ჯანდაბა დაგემართა? - აღშფოთებით მივარდა ჰერმიონი და რონი მოაშორა, შემდეგ კი დრაკოსთან მივიდა.
- კარგად ხარ? - ჰერმიონმა შეწუხებული სახით დრაკოს მხარზე ხელი დაადო
- ამან ნამდვილად გამომაფხიზლა - დრაკომ თქვა და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა
ჰერმიონმა ორივე ხელებით სახე დაუჭირა მას
- ალბათ ძალიან გტკივა
რონი აღშფოთებული იყო თუ როგორ წუხდა ჰერმიონი დრაკოზე. გამწარებული მივარდა, ჰერმიონი უხეშად მოაშორა და ისევ დაუწყო დრაკოს სახეში მუშტების ლაწუნი, ისე რომ აღარ ჩერდებოდა
ჰერმიონი ძლიერად დაეცა იატაკზე და ხელში რაღაც ბასრი შეერჭო. ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა, თან დაზიანებული ხელი მეორეთი ეჭირა და არ იცოდა რა მოექმედებინა, როგორ დაეშორებინა ეს ორი. დრაკომაც მოახერხა როგორღაც და რამოდენიმე მუშტი მანაც უთავაზა რონს. სადაც იყო ერთმანეთს დახოცავდნენ რომ არა ჰერმიონის ქმედება. ის დრაკოს ჯოხს დასწვდა და შელოცვის წყალობით ორივე დააშორა ერთმანეთს. ერთ კუთხეში რონი ეგდო მეორეში კი დრაკო
- რონალდ ბილიუს უიზლი! შენ არანაირი უფლება არ გქონდა ამ ოთახში შემოსვლის და დრაკოსთვის მუშტების დარტყმის. თუ შენ აქაურობას სამ წამში არ დატოვებ იცოდე აქ მოსვლას სანანებლად გაგიხდი - ჰერმიონი გაცეცხლებულ მზერას არ არიდებდა რონს - არ მჭირდება შენნაირი მეგობარი, ასე რომ პატიებისთვის აქ აღარასოდეს მოხვიდე რადგან ვერ მიიღებ, შენ არ ხარ პატიების ღირსი!
რონი ფეხზე წამოდგა
- ანუ შენ მის მხარეს ხარ? იცი ამ ბოლო დროს რაც მასთან ერთად დაიწყე დროის გატარება ძაან შეიცვალე - ბრაზიანი თვალებით იხედებოდა რონი
- და შენთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა ვისთან ვატარებ დროს ან ვის ვკოცნი?
- კი
- ხოდა არ არის საჭირო. მე ვიწყებ ყვირილს როცა ვხედავ როგორ კოცნით შენ და ლევენდერი?
- ხო მარა ის ჩემი შეყვარებულია
- ხოდა დრაკოც ჩემი... - ჰერმიონმა სიტყვა გაწყვიტა, არ იცოდა მათი ურთიერთობისთვის რა სახელი დაერქმია
- რა არის შენი?
- დრაკო ჩემი მეგობარია - ოდნავ შეშინდა და ნერწყვი გადაყლაპა ჰერმიონმა
- და მეგობრები ერთმანეთს კოცნიან? - რონს სახეზე გაოცება აღებეჭდა
- ჩვენს შემთხვევაში ესე მოხდა - ჰერმიონმა შეამჩნია როგორი შოკირებული სახე ჰქონდა რონს
- ჰერმიონ...
ჰერმიონმა სიტყვის დასრულება აღარ დააცადა რონს
- რატომ? - მას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა - რატომ გადარდებს? შენ დიდი ხნის წინ მიმატოვე და ახლა რატომ დაიწყე ჩემზე ზრუნვა? - ჰერმიონი ცრემლებით იხრჩობოდა
- როგორ არ უნდა ვიდარდო თუ რას აკეთებ შენ
- და რატომ? ჰოგვორტსში ყოფნის პერიოდში ჩემზე როგორც მეგობარზე ოდესმე გიზრუვნია? ერთი წამით მაინც გიფიქრია ჩემზე, ნაცვლად იმისა რომ დავალების გადაწერას მთხოვდი? - ჰერმიონმა თავი გააქნია - არა, არც არასოდეს. შეხედე, ჰარი და ჯინი შეყვარებულები არიან თუმცა ჩემთვის დროის გამონახვა ყოველთვის შეუძლიათ. მაგრამ შენ...ლევენდერზე გადამკვდარი ხარ. შენთან ერთი წესიერი დიალოგიც არ მქონია მას შემდეგ რაც შეყვარებულები ხართ
- მე და ლევენდერს გვადანაშაულებ? - რონმა ხმის ტონი უფრო გაამკაცრა - ჩემი ბრალი არ არის რომ შენ ჩემზე ისევ ნაწყენი ხარ, იმის გამო რომ შენს ნაცვლად ლევენდერი ავირჩიე!
- და შენ ეგრე ფიქრობ?
- ზუსტადაც. ცდილობ რომ ჩვენი დანგრეული მეგობრობა მე დამაბრალო, რადგან შენთვის დრო არ მქონდა. მაგრამ როგორც იცი შეყვარებული მყავს და...
დრაკომ გადაწყვიტა ლაპარაკში ჩართულიყო და შეპასუხებოდა თუმცა ჰერმიონმა დაასწრო
- მართალი ხარ! ბოდიშს გიხდი რომ ბრალი დაგადე. სინამდვილეში მე ვარ დამნაშავე. მეგონა რომ ჩვენს მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი დაანგრევდა, თუმცა შევცდი. უნდა მცოდნოდა რომ შენ რამოდენიმე თვის წინ გაცნობილ გოგოს, შეყვარებულს ამჯობინებდი საუკეთესო მეგობარს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობ - ჰერმიონმა მას დაუყვირა - ღმერთო ჩემო რა სულელურად მოვიქეცი. ხომ არ გინდა ლევენდერსაც მოვუხადო ბოდიში?
- უკვე საერთოდ ვეღარ გცნობ...
- მე არ ვარ ის ვინც შეიცვალა...ეს შენ ხარ. სრულიად დაივიწყე ვინები არიან შენი მეგობრები. მაგრამ მადლობელი ვარ რომ ლევენდერი და ჰარი მაინც გახსოვს და შენთან ერთად არიან. კარგი ახლა შეგიძლია მარტო დამტოვო? საკმარისად არ გამიფუჭე გუნება დღეისთვის?
- თუ მე აქიდან წავალ ჩვენი მეგობრობა ამით დასრულდება. - რონი ჰერმიონის პასუხს ელოდა
- შეგიძლია წახვიდე - ჰერმიონმაც არ დააყოვნა და კარისკენ მიუთითა
რონმა ღრმად ჩაისუნთქა და ბრაზი ამოანთხია
- ამას ინანებ! ეს ნაბიჭვარი ერთ დღეს აუცილებლად გატკენს გულს და მარტო დარჩები! მერე კი ჩემთან ან ჰარისთან დასახმარებლად მოსვლა აღარ გაიფიქრო, რადგან ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება - რონი გამწარებული გავარდა კარისკენ და ცოტა ხანში უკან მობრუნდა - გინდა იცოდე რატომ აირჩიე ლევენდერი შენს ნაცვლად?
ჰერმიონი ჩუმად ადგილზე მიყინული იდგა
- იმიტომ რომ ძალიან უჟმური ხარ...გოგოს საერთოდ არ ჰგავხარ - მიახალა და კარში გავარდა
ჰერმიონს რონის სიტყვები ტვინში ჩაბეჭვდოდა, ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას მის უმწეო სახეზე. მან ჯოხით უცებ ხელი განიკურნა და დრაკოსთან მივიდა რომელიც მდივანზე იჯდა
- კარგად ხარ? - ერთ ხმაში ჰკითხეს ორივემ ერთმანეთს.
დრაკო ფეხზე წამოდგა
- ალბათ რამოდენიმე შელოცვა მომარჩენს და ახალივით ვიქნები - მას სახეზე ღიმილი გადაეფინა - შენ ხომ კარგად ხარ?
- ვფიქრობ რომ არ მოვკვდები. მკლავი უკვე მოვირჩინე და უკეთესად ვგრძნობ თავს
- არა, მკლავზე არ ვგულისხმობ...
- კარგად ვარ. როგორც ჩანს კარგი მეგობარი ვერ აღმოჩნდა, რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ჩემზე ნუ იდარდებ
- ეგ ძაან რთული იქნება
- ოო მოკეტე - ჰერმიონმა მისი სახე ისევ დაიჭირა თავისი ხელებით და კარგად დააკვირდა იარებს - რამოდენიმე შელოვცა მოგარჩენს - ჩაილაპარაკა და ხელი ჯიბისკენ წაიღო
- მე კარგად ვარ, მაგრამ ცოტა გამხნევება ხომ არ გჭირდება? რას იტყვი? როგორც ვატყობ მის გამო ჯერ კიდევ ცუდ ხასიათზე ხარ. გამხნევება გჭირდება?
- კი - ჰერმიონმა თავი დაუქნია და მას ახედა
- ჩვენ ვერ მოვასწარით კოცნა და შეგვიძლია ახლა...
- არა!
- კარგი, არაუშავს - ნიშნისმოგებით დაამატა დრაკომ - როცა ნიძლავი დამთავრდება, მერე კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა - მან ეშმაკურად ჩაიცინა - და ეს ყველაფერი მოხდება შაბათს, ანუ სამ დღეში
ჰერმიონსაც გაეღიმა
- ამ თემაზე საუბარს აღარ შეწყვიტავ?
- მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა დრაკომ
- კაი და რა არის ის რაც ასე ძაან გინდა? - ჰერმიონმა მის ულამაზეს, ოკეანესავით კამკამა ლურჯ თვალებს ჩახედა
დრაკომაც მის შოკოლადისფერ თვალებს მიაპყრო თავისი მზერა და პასუხიც მალევე გაისმა - შენ!
და სწორედ ამ დროს ჰერმიონის გულმა ცემა შეწყვიტა...
მან სწორად გაიგო? დრაკო მალფოიმ ახლა თქვა რომ შენ მინდიხარო?
- უკაცრავად, რაა? - თვალებდაჭყეტილი უყურებდა ჰერმიონი
- მე ნათქვამს მეორედ აღარ ვიმეორებ - დრაკომ წარბი ასწია და ისევ გაუღიმა
- არა უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ სწორად თუ გავიგონე - ჰერმიონი ისევ გაოცებული სახით იდგა
- არა, სწორად გაიგე
- დრაკო, მეხუმრები?
- სულაც არა, რამე მსგავსი შემატყე?
ჰერმიონმა ჩაიცინა და მხარზე ხელი შემოარტყა - კაი რა, ნუ მეღადავები
- რატომ? გული ხომ არ აგიჩქარდა? ხომ არ გაანალიზე რომ გიყვარვარ?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ - ჰერმიონმა ხელში დრაკოს ჯოხი მოიმარჯვა და მდივანზე დააჯინა - როცა მკურნალობას დაგიწყებ მოკეტე და შენი ხმა არ გავიგონო - ჰერმიონმა ორ წუთში მთლიანად გაუქრო სახეზე იარები - სულ ეს არის - ბოლოს დაამატა
- ვაუ ვაუ შენ მკურნალი უნდა გამოხვიდე. მართლაც კარგად გამოგდის - სახეზე ხელი მოისვა შესამოწმებლად - მართლაც ახლივით გამოვიყურები
- ვიცი - ღიმილით გახედა ჰერმიონმა - აბა ტკბილი ძილი - ჰერმიონი მდივნიდან ფეხზე წამოდგა
- ეეე ეეე მოიცა, ჩემი ჯოხი? - ისიც ფეხზე წამოდგა
- უკვე ჩემია - ჰერმიონმა დრაკოს ჯოხი თავის ჯიბეში ჩაიდო
- რაა?
- სანამ ჩემი ჯოხი შენს მფლობელობაშია, შენი ჯოხი ჩემია - გაუღიმადა და ტკბილი ხმით უთხრა - ძილინებისა დრაკო - მის პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა
- გრეინჯერ! - გაბრაზებული ხმით დაუყვირა დრაკომ
- მალფოი! შენს ჯოხს მაშინ დაიბრუნებ, როცა გადაწყვეტ რომ ჩემი დამიბრუნო - ეს უპასუხა და ოთახში გაუჩინარდა
- ჯანდაბა - მანაც ჩაილაპარაკა და თავისი საძინებლისკენ აიღო გეზი
--------------------------------------------------
მეგობრებო უფრო მეტი თავისთვის მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :) <3
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...