- ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? - ჰკითხა ჯინიმ კორიდორში მასთან ერთად მომავალ ჰერმიონს
- ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით მიდის - ნიშნის მოგებით უთხრა ჰერმიონმა
- ასეთი რა მოხდა?
- არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მივიღე...ასტრონომიის გაკვეთილზე მე მალფოის თავისი ქვიდიჩის გუნდის შესახებ ვესაუბრები
- კაი მაგრამ ეგ გეგმასთან რა შუაშია?
- მე თუ მის გუნდს გავლანძღავ , ისიც იგივეს იზამს ჩვენი გუნდისადმი. შემდეგ როცა გავბრაზდებით ჩხუბსაც დავიწყებთ იმის გასარკვევად თუ ვისი გუნდია უკეთესი. აქიდან გამომდინარე მოგვიწევს სანაძლეოს დადება...ეს კი არაჩვეულებრივი იქნება. სანაძლეოს დროს ბევრს ვესაუბრებით ერთმანეთს და მალე მეგობრებიც გავხდებით
- ჰმმმ...- ვერაფერი უპასუხა ჯინიმ
- კარგი აზრია? - ჰერმიონი პასუხს ელოდა
- ძალიან ცუდი გეგმაა - თავი გააქნია ჯინიმ
- მთავარია გამომივიდეს...ხო მართლა შენთან თხოვნა მაქვს. მალფოი ზაბინის კარგი მეგობარია და ვიფიქრე ზაბინს ხომ ვერ დაელაპარაკები მეთქი
- რა ჯანდაბად გინდა მასთან დალაპარაკება?
- შენ თუ მას დაელაპარაკები საკმაოდ ბევრ რამეს გავიგებთ მალფოის შესახებ... ჰერმიონმა საყვარელი ლეკვის თვალებით ახედა ჯინის და თანხმობას ელოდა
- კარგი გავაკეთებ რასაც მთხოვ, მაგრამ შეწყვიტე ეგეთი თვალებით ყურადღება - დაუყვირა ჯინიმ - ვეცდები დაველაპარაკო და რამე გავიგო, მაგრამ დაიმახსოვრე ჩემთან ვალში იქნები
- საუკეთესო ხარ - ჰერმიონი ჯინის ჩაეხუტა
--------------------------------------------------
- რა დაგემართა ძმაო, ხომ გითხარი ვარჯიში ლანჩის მერე გვექნება მეთქი - ბლეზმა დრო იხელთა და დრაკოს ლექცია ჩაუტარა
- რაღაც საქმეები მქონდა და მაგიტო დამაგვიანდა
- სანამ შენ მოხვიდოდი ვუთხარი რომ ცოტა ევარჯიშათ თორე ისეთი გაბრაზებულები იყვნენ...საქმე რო არ მიმეცა ალბათ გადაირეოდნენ. შენზე უკეთეს კაპიტნობას მე ვუწევ ამათ
- ხოდა უკვე მილიარდჯერ გიხდი მადლობას - თვალები დაუბრიალა დრაკომ
- ეგრე ნუ მიყურებ. მე შენ გადაგარჩინე
- და კიდევ ერთი მადლობა შენ
- არ მომწონს შენი სარკაზმი
- მე შენ არ მომწონხარ ესეთ ამპულაში - დრაკომაც არ შეარჩინა სიტყვა
- მოიცა გამოვიცნო...შენ შეხვდი გრეინჯერს, შენი გეგმის განხორციელებას ცდილობდი და ვარჯიში სულ დაგავიწყდა, შემდეგ გრეინჯერმა შეგახსენა და შენც აქ მოხვედი
- შენც ბიბლიოთეკაში იყავი? - მალფოის თვალები გაუფართოვდა
- არა, ზემოთ ავიხედე და ფანჯარაში თქვენ ორი შეგამჩნიეთ, მერე დავინახე როგორ გითითებდა გრეინჯერი ჩვენსკენ
- ბლეზ რაღაც უნდა გთხოვო
- ასეთი რა არის? პირველად მომმართე სახელით დრაკო - ოდნავ გაკვირვებული იყო ბლეზი
დრაკომ ყურადღება არ მიაქცია ზაბინის ნათქვამს და სთხოვა
- მინდა რომ "ქალბატონ" უიზლის დაელაპარაკო
- ეგ რატომ უნდა გავაკეთო? მაგის გაკეთება სუიციდის ტოლფასია ჩემთვის და მე მინდა რომ დიდხანს ვიცოცხლო
- კარგი რაა... მინდა რომ ეს ჩემი გულისთვის გააკეთო. თქვენ ორი ხომ შხამ-წამლების დავალებას ერთად აკეთებდით და ერთმანეთს გაუგებთ
- არა მას ისეთი საზიზღარი ხასიათი აქვს რომ მეშინია მიუტევებელი წყევლით არ ამომხადოს სული
- არ მაინტერესებს შენი პასუხი, რადგან უარს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მოგიწევს დამთანხმდე - ეშმაკურად გაიღიმა დრაკომ
- რატომ გინდა ეს გავაკეთო?
- იმიტომ რომ ის გრეინჯერის საუკეთესო მეგობარია და მინდა მას დაელაპარაკო...გაიგო ცოტ-ცოტა რაღაცეები მის შესახებ.
- მართალია არ მინდა ესე მოვიქცე, მაგრამ, კარგი ჯანდაბას თანახმა ვარ. გავაკეთებ რასაც მთხოვ
- მადლობა
- ეს კი ნამდვილად გულწრფელი მადლობა იყო - ბლეზს გაეცინა
- მასთან ასტრონომიის გაკვეთილზე საუბარი უფრო ცივილური იქნება - დააკომენტარა დრაკომ და გაიღიმა - კარგი ეხლა დავამთავროთ!
დრაკომ თავის გუნდს გადახედა და შემოუძახა:
- დავუბრუნდეთ ვარჯიშს - კაპიტანი ცოცხზე შეჯდა და სხვებთან ერთად ჰაერში აიჭრა
ბლეზი ცოცხზე შემოჯდა და თან ფიქრობდა - რატომ დავთანხმდი? "ქალბატონ" უიზლისთან მეგობრობა არც ისე კარგი იდეაა, ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ უკვე გვიანია - ისიც ცაში აიჭრა სხვებთან ერთად
--------------------------------------------------
ჰერმიონმა ჯინის გაუღიმა და ორივენი გაუდგნენ გზას ასტრონომიის გაკვეთილზე. ვახშმის დროს მათ არ უსაუბრიათ მალფოიზე და ზაბინზე, რათა რონსა და ჰარის არ ეეჭვიანათ. ახლა კი გზაში ჰერმიონმა ისევ შეახსენა ჯინის
- სანამ ბლეზ ზაბინი კლასში იქნება მანანდე მოახერხებ და ჩემს გამო დაელაპარაკები, კარგი?
- სამწუხაროდ სხვა გზა არ მაქვს
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა...კარგი ესეიგი მე ვაპირებ რომ მალფოის გვერდით დავჯდე და ცუდ ხასიათზე დავაყენო...
- გრეინჯერ
ჰერმიონმა შეწყვიტა საუბარი და შეშინებული სახით შეხედა ჯინის - ჩემს უკანაა?
- კი და დროა დაგტოვო, მეც აქვე ვიქნები და თუ რამე დახმარება დაგჭირდეს...არ დამიძახო, ყველაფერი შენით უნდა მოაგვარო. მეც საუბრით ვიქნები დაკავებული და ვერ გიპასუხებ - უცებ უთხრა და უკან წავიდა დასაჯდომად
- ზაბინი, მოდი აქ ერთი წუთით რაღაც კითხვები მაქვს შენთან შხამ-წამლების პროექტის შესახებ - ეს უთხრა თუმცა იმაზე არ დაფიქრებულა რითი დაიწყებდა საუბარს. მისდა საბედნიეროდ ის მოვიდა და გვერდით დაუჯდა
- მეც მაქვს კითხვები მაგის შესახებ - უპასუხა ბლეზმა და ჩვეულებრივ შეხედა ჯინის
ჰერმიონი უკან შებრუნდა და მალფოის შეხედა, ზრდილობიანად დაუძახა და სახეზე ყალბი ღიმილი დაედო
მალფოიმ წარბი შეკრა, უკან მიჰყვა ჰერმიონს და მის გვერდით დაჯდა - არ მოგცემ უფლებას ჩემს გუნდზე ეგეთი წარმოდგენები გქონდეს
- ჩვენ ისევ მაგ თემაზე ვსაუბრობთ? - ჰერმიონმა ირონიულად გაიღიმა და უდანაშაულო გამომეყველებით შეხედა დრაკოს
- კი ისევ ამაზე ვისაუბრებთ, მანამ სანამ არ აღიარებ რომ ჩემი გუნდი თქვენსას ჯობია
- და როდის მერე გადარდებს ჩემი აზრი რაიმეს შესახებ? - ცნობისმოყვარეობამ სძლია ჰერმიონს - ანუ იმის თქმა მინდოდა, მე ხომ მომაბეზრებელი "ტვინიკოსა" და "ყველაფრისმცოდნე" ვარ, რაში გაინტერესებს ჩემი აზრი?
- არც მაინტერესებს - დრაკო თავის სიტყვებს ნანობდა - დაუკვირდი...მე ვცდილობ რომ
- აბა სტუდენტებო...თქვენი ადგილები მოძებნეთ და დასხედით - პროფესორი სინისტრა კლასში შემოვიდა და ჯადოსნური ჯოხით კარი მოიხურა
- შემდეგში ვისაუბროთ მალფოი - ეს უთხრა და მასწავლებლისკენ შემობრუნდა - მიდი წადი და ვინმე სლიზერინელთან დაჯექი
- არა
- დარწმუნებული ხარ? შეგახსენებ რომ შენ გრიფინდორელის გვერდით ზიხარ და თან ხალხი ცუდს იფიქრებს შენზე, მე ხომ ბინძურსისხლიანი ვარ
- არ მადარდებს რას იფიქრებს ხალხი ჩემზე
- მართლა? - ჰერმიონის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, და ის დრაკოს დიდხაანს მიშტერებოდა - ნამდვილად დამაბნეველი ადამიანი ხარ მალფოი
- მადლობელი ვარ რომ ჩემი ინტრიგულობა შენიშნე და აღიარე, მაგრამ შეგიძლია მთელი გაკვეთილი ეგრე არ მომაშტერდე? იცი რა? თუ გინდა სურათი გადამიღე და იმას უყურე ეგრე გაშტერებით, მთელი დღე - ყურში ჩაუჩურჩულა დრაკომ ნიშნისმოგებით და ეშმაკურად გაიღიმა
- გაწიე ეგ შენი ცხენის სახე, მე შენ არ მაინტერესებ - მიწასთან გაასწორა ჰერმიონმა
- მე ეგ არც მითქვამს, უბრალოდ...
- იგულისხმე - სიტყვა დაამთავრა ჰერმიონმა - იმედია თავში ცუდი აზრები არ მოგდის მალფოი
- რათქმაუნდა არა - უთხრა დრაკომ და ჰერმიონს მიაჩერდა
ჰერმიონმა თვალი აარიდა და გვერძე გაიხედა. დრაკომაც თავი მოაბრუნა და ამჯერად ჯინის და ბლეზს გახედა რომლებიც ოთახის მეორე მხარეს საუბრობდნენ. რაღაც კარგად მიდიოდა საქმე
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
KAMU SEDANG MEMBACA
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fiksi Penggemarმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...