თავი ორმოცდამეერთე

579 53 0
                                    

ჰერმიონმა ირონიით მოავლო თვალი დრაკოს
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა? - ჰკითხა და ამავდროულად შარფი მჭიდროდ მოიხვია - არამგონია ჯერ მზად იყვე...
- კაი რაა ამისთვის ვარ დაბადებული - დრაკომაც დააკომენტარა და ქუდი გაისწორა
- კაი მოემზადე დამარცხებისთვის. მე მთელი ცხოვრებაა ამაში ვიწვრთვნები, გეშინოდეს - წარბი ასწია ჰერმიონმა
- დამიჯერე, მე ჩემპიონი ვარ და ვერ მომიგებ
- კაი მაგასაც ვნახავთ - ჩაიცინა ჰერმიონმა და დრაკოს მოპირდაპირე მხარისკენ უბიძგა რომ წასულიყო...
ალბათ ვერ გაერკვიეთ საერთოდ რა ხდება აქ?! მათ გადაწყვიტეს რომ გარეთ საგუნდაოდ გამოსულიყვნენ და თავიანთი პირველობა დაემტკიცებინათ
- აბა დავიწყოთ ომი! - შემოსძახა ჰერმიონმა და ხელთათმანებით მუჭი შეკრა - დაიმახსოვრე, არავითარი მაგია, მხოლოდ ხელები!
- კარგი, მაგრამ გახსოვდეს, მე ქალუსიასავით გუნდაობა არ მახასიათებს, ამიტომ შეიძლება ჩემმა ნასროლმა გუნდამ სახე გატკი... - სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რომ სახეში ტყვიასავით მოხვდა უზარმაზარი გუნდა და უნდა ეღიარებინა, რომ ძალიან ეტკინა კიდეც. მას ისეთ დროს მოხვდა გუნდა, როცა ლაპარაკობდა, შესაბამისად პირიც გამოტენოდა თოვლით
- რას ამბობდი? - ჰერმიონმა დაცინვის ტონით კითხა - ისე ცუდი არ იქნებოდა რომ სანამ დაილაპარაკებდი, დაფიქრებულიყავი. მე შენზე არანაკლები გამოცდილება მაქვს რადგან ორ ბიჭთან ერთად ვიზრდებოდი და შესაბამისად ყველაფერი ვიცი გუნდაობის შესახებ
დრაკომ თოვლი გადმოაფურთხა და სახეც მოიწმინდა
- დარწმუნებული ვარ პოტერი და უიზლი პატარა ბავშვებივით გეგუნდავებოდნენ - გაიცინა და წარბი ასწია - მაგენი ასპარეზობის ღირსი არ არიან
- შენ მაინც არ დაგინდობ - ჰერმიონმა მისი წინა ფრაზა დააიგნორა
- მიხარია რომ ორივე ერთ ნავზე ვხედვართ... - დრაკომაც არ დააყოვნა და გუნდა სახეში გაარტყა ჰერმიონს
ჰერმიონმა დაიკივლა და სახე ოდნავ არ იყოს აეწვა კიდეც
- ეგრე ხომ?! ახლა კი ნამდვილად გაგანადგურებ! - მან ახალი გუნდის დამზადება დაიწყო
- კარგი, აბა მიდი... - დრაკომ მეორე გუნდაც ესროლა დაუნდობლობით, სიძლიერით, თუმცა ჰერმიონმა თავისი სისხარტის წყალობით აიცილა.
ასე და ამგვარად დაიწყო თოვლის გუნდებით ომი...
--------------------------------------------------
ჯინიმ წიგნში დაიწყო ცქერა და თან ბლეზს ელაპარაკებოდა
- ანუ... იმ ძუკნამ მაინც რამდენი რამ შეიტყო? - ლაპარაკისას თან წიგნების თაროს მიუახლოვდა
- როგორც მეჭეჭებიანმა მითხრა, პენსიმ იმაზე მეტიც იცის, რამდენსაც ვერ წარმოვიდგენდით. მან იცის რომ დრაკო და გრეინჯერი ერთმანეთს ხვდებოდნენ არდადეგების განმავლობაში და უახლოვდებოდნენ. ის ყველანაირ ინფორმაციას იგებს, თუ რა ხდება ამჯერად ჰოგვორტსში, პლუს ამას შეიტყო გრეინჯერისა და უიზლის, დრაკოსა და ბრაუნის უთანხმოების შესახებ. როგორც ვხვდები ყველგან ჯაშუშები ყავს - ეს თქვა და მანაც განაგრძო წიგნში ცქერა
- და ჩვენზე იცის რამე? - წარბები შეკრა და ცოტა შიში დაეტყო ჯინის
ბლეზმა მზერა აარიდა წიგნს და მას გახედა
- მაგდენი ნამდვილად არ ვიცი... თუმცა ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს - თქვა და ბიბლიოთეკას მოავლო თვალი
- კიდევ აქ რატომ ვიმალებით, ბიბლიოთეკაში? - ჯინიმაც ინტერესით მოათვალიერა ხალხისაგან დაცარიელებული სექციები
- როგორც ჩანს პენსის სხვა დამხმარეც ჰყავს, რომელიც მუდამ აქ რჩება ხოლმე, ბიბლიოთეკაში. არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი, მაგრამ მაინც გოგო მგონია და ხომ ხვდები?! სწორედ აქ თვალთვალის წყალობით იგებს ის გრეინჯერზე და დრაკოზე ინფორმაციებს - ისევ დაასკანერა თავისი მზერით არემარე ბლეზმა - მოდი ვინმე საეჭვოზე ვინადიროთ კარგი? - ჰკითხა მან და ერთ-ერთი წიგნი გამოიღო თაროდან - მე ამ კუთხეში ვიდგები, შენ კიდე მეორეში, პირდაპირ - მან დავალება მისცა და სასწრაფოდ გაეცილა ჯინის
ჯინიმ ერთ წერტილზე მიშტერება განაგრძო. ბოლოს მოტვინა და მანაც თაროდან ერთ-ერთი წიგნი გამოიღო, შემდეგ კი თავის ადგილას წავიდა.
- როგორც ვხვდები ეს გოგო სათანადოდ ვერ შევაფასე... - ჩაიბუტბუტა და არემარე დაზვერა თვალებით. რამოდენიმე წამით მისი მზერა ბლეზისას შეხვდა, მათ ერთმანეთს თავი დაუქნიეს და წიგნებში ჩაიჭყიტეს.
ვინ ეხმარებოდა პენსის მეჭეჭებიანი გოგოს გარდა? ეს კითხვა არცერთს არ ასვენებდათ...
--------------------------------------------------
ჰერმიონი ბოლო ხმაზე კიოდა რადგან დრაკო ოთხი თოვლის გუნდით მოსდევდა. ორი ერთ ხელში ეჭირა, ორი მეორეში
- დრაკო, სერიოზულად აპირებ რომ ოთხივე მესროლო?
- და რა მაჩერებს? - ჰკითხა და ისევ უკან გამოედევნა
- ის რომ მე გოგო ვარ
- მაგას აქამდე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის და მშვენივრად გესროლე გუნდები, შესაბამისად არც ახლა იქნება ურიგო - თან უხსნიდა და თან სიჩქარეს უმატებდა
უეცრად დრაკო სწრაფად გამოექანა და ჰერმიონს ისე ეცა რომ ორივენი ძირს დაცვივდნენ. მან დრო იხელთა და მსხვერპლი ხელებში გამოიმწყვდია, ისე რომ განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ორივენი ერთმანეთს შესცქეროდნენ და თან იცინოდნენ.
- ანუ აღარ მესვრი ხომ? - საწყალი ლეკვის თვალებით შეხედა ჰერმიონმა
- კარგი, დაგინდობ, თუმცა ღირსი კი იყავი - დრაკომ გუნდები სხვაგან მოისროლა
ერთ წუთიანი დუმილი შეძახილმა დაარღვია
- ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა - ჰერმიონმა თავი დაიძვრინა ყიჟინით და ახლა ის დაახტა ზემოდან მის მსხვერპლს და ქვემოთ მოიქცია - აბა როგორია ასე გამომწყვდეული ყოფნა? - ეშმაკურად ჩაიცინა მან
- კაი რა ეს არასამართლიანია...
ჰერმიონმა კმაყოფილებით გაიღიმა
- დავიღალე... სჯობს უკან დავბრუნდეთ - შესთავაზა მან
- გეთანხმები - თავის დაძვრენას ცდილობდა დრაკო. სანამ წამოდგებოდნენ, მანამდე შანსი მიეცათ ერთმანეთისთვის უსასრულოდ ეცქირათ და ესეც მოხდა. მათი თვალები ერთმანეთს მზერას არ არიდებდნენ. დრაკომ მისი ნიკაპი თავისი ხელით დაიჭირა და ნელ-ნელა თავი ზემოთ აწია, ტუჩები რამოდენიმე მილიმეტრით იყვნენ დაშორებულნი რომ ჰერმიონმა უეცრად გამზადებული თოვლის გუნდა სახეზე მოუსვა და ამ ქმედებამ ისევ ძირს დასცა დრაკო. თავისი საქციელით ამაყი, სიცილს ვეღარ იკავებდა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა. მიწაზე გაჯგიმულ, დამარცხებულ დრაკოს ჩამოშორდა და მის გვერდით წამოწვა.
- როგორც ვხვდები მე მოგიგე - ჩაიხითხითა ჰერმიონმა, ფეხზე წამოდგა და ტანსაცმლიდან თოვლი ჩამოიფერთხა
დრაკომ სწრაფად მოიშორა სახიდან თოვლი და ბრაზით გახედა გამარჯვებულს
- წავიდეთ - თქვა ჰერმიონმა და კოშკისაკენ გაუყვა გზას
დრაკოც ნელ-ნალა წამოდგა, თოვლი დაიფერთხა და შარფი გაისწორა, შემდეგ კი ჰერმიონის გზას მიყვა. კოშკში შევიდა და კორიდორში ჰერმიონი დახვდა, რომელიც მას ელოდებოდა
გამარჯვებულმა ფართედ გაიღიმა და დამარცხებულ სლიზერინელს შარფში ჩაეჭიდა, თავისკენ მოქაჩა და მიიზიდა. მათ ერთმანეთს თვალებში ჩახედეს და ჰერმიონმა ხუთ წამიანი კოცნით დააჯილდოვა იგი. მალევე უკან გაიწია და გაიღიმა
- მთელი დღე აქ დგომას აპირებ? - ჰკითხა და ისევ საერთო ოთახისკენ განაგრძო სიარული
დრაკოსაც გაეღიმა და უკან მიჰყვა
- რაიმე გეგმა გვაქვს?
- პირველ რიგში შხაპი, მერე კი რას იტყვი რომ შენს ოთახში შევხვდეთ ერთმანეთს? - ეს იკითხა და თან პორტრეტს პაროლიც უთხრა
- რატომ? - დრაკოს ბედნიერებას და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
- მალე გაიგებ. აბა შეხვედრამდე - ჰერმიონმა წარბები აათამაშა და სააბაზანოში გაუჩინარდა
--------------------------------------------------
- ამის გამო მოხვედი ჩემს საძინებელში? - ეიფორიაში მყოფი დრაკო ვერ მშვიდდებოდა და ბუზღუნებდა
- აბა შენ რა გეგონა, რის გაკეთებას ვაპირებდით? - სიცილით კითხა ჰერმიონმა, დრაკოს საწოლზე დახტა, მუცელზე დაწვა და კომფორტულად მოთავსდა - შემომიერთდი...
- კაი რაა, წიგნები რატო უნდა ვიკითხოთ? - ლეკვივით აწკმუტუნდა და ისიც იგივენაირ პოზაში მიუწვა გვერდით
- მინდა რაღაც გაჩვენო - ჰერმიონმა წიგნი გადაშალა და დრაკოსკენაც მიიწია - ეს წიგნების მაღაზიაში რომ ვიყავით, მაშინ შევარჩიე, ძალიან მომეწონა და ვიყიდე. ვიფიქრე რომ ერთად უნდა წაგვეკითხა
- ზღაპრებიი? - დრაკომ ჰერმიონს 'შენ დალაგებული თუ ხარ' სახით გახედა
- უბრალო ზღაპრები არაა... ეს მაგლური ზღაპრებია
- როგორც ვხვდები საინტერესო იქნება...
- ეგ სერიოზულად თქვი თუ მემსახიობები? - გაკვირვებით შეხედა ჰერმიონმა
- არა რატო?! ძალიან მიყვარს ზღაპრების კითხვა. სულ ვკითხულობ ხოლმე როცა მარტო ვარ - ჩაიბუტბუტა და ჰერმიონი ამან აახარხარა
- ეს ზღაპრები ძაან დიდი ხანია არ წამიკითხავს და კარგი იქნება თუ ბავშვობას გამახსენებ. რახანია ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ... დამდებ პატივს და წაიმითხავ პირველს? - აღფრთოვანებით იკითხა მან
დრაკო წუწუნებდა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა
- კარგი, აქაც შენ გაიმარჯვე, სხვა გზა არ მაქვს - მან პირველ ზღაპარს დახედა და ჯერ სათაური წაიკითხა „კონკია", შემდეგ კი ჰერმიონს შეხედა - მზად ხარ? - ჰკითხა და საპასუხოდ თავის დაქნევა მიიღო. მან მჭიდროდ მოხვია ხელი გოგონას, თავისკენ მიიზიდა და კითხვას შეუდგა
--------------------------------------------------
საათები გავიდა, მზეც უკვე მიმალულიყო და მთვარის მბჟუტავი სინათლე თეთრად ანათებდა არემარეს.
ჯინი და ბლეზი ისევ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ და ჯერ კიდევ ვერ ეპოვნათ ჯაშუში. საბოლოოდ წიგნის ვითომ კითხვა და უსაქმოდ აქ ყურყუტი ყელში ამოსვლოდათ. ჯინის მოთმინების ფიალა აევსო, მივარდა და თაროზე დაახეთქა წიგნი
- რა დაგიშავა მაგ წიგნმა?
- ბლეზ, მთელი დღეა აქ ვართ და ვერავინ ვიპოვეთ! - ბრაზით ჩასჩურჩულა მან, უნდოდა დაეყვირა, მაგრამ ყურადღებას ვერ მიიქცევდა - კიდევ გაქვს იმის იმედი რომ აქ ვინმეს ვიპოვით?
- სწორედ ეგრე მითხრა იმ მეჭეჭებიანმა...
- ხო, ვიცი, მაგრამ ასე დარწმუნებული რატომ ხარ? ხომ შეიძლება გატყუებდეს? ანუ იმას ვგულისხმობ რომ... ის პარკინსონთან მუშაობს გეგმაზე და ნუ ენდობი - ეჭვით გახედა ჯინიმ მას
- არა, დარწმუნებული ვარ რომ სიმართლე თქვა... თუ დაიღალე, რას იტყვი რომ წავიდეთ, დავისვენოთ და ნადირობა ხვალიდან განვაახლოთ? - შესთავაზა ზაბინმა
- ხვალ ნაშუადღევს - დაუმატა ჯინიმ - საშობაოდ საჩუქრები მაქვს შესაფუთი და დარწმუნებული ვარ შენც იგივე საქმე გექნება. კაი ეხლა კი წავიდეთ, შენი წყალობით ერთი მილიონი წიგნი მაინც წავიკითხე და უმაღლესი განათლება მივიღე... - წარბები შეკრა მან
- გპირდები, ხვალ აუცილებლად ვიპოვით - ბლეზმა დარწმუნებით ჩაილაპარაკა და ბიბლიოთეკა დატოვეს
- დაუჩქარე! შიმშილით ვკვდები... ლანჩს ვერ დავესწარი და ეგეც შენი დამსახურებაა - ბუზღუნით გაექანა დიდი დარბაზისკენ ჯინი
- ხო კაი რაიყო, მაპატიე...
- რო შევჭამ მერე დაგელაპარაკები. ეხლა შენი საუბარი ტვინზე მოქმედებს, მერე კი ეს ბრაზი მთელს სხეულს გადაეცემა, ასე რომ ერთი სიტყვაც და აგკუწავ, ამის გარანტიას გაძლევ - ჯინიმ მკვლელი მზერით გახედა სასიკვდილოდ განწირულ ბლეზს და უკანმოუხედავად, თავპირისმტვრევით შევარდა გრეით ჰოლში
--------------------------------------------------
შემდეგი თავის გამოსვლამდე დააჭირეთ Voteს 😉😍

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now