თავი ორმოცდამეთერთმეტე

478 45 1
                                    

შობის დღეა
ჯინიმ ღრმად ამოისუნთქა და უკვე ყველაფრისაგან მობეზრებულმა გადაავლო თვალი მიმდინარე მოვლენებს
- ყველა ოთახი დავძებნეთ, მათ შორის დერეფნებიც და დიდი დარბაზიც, თუმცა ლევენდერს ვერსად ვერ მოვკარით თვალი. მთელი დღის განმავლობაში გრიფინდორის საერთო ოთახში არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს რომ პარკინსონის ბინძურ გეგმაშია ჩართული. ნეტავ სად წაიყვანეს ბიჭები? ასე ჰერმიონამდე და დრაკომდეც კი მოაღწევენ მალე - საუბრისას მოუსვენრად დადიოდა და შემდეგ ზაბინის საწოლზე ჩამოჯდა
- ხო, მართალი ხარ, მართლაც დიდ საფრთხეში არიან ოთხივენი, თუმცა ჩვენ მაინც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა დავიცვათ ჩვენი შეყვარებული გვრიტუნიები. მათზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა - ზაბინიც გვერდით მოუჯდა საუბრის დროს
- ძალიან ვნერვიულობ, ჩემი ძმა და შეყვარებული იდიოტი პარკინსონის მახეში გაებნენ, თუმცა მათი მოძებნის ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ...
ორივენი ჩუმად იყვნენ ცოტა ხნით, თუმცა მალე ზაბინის თავში ბრწყინვალე იდეამ გაიელვა და თავისდაუნებურად ფეხზე წამოვარდა, თან ჯინიც წამოაყენა
- მგონი დროა რომ ისევ ის რუკა გამოვიყენოთ...
- რა რუ...კა... რა ჭკვიანურია. გენიოსი ხარ ზაბინი - სიხარულისგან დაიყვირა ჯინიმ - კარგი, აქ მოიცადე და ამათ ესაუბრე, მე კიდე წავალ და რუკას ვიშოვი. მისი საშუალებით წამში ვიპოვით პენსის ადგილსამყოფელს. ეს ადრე რატომ არ გაგახსენდა? აქამდე ხო ნაპოვნი გვეყოლებოდა?! - ჯინი ორ წამში უკანმოუხედავად ადგილიდან აორთქლდა
მარტოდ დარჩენილმა ზაბინმა გადაწყვიტა „ჩიტუნიები" მოენახა და მათთან ესაუბრა დროის გასაყვანად. თავისი ოთახიდან გამოვიდა, თუმცა კი იქ არავინ არ დახვდა
- სად ჯანდაბაში არიან? ოოო ის რუკა ჯინის არ იყოს, მეც მჭირდება, სად ვეძებო ახლა ესენი? - ეს ჩაილაპარაკა და მანაც ჯინის გზას მიაშურა, კარში თავქუდმოგლეჯილი გავარდა იმ იმედით რომ მას იპოვიდა
როგორც კი ბლეზი გაუჩინარდა, ჰერმიონმა და დრაკომ დრაკოს საძინებლიდან გამოყვეს თავი (სიდირთეს ნუ გაიფიქრებთ ხდდ) და ერთმანეთს გაოცებული სახით უყურებდნენ
- შენი აზრით რა რუკას გულისხმობდა? - დრაკომ წარბ აწევით ჰკითხა მას
- აზრზე არ ვარ, ჩვენს მოსაძებნად... ააა, ვიცი რომელი რუკაც დაეხმარებოდა - ჰერმიონი ფეხზე წამოდგა, რადგან ზაბინის ჩურჩულის მოსასმენად მუხლებზე იდგა და ყური კარებზე ჰქონდა მიდებული. კარი ფართედ გააღო და ორივენი საერთო ოთახში გამოვიდნენ - მაინტერესებს ჩვენთან რაზე უნდოდა დალაპარაკება
- რა მიხვედრა მაგას უნდა, რათქმაუნდა ჩვენთვის იდილიის ჩაშხამება უნდოდა - დრაკოს სარკასტულად ჩაეღიმა - ვინ იცის?! შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორი სადისტია ზაბინი. ეს გარედან არ ეტყობა თორე შინაგანად ეგეთია
- ზაბინი მშვენიერი ადამიანია, სადისტის არაფერი მიუგავს
- მართალია ხარ, შემეშალა, უნდა მეთქვა საკუთარ თავზე შეყვარებულია და თავისი თავის გარდა ვერავის ხედავს მეთქი
- მემგონი ეხლა შენი თავი და ზაბინი ერთმანეთში აგერია - ჰერმიონს გაეცინა და ეშმაკურად აათამაშა წარბები - ზედმეტ ლაპარაკს გირჩევნია პირი დამუწო, ბუზი არ შეგიფრინდეს - ახლა კი დრაკოს გაკვირვებული სახის დანახვაზე ორჯერ მეტად უმატა სიცილს - ეგრე ნუ მიყურებ, მაგლური გამონათქვამია ესეთი. თუმცა შენ რას გაიგებ... მე ბოდიში
- ჩემი წვალებით ძაან მხიარულობ გატყობ, არა? ნუ ისე გეთანხმები. საკუთარ თავზე შეყვარებული ნამდვილად ვარ, არამარტო მე, არამედ შენც და ყველა გოგოც გიჟდება ჩემს დანახვაზე. მე ხომ ხელოვნების შედევრი ვარ, უნიკალური ქმნილება
ჰერმიონმა თვალები დაატრიალა და მობეზრებით შეხედა
- გაწიე ეგ შენი ცხენის სახე - წარბები აათამაშა და მკვლელად გახედა, თუმცა მალევე მოესიყვარულა და ხელები წელზე მოხვია - ჰმმ... ეხლა რა გავაკეთოთ? ანუ იმას ვგულისხმობ რომ დღეს ღამით უამრავი საქმე გვექნება და ახლა როცა თავისუფლები ვართ რა გავაკეთოთ? ვფიქრობ ესეთი შანსი აღარ მოგვეცემა. დარწმუნებული ვარ ჯინი და ზაბინი მთელი დღე არ მოგვშორდებიან და არ ჯობია, სანამ მოსულან მანამდე გავიპარ...
- დიდ დარბაზში ჩავიდეთ და ვისადილოთ, უკვე ძაან მშია - ბლეზი ღრიალით და ოვაციებით შემოვარდა საერთო ოთახში, წყვილის დანახვაზე კი სახე გაებადრა - ბოდიში, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
- კი, შეგვიშალე - დაუბღვირა დრაკომ და გაცეცხლებული მზერა ესროლა
- ხო კაი, მაგას ეხლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აბა წავედით, ვისადილოთ. უიზლი გვიცდის გარეთ და სანამ მოთმინება დაუკარგავს დროზე წავიდეთ - რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ზაბინმა განაგრძო - თქვენ გინდოდათ რომ შობა მარტოს აგეღნიშნათ? - მათი მორიდებული სახეების დანახვისას გაეცინა მას - სიმართლე გითხრათ ცოტა საწყენია
- ვიფიქრეთ რომ სანამ ოთხივე ერთად ავღნიშნავდით, მანამდე დაგვაცდიდით და მარტოს დაგვტო...
- ხოდა არასწორად გიფიქრია გრეინჯერ. დროზე წამოდით, სანამ უიზლის ცუნამი დაგატყდათ თავს - ზაბინმა ცხვრების ფარასავით გარეკა ორი, ამჯერად ცუდ გუნებაზე მყოფი შეყვარებული და თვითონ ამით დიდად ხალისობდა - ჩვენთან ერთად დროის გატარება ეგეთი კატასტროფულიც არაა, არ ვიცი ესეთი წარმოდგენები რატომ გაქვთ
- კაი და რუკაზე რას იტყვი? მეგონა რომ მის წამოსაღებად მიდიოდი - ჰერმიონმა სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი
- თქვენ ეგ საიდან იცით? - ბლეზი პანიკაში ჩავარდა და შიშისგან ენა დაება
- გავიგონეთ საერთო ოთახში რომ „ჩურჩულებდი", ცოტა არ იყოს ხმამაღლაც კი მოგივიდა, მერე კი თავპირისმტვრევით გავარდი ოთახიდან - ჰერმიონმა თავდაჯერებით უპასუხა - ვის მოძებნას ცდილობდით?
- არავის
- არა, რაღაცას გვატყუებ - დრაკომაც მხარი აბა ჰერმიონს - რა ხდება, რას გვიმალავ, არის რამე ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით?
- სიურპრიზია, მე და უიზლი მალე შეგატყობინებთ... დღეს ღამით
- დარწმუნებული ხარ? შენი სახე სხვას მოწმობს, სრულიად გაფითრდი...
- კარგად ვარ, უბრალოდ შემცივდა - ბლეზი სასწრაფოდ წინ გაიჭრა - ჰე, აბა წავედით
- და რას იტყვი რომ ჰარიც დავპატიჟოთ ღამით ჩვენთან ერთად? - ჰერმიონმა ბიჭებს გახედა, რომლებიც ერთმანეთს წარბშეკვრით უყურებდნენ
- თუ პოტერი მოვა, მაშინ უიზლიც მოყვება. თუ უიზლი მოვა, მაგას ბრაუნი მოყვება - ზაბინმა მოკლედ აუხსნა და უკვე გაცეცხლდა - მეტი კითხვები აღარ გავიგონო, თავი ამეხადა უკვე. დროზე წამოდით ეხლა. ღმერთო რა დავაშავე რომ ესენი შემომიგზავნე...
--------------------------------------------------
ჯინი სასწრაფოდ გაეშურა დიდი დარბაზისაკენ, თან ხელში არსებულ რუკას მჭიდროდ უჭერდა ხელს და არემარეს ათვალიერებდა. მისდა საბედნიეროდ ადრე მოუხდა მოსვლა და პირდაპირ დარბაზისკენ აიღო გეზი. უზარმაზარ სკამზე კუთხეში მოუჯდა მაგიდას და მის წინ გაწყობილი სუფრიდან ნაირგვარი საჭმელი გადმოიღო თეფშზე და ჭამა დაიწყო. სანამ სხვები მოვიდოდნენ, ონავრების რუკას საბოლოოდ დახედა და შემდეგ შელოცვით ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნა, უბრალო პერგამენტად აქცია. შენიშნა რომ სამი მეგობარი მისკენ მოემართებოდა, ამიტომ რუკა სკამზე დადო და ზედ დააჯდა, რომ დაემალა
- ჯინი ბოდიში, ცოტა შეგვაგვიანდა, ვსაუბრობდით - საწყალი თვალებით გახედა ჰერმიონმა და გვერდით მიუჯდა
- თქვენ სამმა მთელი საუკუნე მალოდინეთ. მე უკვე თითქმის დავასრულე სადილობა - ჯინიმ ბრაზით შეხედა სამივეს, თუმცა წყენამ მალე გაუარა - კარგით, ამის შემდეგ რა გავაკეთოთ? გარეთ ხომ არ წავიდეთ საგუნდაოდ? - სიხარულით თვალები გაუბრწყინდა
- ჯინი რა პატარა ბავშვის საქციელები გაქვს - ჰერმიონმა ჩაიხითხითა და მეგობარს გაუღიმა
- ეს იმიტომ რომ დღევანდელი დღე მინდა დასამახსოვრებელი იყოს, ანუ დღეს ხო არდადეგების ბოლო დღეა, ხვალ ბავშვები ისევ დაბრუნდებიან და სწავლაც განახლდება, ხომ მართალი ვარ?
- მართალი ხარ... სად არის ჰარი? ან რონი? - ჰერმიონმა გაკვირვებით მოათვალიერა იქაურობა - არც ლევენდერი არ ჩანს
ჯინიმ და ბლეზმა თვალებით ამცნობეს რომ მათთვის განგაშის დრო იყო, თუმცა ჯინი რისი ჯინია, თუ გამოსავალი ვერ იპოვა
- ვფიქრობ რომ სძინავთ... თქვენ ორს ალბათ გაინტერესებთ გუშინ ღამით სად ვიყავით წასულები?! ჩვენ რონთან და ჰარისთან ვიყავით გვიანობამდე და გვიანვე დავბრუნდით საერთო ოთახში - მეგობრების მოტყუებისას მათთვის მზერის არიდება უხდებოდა - ჰერმიონ, შენ ხომ იცი მათი ამბავი, გვიანობამდე თუ არ დაიძინეს, დილას ვეღარ იღვიძებენ
- თქვენ ოთხი რას აკეთებდით ერთად? - ჰერმიონი ინტერესს შეეპყრო
- ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით - ნერვიულად თქვა ბლეზმა და ჯინის გახედა - არა?
- რონს ამ ბოლო დროს ლევენდერთან რაღაც პრობლემები აქვს და ამაზე მიყვებოდა, ხოლო ზაბინი ჰარის ესაუბრებოდა
- მადლობა ღმერთს, მე კიდე ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობდი გუშინ - ჰერმიონთან ერთად ჯინიმ და ზაბინმაც ღრმად ამოისუნთქეს და შვება იგრძნეს
ეს მსახიობობა იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ
--------------------------------------------------
- ლევენდერ გთხოვ კარგად დაუფიქრდი... ნამდვილად გინდა რომ ხალხს რაიმე დაუშავო, მხოლოდ იმის გამო რომ გგონია მე არ მომწონხარ?! - რონმა მშვიდად ჰკითხა და ცდილობდა წყობილებიდან არ გამოეყვანა
- ვიცი რასაც ვაკეთებ რონ და გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებ - მტკიცედ და ცივად უპასუხა მან
- და რატომ პარკინსონი? რატომ ეხმარები მას? რატომ აკეთებ ესეთ რაღაცეებს?
- ის რაღაცას დამპირდა და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გადმომცემს, მე მას ვენდობი. ჩვენ ორივეს ერთნაირი მიზანი გვაქვს და ამის გაკეთებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
- ჩემზე და ჰარიზე რაღას იტყვი? ჩვენ არაფერს არ გიშავებთ. გაგვიშვი ლევენდერ - რონმა თავი მოისაწყლა და მისი ხელები თავისაში მოიმწყვდია
- პარკინსონს ჩემთვის არ დაუვალებია რომ გაგიშვათ
- მართალი ხარ ბრაუნ. საბოლოოდ უნდა გავუშვათ - პენსი ოთახში შემოვიდა ცალყბა ღიმილით - თქვენ ორმა ხომ კარგად დაისვენეთ?
ჰარიმ ზიზღიანი მზერა ესროლა
- არაჩვეულებრივად, ასეთივე დასვენებას გისურვებ შენც, როგორც ჩვენ დავისვენეთ
- გმადლობ, პოტერ - პენსის ამჯერად გაეცინა და ბოროტულად დააშტერდა მათ - თქვენ ორს დიდხანს არ გაგაჩერებთ, მალე გაგიშვებთ. მივხვდი რომ მაინც არაფერში არ დამჭირდებით და ჩემი მიზნის მისაღწევად არ გამომადგებით. არაფერს არ დაგიშავებთ და არც ხელს არ ავწევ თქვენზე, ამიტომ არ მოგიწევთ მტკიცება იმისა რომ მე ფსიქოფატი ან რაიმე მსგავსი ვარ
- რაც სიმართლეა უნდა ითქვას - ჰარი ფეხზე წამოდგა და პენსის მიაშტერდა - ჩვენს ჯოხებზე რაღას იტყვი?
- ჯოხები? ბრაუნ, წადი, ამათი ჯოხები ამელიას გამოართვი და მოუტანე. როგორც ვატყობ ვეღარ ძლებენ უმაგისოდ
- მას ანა ჰქვია... და არა ამელია - წყნარად უთხრა ლევენდერმა და ოთახი დატოვა
პენსი მათ წინ სკამზე ჩამოჯდა და კომფორტულად მოკალათდა
- დარწმუნებული ვარ ჩემთან უამრავი კითხვა გექნებათ. მკითხეთ რაც გინდათ, ეს თქვენი ბოლო შანსია. ხუთ წუთს გაძლევთ
- ამას რატომ გვიკეთებ? - რონმა უცებ მიახალა - რატომ გაგვრიე მაგ შენ იდიოტურ გეგმაში?
- სიმართლე გითხრათ თქვენ ორი ჩემს გეგმაში საერთოდ არ შედიოდით. ლევენდერმა მითხრა რომ მისი შეყვარებული და შეყვარებულის მეგობარი მასზე რაღაცას ეჭვობდნენ და მხოლოდ მაშინ გამიხდა საჭირო თქვენი ჩამოშორება. თანაც ეს ზაბინის და უიზლის დრაკოსგან და გრეინჯერისგან მოსაშორებლად არაჩვეულებრივი მეთოდი აღმოჩნდა
- არ გაბედო იმის გაფიქრებაც კი, რომ ჰერმიონი აქ არ მოიყვანო, მერე კი ჩვენი წყალობით მასზე მოახდინო მანიპულირება
- ნუ ნერვიულობთ, გრეინჯერი თქვენს სიახლოვეს არ მომყავს. თქვენ ორს არ გამოგიყენებთ და მას ვერსად ვერ ნახავთ, თორემ მასთან ერთად მოლაპარაკება და საქმის ჩაწყობა დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდებათ, რაც მე არ მაწყობს
ჰარიმ და რონმა დაბნეული სახეებით შეხედეს ერთმანეთს
- ჰაჰ, დაიბენით? ვფიქრობ რომ ხუთი წუთი უკვე გავიდა, დანარჩენს თქვენ თვითონ შეიტყობთ დაწვრილებით, ხოლო თქვენ რაც შეგეხებათ, რამოდენიმე საათში განთავისუფლდებით - პენსი წამოდგა და კარისკენ რომ მიდიოდა, ლევენდერიც შემოვიდა - ბრაუნ შენ აქ, კართან დარჩი. როცა დრო მოვა შეგატყობინებ და გაუშვი ესენი - ამ სიტყვებით გაუყვა გზას პენსი
ლევენდერი ბიჭებთან მივიდა და ჯოხები გადასცა
- რონ, მაპატიე...
რონმა თავის ჯოხს დახედა და ამოიოხრა
- ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა ლევენდერ. ამას მაშინვე უნდა მიხვედრილიყავი, როცა ჩემი და ჰარის ჰერმიონის სატყუარად გამოყენება სცადე. თუმცა შენ ხომ იმდენად ჭკვიანი ვერ ხარ რომ ამას მიხვედრილიყავი. სრულიად სულელური და იდიოტური საქციელი იქნება ჩემი მხრიდან, რომ მე ისევ იმ ადამიანთან ერთად დავრჩე, რომელმაც ჩემს მეგობართან ერთად ესეთ ხიფათს გადამყარა
- შენ და ჰერმიონი მეგობრები არ ხართ, როგორც მახსოვს თქვენი მეგობრობა დასრულდა - კბილებში გამოსცრა ლევენდერმა და მისი სახე ცრემლებს სულ დაესველებინათ
- შენ არ გესმის რას ნიშნავს საუკეთესო მეგობრის ყოლა... ჩვენ შეიძლება ერთ დღეს ერთმანეთს წავეჩხუბოთ, ცუდად ვესაუბროთ, თუმცა ამას მალევე ვივიწყებთ და ისევ მეგობრებად ვრჩებით - რონი ჩაფიქრდა, ნეტავ კი ჰერმიონიც იგივეს ფიქრობდა ამ თემაზე?!
- საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს ზურგს არასოდეს აქცევენ, რაც არ უნდა მოხდეს - ჰარიც ჩაერთო მათ საუბარში - ამიერიდან შენ რონის შეყვარებული აღარ ხარ - მასთან მივიდა და თვალი თვალში გაუყარა - აღარ გაბედო ჩვენთან მოახლოვება და გასაუბრება. საერთოდ თვალით არ დაგვენახო და დაივიწყე ჩვენი არსებობა. ეს განაჩენი შენ თვითონ გამოუტანე შენს თავს. მას შემდეგ რაც რონის შეყვარებული გახდი, ყველას ათვალისწუნებული გვყავდი და ეხლა მითუმეტეს. თუ პესისთან ყოფნა გირჩევნია, დაე ეგრე იყოს. ამიერიდან შენსა და ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა - დაბალი ხმით უთხრა და რონს მიუბრუნდა - წავიდეთ!
რონმა შეუხედავად აუარა გვერდი და ორივენი ის ის იყო კარის სახელურს ჩამოწევდნენ რომ ლევენდერმა დაიყვირა
- არ გაინძრეთ თორემ შელოცვას გესვრით!
ჰარიმ და რონმა ჩაიხითხითეს და ერთმანეთს წარბების თამაშით გახედეს. საბოლოოდ რონი მოუბრუნდა მას
- ბოდიში საყვარელო. პეტრიფიკუს ტოტალუს! - უცებ მიაძახა და დაინახა როგორ გაიყინა აცრემლიანებული ლევენდერი, შემდეგ კი იატაკს დაენარცხა. ორივე თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ კარიდან და ისე გარბოდნენ რომ ვერც კი შენიშნეს ბუხართან სავარძელში მშვიდად მჯდომი ლევენდერი, რომელიც ეშმაკურად იცინოდა მათი ყურებისას. ბიჭები პორტრეტის ხვრელში გაძვრნენ და გაიქცნენ
- სასწრაფოდ ჯინი უნდა მოვძებნოთ და ყველაფერი ვუამბოთ - ჰარიმ რონი გააფრთხილა და უკანმოუხედავად მოკურცხლეს
რაც შეეხება ოთახში მყოფ პენსის, ის სიცილით იგუდებოდა
- არაჩვეულებრივია, ეს ორი იდიოტი ასე მარტივად გამოვიყენეთ - ფეხზე წამოდგა კაბა გაისწორა და ანას დაუძახა. გოგონაც მალევე გაჩნდა იქ - წადი და ბრაუნს შელოცვა მოხსენი, შემდეგ კი ჩემთან მოდით. მადლობ ამ ორ იდიოტს, როგორც ვხედავ მალე მომიწევს მათ წინაშე თავის წარდგენა. ცვლილებები შეგვაქვს ჩვენს გეგმაში, ასე რომ ყურადღებით მომისმენთ და დაიმახსოვრებთ - მან თვალი მიადევნა ანას, რომელიც ლევენდერთან გაეშურა - აჰჰ, როგორ მიყვარს შობა... - ჩაილაპარაკა
--------------------------------------------------
ეჰჰ, სკოლის გამო წელიწადში თითო თავის დადების დროც კი არ მაქვს 😢😢😢 ალბათ გესმით ჩემი 😢💖 ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს. შემდეგს კი ნამდვილად ვერ გეტყვით როდის დავდებ, მაგრამ გპირდებით რომ თავისუფალ დროს ტყუილად არ გავაცდენ და დავწერ 😉😊 გმადლობთ რომ კითხულობთ და გაინტერესებთ, ჩემთვის დიდი მოტივაციის წყარო ხართ. ამის გამოა რომ აქამდე კიდე ვწერ ამ მოთხრობას და არ ვამთავრებ 💜 თუ ეს თავი მოგეწონათ რათქმაუნდა დამი-Vote-ეთ 😍💫

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang