ჰერმიონმა მის გვერდით ფანჯარასთან მჯდომ დრაკოს ცალი თვალით მიაპყრო მზერა, თან ხელში მარკერს ათამაშებდა და გამომწვევად იხედებოდა
- ასე მოგხიბლე?! თუ რატომ არ მაცილებ თვალს, უკვე ზედიზედ სამი წუთია მომშტერებიხარ... - სახეზე ღიმილი დასთამაშებდა დრაკოს
- მინდა ვიცოდე რა მოხდა შენსა და ჰარის შორის, როგორ დამეგობრდით? - ხელები გადააჯვარედინა და გულთან დაიწყო, შემდეგ კი მოთმინებით დაელოდა პასუხს
- დავიწყების შელოცვა გამოვიყენე მასზე და ვუთხარი რომ მე მისი საუკეთესო მეგობარი ვიყავი, შენ მისი და ხარ, ხოლო ქალბატონი უიზლი შენი საუკეთესო მეგობარი და მისი შეყვარებულია - დრაკოს საუბარში საკმაოდ იგრძნობოდა სარკაზმი
ჰერმიონმა მის სარკაზმს მკლავზე მწარედ ჩქმეტით უპასუხა
- ხოდა მე კიდე ჰიპოგრიფი ვარ, ეგეც გეთქვა... - მანაც გაიცინა და ისევ განაგრძო ჩიჩინი - კარგი რა, მითხარი რა მოხდა, თორე როცა დაიძინებ სახეს მოგიხატავ ამით - მარკერი მაღლა ასწია მის დასანახად
- კარგი გეტყვი. როცა შენ დაგვტოვე... მერე უამრავ თემაზე ვისაუბრეთ და ერთმანეთისადმი ზიზღი ამით დავძლიეთ. უფრო რომ გავმხიარულებულიყავით ქვიდიჩის სათამაშოდ წავედით და იქაც საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. პოტერს ძაან გაუმართლა მე რომ დამიმეგორდა, თითქოს „თხევადი იღბალი" ჰქონდა დანალევი... - დრაკოს თვითკმაყოფილებით ჩაიღიმა
- თავში ბლაჯერი ესროლე? მაინც მიკვირს ასე უცებ როგორ შეიცვალა აზრი
- მე მისთვის არაფერი მისროლია, თუმცა სიმართლე გითხრა თვითონ კი დაიშავა თავი თამაშის დროს. მერე მადამ პომფრისთან წავედით და უმკურნალა
- რაა? რა დაიშავა? მე რომ ვერ შევატყე?! - ჰერმიონმა ასი კითხვა დააყარა ზედიზედ
- კარგი ნუ ნერვიულობ... ისეთი არაფერია, ცხვირი გაიტეხა მაგრამ იმ წამსვე აღუდგინა მადამ პომფრიმ, ახლა ახალივით აქვს - დრაკომ ჰერმიონს ხელი ჩაჰკიდა და ისე მიშტერებოდა
მისმა შეხებამ ჰერმიონს ღიმილი მოჰგვარა და თვალები გაუბრწყინდა
- ძალიან მიხარია რომ თქვენ ორი დამეგობრდით და ის რომ ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა აღიარეს ჩვენი... - ჰერმიონმა ენაზე იკბინა და აღარ გააგრძელა
- გიხარია რომ შენმა მეგობრებმა აღიარეს ჩვენი რა? - დრაკო მის წინ დადგა, მოუთმენლად ელოდა პასუხს, თუმცა სხვაგვარს
- ჩვენი მეგობრობა, მიხარია რომ შენც მეგობრად მიგიღეს - მოკლედ მოუჭრა მან და ჩაიღიმა
დრაკომ უკან დაიხია და ინტრიგულად თვალი თვალში გაუყარა
- რაღაც ამ თემას ძაან არიდებ თავს...
- არაფერსაც არ ვარიდებ, თავადაც არ ვიცით რა ვართ ერთმანეთის... თუ შენ იცი შეგიძლია მითხრა
- ის ვართ, რაც შენ გინდა რომ ვიყოთ - დრაკომაც თავი აარიდა პასუხს
- მე...მე არც კი ვიცი რა მინდა - ჰერმიონი დაიბნა, ისევ ვერ მოეფიქრებინა რა ეწოდებინა მათი ურთიერთობისთვის
- კარგი, ამაზე შემდეგში ვისაუბროთ, ეხლა კი გამომყევი - დრაკომ გაკვირვებულ ჰერმიონს ხელი ჩაჰიდა. საერთო ოთახში წაიყვანა და ბუხრის წინ მის პირდაპირ დააყენა
- რა გავაკეთოთ? - ჰერმიონს სახეს ღიმილი არ სცილდებოდა
- უბრალოდ თავისუფლებით დავტკბეთ - დრაკომ ხელები მოხვია მხრებზე და მის გვერდით სავარძელში მოისვა, თან პლედი აიღო და გადააფარა როგორც მას, ასევე საკუთარ თავს. მათი სავარძელი ფანჯრიდან არაჩვეულებრივ ხედს გადაჰყურებდა: ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელსაც თეთრად მოკაშკაშე მთვარე არაჩვეულებრივ ფონს უქმნიდა. დრაკომ დრო იხელთა და მის მკლავებში გამომწყვდეულ გოგონას ტუჩებზე ეამბორა, შემდეგ კი ისევ ხედით ტკბობა განაგრძო მასთან ერთად
--------------------------------------------------
ბლეზმა საათს დახედა, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ბიბლიოთეკის თაროებს ჩამოშორდა და ჯინისთან მივიდა რომ წასვლა შეეთავაზებინა
- ჯინი უნდა წავიდ... - ზაბინის ხელში შერჩა მერხზე თავდადებული და მძინარე გოგონა. მას გაეღიმა და ახლოს მივიდა, რათა დაენახა როგორ მშვიდად და უდარდელად ფშვინავდა. კიდევ დიდხანს უყურებდა, თუმცა ფიქრებიდან გამორკვევა როგორღაც მაინც მოახერხა
- გაიღვიძე, უნდა წავიდეთ!
- კიდევ ხუთი წუთიც რა... - მხარზე დადებული ბლეზის ხელი მოიშორა და უფრო მოსახერხებელ და კომფორტულ პოზაში განაგრძო ძილი
ბლეზმა ხელში არსებული წიგნები გვერდით გადადო და ჯინისთან მივიდა. თავი ააწევინა და მხარზე მიიხუტა, შემდეგ ცალი ხელი ზურგზე მოხვია, მეორე კი მუხლებს ქვემოთ ამოუდო და ბიბლიოთეკიდან წავიდა. გზადაგზა სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, როცა მის მძინარე სახეს უყურებდა. მალევე თითქოს გული გაუჩერდა როცა ჯინიმ კომფორტულად მოთავსების მიზნით მკლავები კისერზე მოხვია. ზაბინი ოცნებობდა ნეტავ კი დროის გაჩერება შემეძლოს და სულ აქ ვიდგეო. ადგილს მიყინვოდა და მალე სიარულიც შეწყვიტა, თვალები დახუჭა და ამ ბედნიერი მომენტით დატკბა.
- ზაბინი?
ბლეზმა უცებ თვალები დაჭყიტა, როცა მის წინ მდგომი ჰარი შენიშნა
- პოტერ, სწორედ შენ გეძებდი - მოიტყუა და ყალბად გაიღიმა - იმაზე მძიმე ყოფილა ვიდრე წარმოვიდგენდი, გთხოვ წაიყვანე, ხელები მომტყდა - ჯინი ახლა ჰარის, მისი ნამდვილი შეყვარებულის მკლავებში გადასვა - მეგონა სადაცაა მოვკვდები მეთქი და მაგიტომ ვიდექი აქ ცოცხალმკვდარი - აუხსნა ჰარის, რომელიც ასევე ღიმილით უყურებდა მას
- გმადლობ ზაბინი, მიხარია რომ ჯინის შენნაირი მეგობარი ჰყავს. მიუხედავად იმისა რომ სლიზერინელი ხარ, მაინც კარგი ადამიანი ხარ - მადლიერი მზერა მიაპყრო მას
- არაფერს. რაღამც ჩვენმა საუკეთესო მეგობრებმა ერთმანეთთან ესეთი ურთიერთობა დაამყარეს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გვემეგობრა. ძალიან მიხარია რომ თავის დროზე გამოჩნდი... ეხლა კი შენის ნებართვით, საქმე მაქვს და უნდა წავიდე - საერთო ოთახისკენ მიმავალმა ზაბინმა სიარული შეწყვიტა, ნერვიულად ჩაილაპარაკა და კისერი მოისრისა
ჰარიმ გაოცებით შეხედა მას
- ასე გვიან რა საქმე გაქვს?
- მე.. მე ბიბლიოთეკაში რაღაც დამავიწყდა
- ამმ, ბიბლიოთეკა აგერ არის ახლოში, ამიტომ დაგელოდებ...
- არა, არა, არ არის საჭირო, პოტერ. ეგ ეხლაა დაძინებული ეგრე წყნარად, თორე მალე თუ გაეღვიძა შენი საქმე ცუდად იქნება. გირჩევნია დროზე შეიყვანო საერთო ოთახში. პაროლი იცი?
- კი, ვიცი
- ხოდა წადი მანამ სანამ ხელებს მოგატეხავს - ეს უთხრა და სასწრაფოდ გაეშურა ბიბლიოთეკისაკენ
ჰარიმ წარბები შეკრა და მას გააყოლა თვალი
- უცნაურია... - ჩაილაპარაკა და ჯინის დახედა - არა, მართალია, უკვე ძალიან დამძიმდა, ვეღარ ვწევ - ეს თქვა და საერთო ოთახისკენ გაეშურა
სვეტის უკან მიმალულმა ბლეზმა მას შემდეგ რაც ჰარი წავიდა, დრო იხელთა და გარეთ გამოვიდა, თან ჩაიბუტბუტა
- ეჰჰ, რა კარგი იყო, ნეტავ არასოდეს არ დასრულებულიყო... - იმედგაცრუება მთელს სახეს მოჰფენოდა, თუმცა რას იზამდა?! ისევ გაუყვა გზას კუს ნაბიჯებით საერთო ოთახისკენ და თან ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა
--------------------------------------------------
კუპრივით შავთმიანი გოგონა თითქმის დაცარიელებულ საერთო ოთახში შევიდა
- რა კარგია ისევ უკან დაბრუნება - ბოროტად ჩაიცინა და სავარძელში მჯდომ მეჭეჭებიან გოგონას გახედა - როგორც ჩანს არავინ იცის რომ მე აქ ვარ, ხომ მართალი ვარ? ყველას ჰგონია რომ შობის ღამეს დავბრუნდები, არა? - ჰკითხა მას
- ხო, ეგრეა. ყველა დავარწმუნე რომ შობას დაბრუნდები - თავისი საქციელით ამაყად უპასუხა მან
- და ზუსტად იცი რომ ზაბინმა თავის პატარა ბანდას ეს ყველაფერი უამბო ხომ? - ისევ იკითხა შავთმიანმა და ერთგულ „თანამშრომელს" ღიმილით გახედა - ძალიან კარგი... ყოჩაღ მარგარეტ!
- ანა მქვია...
- და აქვს რაიმე მნიშვნელობა ჩემთვის შენს სახელს? - მკვლელი და ცივი მზერა ესროლა მან
- ა..არა - ჩაიბუტბუტა გოგონამ
- ისე გააკეთე როგორც გითხარი? ზაბინი სრულიად გენდობა?
- კი
- ელექსირს ისე აკეთებდი როგორც გითხარი? - ანამ საპასუხოდ თავი დაუქნია - არაჩვეულებრივია. ახლა დროა ჩვენს შემდეგ გეგმაზეც ვიმუშავოთ...
- მან თქვა რომ ცოტა ხანში თვითონაც მოვიდოდა
- და ვინმემ შეგეკითხა? რათქმაუნდა მოვა, აბა რას იზამს. მე შენ დაგაბარე რომ მისთვის აქ მოსვლა დაგევალებინა და იმედი მაქვს ესეც გააკეთე, ხომ?
- კი
- ასე მოკლე პასუხები რა არის? არ აპირებ რომ სრულად მიპასუხო?
- მაპატიეთ, მის პარკინსონ... შემდეგში გავითვალისწინებ - ნერვიულად ათამაშებდა თითებს ანა, უფრო შიშისაგან
- ხო, რაღათქმაუნდა გაითვალისწინებ, შენ მე მემსახურები და ამას წყალი არ გაუვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მამაშენი სამსახურს დაკარგავს მაგიის სამინისტროში, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენება - პარკინსონმა მუქარით აღსავსე მზერა შეაგება მას და ბრაზით იკითხა - სად წავიდა ამდენი ხანი, როდის მოვა? წესით უკვე აქ უნდა იყოს
- მოვა. ვუთხარი პაროლი და არ გაუჭირდება მოს...
- მოვედიი, ბოდიშით რომ დამაგვიანდა. წიგნის ხელში ჩაგდება ცოტა გამიჭირდა და მაგიტომ შევყოვნდი - უეცრად გაისმა მათ უკან ხმა. ორივენი მობრუნდნენ და მათ წინაშე ლევენდერ ბრაუნი წარსდგა
პენსიმ ლევენდერს გაუღიმა და მასთან ახლოს მივიდა
- ანუ როგორც შენ თქვი ზაბინი და მოღალატე ალქაჯი უიზლი არასწორ გზას ადგანან ხომ? - ანას მიუბრუნდა კითხვით
- კი, მთელი დრო ბიბლიოთეკაში ყოფნას შეალიეს იმის გამო, რაც მე ვუამბე ზაბინს
- კარგი, როგორც ჩანს გეგმის შესრულება ხვალიდან უნდა დავიწყოთ - პენსი სავარძელში დაჯდა და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიაპყრო მზერა - ბინძურსისხლიანო, მალე იმას მიიღებ, რასაც იმსახურებ... მანამდე კი ეს ორი იდიოტი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. შობას გილოცავ ძუკნავ. მალე ჩემგან საუკეთესო საშობაო საჩუქარს მიიღებ - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცეცხლის ალს თვალს არ არიდებდა
ლევენდერმა ღრმად ამოისუნთქა და პენსის შეხედა
- რატომ დამავალე ჯინის წიგნის მოტანა?
- როგორც ვიცი ამ წიგნს ბალიშის ქვეშ იდებს ხოლმე, ისე უყვარს... როცა ვერ იპოვის, ინერვიულებს - პენსიმ გაიცინა და ისევ განაგრძო - ნუ გგონიათ რომ საქმე რთულად წავა. ჩვენ ვფიქრობდით რომ ეს ორი იდიოტი ხელს შეგვიშლიდა გეგმის განხორციელებაში, თუმცა პირიქით აღმოჩნდა. მათ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ - თქვა და ფეხზე წამოდგა - წარმომიდგენია რა დღეში იქნება გრეინჯერი, როცა გაიგებს თუ როგორ ატყუებდა ამდენი ხნის განმავლობაში მისი საუკეთესო მეგობარი - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა მან - ძალიან გავერთობით. ეხლა კი რაღაც უნდა გავაკეთო - პენსი წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, ერთი ცარიელი ფურცელი მოიმარჯვა, რაღაც დაწერა და წიგნში ჩადო რომელიღაც გვერდზე. - ანა, შენ კარგად იცი თუ სად სხდებიან ბიბლიოთეკაში. მიხვალ იქ და თაროზე სხვა წიგნებთან ერთად ამასაც დადებ - მან წიგნი ანას ხელში გადასცა - აბა ქალბატონებო, ახლა უბრალოდ დასხედით და მოდუნდით, ხოლო რაც შეეხება ხვალ, მაგარ შოუს ვიხილავთ
- და მე რატომ გჭირდები?
- შენ ამ გეგმაში უდიდეს როლს თამაშობ. შენს გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ნუ იქნები მოუთმენელი, დაიცადე და ყველაფერს გაიგებ, თუ რატომ თამაშობ დიდ როლს - მხარზე ხელი შემოარტყა პენსიმ ლევენდერს - კარგი მგონი კითხვები ამოიწურა. ეხლა უნდა წავიდე ვიბანავო და თქვენც თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ - ეს თქვა და მალევე კიბეებს აუყვა, თან გზადაგზა, ცალყბა ღიმილით ბუტბუტებდა - რა კარგია ისევ უკან დაბრუნება...
--------------------------------------------------
თუ მოგეწონათ დამიVoteთ 😍
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...