დრაკომ ფრთხილად გადადგა ნაბიჯი კიბის ბოლო საფეხურზე და კარი გააღო. იქ ფანჯრის რაფასთან ჩამომჯდარი ჰერმიონი დახვდა. ნელ-ნელა მიუახლოვდა ღიმილით
- აი სად ყოფილხარ - მივიდა და მასთან ახლოს ჩამოჯდა
ჰერმიონს უცებ შეეშინდა და წამოხტა
- აქ როგორ მიპოვე?
- გამოვიცანი, მე ხომ სულ აქ მოვდივარ ხოლმე როცა დამშვიდება მჭირდება. ვიფიქრე რომ შენც აქ იქნებოდი და ეგრეც აღმოჩნდა
- ტყუილად გიხარია მალფოი. რის გაგებას ცდილობ?
- ისე მოვედი. ვიჯდები მანამდე სანამ არ დამშვიდდები. შეგიძლია იტირო, იყვირო, ან თუნდაც დამელაპარაკო, გული გადამიშალო და თავს უკეთ იგრძნობ. როცა დამშვიდდები ისევ დავბრუნდეთ საერთო ოთახში
- მართლა? - ჰერმიონი უსაზღვროდ გააოცა მისმა სიტყვებმა
- მე არასოდეს ვიტყუები გრეინჯერ
ჰერმიონმა წარბი ასწია
- ხო კაი, ხშირად არ ვიტყუები - სიტყვა გამოასწორა დრაკომ და ჰერმიონის ტუჩებზე ღიმილსაც მოჰკრა თვალი
- ჩვენი საუბარი გაიგონე? თუმცა არ მიკვირს ყველა იქ იყო და შენც გაიგონებდი
- კი, ყველამ და მათ შორის მეც მოვისმინე. თქვენ სამი ცოტა შორს უნდა წასულიყავით და იქ გელაპარაკათ.
- არაჩვეულებრივია, ყველამ იცის რომ მე ლევენდერზე ვვეჭვიანობ, უკეთესს ვერც ინატრებდა ადამიანი - ჰერმიონმა სევდიანი სახე მიიღო
- არამარტო ეგ, კიდე ყველამ იცის რომ უიზლი ჩემზე ეჭვიანობს, შენ ხომ ესეთი სიმპატიური მეგობარი გყავს - დრაკომ ნიშნის მოგებით ჩაიღიმა
- ხო პირდაპირ გაოცებას ვარ, მართლაც როგორი სიმპატიური მეგობარი მყავხარ - ჰერმიონმაც სარკაზმითვე უპასუხა. მისი თვალები მალფოის მოშორდა და ამჯერად ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა
- უნდა იყო კიდეც - დრაკომ თვალები მოსწყვიტა ცას და მზერა გადაიტანა მის გვერდით მყოფ ულამაზესი გოგონას აცრემლიანებულ, შოკოლადისფერ თვალებზე და ლოყებზე ჩამოსულ ცრემლებზე
- გმადლობ - ჩემად უთხრა ჰერმიონმა და ოდნავ გაიღიმა
- და რისთვის? - დრაკოს გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად უცემდა და ჰერმიონს თვალი აარიდა რომ დამშვიდებულიყო. მანამდე არასოდეს ჰქონია შემთხვევა რომ ატირებულ გოგოს აწყნარებდეს, ნუ პენსი არ ითვლება. მისი აზრით გრეინჯერი ძლიერი გოგო იყო, თუმცა შეცდა. თურმე მასაც სჩვევია ტირილი გამოუვალ სიტუაციაში
- მადლობა იმისთვის რომ მიპოვე და მანუგეშე - ჰერმიონმა სევდიან თვალებს ოდნავი ღიმილიც დაურთო
- არაფერს, რისი მადლობა
- ისე რატომ მოხვედი აქ?
- ვიფიქრე რომ მეგობარი გჭირდებოდა - მოკლედ უპასუხა მის კითხვას დრაკომ
- ეგ ნამდვილი მიზეზია? თუ იმიტომ მოხვედი რომ ადამიანი რომელიც შენ მოგწონს, ტიროდა?
- კაი კაი გრეინჯერ მშვენივრად იცი რომ მე კიარა შენ მოგწონვარ
- უკვე მერამდენედ ვისაუბრეთ ამაზე მალფოი? ორივემ კარგად ვიცით რომ შენ მოგწონვარ
- არა შენ მოგწონვარ
- აუ უკვე ძაან მოსაწყენია ჩვენი საუბარი
- არ იქნებოდა მოსაწყენი თუ აღიარებდი რომ მოგწონვარ
- არა
- არა?
- არა
- რატომ არა?
- იმიტომ რომ არ მომწონხარ!
- აჰჰ...გული მეტკინა, ეს როგორ მითხარი? - დრაკომ ხელი გულზე მიიდო და ისე იქცეოდა ვითომ მართლა ტკიოდა - შენ მოგწონვარ რადგან შემთავაზე შავ ტბაზე საცურაოდ წასვლა
- მართლა? - შოკირებული სახე მიიღო - და არ გითხარი რომ ეგ მხოლოდ მხიარულების მიზნით მოვიფიქრე?
- მხიარულების? ხო, ნუ კი მარა შენ უფრო სხვა მიზანი გაქვს. გინდა რომ ჩემი სხეული ნახო მაიკის გარეშე
- ხო ეგრე გეგონოს
- აჰ ანუ მართალი ვარ! კაი არ გადანაშაულებ. ჩემი სხეული მართლაც მიმზიდველია - სარკარსულად ჩაიცინა დრაკომ
- აუ მგონი ძაან გიხარია არა საცურაოდ წასვლა?
- კი ერთი სული მაქვს
- და რატო?
- მინდა ვნახო ამაყ გრეინჯერს თუ აქვს გოგოს ტანი - ისევ იღიმოდა დრაკო
- მე კი გოგო ვარ, მაგრამ შენ იდიოტი - ჰერმიონმა ბრაზიანი მზერა ესროლა მას
- მე ხომ არ ვიცი, სკოლის უნიფორმაში ვერ ვხდავ შენს სხეულს
- გარწმუნებ რომ ნამდვილად მაქვს ქალური სხეული - წარბი ასწია ჰერმიონმა და თან ამავდროულად სახეზე პომიდორივით წითელმა ფერმა გადაჰკრა
- ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. ასე რომ ამაყობ შენი ქალური სხეულით, მაგასაც ვნახავთ ღამით. მე თვითონ შეგაფასებ - ჩაიცინა დრაკომ
- მალფოი! - ლამის ფანჯრიდან გადააგდებდა ისე იყო გამწარებული ჰერმიონი
დრაკო სწრაფად წამოდგა და კიბისკენ გაიქცა
- იმედი მაქვს კარგად გამოკვეთილი სხეული გაქვს - ღიმილით დააკომენტარა - მიყვარს სექსუალური ტანის გოგოები - თქვა და უცებ გაიქვა კიბეებზე, შერცხვენილი და ამავდროულად გაბრაზებული ჰერმიონი კი უკან გამოეკიდა
- მალფოი! დაგახრჩობ!
--------------------------------------------------
ჰერმიონი და დრაკო საერთო ოთახში მივიდნენ. ცოტა ხნით ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს უცქერდნენ და თბებოდნენ
- იცი, მგონი სისულელეა საცურაოდ წასვლა...შუა ზამთარში...
- და უკუნით ღამეში - დრაკომ დაამთავრა მისი წინადადება. - რაიყო ხომ არ გეშინია?
- არა უბრალოდ...ჰიპოთერმია რომ დაგვემართოს?
- შეგვიძლია მაგია გამოვიყენოთ და ამავდროულად ჩვენ გვყავს ჯადოქართა სამყაროში საუკეთესო მკურნალი - მადამ პომფრი
- და შენი აზრით არ დაინტერესდება რატომ დაგვემართა ჰიპოთერმია?
- ის არასოდეს ეკითხება პაციენტს მიზეზს და ამვდროულად არც არავის არაფერს ეტყვის. ანუ რომ ვუთხრათ ნამდვილი მიზეზი ის ამას საიდუმლოდ შეინახავს
- ისე ლაპარაკობ თითქოს ბევრჯერ ყოფილხარ ეგეთ სიტუაციაში - ჰერმიონმა თავი გააქნია
- ასეთ დროს საცურაოდ არასოდეს ვყოფილვარ თუმცა გარეთ ბევრჯერ გავპარულვარ - ამაყად თქვა დრაკომ - და კინაღამ ფილჩმა გამომიჭირა
- რომ დაეჭირე ღირსიც იქნებოდი
- ოოო კაი გეყოს გრეინჯერ
- რაგინდა სიმართლეა და?! - წარბი ასწია ჰერმიონმა - კაი ესეიგი ვახშამზე რომ ჩავალთ ჩვეულებრივად მოვიქცევით და მერე შევხვდევით ასტრონომიის კოშკთან, საიდანაც გავიპარებით
- დარწმუნებული ვარ ვიმხიარულებთ - ჩაიცინა დრაკომ
- მეც
--------------------------------------------------
დიდ დარბაზში უკვე ყველას წარმოდგენა ჰქონდა რომ გოლდენ ტრიოს შორის მტრობა იყო, კერძოდ ჰერმიონსა და რონს შორის, ჰარი განაწყენებული იყო თავის ორივე საუკეთესო მეგობარზე. დარბაზში სიჩუმე იყო. მასწავლებლები როგორც ყოველთვის ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ჰერმიონი ჩვეულებრივად იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა და ჯინის ელაპარაკებოდა
- კარგად ვარ
- ნამდვილად?
- კი
- სრულიად დარწმუნებული ხარ?
- კი
- ასი პროცენტით?
- კი და გთხოვ თავი გამისკდა. ნუ მისვამ ამ კითხვას ასჯერ - ჰერმიონმა მობეზრებით შეხედა ჯინის
- ეს ჩემი მოვალეობაა
- ხო მართალი ხარ - ჰერმიონმა ქათმის ბარკალი ჩაკბიჩა
- გეგმა როგორ მიდის? - ჰკითხა ჯინიმ სუპის ჭამა დაიწყო
- არაჩვეულებრივად
- იმედია შენც არ შეგიყვარდა მალფოი?! - ღიმილით დაურთო ჯინიმ
- რა სისულელეა, აბსურდია, რათქმაუნდა არა! ეს შეუძლებელია - ჰერმიონმა გოგრის წვენი მიაყოლა საჭმელს - მერწმუნე მალფოის ნამდვილად შევუყვარდები
- და დღეს ღამით გართობის მიზნით რას აპირებთ?
- საცურაოდ წასვლას ვაპირებს. უკვე ხომ გითხარი, არ გახსოვს?
- უი ხოო სულ დამავიწყდა. მართლაც კარგად ჟღერს
--------------------------------------------------
- მემგონი ძაან ერთობი შენი გეგმის განხორციელებით? - ბლეზმა დრაკოს კითხა და თან თეფშზე საჭმელი დაიდო
- რაა?
- ანუ იმას ვგულისხმობ რომ ძაან გიხარია გეგმის განხორციელება, კერძოდ გრეინჯერისთვის თავის შეყვარება
- ასე რატომ გგონია?
- იმიტომ რომ მთელი არდადეგების განმავლობაში იდიოტივით იღიმი
- ეს იმიტომ რომ პენსი ფაქტიურად მოვიშორე და მალე ჩემი ცხოვრებიდანაც გავაქრობ. ეს მიხარია
- დარწმუნებული ხარ? მე კი მგონია საქმე სულ სხვა რამეშია? - ბლეზმა დრაკოს ოდნავ უჯიკა და ჩაიცინა
- შენთან საუბარი არ მსურს - დრაკომ გოგრის წვენი მოსვა
- ხო კაი ფრთხილად იყავი და კიდე მაინტერესებს რა დაგეგმეთ დღეს ღამისთვის?
- შავ ტბაზე საცურაოდ წასვლა - საფირმო ღიმილით გახედა ბლეზს და მანაც ქათმის ბარკალი ჩაკბიჩა
- რაა? - ბლეზმა გოგრის წვენი გადმოაფურთხა... ცოტა ხანში თავის შეცდომას მიხვდა და ფეხზე წამოხტა - არა, ძმაო, დამშვიდდი, არ გინდა!
- სამ წამს გაძლევ! - დრაკომ ჩაუჩურჩულა და სახიდან გოგრის წვენი მოიწმინდა. ბლეზმა სახეში შეაფურთხა შემთხვევით გოგრის წვენი დრაკო მალფოის. ეს რას ნიშნავდა? იმას რომ ბლეზს დაერხა
- კაი რა დრაკო, შემთხვევით მომივიდ...აააა - დაიკივლა და გარეთ გავარდა დრაკო კი სკამიდან წამოხტა გაცეცხლებული
- ბოდიში - შიშით დაუყვირა შორს გაქცეულმა ბლეზმა
- მეც ბოდიშს გიხდი რომ გამოსი*ებული ხარ (ბოდიშით ცენზურის დარღვევისთვის 😂) - დრაკომაც მიაძახა და გაეკიდა
დარბაზში ყველა სიცილით კვდებოდა. ცოტა არ იყოს პროფესორებიც გამხიარულდნენ, თუმცა მაინც არ იმჩნევდნენ და საჭმელს მიირთმევდნენ
ჰერმიონსაც ჩაეცინა და ჯინის შეხედა - სუფთა იდიოტები არიან
- მართლაც - თავი დაუქნია ჯინიმ - ანუ საცურაოდ მიდიხართ ხო?
- ხო
- როცა დაბრუნდებით დეტალურად ამიღწერე მისი სხეული
- ჯინი შენ ჰარი გყავს
- ცნობისმოყვარე ვარ და...
- არა!
- ცოტათი რო ამიღწერო
- არა!
- კარგი უბრალოდ მითხარი აქვს თუ არა ლამაზი ტანი და ქვემოთ რა ხდება ეგ აღარ მითხრა - წარბები ასწია ჯინიმ
ჰერმიონს თვალები გადმოსცვივდა და შერცხვა - არა ჯინი! მე არ ვაპირებ მის შიშველ ტანს მივაშტერდე - დაუყვირა ჰერმიონმა და ყველას თავი მისკენ მობრუნდა, ცოტა არ იყოს გაწითლდა
ჯინი სიცილს ვერ იკავებდა როცა ხედავდა გაგიჟებულ ჰერმიონს. ცოტა არ იყოს მისი შეეშინდა და შორს გაიწია - უფსს
ჰერმიონი სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა
- უფს? ვერ გადამირჩები ჯინერვა მოლი უიზლი! - ჰერმიონი გაქცეულ ჯინის უკან აედევნა
- რა ჯანდაბა დაემართათ? პირველად ზაბინი და მალფოი, ახლა ესენი? - რონმა გაოცებით ჩაილაპარაკა
- რავიცი უცნაურად იქცევიან - ჰარიც გამოეპასუხა
- ვიცოდი რომ ჯინი და ჰერმიონი ვერ იყვნენ დალაგებული მაგრამ ესენიც?
- რაღაც ისე ბრაზდები გატყობ რომ ეჭვიანობ
- ვეჭვიანობ? ვისზე უნდა ვვეჭვიანობდე ან რატომ? შეგიძლიათ საერთოდ ამ თემაზე დაასრულოთ საუბარი?
- ჩემი აზრით ვიღაც ქერათმიანზე ეჭვიანობ...
- მალფოიზე? მემგონი შენც შეიშალე ჰარი. მაგ ნაბიჭვარზე არასოდეს ვიეჭვიანებ - მიმოიხედა ვინმე ხოარ უსმენდათ. საბედნიეროდ ლევენდერი ჰაპლეპაფელებთან ერთად ვახშმობდა
- დარწმუნებული ხარ?
- უბრალოდ დავასრულოთ ამაზე საუბარი
- ყოველთვის ვფიქრობდი რომ შენ ეჭვიანობდი მალფოიზე მას შემდეგ რაც ჰერმიონი მასთან საერთო ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. გგონია რომ ისინი ერთად რამეს აკეთებენ შეუფერებელს? როგორ შეგიძლია წარმოიდგინო რომ ჰერმიონი მალფოის კოცნის? - ჰარის გაეცნა
- კაი გაჩერდი თორემ გული ამერევა
- შენ გგონია რომ რადგანაც ერთი ოთახიდან გამოვიდნენ ორივენი იმ დღეს, რამეს აკეთებდენ?
- მოკეტე რა აღარაფერი თქვა თორე ვერ გადამირჩები - რონი თავის თმასავით გაწითლდა, ჰარი კი სიცილით კვდებოდა
- ესეიგი მალფოიზე ეჭვიანობ?
რონს უკვე ბრაზი ეტყობოდა. ჰარიმ თავი დაიცვა, ფეხზე წამოდგა და ისიც გაიქცა. რონიც არ ჩამორჩა (ტომი და ჯერი 😂)
- შენ დამპირდი რომ ამ სისულელეზე არ დამელაპარაკებოდი! - რონმა ჰარის დაუღრიალა
- მე არაფერსაც არ დაგპირდი მსგავსს! მე დაგპირდი რომ ჰერმიონის წინაშე არ დაგელაპარაკებოდი ამ თემაზე
- ჰარი ჯეიმს პოტერ! მოგკლავ!
- რონალდ ბილიუს უიზლი! ვერ მომკლავ!
- და რატომ ვერა?
- იმიტომ რომ მე ვარ პარი პოტერი! მე ვარ ბიჭი, რომელიც გადარჩა! მე მოვკალი ვოლდემორი და შენ როგორ მომკლავ, გაფიცებ?
- მოკეტე! ვერ გადამირჩები
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
CZYTASZ
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...