თავი მეოცე

669 61 3
                                    

მთელი ამ დღეების განმავლობაში დრაკო და ჰერმიონი თავ-თავიანთ ოთახებში იყვნენ ჩაკეტილები და არც საუზმეს, არც სადილს, არც ვახშამს არ ესწრებოდნენ. უკვე საღამოს 6 საათი იყო და როგორც წესი სამხარი უწევდა, თუმცა ისინი ჯერ ისევ არ გამოსულიყვნენ. ჰერმიონი თავის საწოლში იწვა და არავის ენახვებოდა რადგან იმ დღის მერე მათთვის სახეში შეხედვის ერიდებოდა და დრაკოს დანახვის კიდე უზომოდ რცხვენოდა. დრაკო კიდე გამუდმებით ჰერმიონზე ფიქრობდა და უკვე გუნებაც გაფუჭებოდა
ჯინიმ და ბლეზმა გადაწყვიტეს ძალით გამოეყვანათ ორივე სავახშმოდ. ცოტა ერთმანეთს გაესაუბრენ შემდეგ მორიგდნენ და ორივენი წავიდნენ კარზე დასაკაკუნებლად
- ჰერმიონ მოდი ვივახშმოთ - კარებზე დაუკაკუნა ჯინიმ და ტკბილი ხმით უთხრა
- ბიჭო გამოდი უკვე ძაან მომშივდა - კარებზე დაუბრახუნდა ბლეზმა დრაკოს
ჰერმიონმა და დრაკომ გააღეს კარები და გამოვიდნენ ერთდროულად
- წავიდეთ
ოთხივე ერთად გამოვიდა პორტრეტის ხვრელიდან და დიდი დარბაზისკენ აიღეს გეზი. ვინ იფიქრებდა რომ 2 გრიფინდორელი და 2 სლიზერინელი ასე გვერდიგვერდ ერთად წავიდოდნენ სავახშმოდ? ვერავინ! როგორც კი მივიდნენ მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა (ბავშვების უმეტესობას უკვე დაემთავრებია ვახშმობა და წასულიყო) მასწავლებლები და დარჩენილი 30 ბავშვი გაოცებული უყურებდნენ "კვარტეტს", რომლებიც ერთ დროს მტრები იყვნენ ეხლა კი ერთად მოვიდნენ ფეხდაფეხ.
- კარგი ეხლა კი ცალ-ცალკე ვივახშმოთ. არმინდა რომ იფიქრონ თითქოს მართლა მეგობრები ვართ, ისე გვიყურებენ რომ... - ჯინიმ ჰერმიონი წაიყვანა გრიფინდორის მაგიდასთან
- მეც იგივეს ვფიქრობ - დაამატეს ბიჭებმა და წავიდნენ სლიზერინის მაგიდისკენ
- გთხოვ დღეს მათთან ერთად არ დავჯდეთ, ცალკე გავიწიოთ. რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო - ჰერმიონმა ჰარიზე და რონზე მიუთითა და კუთხეში დასხდნენ
- მივხვდი რისი თქმაც გინდა. იმ დღეს შევამჩნიე როგორ გაწითლდით ორივე სახეზე, როცა შენ მალფოის მაიკა აუწიე ...- ჯინიმ ოდნავ ჩაიცინა და საჭმლის გადმოღება დაიწყო თეფშზე - ჰე, მიდი აბა მომიყევი რა მოხდა
--------------------------------------------------
- ძმაო რაღაც ცუდი ხდება - დრაკომ ახსნა დაიწყო და თეფშზე საჭმელი გადმოიღო - ჩვენს გეგმას უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ - მან და ბლეზმაც ისევე კუთხეში ჯდომა არჩიეს როგორც ჯინიმ და ჰერმიონმა
- მიდი მომიყევი - ბლეზმა გემრიელად ჩაკბიჩა ქათმის ბარკალი (მშია ხალხო 😂)
- ჩვენ ლამის ერთმანეთს ვაკოცეთ...
--------------------------------------------------
- მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ჩვენ ძირს დავეცით და ის ჩემს ზემოდან იყო - ჰერმიონი გამალებით უხსნიდა ჯინის
--------------------------------------------------
- ყოველთვის ძაან მოუხერხებელია და როცა წაიქცა, მივეშველე, თუმცა მეც დავეცი მის ზემოდან - ჩაეღიმა დრაკოს
--------------------------------------------------
- და მერე ჩვენ დიდხანს თვალებში ვუყურებდით - ჰერმიონი თითქოს ოცნებობდა ისეთი სახე ჰქონდა - მისი თვალები ოკეანესავითაა და როცა მას შეხედავ შიგ უფრო და უფრო იძირები, იკარგები
--------------------------------------------------
- მისი თვალები თითქოს გაჰიპნოზებს, როცა შეხედავ მაშინვე ყველაფერი დამთავრებულია, ითიშები - დრაკო იმ მომენტს იხსენებდა და თან ყვებოდა - მერე რატომღაც გული ამიჩქარდა, მართლაც უცნაური იყო
--------------------------------------------------
- ამის შემდეგ გულმა სწრაფად დაიწყო ცემა და ჩემდაუნებურად გავწითლდი. რონთან ყოფნის დროს ასე არასოდეს დამმართნია
--------------------------------------------------
- შენი აზრით რაზე ლაპარაკობენ? - რონმა ცნობისმოყვარედ ჰკითხა ჰარის და გოგონებისკენ მიუთითა
- ალბათ რამე გოგოების თემაზე. ბოლოს როცა ასე ისხდნენ მალფ...- ჰარიმ ჩაახველა - გოგონების საერთო თემაზე ლაპარაკობდნენ, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ
- ხო მართალი ხარ - ჩაიბურტყუნა რონმა რადგან პირი როგორც ყოველთვის საჭმლით ჰქონდა გამოტენილი
ჰარიმ ჰერმიონს გახედა და შემდეგ მალფოის - ვითომ მალფოიზე ლაპარაკობენ? - თავის თავს კითხა - არა ჰერმიონი ასე არ მოიქცევა....
--------------------------------------------------
- გეგმა ძაან მარტივადაა შედგენილი და ვფიქრობდი ასევე მარტივადვე განვახორციელებდი. მინდოდა მისთვის თავი შემეყვარებინა და მერე "მიმეგდო" - მალფოი ზაბინს უხსნიდა - თუმცა ეს ყველაფერი რაღაც გამოწვევებით არის სავსე, ზაბინი. მის აზრებს ნამდვილად ვერ ვკითხულობ სხვა გოგონებისგან განსხვავებით. საერთოდ ყურადღებასაც არ აქცევს ჩემს გარეგნობას. მე ყველანაირად დავანახე მალფოის შარმი თუმცა არ გამოვიდა არაფერი. მაიკაც გავიხადე და არც ამან იმოქმედა. აგრეთვე ვცადე მეთამაშა მასთან ერთად თამაში ერთმანეთის უკეთ გასაცნობათ და არ გაინტერესებს რეები მკითხა? რომელი ფერი მოგწონსო, რომელი ყვავილიო, ნამდვილად ვერაა დალაგებული. მის ადგილზე სხვა გოგოები ამ შანს ხელიდან არ უშვებენ და მეკითხებიან თუ მოგწონვარო, მეც ვატყუებ და კის ვეუბნები და ასე ვიყენებ მათ, მეორე დღეს კი "მივაგდებ". გრეინჯერი კიდე რა სულელურ კითხვებს მისვამდა
--------------------------------------------------
- ჩემი აზრით მარტივი გეგმა იყო თუმცა მართალი არ აღვმოჩნდი - იგივე თემაზე ესაუბრებოდა ჯინის ჰერმიონი - მინდოდა მისთვის თავი შემეყვარებინა, რონი მეეჭვიანებინა და მერე მიმეტოვებინა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვევას გავს უკვე ჩემთვის, მართლაც რთულია. იმას ვგულისხმობ რომ ფლირტი არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ დაველაპარაკო, კარგად გავეცნო. თამაშიც ვითამაშეთ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და ძაან ვიმხიარულეთ. იყო კარგი მომენტებიც, თუმცა არა! ალბათ დამეგობრებას ცდილობს და მეც ასევე მოვიქცევი, მერე კი ყველაფერი გამოვა
--------------------------------------------------
ბლეზი და ჯინი თავიან მეგობრების ასეთ სერიოზულ განმარტებას უსმენდნენ, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავეს და სიცილი დაიწყეს
ბლეზმა ცრემლი მოიწმინდა
- გრეინჯერს საღოლ, პრიზი ეკუთვნის. ვერასდროს წარმოვიდგენდი დრაკო მალფოი ჩემთან მოვიდოდა და გოგოს "შებმის" მეთოდებს მკითხავდა - კიდევ ერთხელ გაიცინა - არა მართლაც განსხვავებულია რა ეგ გრეინჯერი
- არაფერსაც არ გეკითხები, უბრალოდ მოგიყევი - წარბი შეიკრა დრაკომ
ბლეზმა თავი შეიკავა და სერიოზულად დაიწყო:
- კარგი, ესეიგი მომისმინე...
--------------------------------------------------
- უბრალოდ ის იყავი, რაც ხარ! არ იფიქრო გეგმაზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება ეფლირტავო, არაფერზე არ იფიქრო, იყავი შენი თავი, ისე დაელაპარაკე როგორც ნამდვილ მეგობარს დაელაპარაკებოდი, მაგალითად ჰარის, ან მე. მოექეცი მეგობრულად - ღიმილით უთხრა ჯინიმ - ხოდა ისე, სიმართლე გითხრა ვერასოდეს წარმოვიდგენდი შენ მე მეკითხებოდე ესეთ რამეებს - სიცილით დაამატა
- შენ მემგონი ძაან ერთობი ჩემი პრობლემით, არა?
--------------------------------------------------
- ანუ შენ მეუბნები რომ ვიყო ისეთი როგორიც ვარ? უხეში, ცივი, გულქვა, იდიოტი, ნაბიჭვარი...
- იყავი ის რა ჯანდაბაც ხარ. მის წინაშე ნიღბით სიარული არაა საჭირო. ვიცი რომ არ გიყვარს იყო გულღია ვინმეს მიმართ მაგრამ რას ვიზამთ? მოგიწევს. ხანდახან შენი საქციელებით მაოცებ ხოლმე, რასაჭიროა ეს ორმაგი ცხოვრებით თამაში? უნდა მისცე უფლება გრეინჯერს შენთან დაახლოვების. რაღაცეებზე დაელაპარაკე, უბრალოდ ესაუბრე. მეტჯერ აღარ გამოიყენო მალფოის ხრიკები და მოიქეცი ნორმალური ბიჭივით, რომელსაც ნორმალურ გოგოსთან უნდა საუბარი
- ეგ ეგეთი მარტივიც არაა როგორც შენ ამბობ...
- არაა ხო იმიტო რო შენ გაართულე ყველაფერი. რაც შენ გჭირდება, არის მხოლოდ შენი ბუნებრივობა. ამ შემთხვევაში ძაან მარტივად შეუყვარდები მერწმუნე. შენ ომის შემდეგ შეიცვალე, და ამას ის აუცილებლად შეამჩნევს და გაანალიზებს. - ბლეზმა დაასრულა საუბარი - აუ რა მაგრად დაგმოძღვრე, ჰაჰ, რჩევებში ბადალი არ მყავს
- შენ თვითონ რომ გამოგეყენებინა ეგ რჩევები, არ გაწყენდა...მადლობა - ცოტა ხანში დაამატა დრაკომ
- არაფერს
--------------------------------------------------
- მართალი ხარ, მე მასთან უნდა მივიდე და ვუთხრა რომ მეგობრობა მინდა, თუმცა რა აზრი აქვს? - იმედგაცრუებული სახე ჰქონდა ჰერმიონს - ისე უნდა მოვიქცე როგორც მითხარი, ვიქნები ის რაც ვარ, მაგრამ ეს უარესი არ იქნება? მე ხომ სინამდვილეში "ყველაფრისმცოდნე" ტვინიკოსა ვარ, ძაან მოსაბეზრებელი ადამიანი, თან ამავდროულად მორცხვი, რომელსაც ფლირტის არ გაეგება არაფერი და მთელ თავის ცხოვრებას ბიბლიოთეკაში ატარებს - ღრმად ჩაისუნთქა ჰერმიონმა
- ცდები...ნუ ნაწილობრივ. მართალია ტვინიკოსა, "ყველაფრისმცოდნე" და მორცხვიც ხარ და ამავდროულად ყველასგან განდეგილად ატარებ დროს ბიბლიოთეკაში თუმცა შენს თავს შეხედე. შენ ულამაზესი, ჭკვიანი, მიმზიდველი,ერთგული, კეთილი, გოგო ხარ! შენ ჰერმიონ გრეინჯერი ხარ! ესეც კი საკმარისია - ჯინიმ სიტყვის ბოლოს გაუღიმა
- კარგი, მივხვდი. შენ მართალი ხარ - მეგობრულად გაუღიმა ჰერმიონმაც
- რათქმაუნდა ვარ
- მალფოი მართლა გაწითლდა მე რო მაიკა ავუწიე? - ჰერმიონი თითქოს დაინტრიგდა
- ოდნავ მარა ნუ ხო. თქვენ ორმა ლამის აკოცეთ კარგი რაა აბა რა იქნებოდა? ეს ხომ პირველი კოცნა იყო
- მეორე - ჩაილაპარაკა ჰერმიონმა
- მოიცა პირველი ვინ იყო? - ჯინი უცებ მიხვდა და გამოასწორა - უი ხო...სულ დამავიწყდა, ბოდიში. კაი ეხლა მითხარი, თქვენ ორმა აკოცეთ. მინდა ვიცოდე ჭორები თუ მართალია იმის შესახებ რომ დრაკო მალფოი სლიზერინის ღმერთია, ყველაზე სექსუალური ბიჭი, ეს სიმართლეა?
- და საიდან მოიტანე, ვინ გითხრა რომ ერთმანეთს ვაკოცეთ? - ჰერმიონმა წარბი ასწია
- ჩემმა თავმა. გარწმუნებ რომ ჩემი წინასწარმეტყველება ძაან მალე ახდება
- ხო ეგრე გეგონოს
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now