ჯინიმ და ბლეზმა ბიბლიოთეკა დატოვეს. ჯინი ჰარის და რონის სანახავად წავიდა. ისინი დიდ დარბაზში იპოვა და პირველ რიგში როგორც წესი მიესალმა მათ
- ჯინი უკვე რახანია შენ და ჰერმიონს გეძებთ - რონმა მაშინვე მიახალა
- რატომ?
- ლევენდერმა გვკითხა სად იყავით. მან გვითხრა რომ შენი და ჰერმიონის ნივთები გაქრა - ჰარიმ გაკვირვებით უთხრა - და ამავდროულად თქვენ ორიც გაქრით სადღაც - ჰარი ჯინის ჩაეხუტა - ვნერვიულობდი, სად წახვედით?
- ამმმ...- ჯინის ახსოვდა რომ საერთო ოთახის შესახებ არავისთვის არ უნდა ეთქვა, თუმცა სხვა გზა არ იყო, ვერ მოიტყუებოდა - ჰერმიონმა მალფოიზე მზრუნველობა აიღო თავის თავზე და ამიტომაც ახალ საერთო ოთახში გადაიყვანეს. მან დასახმარებლად მე მთხოვა მისვლა არდადეგების განმავლობაში და ასევე ზაბინიც იქ ცხოვრობს - დაბნეული სახით აუხსნა მან
- რაა? - გაცეცხლებულმა რონმა დაუყვირა
- ეს უფრო ადრე უნდა მომეყოლა თქვენთვის...
- ჰერმიონი ახლა მარტოა? - მშვიდად ჰკითხა ჰარიმ
- მალფოისთან ერთადაა - ჯინიმაც მშვიდად უპასუხა
- რა? მასთან ერთად როგორ დატოვე! - რონმა დაუყვირა
- და რატომაც არ უნდა დამეტოვებია? ჰერმიონი ჭკვიანი გოგოა და მალფოისთან შეუსაბამოდ არ მოიქცევა - "ყოველ შემთხვევაში ჯერ" - დაამატა გულში ჯინიმ და გაიღიმა
--------------------------------------------------
- შენ მგონი ნამდვილად მოგწონვარ - თქვა ჰერმიონმა და დრაკოს შეხედა
- არა, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ შენ უფრო მოგწონვარ
- რაა? არა, შენ უფრო მოგწონვარ. შენ იყავი ის ერთადერთი ვისაც უნდოდა შენთან ერთად დავწოლილიყავი
- ხო მაგრამ შენ არ წასულხარ და ისევ აქ ხარ, თანაც არ გითქვამს რომ მე დამეტოვებინა შენი ოთახი - საფირმო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მალფოის
ჰერმიონმა თავი გააქნია და მობეზრებით შეხედა - მე უკვე ათასჯერ მაინც გითხარი დაგეტოვებინა ჩემი ოთახი და შენ არ წახვედი, ესეიგი შენ მოგწონვარ
დრაკომ თავისი შტორმიანი, ღრუბლიანი თვალებით ჰერმიონის კარამელისფერ თვალებს შეხედა და შიგ იძირებოდა, თვალს ვერ სწყვეტდა მათ
- ესეიგი გამოდის არ უარყოფ იმ ფაქტს რომ მოგწონვარ, არა გრეინჯერ?
- იოცნებე
- მე მაინც ვთვლი რომ მოგწონვარ მანამ სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებ
- არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს მალფოი. უნდა წავიდე და შხაპი მივიღო - ჰერმიონი დაიძრა თუმცა მალფოიმ გაუსწრო წინ
- პირველი მე უნდა შევიდე - სიტყვის თქმა არ აცადა, თავით შევარდა შიგნით
- მართლა ჩვილი ბავშვის ტვინი გაქვს მალფოი
მიაძახა ჰერმიონმა, საწოლზე ჩამოჯდა და ფიქრების ზღვაში გადაეშვა : "მართლა როგორი სიმპატიურია და ეს აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე...ვაიმე რა სისულელეებს ვბოდიალობ! - თავი გააქნია და აზრები გაიწმინდა გონებიდან
--------------------------------------------------
დრაკომ სააბაზანოს კარი მოიხურა და კარებს მიეყრდნო. ისიც ზუსტად იგივეს ფიქრობდა ჰერმიონზე. " მასთან ძალიან ახლოს ვიყავი..." თავისი სიტყვების არ სჯეროდა. ფიქრობდა რომ გრეინჯერი მართლაც მომხიბლავი იყო. მგონი გაგიჟდა. მან თავი გააქნია " მართლა ძალიან ცხელა" ჩაიბუტბუტა და ონკანთან მივიდა, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა. " მართლაც უცნაურია. გოგონები როცა მაიკის გარეშე მხედავენ აფრენენ, მაგრამ გრეინჯერი მშვიდად გამოიყურებოდა. მას კარგა ხანი უიზლი მოსწონდა და მე რატომ დამიწუნებს? " ფიქრები თავიდან ამოიგდო და პირსახოცით სახე შეიმშრალა. "მე ამას შევძლებ" ჩაილაპარაკა მანამ სანამ გარეთ გავიდოდა. კარი გააღო და მის წინ გრეინჯერი იდგა, სულ რაღაც სანტიმეტრები აშორებდა მას. მისმა გულმა წამის მეასედში ფეთქვა შეწყვიტა, თუმცა მაინც მოთოკა საკუთარი თავი. ესეთი რამ მანამდე არასოდეს უგვრძვნია.
- თუ ასე გინდოდა გეკოცნა, შეგეძლო გეთქვა - ღიმილით დაუკომენტარა
ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა როცა მისი კომენტარი მოისმინა. სახე სირცხვილით სულ გაუწითლდა და ბუტბუტი დაიწყო
- მე..მე..ვიფიქრე...რომ ამდენ ხანს რატომ არ გამოდის მეთქი - უკან მიბრუნდა რომ არ შეემჩნია დრაკოს მისი გაწითლებული სახე და ხელი გულზე დაიდო, თუმცა ვერ დააწყნარა
- სააბაზანო შენს განკარგულებაშია, შეგიძლია შეხვიდე - დრაკომ ჩვეულებრივ უთხრა, თუმცა ჰერმიონი თავისი საწოლისკენ წავიდა
- გადავიფიქრე, აღარ შევდივარ
დრაკო ნელნელა მიუახლოვდა და მის სახეს შეხედა რომელიც სულ წითელი იყო
- შეგრცხვა და გაწითლდი? - სარკასტულად უთხრა
- მე? შემრცხვა? რასისულელეა - ჰერმიონმა ლამის დაუყვირა - უბრალოდ დამცხა, და სულ ეს არის...ძაან ცხელა აქ - ღრმად ჩაისუნთქა
- არა, სრულიად ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურაა - დრაკო მას მიაშტერდა - რატომ? რაც მე გითხარი იმის გამო გაწითლდი?
- არა - უარყო და მაინც მას უყურებდა, მის ულამაზეს თვალებს - მე..მე - სიტყვებს თავი ვერ მოაბა - მე..ამმ..ჰჰ
- უნიკალური შემთხვევა! გრეინჯერი სიტყვებს თავს ვერ აბამს - გაეცინა დრაკოს - ამას ვინ იფიქრებდა?
ჰერმიონმა წარბი ასწია - მოკეტე! - დაუყვირა და უნდოდა ძლიერად შემოერტყა მისთვის სახეში, თუმცა ინერციით ძირს დავარდა, მაგრამ დრაკო რისი დრაკოა? მოასწრო და წელზე მოხვია ხელი და დავარდნას ისევ დაგაარჩინა
მანაც ვერ შეიკავა წონასწორობა და 1 წამში უკვე ორივე ძირს იწვა :D ზემოდან დრაკო იყო მოთავსებული და ლამის გაჭყლიტა ჰერმიონი. ისინი მილიმეტრებით იყვნენ დაშორებულნი
- უნდა შეწყვიტო ესეთი მოუქნელობა გრეინჯერ - მისი სახიდან ღიმილი მალევე გაქრა, რადგან ჰერმიონის თვალებს ჭკუიდან შეეშალა
ჰერმიონი გულს ვერ აწყნარებდა რომელიც ლამის ამოუვარდა. დრაკო თავის თავს ვერ იმორჩილებდა, ნელ ნელა უახლოვდებოდა მას. ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა გული ასე სწრაფად უცემდა. სადაც იყო მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა რომ ძლიერი ხმაური გაიგეს. ორივე ჩამოშორდა ერთმანეთს (არ გეწყნოთ :D) და იმედგაცრუებული სახით შეხედეს ერთმანეთს. დრაკო მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა:
- უკვე დარწმუნებული ვარ რომ მოგწონვარ რადგან ძალიან გინდოდა გეკოცნა, თუმცა არაუშავს. არ ინერვიულო, სხვა დროს ვცადოთ - და უკან ღიმილით გაიწია
ჰერმიონს უნდოდა გაეპროტესტებინა, თუმცა ვერა და ვერ მოახერხა. ორივენი ფეხზე წამოდგნენ და ჰერმიონი ოთახიდან გავიდა და მის წინ რონი, ჰარი და ჯინი იდგა გაბრაზებულები
- თქვენ აქ რას აკეთებთ? - ჰკითხა გაოცებით
დრაკოც მალევე მოყვა უკან ჰერმიონს
- მემგონი წესების დარღვევას აქ ადგილი - უთხრა მან ჯინის
სანამ ჯინი რამეს უპასუხებდა რონმა დაუყვირა
- რა ჯანდაბას აკეთებდი ჰერმიონის ოთახში? მაქედან რატო გამოხვედი?
ჰერმიონმა და დრაკომ მორცხვად შეხედეს ერთმანეთს
- და შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქ? - დრაკომ კითხვა კითხვით მოუბრუნა - ეს ჩვენი საერთო ოთახია
- ჰერმიონ, სერიოზულად? ამასთან ერთად აპირებ ცხოვრებას? - გაბრაზებას ვერ მალავდა რონი
- რონ, ჯინი და ზაბინიც აქ ცხოვრონენ! მარტო ჩვენ არ ვართ და ამავდროულად ის ავადაა. მე აქ მხოლოდ მის მოსავლელად ვარ. და თუ გაინტერესებს სიმართლე, მე მას ბინტი გამოვუცვალე და მაგიტომ იყო ჩემს ოთახში - ჰერმიონი დრაკოსთან მივიდა, მაიკა ოდნავ აუწია და რონს დაანახა წელზე შემოხვეული ბინტი - აი რას ვაკეთებდით
ჯინის გაეღიმა, როცა დაინახა ჰერმიონის და დრაკოს აწითლებული სახეები. თავის თვალებს ვერ უჯერებდა
- შენ მასთან ერთად მარტო იყავი ოთახში?...თანაც წელს ზევით არაფერი ეცვა? - რონი ვარ იჯირებდა
- შენ გგონია რომ ჩვენ სხვა რამ გავაკეთეთ გარდა ბინტის გამოცვლისა? - ახლა მალფოი ჩაერთო საუბარში - ტყუილად ნერვიულობ, შენი უძვირფასესი გრეინჯერისთვის ხელი არ დამიკარებია
- არც მე არ გავკარებივარ მას და არც არასოდეს მოვიქცევი ეგრე - დაუყვირა ჰერმიონმა რონს - ჯინი გთხოვ გარეთ გააცილე სტუმრები - უთხრა მან და თავის ოთახში შევიდა
დრაკომ ეშმაკურად გაუღიმა რონს - გეშინია რომ ჩვენს შორის რამე მოხდება?
- რის თქმას ცდილობ? - რონმა გაკვირვებით გახედა მას
- იმის თქმას ვაპირებდი რომ შენ უკვე მასთან აღარაფერი გაკავშირებს...- უფრო მეტად გაეღიმა მალფოის - შენ ყველანაირი შანსი დაკარგე მასთან, თუმცა მე არა - უთხრა, წარბები აათამაშა და მანამ მოშორდა სანამ სიტყვას დაძრავდა
რონი გაცეცხლდა, მალე დაიღრიალებდა თუმცა ჰარიმ მოასწრო მისი შეკავება და მკლავში ხელი მოუჭირა
- წავიდეთ ჰარი! - უთხრა წყობილებიდან გამოსულმა რონმა
- რონ, ვიცი რომ არ გსიამოვნებს თუმცა უნდა იცოდე რომ ჩვენ ჰერმიონზე ვლაპარაკობთ ამ წუთას და ის რამე უხამსოს არ ჩაიდენს მალფოისთან ერთად. ის თავის თავს თვითონ მოუვლის და ცოტა უხერხულია რომ ჩვენ დავუწყოთ კონტროლი...ხოდა კიდე მალფოის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, უნდა რომ მის პროვოკაციაზე წამოეგო - ჩაილაპარაკა ჰარიმ
- კარგი - გაბრაზებით თქვა და გარეთ გავარდა
ჯინიმ ჰარის გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
- გმადლობ...მეც ხომ აქ ვიქნები და ამიტომ არ ინერვიულო, არ დავუშვებ რომ მათ შორის რამე მოხდეს. ხოდა კიდე, გთხოვ რომ ამ საერთო ოთახის შესახებ არავის უთხრა, ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს
- რათქმაუნდა
ჯინიმ ჰარის ხელი ჩაკიდა და ერთად დატოვეს ოთახი.
--------------------------------------------------
ჰერმიონი თავის ოთახში იდგა სრულიად გათიშული. გარე სამყაროს მოსწყვეტოდა და თავიდან ბოლომდე ფიქრებში იყო ჩაფლული. მას ისევ მიეცა შანსი ეკოცნა მისთვის თუმცა ყველაფერი ასე დასრულდა. "მე უბრალოდ მასზე ვფიქრობ და ვწითლდები, ესე რატომ მემართება?" თავის თავს ეკითხებოდა. რამოდენიმე წუთით უკან დროში დაბრუნდა და ის მომენტი გაიხსენა, გული უფრო აუჩქარდა და ამაზე ფიქრებით ალბათ დღეს საერთოდ ვერ დაიძინებდა
--------------------------------------------------
დრაკო კედლის მეორე მხარეს თავის ოთახში ზუსტად იგივენაირად გაქვავებული იდგა. რა კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა სულელმა უიზლიმ ყველაფერი გააფუჭა. წარბი ასწია და ცალი ხელი გულზე დაიდო. მისი გული ჯერ კიდევ ზღვასავით ღელავდა, თითქოს შტორმი დაატყდა თავს. სახეზე ღიმილი გადაეფინა და სააბაზანოში შევიდა. უნდოდა ჩვეული ტემპერატურა დაებრუნებინა. სახე და მთელი სხეული გადახურებოდა. ისევ ცივი წყალი შეისხა სახეზე და კისერზე, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა, ისევ ვაშლივით წითელი იყო.
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
![](https://img.wattpad.com/cover/154936965-288-k586472.jpg)
BINABASA MO ANG
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...