ჰერმიონი მობრუნდა და შენიშნა მის წინ მდგარი შავთმიანი და ზურმუხტისფერი თვალების მქონე ბიჭი
- ჰარი? - დაბნეული შეჰყურებდა მას
- მემგონი ცუდ დროს მოვედი
- არა, არა რას ამბობ, შემოდი - ოთახში შემოიპატიჟა და გულუხვად გაუღიმა - აბა რამ შეგაწუხა?
- არაფერმა, უბრალოდ საუბარი მინდოდა. დიდიხანია არ გვისაუბრია, თუმცა თუ დაკავებული ხარ....
- არა, სულაც არა... - ღრმად ამოისუნთქა ჰერმიონმა - ყველაფერი გაიგონე?
- რა გავიგონე? - ჰარი მისმა სიტყვებმა დააეჭვა, ეს იმას ნიშნავდა რომ ჰერმიონის თავის თავთან საუბარი არ მოუსმენია
- არაფერია, დაივიწყე
- ჰერმიონ, ვიფიქრე ამ კვირაში თავისუფალი დრო თუ აქვს მეთქი
- და რატომ მეკითხები?
- მეგონა ჩვენ ოთხი ერთად ბედნიერად გავატარებდით დროს და წარსულს გავიხსენებდით
- ოთხი? - ჰერმიონმა წარბები შეკრა - გულისხმობ შენ, მე, ჯინი და რონი?
- ჰერმიონ ვიცი რომ თქვენ ორი...
- ჰარი ბოდიში მაგრამ უარი უნდა გითხრა. ორივე გულნატკენები ვართ და ამიტომ არცერთს არ გვაქვს ერთმანეთის ნახვის სურვილი
- ვიფიქრე შობას ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად შევხვდებოდი, და არა მხოლოდ ერთთან - სევდიანად ჩაილაპარაკა ჰარიმ
- ჰარი... - ჰერმიონს გული ჩასწყვიტა მისმა სიტყვებმა
- კარგი, არაუშავს. ბოდიშს გიხდი რომ ესეთი სისულელე შემოგთავაზე. მე წავალ, მარტო დაგტოვებ და ხელს აღარ შეგიშლი
- ჰარი...
- არაუშავს - ჰარი ნელ ნელა გავიდა ოთახიდან
ჰერმიონმა თვალები დახუჭა და ეცადა თავის ახლახან ჩადენილ შეცდომაზე არ ეფიქრა, თუმცა მოსვენება მაინც დაეკარგა. დროზე მოახერხა გაანალიზება და გარეთ გავარდა რათა ჰარი დაეჭირა. კარი გააღო თუარა მაშინვე ჰარის შეასკდა თავით, რომელიც არსად არ წასულიყო და კართან იცდიდა
- ჰარი?
- ათი წამი გავიდა, ცოტა ვინერვიულე, უკვე ვიფიქრე უკან აღარ გამომყვება მეთქი - ჰარის გაეცინა
- იცოდი რომ გამოგყვებოდი? - ჰერმიონმა მკლავზე ხელი შემოარტყა
- აბა საუკეთესო მეგობრები რისთვის ვართ? ჩვენ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით - ჰარის მეგობრული ღიმილი მოეფინა სახეზე
- როგორც ვხვდები უკვე იცი ჩემი პასუხი?
- კი მაგრამ შენი პირიდან მოსმენილი უკეთესი იქნება
- საქმე ისაა რომ მე რაღაც მქონდა დაგეგმილი სხვასთან ერთად, თუმცა უკვე გადაწყდა! შობის წინა ღამეს ერთად შევხვდებით!
- არაჩვეულებრივია, თუმცა სიმართლე გითხრა მიმაჩნია რომ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა შენს გულში
- ეგრე ნუ ფიქრობ. მე მას გასართობად არ ვუვლი, საჭიროება მოითხოვს ამას. ძალიან მომენატრე ჰარი, რახანია არ გვიმხიარულია ერთად. უკვე ყველაფერი მომბეზრდა, სულ ერთიდაიგივე...
ჰარიმ არ აცადა წინადადების დასრულება და ძლიერად ჩაეხუტა მეგობარს
- ვიფიქრე გჭირდებოდა ჩახუტება - თბილად ჩასჩურჩულა ჰარიმ
- მადლობა, მართლაც მჭირდებოდა - ჰერმიონი ჰარის ჩამოშორდა და გაუღიმა - ისე შეგიძლია ხანდახან ჩემს გვერდით დაჯდე ხოლმე, საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე, რამდენი დრო გვაქვს...
- რონი მომკლავს. მას მარტო ვერ დავტოვებ. შენ კიდე გამჩნევ რომ მალფოი ჩემს თავს ბევრად გირჩევნია
- რა სისულელეა? ჰარი პოტერს, ჩემს საუკეთესოზე საუკეთესო მეგობარს რომელიც საკუთარი ძმასავით მიყვარს რომელი ადამიანი ჩაანაცვლებს? დრაკო უბრალოდ მეგობარია
- ნამდვილად? ისე მგონია რომ ორივე ერთმანეთის მოხიბვლას ცდილობთ - ეშმაკურად გაეღიმა ჰარის
- თავს ნუ ისულელებ, მხოლოდ მეგობრები ვართ - ჰერმიონს სახეზე წითელმა ფერმა გადაჰკრა
- ჩემს სიტყვებზე მაინც იფიქრე...კარგი ეხლა უნდა წავიდე ჯინი მელოდება გარეთ უკვე რახანია, ხვალ დილით შეგხვდები - ჰარი ჰერმიონს დაემშვიდობა და მალევე გაუჩინარდა
ჰერმიონი ცოტა ხანს ჩუმად იდგა და მერე ჩაიჩურჩულა
- მაპარიე ჰარი...გთხოვ არ შემიძულო იმის გამო რის გაკეთებასაც ვაპირებ
--------------------------------------------------
ჰერმიონმა ბუხრის წინ წიგნის კითხვა განაგრძო, ფურცელი შემდეგ გვერძე უნდა გადაეშალა, რომ გაიგო პორტრეტის კარი როგორ გაიღო რასაც შემდეგ მისკენ გადმოდგმული ნაბიჯების ხმა მოჰყვა. ეს დრაკო იყო. ჰერმიონმა წიგნიდან თავი არ აიღო და ყურადღება არც კი მიაქცია
- მინდა მადლობა გითხრა იმისათვის რომ ასეთი არაჩვეულებრივი გოგო გამაცანი - სიჩუმე დრაკოს სიტყვებმა დაარღვია
- არაფერს - მოკლედ უპასუხა ჰერმიონმა
- რადგანაც არ ეჭვიანობ, ვფიქრობ არ გეწყინება რომ მოგიყვე თუ რა გავაკეთეთ ერთად - დრაკო მის გვერდით ჩამოჯდა
ცოტახნიანი პაუზის შედეგ ჰერმიონმა სიტყვა დაძრა
- რათქმაუნდა, არ ვვეჭვიანობ და არც მეწყინება - არადა სინამდვილეში რომ ეჭვიანობდა ეს ორივემ კარგად იცოდა
- რაღაც შენი საქციელები ამაზე არ მოწმობენ, აღარე რომ ეჭვიანობ - დრაკოს ჰერმიონის ნერვებზე სათამაშოდ არაჩვეულებრივი შანსი მიეცა
- კაი რა არ გამაცინო - ამაყად უპასუხა და თან თითქოს მართლაც ეცინებოდა
- მზერას რატომ მარიდებ?
- იმიტომ რომ ვკითხულობ - მისდა დასანახად მაღლა ასწია წიგნი
- ეგ გამოგონილ მიზეზს ჰგავს
- ძალიან ცდები, თუ ეგრე ფიქრობ - ჰერმიონი ისე შლიდა წიგნის ფურცლებს რომ სულ არ კითხულობდა და უბრალოდ გაშტერებული უყურებდა
- არ ვიცი, ჰერმიონ, ვფიქრობ რომ ეჭვიანობ
- რაც გინდა ის იფიქრე - კბილებში გამოსცრა საპასუხოდ
- კარგი, მაშინ რადგანაც არ ეჭვიანობ ეს იმას ნიშნავს რომ შემიძლია მოგიყვე ქეითის შესახებ? ჰომ?
ჰერმინი ბრაზით და ეჭვიანობით იხრჩობოდა და ლამის გული გაუსკდებოდა. დრაკოს სარკასტული საუბარი კი ჭკუიდან შლიდა და უკვე ცოფიან ძაღლს დამსგავსებოდა, თუმცა არ იმჩნევდა
- აჰა, ანუ ქეითი? რათქმაუნდა მომიყევი რაზე ისაუბრეთ?
- რავი ძაან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. წეღან საერთო ოთახამდე მივაცილე და აი ახლა უკვე აქ ვარ
- ვაიმე რა საყვარლობაა, ანუ უკვე შენი ახალი შეყვარებულია? - ჰერმიონმა წარბები შეკრა
- არა...ჯერ არა
- ჯერ? - ჰერმიონმა გაოცებით ჰკითხა, თუმცა რეალურად ძალიან გაუხარდა - ანუ იმას ვგულისხმობ რომ კარგია
დრაკო ფეხზე წამოდგა და ნელ-ნელა მას მიუახლოვდა
- ძალიან უცნაურად იქცევი...ალბათ იმიტომ რომ ეჭვიანობ
- ვეჭვიანობ? - ჰერმიონი სიცილს მოყვა მისი ფიქრების გასაქარწყლებლად. რეალურად დრაკო სიმართლეს ამბობდა
- ზუსტადაც
ჰერმიონმა წიგნიდან თავი ასწია და სახეში შეხედა მას
- არ ვეჭვიანობ
- ნამდვილად? - კიდევ ოდნავ მიუახლოვდა მას
- რათქმაუნდა...რატომ? რატომ გინდა რომ ვიეჭვიანო? - მან კითხვა დრაკოს მოუბრუნა
დრაკო მიხვდა რომ ზედმეტად გადააჭარბა საკუთარ თავს და ამიტომ ოდნავ უკან დაიხია
- სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო და უნდა გითხრა რომ სულ არ მადარდებს იეჭვიანებ თუ არა
- რაღაც არ გეტყობა? უკვე მეასედ მკითხე და ეგრე არ მგონია. შეგიძლია მითხრა რატომ გინდა ვაღიარო ის რომ ვეჭვიანობ, მაშინ როცა სულაც არ ვეჭვიანობ?
- მე უბრალოდ...
- კაი რა თავს ტყუილად ნუ იტეხავ ფიქრებით დრაკო. ვიცი რომ ჩემი ყურადღების მიქცევა გინდა გოგოებთან დალაპარაკებით, თუმცა მინდა გითხრა რომ ეს არასოდეს არ მოხდება - ჰერმიონმა ამაყი მზერა ესროლა მას
- არ ვიცი საერთოდ რაზე ლაპარაკობ
- ამაზე რას იტყვი? ესეიგი მე შენ და შენს ქალბატონს ერთად დაგტოვებთ მარტო, როცა ერთად იქნებით და ხელს არ შეგიშლით ხოლმე. მემგონი კარგი იდეაა! - ჰერმიონმა წიგნი აიღო და თავისი საძინებლის კარისკენ წავიდა
დრაკო სრულიად გაურკვევლობაში იყო. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა? ერთი ქულა ჰერმიონ გრეინჯერის სასარგებლოდ? ისიც წამოდგა ფეხზე და როგორმე უნდა შეპასუხებოდა
- სრულიად მესმის შენი - ისიც თავისი საძინებლის კარისკენ წავიდა, ჰერმიონი ჯერ არ შესულიყო, კართან იდგა - ხო და კიდევ ერთი! მას ქალბატონი არ ჰქვია, ქეითი ჰქვია...აბა, ძილინებისა გრეინჯერ
ჰერმიონი მზად იყო თავი მოეკლა. მან ამ ერთი სიტყვის შეშლით დიდი შეცდომა დაუშვა რადგან დრაკო დაარწმუნა რომ მართლაც ეჭვიანობდა
- და სულ ეს არის? - კართან მდგომმა ისევ ჰკითხა მას
- ნუ ხო...კარგია რომ ვიღაც მაინც ხედავს თუ როგორ ეჭვიანობს ჰერმიონ გრეინჯერი ქეითზე - დრაკომ მისდა გასაგონად თქვა და საძინებლის კარებში გაუჩინარდა, უკან კი დამუნჯებული ჰერმიონი მოიტოვა
ესეც ასე, ერთი ქულა დრაკო მალფოის სასარგებლოდ!
--------------------------------------------------
ჰერმიონი დილით თავისი საძინებლიდან საერთო ოთახში გამოვიდა თუ არა, მაშინვე სავარძლებში მოთავსებული ჯინი და ბლეზი და მათთან ახლოს მდივანზე მოთავსებული დრაკო შენიშნა
- ამის მეტი ადგილი არაა? - ჰერმიონმა სახე აიმზირა და სხვა გზა არ ჰქონდა დრაკოს გვერდით ჩამოჯდა
ჯინიმ დაიწყო პირველი საუბარი
- ესეიგი ზაბინის უნდოდა რომ რაღაც ეთქვა ყველასთვის
- რა? - დრაკო ზაბინს მიაშტერდა
- ყველა ვხვდებით რომ ეს წესები ტყუილად შევადგინეთ, რადგან ყველა ყველას წესს არღვევს და არანაირ სასჯელს არ იხდის. ამიტომაც...
- ანუ იმის თქმა უნდა რომ სჯობს ეს წესები გავაუქმოთ - ჯინიმ დაასრულა ბლეზის სიტყვები
დრაკოს და ჰერმიონს სახეზე ეწერათ "თქვენ ნორმალურები თუ ხართო"
- ამაზე ატეხეთ ერთი ამბავი?
- აბა თქვენ რაზე გინდოდათ გველაპარაკა? არვიცი, მე ჩემი სათქმელი გითხარით და ეხლა ჯობს დაგტოვოთ, მარტოც მშვენივრად ისაუბრებთ - ბლეზი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას
- სჯობს მეც გავუყვე გზას, რაღაც საქმეები მაქვს და საუზმეზე შეგხვდებით - ჯინიც მალევე აორთქლდა
- აბა კარგად გეძინა გუშინ? - დრაკო მასთან მარტოდ დარჩენილ ჰერმიონს მიაშტერდა
- არა
- რატომ? მე აბა არაჩვეულებრივად მეძინა
- ძაან ბევრ რამეზე ვფიქრობდი და...
- ბევრ რამეზე? თუმცა პრინციპში ჰოო, იმაზე ფიქრობდი გეღიარებინა თუ არა რომ ჩემს მოხიბვლას ცდილობ, არა? - ჩვეული სარკაზმი გამოჩნდა დრაკოს სიტყვებში
- არა
- მე კი დარწმუნებული ვარ რომ ამაზე ფიქრობდი
- შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს, რადგან კარგ ხასიათზე ვარ. დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა
- აჰა ანუ შენც ამ დღეს ელოდებოდი? - დრაკოს ეგონა რომ ჰერმიონიც ზუსტად იმავეზე ფიქრობდა რაც თვითონ უხაროდა თუმცა მართალი არ აღმოჩნდა
- შობა ხუთ დღეში მოვა, ამიტომაც საჩუქრები უნდა ვიყიდოთ, შესაბამისად დღეს ჩვენ წავალთ ჰოგსმიდში - კმაყოფილი ღიმილით უთხრა ჰერმიონმა
- მეღადავები? - სახიდან ღიმილი გაუქრა დრაკოს, ის სულ სხვა რამეს აღნიშნავდა დღეისთვის
- არ გეღადავები, რატო რამოხდა?
დრაკოს რაღაც გაახსენდა ხალისი დაუბრუნდა
- შენ ხომ ჯოხი არ გაქვს? მე არ ვაპირებ დაბრუნებას
- არაუშავს, არც მე დაგიბრუნებ შენსას. ჰე ჰე აბა მოემზადე ჩქარა - ჰერმიონმა ფეხზე წამოაგდო
- რაა? ახლა მივდივართ?
- ხო და გაინძერი
- ბლეზზე და ქალბატონ უიზლიზე რაღას იტყვი?
- მათ როცა დავბრუნდებით მაშინ ვეტყვით
- კი მაგრამ რომ მში...
- იქ როცა წავალთ მერე სადმე შეჭამ - ჰერმიონმა არ აცადა მიზეზების ჩამოთვლა და ხელით უჯიკა რომ წასულიყო, თვითონ კი თავისი ოთახის კარში გაუჩინარდა
დრაკო კართან იდგა და თავისთვის იღიმოდა
"ოხ რა ხარ მალფოი ასეთი მომხიბვლელი რომ ყველა გოგო შენს დანახვაზე ეცემა?!" გულში გაიფიქრა და ისიც წავიდა ჰერმიონის "დავალების" შესასრულებლად
--------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონათ, ასე რომ დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით ^_^
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...