- მადლობა გენიოსო რომ შენი წყალობით მთელი ორი საათი დავხარჯეთ ტყუილუბრალოდ - ჯინი მთელს ჯავრს ბლეზზე იყრიდა
- სიმართლე გითხრა 30 წუთი დავხარჯეთ ტყუილად და საათ ნახევარი მხოლოდ შოპინგს მოვანდომეთ. - მან ჩაუსწორა და ამაყად გახედა - ისე ჩემთვის საშობაოდ საჩუქარი არ მიყიდია და არ დამავიწყდეს. შენ და შენმა „უჩინარმა" შეყვარებულმა იმაზე მეტი საჩუქარი იყიდეთ ვიდრე დაგეგმილი გქონდათ - მან უჩინმაჩინის მოსასხამში გახვეულ ჰარიზე ანიშნა - ჭკვიანურად მოვიქეცით რომ ახლა ვიყიდეთ საჩუქრები, თორე შემდეგში ამის შანსი არ მოგვეცემოდა
- ხო მართალი ხარ - სასწაული მოხდა და ჯინი მას დაეთანხმა - კარგი ეხლა ჯობს ჩემი ძმის მაღაზიას ვესტუმროთ - მან გეზი პირდაპირ აიღო, მაღაზიის კარი შეაღო და მაშინვე შენიშნა კიბეებზე ჩამომავალი მისი უფროსი ძმა
- ჰეი, ჯორჯ - ჯინი მასთან მივიდა და ჩაეხუტა, მის უკან კი ბლეზი და უჩინარი ჰარი მოთმინებით იდგნენ
- ვაა ჯინი? შენ აქ რას აკეთებ? სკოლაში არ უნდა იყო? - ჯორჯმა ცოტა ხანში უკან დაიხია და ზაბინი რომ დაინახა გაუკვირდა, თვალები მოისრისა ხომ არ მეჩვენებაო. მან ჯინის ხელი მოკიდა და ოდნავ მოშორებით გაიყვანა - ბლეზ ზაბინი? აქ რას აკეთებს ჯინი?
ჰარიმ მოსასხამი მოიხსნა და ჯორჯს გაუღიმა
- მეც აქ ვარ
ჯორჯი შიშისგან და მოულოდნელობისგან შეხტა
- ცოტა ხანში თავის ტკივილი დამეწყება...- ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო თუ რა მოხდა - ხო კაი, სკოლიდან გამოპარვა ერთი, აქ მოსვლა მეორე და კიდე ზაბინიც მოიყვანე? - ხმამაღლა დაუყვირა ჯინის
ჯინიმ გასამხნევებლად მხარზე ხელი შემოარტყა
- ეჰ ჯორჯ შენ ბევრი რამე ჯერ კიდევ არ იცი. წელს უამრავი რამ შეიცვალ და მრავალი ახალი მეგობარი შევიძინე
- ხო კარგი მაგრამ აქ რას აკეთებთ თქვენ სამი? - ისევ არ ცხრებოდა ჯორჯი
სამივემ ერთმანეთს გადახედეს
- საშობაოდ საჩუქრების საყიდლად ვართ მოსულნი - ბლეზმა გასცა პასუხი მის კითხვას
- და საჩუქრების გამო გაყავით შარში თავი? ვინმემ რომ დაგიჭიროთ? ამაზე არ გიფიქრიათ? არა ვერ ვიჯერებ, რაღაცას მატყუებთ, საქმე სხვა რამეშია არა? - ჯორჯმა თითქმის გამოიჭირა ისინი - ჯინი, შემ ხომ ჩემი უმცროსი და ხარ? შენ მაინც მომიყევი რა ხდება
- ჩვენ ვიღაცის მოსაძებნად ვართ მოსული - ჰარიმ მოასწრო პასუხის გაცემა ჯინის
- და შეიძლება ვიცოდე ვის მოსაძებნად?
ჯინიმ პასუხად თავი გააქნია
- არა ჯორჯ, ეს საიდუმლოა
- კარგი, როგორც ვატყობ მომიწევს დედას და მამას მოვუყვე ამის შესა...
- კაი კაი გეტყვით - ერთ ხმაში უთხრეს ჰარიმ და ჯინიმ
ჯორჯმა ეშმაკურად გაიღიმა
- ჰე აბა დაფქვით ყველაფერი...
- ჩვენ ვეძებთ ერთ გოგოს...და ერთ ბიჭს რომლებიც სკოლიდან ჩვენამდე გამოიპარნენ და გვინდა უკან დავაბრუნოთ - ზაბინმა აუხსნა ვითარება
- კარგი და ვინაა ეს გოგო და ბიჭი?
ცოტახნიანი პაუზის შემდეგ გაისმა ჯინის ხმა
- ჰერმიონი და... - მან სუნთქვა შეიკავა რადგან წინადადების დასრულებას ვერ ბედავდა
- მოიცა გამოვიცნო... დრაკო მალფოი - ჯორჯმა სამ გაოცებულ სახეს მოავლო თვალი - როგორც ვატყობ თქვენ სამს არ გაგიგიათ იმის შესახებ რომ ხალხმა ისინი რამოდენიმე ადგილას შენიშნა ერთად. მე ეს ჭორი მეგონა თუმცა უკვე აღარ...და ეს როგორ მოხდა? ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჰერმიონი რონს მოატყუებდა, ანუ იმას ვგულისხმობ რომ...
- მოიცა, რონმა არ მოგიყვა? - ჯინიმ სიტყვა მოუჭრა მას
- იმაზე თუ მეუბნები რომ ჰერმიონმა უღალატა და მოატყუა, არა
- ჩვენმა მშობლებმა და აბსოლიტურად ყველამ იცის რომ რონი და ჰერმიონი ერთმანეთს დაშორდნენ. ჰერმიონს ის არასოდეს მოუტყუებია, ეს პირიქით რონი იყო რომელმაც ლევენდერით ჩაანაცვლა იგი
- სერიოზულად? რონმა ის ლევენდერით ჩაანაცვლა? ჰერმიონი ხომ არაჩვეულებრივი გოგოა?! თავში ტვინი აქვს მაგას? - ჯორჯი გაოცებას ვერ მალავდა
- სწორედ მაგიტომ ვეძახი იდიოტს - ჯინიმ ამაყად უპასუხა
- იდიოტზე მეტიცაა, ნუ ეხლა ვერ ვიტყვი თქვენს წინაშე... შენ იცოდი ამის შესახებ? - ჰარის გახედა ჯორჯმა
- კი - მოკლედ უპასუხა მან
- შენც იცოდი? - ახლა ბლეზს კითხა
- რათქმაუნდა, მთელმა სკოლამ იცის... კარგი ეხლა კი ჯობს წავიდეთ და ვინადიროთ. დროზე უნდა ვიპოვოთ - ზაბინი კარისაკენ დაიძრა
- ჯინი ამჯერად გადარჩი და დედ-მამას არ ვუამბობ თუ როგორ გამოიპარე სკოლიდან. სამაგიეროდ გევალება რომ როცა უკან დაბრუნდები ჩემს სახელზე ერთი მაგრად ხეთქო რონს - ბრაზით უთხრა მან
- უკვე ვხეთქე, თუმცა მაგაზე არ გაწყენინებ - სიცილით უპასუხა ჯინიმ - სიმართლე გითხრა აქ იმისთვის მოვედი რომ ზაბინისთვის რამის გაჩალიჩებაში დამხმარებოდი, მაგრამ დრო არ მაქვს, ამიტომ საშობაოდ რამე გამომიგზავნე ჩვენ რომ ვიცით - ისევ იცინოდა
- ისე მეც აქ ვარ რო რამე - ბლეზმა მოაძახა ბრაზით
- ვიცი - ისევ ჯორჯს მიუბრუნდა - აბა შენ იცი რამე კარგი და საღადაო გამომიგზავნე - ისევ სიცილით შემოარტყა მკლავზე ხელი და დაემშვიდობა - აბა შენ იცი, კარგად იმუშავე, ნახვამდიის
გარეთ გავიდნენ და ჰარიმ ისევ მოიხურა უჩინმაჩინის მოსასხამი
- რადგანაც შენ უჩინარი ხარ ჰარი ამიტომ ჯობს მარტომ მოძებნო ისინი, მე და ზაბინი კიდე ცალკე მოვძებნით - ღიმილით შესთავაზა ჯინიმ ჰარის
- კ..კარგი...როდესაც ვიპოვით ისევ ამ ადგილზე შევხვდეთ, ხომ?
- ხო, ერთ საათში დავბრუნდეთ - ეს უპასუხა ჯინიმ და ჰარი მალევე გაეცალა იქაურობას
ჰარი 1 წუთის წასული იყო რომ ბლეზმა ინტერესით იკითხა
- ასე რატომ გააკეთე? რაღაც მიზეზი გაქვს და მაგიტომ გაუშვი პოტერი მარტო ხო?
- სწორად მიმიხვდი - მან ჟაკეტის ჯიბეში ხელი ჩაიყო და დაკეცილი პერგამენტი ამოიღო
- ეს რა არის?
ჯინიმ ჯოხიც ამოაყოლა, პერგამენტს დაადო, რაღაც ჩაიბუტბუტა და უბრალო პერგამენტი ონავრების რუკად გადაიქცა - ეს ჩემი სანდო მეგობარია, რომელიც მათ პოვნაში დაგვეხმარება, მანამ სანამ ჰარი მოგვასწრებს
- ჯანდაბა...რა ნიჭიერი ხარ
ჯინიმ გაიცინა და რუკა გაშალა - კარგი შენ მალფოი მოძებნე და მე ჰერმიონს ვნახავ - ეს უთხრა და რუკას დააშტერდა
- ვიპოვე - ბლეზმა უეცრად დაიყვირა და თითი დაადო მელნით გამოსახულ დრაკოს ნაკვალევს
- ხო, მეც ვიპოვე ჰერმიონი - ჯინიმაც მიუთითა ჰერმიონის ნაკვალევზე
- დრაკო არის... ვაუ - ბლეზმა ჯინისგან დასამალად ხელი დააფარა დრაკოს ადგილსამყოფელს რუკაზე - კარგი, წავალ და ვიპოვი
- სად არის? - ჯინიმ მის ხელს დახედა, ეცადა მოეშორებინა და გაეგო რას მალავდა
- ეს საიდუმლოა უიზლი და არაა სავალდებულო იცოდე. ვფიქრობ ჯობია წახვიდე და გრეინჯერი მოძებნო
- ხო კაი - ჯინიმ ჩაახველა და ისევ რუკას დახედა - ჯერ ჰარი ვიპოვოთ სადაა...ჯანდაბა...ჯანდაბა - მან დაიყვირა როცა ჰარის ნაკვალევი დაინახა
- რაიყო რა მოხდა? - ბლეზიც პანიკაში ჩავარდა
- ის ჰერმიონთან ძაან ახლოსაა
- ხოდა ჩქარა წადი და იპოვე სანამ პოტერი ნახავს. მე დრაკოს ვნახავ და „ფლორიშ ენდ ბლოტსთან" შევხვდებით - ეს თქვა და წამში აორთქლდა ბლეზი
ჯინი ცოტა ხანს იქ იდგა, ეშმაკურად გაიღიმა და რუკა ისევ გადაშალა. მალფოის ძებნა დაიწყო და როცა იპოვა თვალები გადმოსცვივდა
- ალბათ ჰერმიონის საჩუქრისთვისაა?! - თავის თავს უთხრა და გაიღიმა - კარგი აბა წავედი - ისიც წამის მეასედში გაუჩინარდა და ჰერმიონისკენ გაემართა
-------------------------------------------------
ჰერმიონმა ახლახანს შეძენილ მაჯის საათს დახედა ღიმილით, რომელიც ისევ თავის ყუთში ჩადო, შემდეგ კი მადამ მალკინის მანტიების მაღაზიაში ნაყიდი ქურთუკის პარკში ჩადო და დამალა. ის კარისაკენ წავიდა რომ უეცრად საფულე ხელიდან გაუვარდა და კარის გაღების ხმაც გაიგო.
- უფს - ჩაილაპარაკა, დაიხარა რომ აეღო და ამ დროს მის წინაშე ჯინი წარსდგა
- ჰერმიონ! - ნაცნობმა ხმამ ჰერმიონი ადგილზე მიყინა და გული გაუჩერა. მან დაჭყეტილი თვალებით ახედა მის წინ მდგარ მეგობარს
- ჯინი? აქ რ..რას აკეთებ? - სიტყვებს თავს ვეღარ აბამდა
- მოგვიანებით აგიხსნი ეხლა კი სასწრაფოდ უნდა დავიმალოთ - ჯინი მკლავში ჩააფრინდა ჰერმიონს და საჩქაროდ კუთხისკენ გაიყვანა, ისეთ ადგილას „შეკუჭა" რომ ქუჩაში მიმავალ ხალხს არ დაენახათ. შემდეგ ფანჯარაში გაიჭყიტა და ისევ ჰერმიონს მოუბრუნდა ღიმილით
- ანუ...მრუდე ქუჩაზე გახსნილი ახალთახალი საათების მაღაზია ხომ? მგონი ვხვდები აქ რატომაც მოხვედი - ჯინი აქეზებდა ჰერმიონს და ხითხითებდა
ჰერმიონმა იგრძნო როგორ წითლდებოდა და ტუჩი მოიკვნიტა
- არ გაბედო და არავის უთხრა ამის შესახებ - მან მკლავზე ხელი შემოარტყა ჯინის რომელსაც ბოლო ხმაზე დაეწყო სიცილი
- კი ბატონო, სიტყვას არ დავძრავ, თუმცა ამ თემაზე მაინც ვისაუბრებთ, რადგან ვერსად ვერ გამექცევი - ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მას - მე და ზაბინი მოვედით აქ რათა თქვენ ორი გვეპოვეთ...ჰარიც აქაა
- ჰარი? - ჰერმიონი გაფითრდა - მან იცის რომ ჩვენ აქ ვართ?
- რათქმაუნდა იცის რომ თქვენ ორი აქ ხართ და სწორედ ამიტომ მოგძებნეთ მე და ზაბინმა
- მაგას მივხვდი მაგრამ იმას გეკითხები თუ იცის მე და შენ რომ ეხლა საათების მაღაზიაში ვიმყოფებით?
- არა, ეგ არ იცის. ზაბინი ამ წუთას მალფოისთანაა. ჩვენ იმისთვის არ მოვედით რომ პაემანი ჩაგიშხამოთ გვრიტუნიებო, პირიქით გვინდოდა გადაგვერჩინეთ. როცა აქედან გაგაპარებთ, მერე ისევ ჰარისთან დავბრუნდებით და თქვენ ისევ შეგეძლებათ განაგრძოთ ნავარდობა და სიყვარულობანა
- ეს პაემანი არაა ჯინი! - ჰერმიონმა ბრაზით შეხედა მას - თუმცა მადლობას გიხდით რომ გვიპოვეთ და დაგვეხმარეთ, ჰარისთვის ეხლა ახსნა-განმარტების თავი ნამდვილად არ მაქვს...მოიცა, შენ საიდან გაიგე რომ მე აქ ვიყავი, ან ზაბინმა კიდე მალფოი რომ იქ იყო, სად არის მე თვითონ არ ვიცი
ჯინის გაეცინა და პერგამენტი ამოიღო
- ჰარისგან ვინათხოვრე დროებით და მან ამის შესახებ არ იცის. ძალიან იღბლიანი ავღმოჩნდი რომ მას ეს არაჩვეულებრივი ნივთი არ გახსენებია და სანაცვლოდ თავისი უჩინმაჩინის მოსასხამი წამოიღო
ჰერმიონს უცებ უმნიშვნელოვანესი რაღაც გაახსენდა
- სად არიან მალფოი და ზაბინი? შენ გეცოდინება - ინტერესით დახედა რუკას
ჯინიმ რუკა სასწრაფოდ დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო
- უმმ...არ ვაპირებ გითხრა. ამას მაშინ გაიგებ როცა საშობაოდ მალფოისგან საჩუქარს მიიღებ - წარბი ასწია და ისევ მას გახედა - კარგი რაღამც საჩუქრებზე ვსაუბრობთ, მითხარი, შენ რა მიყიდე?
- უმმ...არ ვაპირებ გითხრა - იგივე გაუმეორა ჰერმიონმა და გაიღიმა
ჯინიმ იმედგაცრუებით წარბები შეკრა
- ხოო კაი
--------------------------------------------------
დრაკომ მის ხელში არსებულ ყელსაბამს დახედა და კმაყოფილებით გაიღიმა
- ყოჩაღ დრაკო! - თავის თავს უთხრა და ისევ საშოპინგო პარკში ჩადო. ეს პარკი კი მეორე დიდ პარკში ჩადო რომ დაემალა. მან გასასვლელისკენ აიღო გეზი რომ მისდა მოულოდნელად ვიღაცამ კარი გააღო და სახეში ხეთქა, რის გამოც ძირს გაიშხლართა
- ჯანდაბა - დაიკვნესა და უკვე გაწითლებულ სახეზე ხელი მოისვა. სრულიად გაცეცხლებულმა აიხედა ზემოთ რათა დაენახა ის ვინამაც სახე ჩამოუღო და ხელში ზაბინი შერჩა
- ბლეზ...
- დრაკო - ბლეზი მივარდა და ფეხზე წამოაყენა - ძმაო სასწრაფოდ უნდა წავიდეთ - თითქოს არაფერი ჩაედინა ცუდი, ბოდიშის მოხდაც არ უცდია, ხელი ჩაავლო და გაკვირვებული ხალხისგან მოშორებით წაიყვანა. კედელს ააყუდა და დამალა, თვითონ კი სირბილისგან დაღლილმა შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა
- არ ამიხსნი რა მოხდა? - ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო დრაკო
- მე შენ გადაგარჩინე და ეხლა მაგის მოყოლის თავი ნამდვილად არ მაქვს. მინდა შენგან მოვისმინო განმარტება
- სანამ შენ არ ამიხსნი მე არ ვაპირებ რამის თქმას - გაჯიუტდა დრაკო
- ანუ მე უნდა აგიხსნა პირველმა?
- ხო
- არა, შენ
- არა, შენ...
- შენ ჩემზე უფროსი ხარ ამიტომ შენ გეკუთვნის პირველი სიტყვა - ბლეზმა თავი დაიძვრინა
დრაკო დამარხდა და ვერ შეეწინააღმდეგა
- ოხ შე...ხო კაი. რადგანაც აქ მოხვედი თვითონაც მიხვდებოდი რატომ ვარ აქ. ახლა შენი ჯერია - დრაკომაც იპოვა გამოსავალი
- შე ნაბიჭვარო...- ბლეზმა დაუღრინა და მაინც დანებდა - ხო კაი გეტყვი...- ბლეზმა მთელი ისტორია მოუთხრო და ბოლოს დაუმატა - მე და ქალბატონმა უიზლიმ თქვენ ორი იდიოტის გამო რა შარში გავყავით თავი თუ ხედავთ?
- პოტერი აქ არის? - რამოდენიმე წამის შემდეგ დაუფიქრებლად წამოიყვირა დრაკომ
- ნაცვლად იმისა რომ მადლობა მითხრა, პოტერზე მეკითხები? რა პატივია - ბლეზმა წარბები ასწია - ხო, პოტერი აქ არის
- უბრალოდ გადავამოწმე რაიყო? - დრაკომ ღიმილი გამოამჟღავნა სახეზე - მადლობელი ვარ შენით ძმაო. აჰა დაკმაყოფილდი?
- ეგრე ჯობია. - საპასუხოდ მანაც გაიცინა - კაი და რა უყიდე გრეინჯერს? ანუ მრუდე ქუჩაზე გახსნილ ახალ ბიჟუტერიის მაღაზიაში იყავი და ალბათ რაიმე ყელსაბამს უყიდდი არა? - წარბები აათამაშა მან
- არ ვაპირებ რაიმე გითხრა
- კაი რა, ხომ გამოვიცანი, აღიარე
- შენ თვითონ მიხვდი
- მე უკვე მივხვდი რომ ყელსაბამი უყიდე - შემდეგ დრაკოს ხელში არსებულ პარკებს და შეფუთვებს გადახედა და თვალები გაუფართოვდა - მე რა მიყიდე?
- არ გეტყვი - დრაკომ სცადა უკან დაემალა ორი ცოცხი, თუმცა ეგეთი მარტივიც არ იყო. მიუხედავად ამისა მან მაინც მოახერხა და დამალა
- კაი ანუ მეც მომიწევს საჩუქარი გიყიდო - თავისთვის ჩაილაპარაკა ზაბინიმ
- რაა? ესეიგი არაფერი არ მიყიდე ხომ?
- სიმართლე გითხრა თავიდან გადაწყეტილი მქონდა რომ ჩემ თავზე კარგ საჩუქარს ვერ მიიღებდი საშობაოდ თუმცა გადავიფიქრე და სხვა რამეს გაჩუქებ
- რას? - დრაკო ინტერესმა შეიპყრო
- არ გეტყვი - თვითკმაყოფილად გაიღიმა - აი როგორია როცა რაიმეს გიმალავენ...ახლა ჯობს წავიდეთ, უიზლის დავპირდი რომ „ფლორიშ ენდ ბლოტსთან" შევხვდებოდით. ფრთხილად უნდა ვიყოთ რადგან ის სულელური რუკა ვერ დაგვეხმარება...
- რა რუკა?
- რა და ონავრების რუკა, რომელიც უიზლის ქონდა. პოტერს მოპარა და მერე დაუბრუნებს ალბათ. მაგის წყალობით მოგაგენით, ახლა გაიგე?
- ეგ რუკა მართლაც გამოსადეგარია, ადრე ჰერმიონმაც მაჩვენა...
- ვაუ, ჰერმიონმა? თქვენ ორი როდის მერე მიმართავთ სახელებით? - ბლეზი ეშმაკურად იღიმოდა
- დიდი ხანი არაა - სწრაფად უპასუხა დრაკომ და მზერა აარიდა მას - წავედით!
- მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ თემაზე... ეხლა სამ თვლაზე გავრბივართ, კარგი?
- კარგი
- ერთი... - ბლეზმა ნელ-ნელა დაიწყო დათვლა
- სამი! - დაიყვირა დრაკომ და კისრისტეხით გავარდა „ფლორიშ ენდ ბლოტსისაკენ"
- ეეეე, შენ ადრე გაიქეცი, მატყუარა! - დაუღრიალა ზაბინმა და გამოეკიდა
--------------------------------------------------
მკითხველნო მხარი დამიჭირეთ დაVoteბით, თუ რათქმაუნდა მოთხრობა მოგწონთ და კითხვის გაჩენის შემთხვევაში დააკომენტარეთ 😍😍 მიყვარხართ ყველანიი 😘
BẠN ĐANG ĐỌC
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...