დრაკომ და ჰერმიონმა გადაწყვიტეს ოდნავ საღამოსკენ გადაედოთ ბიბლიოთეკაში შეხვედრა. მანამდე ჯინიმ დრო იხელთა და ჰერმიონი თავის საძინებელში მოიმწყვდია სალაპარაკოდ. დრაკოს საძინებელში კი თავად ბლეზი და დრაკო საუბრობდნენ
- ჰერმიონ თუ ანალიზებ რომ მკვდარი ვირთხა მოგწონს? - ჯინი ჰერმიონის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე
- არა რაა, ამიტომ არ ღირს შენთან ერთად რამეზე საუბარი. მე მალფოი არ მომწონს! - ჰერმიონი თან გაბრაზდა მაგრამ თან გაეცინა. მალფოის ეს სახელი ძალიან უხდებოდა. მან თავი ჩარგო წიგნში რაც ალბათ გასაკვირი არ არის
- ოოო, მაგ წიგნის დასამთავრებლად წინ კიდე ოთხი კვირა გაქვს, შეეშვი - ჯინიმ წიგნი წაართვა ჰერმიონს და გვერძე გადადო
- კაი, რაზე გინდა მესაუბრო?
- შენზე და მალფოიზე. როგორ მიდის საქმეები თქვენს შორის?
- კარგად
- სერიოზულაად? რა კარგად?
- ხო კაი არაჩვეულებრივად და ეხლა მოკეტე
- თქვენს შორის კიდევ რაღაც მოხდა, ანუ 2 დღის წინ რომ აკოცეთ...
- აუ ნუ შემჭამე ჯინი, არაფერი არ მომხდარა და ამავდროულად კოცნა ჩემთვის არც არაფერს წარმოადგენდა
- ანუ ვერაფერი იგრძენი?
- ვერა
- რატო?
- იმიტომ რომ მე ის არ მიყვარს. გითხარი რომ რადგანაც სველი ვიყავი და თან იმ მომენტით ბედნიერიც, ჩემდაუნებურად ვაკოცე მეთქი
- ხო კარგი კარგი და ნიძლავზე რას მეტყვი? დამარცხებული გამარჯვებულისგან ხომ მიიღებს კოცნას?
- ჩემი გაბრაზება და გამწარება გინდა ხომ? - ჰერმიონი წიწაკას დამსგავსებოდა
- საიდან მიხვდი? ეგაა სწორედ ჩემი მიზანი - ჯინიმ ჩაიცინა -კაი და ვინ იგებს ნიძლავს?
- არ ვაპირებ გითხრა
- მითხარი
- არა
- მიდი რაა
- არა ჯინი, მოიცადე და გაიგებ. სულ რაღაც სამი დღე დარჩა (პ.ს ანუ დღეები გამოტოვებულია და მაგიტო). კარგი მე წავედი აბაზანა უნდა მივიღო - ჰერმიონმა გაუღიმა
- იმედი მაქვს დაიხრჩობი
- მადლობა, მეც მიყვარხარ
- აპირებ მალფოის შეხვდე?
- ნუ შესაძლოა...
- იმედია ზაბინიც გამოსტყუებს ინფორმაციას მალფოის - თავისთვის ჩაიბუტბუტა ჯინიმ და საერთო ოთახში გავიდა
--------------------------------------------------
ცოტა ხანში...
- მიდი რაა, აღიარე
- რა ვაღიარო? - მალფოიმ გაოცებული სახით შეხედა ბლეზს
- თქვენს შორის რაღაც მოხდა
- არაფერი არ მომხდარა
- არა?
- დიახ
- როგორ თუ არაფერი, თქვენ ხო ერთმანეთს აკოცეთ?
- მერე რა? რატო გაინტერესებს ასე ძაან?
- იმიტომ რომ ეს გეგმის ერთ-ერთი ნაწილია
- ძაან გინდა იცოდე ხომ? მოიწი რაღაც უნდა გაჩვენო - დრაკომ ბლეზი კუთხეში გაიყვანა, თითქოს მართლაც აპირებდა რამის ჩვენებას
- აბა რა არის? - მიიწია ბლეზი და დრაკომ თავში ძლიერად წამოარტყა
- ეს რისთვის? - ბლეზმა წამოიყვირა და თავზე ხელი მოისვა
- იმისთვის რო ტვინი აღარ შეჭამო და ნერვის კიბო არ დამმართო. ვიცი რომ ჩემზე შეყვარებული ხარ ზაბინი მაგრამ ამდენიც არაა საჭირო - დრაკომ გაიცინა და სააბაზანოსკენ წავიდა
- და ახლა ვინ არის იდიოტი?
- ისევ შენ
- ნაბიჭვარი - ბლეზმა ბრაზით ჩაილაპარაკა
- გავიგონეე - მოაძახა დრაკომ
- სად ჯანდაბაში მიდიხარ?
- სააბაზანოში და იმედია აქაც არ შემომყვები. შხაპი უნდა მივიღო - წარბები ასწია დრაკომ და კარებში გაუჩინარდა
- მართლაც იდიოტი ნაბიჭვარი - ბუზღუნით გავიდა საერთო ოთახში ბლეზი და იქ რათქმაუნდა ჯინი შემოხვდა
- ჰერმიონი სიტყვას არ ძრავს. ორივე ჩუმალები არიან. არ ვიცი როგორ ვაღიარებინო. ჩვენ ვცდილობთ დავაახლოვოთ და სანაცვლოდ რას ვიღებთ? მხოლოდ კრიტიკას - ჯინი განაწყენებული ჩანდა
- სრულიად გეთანხმები - ბლეზმაც მხარი აუბა
- კარგი მოვიცადოთ სამ დღეში კიდე ხომ აკოცებენ. მე უნდა წავიდე, ჩემი შეყვარებული მელოდება, აბა კარგად ზაბინი - ჯინი ფეხზე წამოდგა
- ხოო, მეც უნდა შევხვდე... - უცებ მიხვდა თავის შეცდომას ბლეზი და ჩაახველა - ...ჩემს თავს, მარტო მინდა ვიყო
- აჰა, ანუ შეყვარებული გყავს - ჯინიმ ზუსტად ისე დაიწყო მოქცევა როგორც რამოდენიმე დღის წინ აწვალებდა
- რაა? საიდან მოიტანე ეგ სისულელე? - ბლეზი კარისკენ წავიდა
- ბლეზ
- ჯინი
- რა ჰქვია? - ღიმილით ჰკითხა ჯინიმ
- ვის?
- შენს შეყვარებულს
- ჩემს რაას? მე არ მყავს შეყვარებული და ეს სრულიად შეუძლებელიცაა
- ზაბინი აღიარე თორე...- ჯინიმ მალფოიზე ცივი მზერა ესროლა მას
- თორე რა?
- რა და მე თვითონ ვიპოვი იმ გოგოს... კაი შეგიძლია წახვიდე და იმხიარულო მასთან ერთად. თან მომიკითხეე - მიაძახა ჯინიმ როცა ბლეზმა გამწარებით მოიჯახუნა კარი
-------------------------------------------------
ჰერმიონმა დაამთავრა სამი პერგამენტის ზომის ესე-ს წერა შხამ-წამლების შესახებ და ახლა დრაკოს გახედა რომელიც კუს სიჩქარით წერდა პერგამენტზე
- დაამთავრე? - ჰკითხა ჰერმიონმა
- კი - ცოცხალ-მკვდარი ხმით უპასუხა დრაკომ - შენ მე აქ მომკლავ
- ჩემი ჯოხი რომ მქონდეს აქ ჯდომის ნაცვლად ჰოგსმიდში გავიპარებოდით, თუმცა არა, ვიღაც არ მიბრუნებს
- რა გინდა, ლიფი ხო დაგიბრუნე?
- მე ჩემი ჯოხის დაბრუნება უფრო მეტად მინდა ვიდრე ლიფის
დრაკომ წარბი ასწია
- შეგიძლია ჩემი ჯოხი გამოიყენო
- არა
- ხოდა კაი, მე სულ არ მადარდებს. არ წავალთ ჰოგსმიდში
- ოოო უნდა წავიდეთ რატო არ გესმის? საშობაოდ საჩუქრები მაქვს საყიდელი მეგობრებისთვის და თან არამარტო მე, შენც
- ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი
- ზაბინზე რას იტყვი? ის შენი მეგობარია და დარწმუნებული ვარ შენგან საჩუქარს ელოდება
- მას ყველაფერი აქვს რაც უნდა: ფული, ახალთ ახალი ცოცხი, ჩასაცმელი და კიდე რავიცი...
- მგონია რომ შენგან მაინც ელოდება რამე საჩუქარს
- მე კიდე ვიცი რომ არაფერს ელოდება - გაიღიმა დრაკომ და ჰერმიონს გახედა
- შენთან ლაპარაკს აზრი არააქვს
დრაკომ მლავები მაგიდაზე დააწყო და ჰერმიონისკენ წამოიწია
- გინდა რომ მეც მიყიდო საშობაოდ საჩუქარი?
- კაი და რა გინდა? ახალი პიროვნება? ახალი ეგო?
- არა, მინდა რომ რაღაც შევცვალოთ ჩვენს შორის - ინტრიგულად წარმოთქვა მან
- და მაინც რა?
- მემგონი უკეთესი იქნება ერთმანეთის გვარებით მიმართვას შევეშვათ
- გინდა რომ სახელით მოგმართო?
- ეს ხომ ჩემი სახელია, არა?
- და შენც სახელით მომმართავ?
- და ეგ ხომ შენი სახელია?
- ხო მაგრამ შენთვის სახელით აქამდე არასოდეს მომიმართავს
- როგორ არა, არ გახსოვს? მაშინ მომმართე დრაკო-თი როცა ბლაჯერი მომხვდა. მაშინ ძაან შეშფოთებული იყავი და...
ჰერმიონმა სიტყვა გააწყვეტინა მას
- კარგი, დავუძახოთ ერთმანეთს სახელებით.
- არაჩვეულებრივია
- მალ...დრაკო რატომ გადაწყვიტე ესე მოქცეულიყავი? ანუ სახელით მოგემართა?
- იცი გრე...ჰერმიონ ვიფიქრე რომ რადგანაც კარგი მეგობრები ვართ ესე უკეთესი იქნებოდა
- ამას ძაან ბევრი ვარჯიში უნდა, თორე ძველი ჩვევები ეგრე მარტივი დასავიწყებელი არაა
- ხოო
ჰერმიონმა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო საუბარი
- ვფიქრობ ღამით, სასაუბროდ შეხვედრები ასტრომიის კოშკში არ გვაწყობს რადგან შეიძლება ვინმემ დაგვინახოს და რამე იფიქროს. ასე რომ ჯობს სხვაგან გადავინაცვლოთ...
- მიგიხვდი
- რას?
- ანუ ჩვენს საერთო ოთახში გადავინაცვლოთ
- ხო - ჰერმიონმა გაიღიმა - და შენ ეს გაწყობს?
- კი, რატომაც არა. ბლეზმა და უიზლიმ იციან რომ ჩვენ მეგობრები ვართ და დასამალი არაფერია. ღამით როცა დაეძინებათ ჩვენ ვისაუბროთ ხოლმე
- კარგი მაშინ ხვალიდან ესე მოვიქცეთ, ვახშმის შემდეგ ვისაუბროთ
- არაჩვეულებრივად ჟღერს, თუმცა კიდე მინდა რაღაც ავღნიშნო
- რა?
- გახსოვს ჩვენ რომ ერთმანეთს ვაკოცეთ?
- როგორ არ მემახსოვრება? ყოველ წამს მახსენებ და რა დამავიწყებს? - ჰერმიონმა თავი გადააქნია
- ხო და ესეც ერთ-ერთი მიზეზია
- არა, ჩვენ ერთმანეთს აღარ ვაკოცებთ და ეგრე ტყუილად გგონია - ჰერმიონი წიგნს დასწვდა - ჩვენ მეგობრები ვართ - მან წიგნი ბიბლიოთეკის ერთ-ერთ განყოფილებისკენ წაიღო
- მეგობრები? მეგობრებზე მეტი რომ ვიყოთ არ გინდა? - ფეხზე წამოდგა დრაკო და ჰერმიონს მიჰყვა
ჰერმიონმა წიგნი თაროზე დადო და დრაკოს მოუბრუნდა
- არა!
- რატომ არა?
- და აბა, რატომ?
- იმიტომ რომ შენ ჩემს მოხიბვლას ცდილობ და ამას შენსავე სასარგებლოდ ვამბობ - ამაყად ჩაილაპარაკა მალფოიმ
- რაა? გაწიე ეგ ცხენის სახე, სულაც არ გხიბლავ!
- ნამდვილად?
- დიახ
- კარგი მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს, ერთმანეთს ვაკოცოთ და ვნახოთ თუ რამეს იგრძნობ... თუ არა, მაშინ მეგობრებად დავრჩეთ - დრაკომ კმაყოფილად გაუღიმა
- თუ ჩვენ ვაკოცებს...ახლა, ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარს შეწყვეტ?
- თუ არაფერს იგრძნობ, მაშინ კი
ჰერმიონი დიდხანს უყურებდა ერთ წერტილს. ვერ გადაეწყვიტა დათანხმებოდა თუ არა
- აბა?
- თუ მე კოცნით ვერაფერს ვიგრძნობ...
- ამის შემდეგ აღარასოდეს არ ვისაუბრებ ამ თემაზე და ჯოხსაც უკან დაგიბრუნებ - დაუმატა დრაკომ და ჰერმიონს მიაშტერდა
- არა - საბოლოოდ თქვა და კარისკენ წავიდა მაგრამ დრაკომ ხელი ჩასჭიდა მაჯაში და მოაბრუნდა.
- არა დრაკო - ჰერმიონმა მისგან თავი გაინთავისუფლა - უნდა წავიდეთ. ძაან ბევრი იმეცადინე, ტვინი გადმოგდის და სჯობს დაისვენო - თავისი წიგნი და კიდევ სხვა ნივთები აკრიფა მაგიდიდან
- მხოლოდ ერთი კოცნა - დრაკომაც აიღო თავისი წიგნი და ჰერმიონს ფეხდაფეხ მიჰყვა
- როგორც ვატყობ შენ ცდილობ ჩემს მოხიბვლას რადგან ასე ძაან გინდა მაკოცო და პლუს ამას ძაან ჯიუტიც ხარ - მან ისევ განაგრძო საერთო ოთახისკენ გზის გაკვლევა
- ხო ჯიუტი ვარ და შეიძლება იმიტომ რომ მე ნამდვილად ვცდილობ მოგხიბლო
- რაა? - ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა
- შეიძლება გხიბლავ, არ ვიცი
- შეიძლება? - ჰერმიონმა ისევ გამოხატა გაოცება. არისტოკრატის პორტრეტს პაროლი უთხრა და საერთო ოთახში შევიდნენ
- შეიძლება - დრაკომ გაიმეორა და ორივენი ერთად ბუხრის წინ დადგნენ
ჰერმიონი მზად იყო შეპასუხებოდა, მაგრამ დრაკომ წელზე ხელი მოხვია და მასთან ახლოს მიიზიდა
- დრაკო არა
- ჰერმიონ - დრაკომ ნაზად გაუღიმა და ჰერმიონს უნდა ეღიარებინა რომ ამან ცოტა არ იყოს დააჰიპნოზა
- არა
- კი - უთხრა და მისკენ მიწია თავი ნელ-ნელა
- არა - ჰერმიონმა მოიშორა დრაკო და გვერძე გაიწია
- კაი რაა ძილის წინ კოცნას არ ვიმსახურებ? - დრაკომ საცოდავი სახე მიიღო - ძალიან დაღლილი ვარ. ძილი მჭირდება, მაგრამ არამგონია დამეძინოს თუ ძილის წინ კოცნას არ მივიღებ - ეშმაკურად ჩაიცინა
- მე ეგრე არ ვფიქრობ
- სამაგიეროდ მე ვფიქრობ - დრაკომ მისკენ გადადგა ნაბიჯი. მაჯები დაუკავა და წინ წაიწია
- არა მეთ...
წინადადება ვერ დაასრულა რადგან მოულოდნელად ვიღაცის ხმა მოესმა
--------------------------------------------------
ჩემო მკითხველნო გთხოვთ მხარი დამიჭიროთ დაVoteბით და კომენტარით <3 Lots Of Love xxx
BẠN ĐANG ĐỌC
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...