- ჰმმმ, სად არიან ჰერმიონი და მალფოი? - ჰარიმ თავის შეყვარებულს ჰკითხა როდესაც მასთან და ზაბინთან ერთად მაგიდას მიუჯდა დიდ დარბაზში
- აზრზე არ ვარ. რამოდენიმე წუთის უკან ჩემთან ერთად იყო - ჯინიმ გაკვირვებით წარბი აიწია და ბლეზს გახედა - შენ იცი სად არიან?
- მე ბოლოს ოთახში ვნახე და მეგონა შენ გამოგყვებოდნენ - მან ბეკონის დიდი ნაჭერი ჩაიდო პირში
- ორივე ჩემს ძმას მაგონებთ, მასსავით დაბდურა და უყურადღებოები ხართ - ჯინიმ ორივე გააკრიტიკა და ისევ ჰარის ჰკითხა - ჰარი, შენ აქ ჩვენთან ერთად როდის მერე ჯდები?
- მე და ჰერმიონმა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ რომ ხანდახან ერთად მიგვერთვა საჭმელი და თან გვესაუბრა ხოლმე, თუმცა თვითონ სადღაც გაჰქრა და...
- წარმოდგენა არ მაქვს მათ თავს ეხლა რახდება - ჯინიმ ნახევრად მოიტყუა და ნახევრად სიმართლე თქვა, რადგან:
#1 მან იცოდა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ ორს შორის
#2 მას მართლაც არ ჰქონდა წარმოდგენა თუ რას აკეთებდნენ ისინი ამ წუთას
- დავიჯერო მალფოი არაფერს გიყვება ხოლმე, თუ რის გაკეთებას აპირებს? - ჰარის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
- არა, ერთ მცირე დეტალსაც კი, საკუთარ თავში ჩაკეტილ აუტისტ ბავშვს გავს - ზაბინთან ერთად შეყვარებულ წყვილსაც გაეცინა
- რონი ჩვენ გვიყურებს? - ჰარიმ ჯინის ჰკითხა რადგან თვითონ ზურგით იჯდა რომ ვერ შეემჩნია
- ხო მაგრამ ლევენდერი უფრო ინტერესით მოგვშტერებია, ჭორიკანასავით. ოო ღმერთო ნეტა როდის დაშორდება რონი?! ასეთი იდიოტი რა ჯანდაბად უნდა? თუმცა რას ვიზამთ ჩემი ძმაა უტვინო... - ჯინიმ ღრმად ამოისუნთქა
ბლეზმა მოხარშული კვერცხის გაფცქვნა დაიწყო და თან ლევენდერი ფიქრებიდან გამოიყვანა მოულოდნელი დაყვირებით
- ბრაუნ! სურათი გადაგვიღე, მერწმუნე, უფრო დიდხანს შეგეძლება ყურება - გაბრაზებული ლევენდერი უკან გაბრუნდა ტრიო კი სიცილით იხოცებოდა
--------------------------------------------------
ჰერმიონმა შემთხვევით დრაკოს დააბიჯა ფეხი და სანამ დაიყვირებდა მანამდე ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო
- ეს რატო გააკეთე? - გამწარებით ჩასჩურჩულა დრაკომ
- კაი ხო, არ მოკვდები ნუ გეშინია...ქალუსიავ
- კმარა ამდენი ჩურჩული, აქ აღარავინაა - კორიდორი მართლაც დაცარიელებული ჩანდა
- სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რაიცი ეგებ უცებ ვინმე მოგვადგეს - ჰერმიონი ქანდაკებას მიუახლოვდა და ჯოხი მიუშვირა, თან წარმოთქვა - დისენდიუმ!
ქანდაკება გაიხსნა და ჰერმიონმა ჯოხი თავის ადგილზე შეინახა.
- ვაუუ - ჰერმიონის მაგიით აღფრთოვანებული იყო დრაკო
ისინი ნელნელა დაიძრნენ რომ ფეხის ნაბიჯების და ხითხითის ხმა მოესმათ
- დრაკო, გთხოვ მითხარი რომ ეს შენ იყავი - ჰერმიონი ადგილს მიეყინა
- ჯანდაბა! ჩქარა შედი - ჰერმიონმა იგრძნო ორი ხელი როგორ აწვებოდა საჯდომზე :დ რომ სწრაფად გამძვრალიყო ქანდაკების უკან. მან უცებ დაიკივლა რადგან პირდაპირ თავით გადაეშვა უკუნით სიბნელეში და მუცლით დაეცა იატაკზე. 2 წამიც არ იყო გასული რომ მას დრაკო მოჰყვა და ის ჰერმიონის ზემოდან აღმოჩნდა იგივე პოზიციაში
ჰერმიონს თითქოს ყველა ნეკნი ჩაემტვრა და ტკივილისგან დაუყვირა
- გაწიე ეგ შენი უკანალი იდიოტო - მან უკან მოიხედა და დაინახა როგორ ჩაიკეტა გასასვლელი, თანაც მოესმა ორი გოგოს გაქცევის და ხითხითის ხმა
- ჯანდაბა გვიპოვეს - დრაკო ფეხზე წამოდგა
ჰერმიონიც ადგა, წელში გაიმართა და ტანსაცმელი დაიფერთხა
- ძაან მძიმე ხარ, ძვლები ჩამინგრიე
- შენი ბრალია რომ არ გაინძერი თავის დროზე
- სხვათა შორის არანაირი უფლება არ გქონდა საჯდომზე რომ შემხებოდი - ორი გაცეცხლებული თვალი მალფოის უყურებდა
- ეგეც შენი ბრალია რომ დროზე არ გაინძერი - დრაკო წინ წავიდა და ჰერმიონს მოაძახა - ისე ცუდი არ იყო - და ჩაიცინა
მის უკან მდგომი გამწარებული გრიფინდორელი გოგონა უკვე თვალის დაუხამხამებლად დამარხავდა მას, იმდენად გააცოფა მისმა სიტყვებმა
- სულს ამოგხდი დრაკო მალფოი! - დაუღრიალა ბოლო ხმაზე
- ვერ ამომხდი
- და რა მიშლის ხელს?
- შენ ხომ გიყვარვარ, არ გახსოვს? - ყურში ჩასჩურჩულა და ასაფეთქებლად მომზადებულ ჰერმიონს კისრისტეხით გაექცა
- მოდი აქ...შე...შე...უჰჰ - თან მისდევდა და თან უყვიროდა
--------------------------------------------------
ჰარი ჯინი და ბლეზი ახლახანს მორჩნენ საუზმეს რომ ორი გოგოს ბუტბუტი და სიცილი მოესმათ
- დაინახე ისინი? შენი აზრით სად მიიპარებოდნენ? - ერთმა გოგომ თავის მეგობარს ჰკითხა
- ერთად რა საყვარლები არიან, ძალიან უხდებიან. დრაკო მალფოი და ჰერმიონ გრეინჯერი...თითქოს აკრძალულ სიყვარულს ჰგავს მათი ურთიერთობა - მეორემ უპასუხა და ოდნავ გაწითლდა - აუუ როგორი რომანტიულია...ერთად გაიპარნენ და მარტო იქნებიან საყვარლად
ტრიო მათ საუბარს უსმენდა. მათ ჯინი გამოეყო და ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონებს
- ზუსტად სად დაინახეთ ისინი, შეგიძლიათ მითხრათ? - ჯინიმ მოულოდნელად ჰკითხა ლაპარაკში გართულ გოგონებს რომლებიც უეცრად შეხტნენ შიშით
- ჩვენ...მე..მესამე სართულზე დავინახეთ ქანდაკებასთან - ერთ-ერთმა გოგომ სწრაფად ჩაუკაკლა ინფორმაცია
- გმადლობთ, და ამის შესახებ არავის მოუყვეთ - ზედმეტი სიტყვის გარეშე დატოვა ისინი და იქვე მდგომ ბიჭებს დაუბრუნდა
- ღმერთო ჩემო, ეს ჯინი უიზლი არ იყო? ჰარი პოტერის შეყვარებული! - გოგონებს სალაპარაკო თემა არ გამოელიათ და ისევ მოყვნენ ჭორაობას, როცა ჯინი უკვე კარგა ხნის წასული იყო
- რა გითხრეს? - ჰარი მოუთმენლად წრიალებდა ერთ ადგილზე
- სკოლის გარეთ წასულან
- ჰოგსმიდში - დაასკვნა ჰარიმ
- ჯანდაბა, ეს უნდა მცოდნოდა. ისინი საშობაოდ საჩუქრების საყიდლად არიან გაპარულები - ბლეზი ეხლა გარკვეულიყო საქმეში
- ჰო კარგი წავიდეთ და ჩავიცვათ, ჩვენც ჰოგსმიდში მივდივართ - ჰარიმ ჯინის ხელი ჩაჰკიდა - ზაბინი შენ წამოხვალ?
- კი წამოვალ და იქ როგორ მოვხვდებით?
- ერთი არაჩვეულებრივი გასასვლელი ვიცი და დარწმუნებული ვარ ისინიც სწორედ იქიდან გაიპარნენ
- კეთილი
ტრიო წავიდა მოსამზადებლად, რათა ჰოგსმიდში გაპარულიყვნენ და დრაკოს და ჰერმიონისთვის "პაემანი" ჩაეშხამებინათ
- შეგხვდებით ბიბლიოთეკასთან ერთ საათში - ჰარიმ ბანდას მიმართა სიტვით და მალევე დაიშალნენ
--------------------------------------------------
- ვინ იფიქრებდა რომ ჩემთან ერთად პაემანზე გინდოდა წამოსვლა - დრაკომ ჩაიცინა და ხალხით გაჭედილ ქუჩებში გზას იკვლევდა
- ეს პაემანი არ არის! - ჰერმიონიც არ ჩამორჩა პასუხში
- სიმართლე გითხრა "საშობაოდ საჩუქრები უნდა ვიყიდო" ცოტა უშინაარსო მიზეზია, ისეთი რომ ადამიანს ვერ მოატყუებ, ჯობდა სხვა მოგეფიქრებინა - მისი წვალებით სასწაულად ერთობოდა მალფოი
- დრაკო, ეს პაემანი არ არის!
- ხო, კაი - "ვითომ დავიჯერე"-ს სახით შეხედა დრაკომ
- იდიოტი ხარ - ჩაიბუტბუტა ჰერმიონმა
- შენ კიდე ჩემზე შეყვარებული ხარ! - მანაც ჩაიბუტბუტა საპასუხოდ
ჰერმიონმა ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს რომ მისთვის ბოლო ხმაზე არ დაეკივლა
- ძაან მშია - დრაკომ მუცელზე ხელები დაიდო - შენ არ გშია?
- არა! - ეს უპასუხა თუმცა მუცელმა საპირისპირო დაუმტკიცა, როცა დაიღმუვლა :დ ჰერმიონს შერცხვა და გაწითლდა
- აბა ეს რა იყო?
- ხო კაი, ცოტათი მშია - მუცელმა უფრო დიდი ხმა გამოსცა მის საწინააღმდეგოდ - კაი, ძაან მშია
- ტყუილების თქმას უნდა გადაეჩვიო - დრაკომ ამაყად გაიღიმა
ჰერმიონი მიხვდა რომ მასთან ზედმეტ საუბარს აზრი არ ჰქონდა და ამიტომ თავი შეიკავა შეპასუხებისგან.
- მოუჩქარე გვაგვიანდება, ბევრი დრო არ გვაქვს
- კარგი რა, თავზე საყრელი დრო გვაქვს. ჯერ ხომ მხოლოდ...- დრაკომ მაჯის საათს დახედა - ჯანდაბა, ეს იდიოტი საათი ისევ გაჩერდა
ჰერმიონმა მის საათს შეხედა, რომლის ისრებიც სრულიად გაქვავებულიყვნენ
- რამდენი ხანია რაც გაქვს?
- ორი წელია, შეიძლება სამიც. ნუ ფაქტია რომ ძველია. ბაბუისგან გადმომეცა მემკვიდრეობით - მან ბრაზით მოიხსნა საათი და რადგანაც გადაგდება დაენანა ჯიბეში ჩაიდო - ჯერ ადრეა, ჩვენ ათზე წამოვედით და ახლა თერთმეტის ნახევარი იქნება მხოლოდ
- ცოტა საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ჯერ უნდა შევარჩიოთ და მერე ვიყიდოთ საშობაო საჩუქრები დრაკო, და ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს მერწმუნე
- მაინც ვერ მიგიხვდი რაღაცას
- რას?
- რაღა მაინც და მაინც დღეს გადაწყვიტე აქ მოსვლა? არ შეიძლებოდა ცოტა დაგვეცადა - დრაკოს სახე მოეღუშა.
- დღეს არაჩვეულებრივი დღეა შოპინგისთვის რადგან გაზეთში წავიკითხე რომ საშობაოდ დიდი ფასდაკლებაა, ასე რომ მიზეზი სწორედ ესაა. თანაც თოვს, საშობაო განწყობა სუფევს, ულამაზესი დეკორაციებია, ნუთუ არ მოგწონს? - ჰერმიონს თვალები უბრწყინავდა
ორივენი იქვე არსებულ მომცრო კაფეში შევიდნენ
- და დღეს ფასდაკლების ბოლო დღეა, თუ რახდება? - დრაკო სკამზე მოთავსდა და ჰერმიონს მიაშტერდა რომელიც მის წინ იჯდა.
- კაი რა ეგრე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მხოლოდ ფასდაკლება მადარდებეს და ეგოისტი ნუ გამოგყავარ - ჰერმიონმა წარბები ასწია - თუმცა მართალი ხარ ფასდაკლების ბოლო დღეა დღეს
დრაკოს ჩაეცინა
- ჩემი გაღიმება არასოდეს გეშლება ჰერმიონ გრეინჯერ
- ხო, რათქმაუნდა ეგ ჩემი ყველაზე დასაფასებელი უნარია - მანაც გაიღიმა - სად სიცხეში წავიდა მიმტანი
- დაიცადე, აი მოდის უკვე
მალე გამოჩნდა მიმტანიც რომლის დაახვაზე ჰერმიონს ხალისი წაუხდა და სახე მოეღუშა
- გამარჯობა. დღეს რითი მოგემსახურო? - ქერათმიანი გოგო დრაკოს ეშმაკურად უღიმოდა და თითქოს ეფლირტავებოდა კიდეც. მან ჰერმიონს ყურადღება არც კი მიაქცია და მხოლოდ ცისფერთვალება ბიჭს სჭამდა თავისი მზერით
ჰერმიონი გაცეცხლებულიყო: "სადაც კი წავალთ მოსვენებას არავინ გვაძლევს" - თავისთვის ჩაიბუტბუტა
- გაგიმარჯოს - დრაკომ ყველაზე შარმიანი ღიმილით გახედა მის წინ მდგარ მიმტან გოგოს
ჰერმიონმა ზიზღით შეხედა მას
- გამარჯობა, ისე მეც აქ ვარ რო რამე - ქერათმიანმა გოგომ მხოლოდ ახლა შენიშნა ჰერმიონი და მას მკვლელი მზერით გამოხედა, თან მენიუ გაუწოდა. შემდეგ ისევ დრაკოს მიაპყრო თვალები და მასაც გადასცა მენიუ, ოღონდ უფრო ტბილი ხმით უთხრა
- სასმელს რას მიირთმევ?
ჰერმიონმა ბრაზით შეხედა
- მე წყალს ავიღებ - ძალაძალით გაუღიმა
ახლა დრაკოს გახედა
- შენ რას აიღებ?
- მეც წყალს დავაყოლებ, გმადლობ... - მან მიმტანის გულსაბნევს დახედა - ...ქეით - შემდეგ ჰერმიონს გახედა და ჩასჩურჩულა - ნახე, მასაც ქეითი ჰქვია
- კარგი ცოტა ხანში დავბრუნდები და შეკვეთას ჩავიწერ, აბა კარგი დრო გაატარე - მან ისე მიმართა დრაკოს თითქოს მის გვერდით არავინ მჯდარიყოს და მალევე დატოვა იქაურობა
--------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონათ... მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით ;)
![](https://img.wattpad.com/cover/154936965-288-k586472.jpg)
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...