- დღეს შობის წინა დღეა, ჰერმიონ! თუ იცი ეს რას ნიშნავს შენთვის, ნუ ხო კაი ჩვენთვის? - ჯინიმ წარბები აათამაშა და გაუღიმა მეგობარს, თან ზაბინისკენ მიუთითა - აბა?
- არა, არ მინდა! - ჰერმიონმა მტკიცედ განაცხადა და დრაკოს „დამეხმარე"-ს თვალებით უყურებდა, თან გვერძე მიუჯდა და ჩასჩურჩულა - დროზე წავიდეთ აქედან სანამ ტვინი გაბურღეს
- რა უნდათ, რას გულისხმობს? - დრაკომაც ჩასჩურჩულა - რამე ცუდია?
- ზაბინის უნდა რომ მე მელაპარაკოს ცალკე და ჯინის უნდა რომ შენ გელაპარაკოს
- რაა? არა! არა! არა! არა! შანსი არაა! რომც მოვკვდე მაინც! - დაიყვირა დრაკომ და ყველას ყურადღება მიიქცია
ჯინიმ და ზაბინმა ერთმანეთს გაკვირვებით მიაპყრეს მზერა
- რა გჭირთ?
- ჩვეენ... არაფერი, რა უნდა გვჭირდეს? - თითქოს არაფერიო, ისეთი სახე მიიღო დრაკომ
- კარგი, ანუ იცი დღეს რაც გვაქვს გეგმაში? - ბლეზმა მეგობარს გახედა
- არა! ამას არ გავაკეთებ! უიზლისთან ერთად სალაპარაკოდ არ წავალ, ავადა კედავრაც რომ მესროლოთ, მასთან ერთად ცალკე მაინც არ ვილაპარაკებ...* ერთი წუთის შემდეგ *
- აბა დრაკო... მომიყევი, რა მოგწონს ჰერმიონში ყველაზე მეტად? - ჯინი ხელით აწვებოდა და ძალით მიათრევდა დიდი დარბაზიდან საერთო ოთახისკენ
- არაფრის მოყოლას არ ვაპირებ უიზლი - ჯიუტად გაიძახოდა თავისას დრაკო
- უიზლი? სერიოზულად? ვიფიქრე ერთმანეთს სახელებით მივმართავდით...
- ჩვენ არც არასდროს ვეძახდით ერთმანეთს სახელებით და არც დავუძახებთ - მტკიცედ უპასუხა და თავის დაძვრენა მოახერხა ჯინის ხელებიდან - თქვენის ნებართვით, მნიშველოვანი საქმე მაქვს და უნდა წავიდე
წითელთმიანმა, გაბრაზებულმა გოგომ მალფოის მომაკვდინებელი მზერა ესროლა
- მართალია ამის გაკეთება არ მინდა, რადგან შენ ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული ხარ, თუმცა როგორც ვატყობ მომიწევს... - ჯინიმ ჯოხი ამოიღო და მას მიუშვირა
როგორც ყოველთვის დრაკო ჯოხის დანახვაზე ქალივით აკივლდა და სხვა გზა აღარ დარჩა, უნდა ესაუბრა მასთან ერთად
--------------------------------------------------
ბლეზთან ერთად კორიდორში მომავალი ჰერმიონი სიცილით იგუდებოდა მისი მონაყოლის გამო
- რა ქნა დრაკოომ?
- რა და ფანჯრიდან გადმოვარდა გოგოზე შთაბეჭდილების მოხდებას რომ ცდილობდა, თანაც მეხუთე სართულიდან. ვერ ვიტყვი რომ არ გამოუვიდა, სამი საათი გაშტერებული სახით იხედებოდა ის გოგო, ეიფორიაში იყო - ბლეზმა ისევ მოუთხრო და თვითონაც ეცინებოდა
- ასეთი მოუხერხებელი როგორაა, როგორ გადმოვარდა?
- როგორ და ფანჯრის რაფაზე ისხდნენ ღამით და ცას უყურებდნენ. მერე ჩვენს გმირს ძაან მოუვიდა გადახრა და 5 წამში მიწაზე „ესვენა" - ისევ ხითხითებდა ზაბინი
ჰერმიონს ამჯერად მხოლოდ გაეღიმა და ისიც ყალბად
- ვინ იყო ის იღბლიანი გოგო? - უეცრად ჰკითხა და მალევე თავი გააქნია - არა, არა მოიცა ნუ მეტყვი, არ მინდა - სიტყვის თქმა არ დააცადა
- რატომ არა? - ბლეზმა ჰერმიონს „აჰაა ეჭვიანობ ხოო?!" სახით შეხედა
- იმიტო რო აღარ მაინტერესებს
- ანუ ეჭვიანობ?
- რაა? - წარბები შეკრა და მერე გაეცინა - მეე? ვეჭვიანობ? რათქმაუნდა, არა. რატომ უნდა ვეჭვიანობდე ვიღაც გოგოზე, რომელიც კარგა ხნის წინ უყვარდა?
- არა, ეჭვიანობ!
ჰერმიონმა ამჯერად მკაცრად გამოხედა
- არ ვეჭვიანობ მეთქი! - ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ მერე კი ჰერმიონმა დაამატა - ისე სიმართლე გითხრა დრაკოს ჩემთვის შთაბეჭდილების მოსახდენად ფანჯრიდან გადმოვარდნა არ სჭირდება. ისედაც მაოცებს
- აჰა, ანუ ჯიუტმა, შეყვარებულმა გრიფინდორელმა გადაწყვიტა რომ სიმართლე მიამბოს თავის გრძნობებზე? - ზაბინმა წარბები აათამაშა და ჩაიცინა - ესეიგი დრაკოს თავისი სისულელეებით თავისუფლად შეუძლია თავი შეგაყვაროს, ხომ?
ჰერმიონს ლოყები აუწითლდა
- ოოო მოკეტე - მიახალა და პირდაპირ განაგრძო სიარული ქათქათა თოვლში - ტბასთან წავიდეთ? - შესთავაზა და საპასუხოდ თავის დაქნევა მიიღო
ორივენი ტბას მიუახლოვდნენ და თოვლიან მიწაზე ჩამოსხდნენ
- კარგი, ჩემზე და დრაკოზე საუბარი საკმარისია, ეხლა მომიყევი შენ და ჯინი რას აკეთებთ ხოლმე, ხშირად რომ დადიხართ სადღაც, თან გუშინდელი დღეც არ დამვიწყებია- ჰერმიონმა წარბები ასწია
- ჩვენ მეგობრები გავხდით, მას შემდეგ რაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები შეყვარებულები არიან
- მე კი მეგონა რომ თქვენს შორის მეგობრობის გარდა სხვა ურთიერთობაც იყო?
- ჰოდა ტყუილად გგონია, ის პოტერთანაა, დაგავიწყდა? - ბლეზს ცოტა სევდა დაეტყო, მაგრამ არ იმჩნევდა - ისე გავიგე რომ შენ ჯინითვის დაგიძალებია ჩემთან საუბარი, რადგან დრაკოზე რაიმე შეგეტყო. სიმართლე გითხრა დრაკომაც ზუსტად იგივე რამ მთხოვა...
- მე არ დამიძალებია ჯინისთვის - ჰერმიონმა წარბები შეკრა და ახლაღა გაანალიზა ზაბინმა რაც უთხრა - მოიცა...
ბლეზი ახლაღა მიხვდა რა სისულელე წამოაყრანტალა და ფეხზე წამოვარდა
- არა...
ჰერმიონიც წამოდგა და ცნობისმოყვარეობით მიაშტერდა
- რატომ გთხოვა დრაკომ ჯინისთან დაახლოვება? და საიდან გაიგე მე ჯინის რომ დავავალე შენთან გასაუბრება? - კითხვები ამოუსუნთქავად მიაყარა
- გრეინჯერ ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ...
- მე თვითონაც არ ვიცი რას ვფიქრობ და შენ საიდან იცი? ჰმმ რაღაცაშია საქმე... მიდი აბა ზაბინი, გამიმხილე საიდუმლო... რას მიმალავ?
--------------------------------------------------
- ჯოხით ვითომ დაშინება არ იყო საჭირო - დრაკო იბღვირებოდა და ცოფებს ყრიდა
- თუარ მოკეტავ რეალურ შელოცვას მიიღებ, შენზე ყველანაირი შელოცვა მოსულა, მათ შორის მიუტევებელიც - ჯინიმ წარბები აათამაშა - აბა მითხარი რა უყიდე საშობაოდ ჰერმიონს?
- რა შენი საქმ... - სიტყვა აღარ დაასრულა, ყურადღება ჯინის ხელში დასანახავად დაჭერილ ჯოხზე გადაუვიდა - ყელსაბამი ვუყიდე, დაკმაყოფილდი?
- ჰერმიონს მოსწონს ყელსაბამები, კარგი არჩევანია - მის დაფეთებულ სახეზე ისევ გაეცინა - ახლა მითხარი, რატომ მოგეწონა ჰერმიონი?
- რატომ უნდა გითხრა?
- იმიტომ რომ მარტივად გადაურჩე ჩემს რისხვას
- არაფრის თქმას არ ვაპირებ, მითუმეტეს შენთვის - ჯიუტად ჩაილაპარაკა დრაკომ
- როგორც ვხედავ რთულ გზას ირჩევ - ჯინი წამოდგა და მის წინ დაჯდა სავარძელში - იცი, მაინც აზრი არ აქვს მეტყვი თუ არა, ისედაც ყველამ იცის რომ შენ ჰერმიონი გიყვარს
- ყველამ? - წარბები შეკრა გაკვირვებით მალფოიმ
- აჰა, ანუ გიყვარს - ჯინიმ სიხარულით ტაში დაუკრა და წამოხტა - კარგი, გვეყოს ეს სულელური თამაშები. მითხარი, როგორ შეაყვარე თავი?
- არ გეტყვი
ჯინი უცებ წიწაკასავით გაწითლდა ბრაზისგან, მაგრამ მალე გაუარა და გაიღიმა
- კაი...ნუ მეტყვი. ჯიუტ სირაქლემასთან საუბარს აზრი არ აქვს. - ეს ჩაილაპარაკა და მწარედ ჩაარტყა ფეხი წვივში ისე რომ მალფოიმ საცოდავად ამოიკვნესა - მინდოდა მეთქვა რომ... შენი წყალობით ჰერმიონი მსოფლიოში უბედნიერესი გოგოა. ყოველ წუთას იდიოტივით იღიმის: როცა შენზე საუბრობს, ან თუნდაც როცა სამწუხარო ამბავს იგებს... ყოველთვის ბედნიერია. რაც ჩემმა იდიოტმა ძმამ გული ატკინა, მეგონა არავის შეიყვარებდა - შეწყვიტა ცოტა ხნით და ისევ განაგრძო - ამდენი ხნის განმავლობაში მხნეობა მაინც არ დაუკარგავს და მე, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები
- ვაუ, შენგან და პოტერისგან მართლაც არაჩვეულებრივი წყვილი გამოდის. ორივეს ერთნაირი ტვინი გიდევთ თავში და ერთნაირად ლაპარაკობთ. ამ ლექციას უკვე მეორედ ვისმენ...
- ხოდა იმედი მაქვს რამეს შეიგნებ. თუ რათქმაუნდა ჩვენგან განსხვავებით შენ ტვინი პარალიზებული არ გაქვს - მხარზე ნახად შემოარტყა ხელი ჯინიმ
- პატარა ბავშვივით ნუ დამცინი
- არ დაიმსახურო და არ დაგცინებ
დრაკომ ღრმად ამოისუნთქა
- კაი მითხარი რა გავაკეთო რომ თავიდან მოგიშორო?
- მითხარი რა გიყვარს ჰერმიონში - მოკლედ მოუჭრა ჯინიმ
ცოტა ხნიანი პაუზა იყო, არცერთს სიტყვა არ დაუძრავს
- ნამდვილად გინდა იცოდე? - მან როცა ჯინის მოუთმენლობით და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა დაიჭირა ისევ თავისთვის გაიმეორა კითხვა - რა მიყვარს ჰერმიონში? რად უნდა ამას ზედმეტი ფიქრი. ის ხომ ჰერმიონ გრეინჯერია, რა არ უნდა გიყვარდეს მისი? იგი განათლებული, ულამაზესი, უკეთილშობილესი, ერთული და ლოიალურია, თუმცა ჯიუტიც - თავისთვის ჩაეღიმა და ისევ განაგრძო - თუმცა კი ერთი რამ მადარდებს... მეშინია რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და ის ჩემთან აღარ იქნება, ჩემგან წავა. ნაცვლად მისი თბილი ღიმილისა, დავინახავ ზიზღით გამსჭვალულ მის მზერას, ისეთივეს, როგორსაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვხედავდი. მეშინია რომ ერთ დღეს ჩემზე სიმართლეს გაიგებს და წავა - მწუხარე თვალებით დააშტერდა დრაკო იატაკს
ჯინის გეგმამ არაჩვეულებრივად იმუშავა, იმაზე უკეთ ვიდრე თვითონ იფიქრებდა. გული სიხარულით უცემდა რადგან საბოლოოდ გაიგო, რომ დრაკოს გულწრფელად უყვარდა ჰერმიონი, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც აწუხებდა, გულს უჭამდა. ჯინის უნდოდა რომ ჰერმიონის გეგმაზე მოეყოლა, თუმცა ეს არ გააკეთა
- მას შენ უყვარხარ და არასოდეს არ მიგატოვებს
დრაკოს თვალები დაეხუჭა
- გაფრთხილებ, რაც მე გითხარი არავის უამბო, თორემ შელოცვას გესვრი - ამის თქმა და თვალების გახელა ერთი იყო
ჯინის გაეცინა - გპირდები, არავის ვეტყვი - მასთან მიიწია და ხელი მოჰკიდა - გახსოვდეს, რომ თქვენ ერთმანეთის გარეშე ისე ხართ, როგორც სამყარო მზის გარეშე, ადამიანი ჟანგბადის გარეშე. თქვენ ორივემ ერთიმეორე შეცვალეთ და გააბედნიერეთ. ვფიქრობ რომ სულიერი მეგობრებიც კი ხართ ერთმანეთისთვის. ხოლო სიყვარულს რაც შეეხება, ეს მართლაც პატარა ბავშვის გულივით წმინდა და უმანკოა. ვერავინ შეძლებს მის განადგურებას, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. თქვენი გულის გასაღებს ერთმანეთის გარდა ვერავინ დაეუფლება და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას. გაუფრთხილდი მის გულს, ნუ დააზიანებ და გაანადგურებ ისე როგორც ეს რონმა გააკეთა. შენ ის გენდობა, მთელი თავისი არსებით უყვარხარ და არასოდეს გიღალატებს, შესაბამისად არც მიგატოვებს. იზრუნე მასზე - ჯინიმ სევდიანი თვალები მიაპყრო მას
დრაკოს გულწრფელად გაეღიმა მის სიტყვებზე
- გმადლობ
- არაფერს - ჯინიმ ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა - დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. რას იტყვი გარეთ რომ გავიდეთ ცოტა ხნით? - პასუხს არც დაელოდა რომ კარებისკენ გაემართა
- არჩევანი მაინც არ მაქვს და... - ჩაიბუტბუტა და უკან მიჰყვა
- ყველას აქვს არჩევანი... თუმცა ასეთ სიტუაციაში არა - ჯინის გაეცინა და დრაკოს მოსვლას დაელოდა - იცი, ასე ხშირად საუბარს თუ გავაგრძელებს, ჩვენგან არაჩვეულებრივი მეგობრები დადგება
- აი, სწორედ მაგის მეშინია
- ოო, მოკეტე და წამოდი - ჯინიმ ხელი შემოარტყა და ისევ ძალით „წაათრია"
--------------------------------------------------
ესეც შემდეგი თავი. სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ რომ სკოლის დაწყების გამო ცოტა გამიჭირდება დადება, თუმცა მაინც ვეცდები როგორმე... მანამდე კი დამი-Vote-თ ეს თავი 😊😍
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...