ჰოგსმიდში დაბრუნების შემდეგ ჰერმიონმა თავი გაინთავისუფლა დრაკოსაგან და გვერძე გაწია
- დროს ტყუილად ნუ დავხარჯავთ, წავიდეთ - ჰერმიონმი თავპირისმტვრევით გაიქცა „სამი ცოცხისაკენ"
- როგორც გატყობ ძაან გინდა დათრობა?! - დრაკომ ჩაიცინა და უკან მიყვა
- უბრალოდ ვიფიქრე რომ ასე უფრო ვიმხიარულებდით - მცირედი ღიმილით გამოხედა
- კარგი - ორივენი კუთხეში მდგარ ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ. დრაკომ მის წინ მჯდარ ჰერმიონს ჰკითხა - აბა რას შეუკვეთავ?
- რავი მე არ ვარ სასმელებში ექსპერტი, ამიტომ შენ შეუკვეთე ჯობს - საპასუხოდ წარბიც ასწია
- კარგი, წავალ და სასმელით დავბრუნდები - ეს უპასუხა და წავიდა
მარტოდ დარჩენილმა ირგვლივ მიმოიხედა, ქურთუკი გაიხადა და გვერდით გადადო. ამასობაში დრაკოც დაბრუნდა 2 ჭიქა ვისკით ხელში და მაგიდაზე დადგა
- აი სასმელიც
ჰერმიონი ინტერესით უყურებდა სასმელს, თუმცა მალევე აიღო ჭიქა ხელში
- ძაან ცუდი გემო აქვს?
- გასინჯე და გაიგებ - თავად დრაკომ საკმაოდ მშვიდად მოსვა, რადგან ბევრჯერ ჰქონდა განასინჯი, ამიტომ არც გაკვირვებია ვისკის სიმწარე
ჰერმიონი გაურკვევლობაში იყო, არ იცოდა დაელია თუ არა. ბოლოს ცოტა მოსვა და იგრძნო, თუ როგორ აეწვა მთელი პირი, ყელი, საყლაპავი მილი და თითქოს ვეღარც სუნთქავდა. ამან დაახლოებით 5 წამი გასტანა, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ცოტა მოესვა და დაენებებინა თავი, თუმცა თავის თავს ვერ მოატყუებდა, მართლაც ძალიან მოეწონა ვისკი.
- არა, ძაან ცუდიც არ ყოფილა
- და გგონია რომ მაგას ბოლომდე დალევ? - დრაკომ ჩელენჯში გამოიწყვია და კიდევ მოსვა თავისი ვისკი
- შენ რა ეჭვი გეპარება ჩემს სმის Skill-ებში? - ჰერმიონი ოდნავ ბრაზით და წარბ-შეკვრით იხედებოდა
- რავიცი შენ არ თქვი ორი ჭიქა ბურბურახი უკვე მათრობსო? - მის წვალებას არ ეშვებოდა
- დაგენიძლავები რომ შენზე მეტის დალევა შემიძლია - გამომწვევად უთხრა მან
- მეღადავები? - დრაკომ უკან დაიხია - მე ამას რახანია უკვე ვსვამ და შენ კიდე დღეს გასინჯე პირველად. თან ამავდროულად ბევრი ვისკის დალევის შემდეგ შეიძლება მასზე დამოკიდებული გახდე და დაავადმყოფდე ჩემსავით
- აუუ, გეშინია ხო რო მოგიგებ? - ჰერმიონმა ჩაიცინა და წააქეზა
- კარგი, ეგრე იყოს
- კარგი, ვნახოთ ვინ უფრო მეტ ჭიქას დალევს და დამარცხებული... - ჰერმიონი ჩაფიქრდა და მალევე უპასუხა - დამარცხებული გამარჯვებულს ზურგზე მოიჯენს და ისე ატარებს ჰოგსმიდში
- კარგი - გაიცინა მან - მოემზადე რომ ზურგით მატარო - ეს უთხრა და ჟაკეტი გაიხადა
- შენ შენს თავზე იდარდე გირჩევნია - შარფი მოიხსნა და გვერდით გადადო, წინ კი ჭიქა მოიმზადა
- სამ თვლაზე ვიწყებთ და ამ რაუნდში უნდა მოვახერხოთ ერთი ჭიქის სწრაფად გამოცლა - დრაკომ მას მზერა მიაპყრო და ნელ-ნელა დაიწყო დათვლა - ერთი...
- ორი, სამი - დაიყვირა ჰერმიონმა და სასწრაფოდ დაიწყო მიიყუდა ჭიქა
- ეეე შენ მოიტყუე - დრაკომ პროტესტის ნიშნად დაუყვირა, თუმცა ჰერმიონი არც კი უსმენდა - ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა და მანაც დაიწყო სასწრაფოდ დალევა რომ მის მეტოქეს არ მოესწრო დამთავრება
ჰერმიონმა თვალის კუთხიდან გამოიჭყიტა და დრაკოს გახედა. ხვდებოდა რომ ამ რაუნდს თვითონ იგებდა. ესეც ასე, ერთი ჭიქა გამოცალა და მაგიდაზე "დაახეთქა", თან პირი მოიწმინდა
დრაკომ წარბი შეკრა და მის მერე დაამთავრა დალევა
- შენ მოიტყუე!
- რაც არის არის, მე მაინც მოგიგე - ჩაიცინა და წარბები აათამაშა - კიდევ გინდა?
- რა ვიცი რამდენად გაუმკლავდები?! - დაცინვით უთხრა
- გავუმკლავდები
- მაშინ, რაუნდი მეორე! - თქვა და მეორე ჭიქის მოსატანად წავიდა
------------------------------------------------
ჯინი თავისი საძინებლიდან გამოვიდა და მდივანზე წამოწოლილ ზაბინს გახედა
- შენი აზრით ამდენ ხანს რას აკეთებენ? სამი საათი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ დავტოვეთ
- რას უნდა აკეთებენ, ერთად იქნებიან სადმე
- მართლა? მადლობა რომ მითხარი, მაგას ვერც კი ვიფიქრებდი - ჯინიმ ბრაზით იქვე დადებული ბალიში თავში წამოარტყა
- აუუ - თავზე ხელი მოისვა ბლეზმა - ხო კაი, ალბათ დასალევად არიან წასულები
- დასალევად? - ჯინიმ საყურეებს იკეთებდა და თან ლაპარაკობდა - რის დასალევად?
- ვისკის
- და შენ საიდან იცი? - მის გვერდით ჩამოჯდა, ხელში ყელსაბამი ეჭირა
- დრაკო ყოველთვის, მხოლოდ და მხოლოდ ვისკის სვამს
- შეგიძლია ეს გამიკეთო? - ჯინიმ ზაბინს თავისი ყელსაბამი გადასცა, წინ ზურგით დაუჯდა და თმა ხელით აიწია, რომ გაეკეთებინა - ჰერმიონს დალევა არ შეუძლია, ის ორი ჭიქა ბურბურახის დალევისას უკვე თვრება ასე რომ არ დალევს - თქვა და თან გაიცინა
ბლეზმა მორცხვად გაუკეთა ყელსაბამი და ჩაახველა, ანიშნა რომ დაამთავრა. იგრძნო როგორ გაუწითლდა ლოყები და ჯინისგან მოშორებით იხედებოდა
- გმადლობ, ზაბინი - ფეხზე წამოდგა და ყელსაბამი გაისწორა. მას ტანზე უბრალო ჯინსი და ლამაზად გაფორმებული მაისური ეცვა. - გარეთ მივდივარ!
- ეგრე? - ბლეზმა შეამჩნია როგორ თხლად ეცვა მას
- ხო
- გარეთ ცივა
- გასათბობად შელოცვას გამოვიყენებ დედიკო, არ ინერვიულო
- ეგ არ მიგულისხმია, ის ვიგულისხმე რომ თავი არ გაიცივო და ჩვენი მოსავლელი არ გახდე მეთქი - მოსვენება დაეკარგა ზაბინს და მორცხვად იჯდა
ჯინიმ ჩაიცინა
- თერთმეტისთვის დავბრუნდები დედიკო, ამიტომ შუ იდარდებ ბევრს - წააქეზა ჯინიმ და სანამ წავიდოდა მანამდე დაემშვიდობა - ღამე მშვიდობისა ზაბინი!
ბლეზმა ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია
- ვაუ, აქ მართლა ძალიან ცხელა - მაისურის იფრიალებდა რომ გაგრილებულიყო - არა მგონი მეძინება - ჩაილაპარაკა და საათს დახედა - ჯანდაბა შვიდი საათია. მას უნდა შევხვდე, როგორ დამავიწყდა! - დაიყვირა და სასწრაფოდ კარიდან გავარდა
--------------------------------------------------
- დარწმუნებული ხარ რომ მეტის დალევას შეძლებ? - დრაკომ ნერვული ღიმილით ჰკითხა მას
ჰერმიონს ლოყები გაწითლებოდა და ეს მოწმობდა კიდეც რომ მთვრალი იყო
- მე არ ვარ მთვრალი და რათქმაუნდა შემიძლია კიდევ დავლიო...შეგიძლია კიდევ მოიტანო - მისი ეს სიტყვები სიამაყით იყო გამოწვეული, თავს მაინც არ დათმობდა რომ დამარცხებულიყო
- ჯერ ეს არ დაგვიმთავრებია - დრაკომ ვისკის ახალი ჭიქა აიღო და დაანახა
- ხო მარა კიდევ მოამზადე რომ შემდეგიც დავლიოთ
- და ცოტახნიანი პაუზა რომ გავაკეთოთ არა? - ჰერმიონს ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან ვისკი და მაგიდას მოავლო თვალი რომელიც სავსე იყო ცარიელი ჭიქებით. მათ უკვე მეოთხე ჭიქა გამოეცალათ და თვითონ დრაკო თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა, რაც შეეხება ჰერმიონს, ის ცოტა არ იყოს გაბრუებული ჩანდა - რატომ არ ვწყვეტთ? შენ უკვე დათვერი
- არა, მე არ ვარ მთვრალი! - დაუყვირა ჰერმიონმა და თან სლოკინი აუტყდა. მალევე ბარბაცით დასწყვდა შემდეგ ჭიქას
დრაკომ მისგან მოშორებით გაწია ჭიქა, რომ ვერ მიმწვდარიყო და ფეხზე წამოდგა
- კარგი, მორჩა. დავამთავრეთ სმა - მან სრულიად გალეწილ მთვრალ ჰერმიონს გახედა
- მაგრამ...
- შენ გაიმარჯვე, მე მეტს ვეღარ ვსვამ. შენ მოიგე ნაძლევი, დაკმაყოფილდი? - დრაკომ მას გაუღიმა
- მე მოვიგე? - ეშმაკუმა ღიმილმა მოიცვა მისი სახე
- ხო, შენ - მალფოიმ ორი ჭიქა ვისკი ისევ მაგიდაზე დადგა, ფული მთლიანად გადაიხადა და თავისი ნივთები წამოიღო, მათ შორის საჩუქრებიც და ჟაკეტიც. - წავიდეთ! - ჰერმიონს დაეხმარა წამოსვლაში
გარეთ გამოსვლისას ჰერმიონი ჩაიკეცა, თითქოსდა ფეხები მოტყდა
- ძალიან დავიღალე - საცოდავი ლეკვის თვალებით ახედა მას - მოგიწევს ზურგზე შემოჯენილი წამიყვანო
- კარგი, წაგიყვან - დრაკო ჩაიმუხლა, რომ ზურგზე შემოეჯინა და ესეც მოხდა - არა, რაა ძალიან საზიზღარი სიმთვრალე გაქვს - თავისთვის ჩაიბუტბუტა
- გმადლობ - მან მჭიდროდ მოხვია ხელები კისერზე და ფეხები წელზე
ცივმა ნიავმა ორივე გაყინა. ახლა არაფერი ესიამოვნებოდათ ცხელ ჩაიზე მეტად
- აბა კომფორტულად ხარ? - ღიმილით ჰკითხა დრაკომ
- კი, თანაც უზომოდ. ისე კომფორტულად ვარ, როგორც მამაჩემის ზურგზე. ისიც ასე მიჯენდა პატარაობაში, ეჰჰ რა კარგი იყო - ამოიქსუტუნა და თავი მხარზე დაადო
დრაკოს გაეღიმა და წინ განაგრძო გზა
- კარგი მგონი ძაან შეგაწუხე, საკმაოდ მძიმე ვარ, შეგიძლია ჩამომსვა - ყურში ჩასჩურჩულა და დაუყონებლივ ჩამოხტა
- წამოდი ჩაი დავლიოთ, გამოფხიზლებაში დაგეხმარება. ასეთი საშინელი სიმთვრალე თუ გქონდა, ნამდვილად არ დაგპატიჟებდი ვისკიზე, ვაშლივით წითელი ხარ და ცოტა დაცხრომა არ გაწყენდა. სხვათაშორის ამჯერად შენ მოგიწევს ჩაის ყიდვა - ჩაიცინა მან
ჰერმიონს გაეცინა და ორივენი შევიდნენ ჩაის მაღაზიაში. მათ მონახეს თავისუფალი ადგილი ფანჯარასთან და დასხდნენ, თან ამავდროულად ორი ჭიქა ჩაი და ერთი თეფშით ორცხობილები შეუკვეთეს.
ამასობაში ირგვლივ მიმოიხედეს. მშვიდი გარემო იყო. ყოველ კუთხეში შეყვარებული წყვილები ისხდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. ჰერმიონმა შერცხვენით აარიდა მათ მზერა და ჩაახველა
- ანუ აქ გინდოდა მოსვლა? - მან ორცხობილა აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა
- მე მხოლოდ შენს გამოფხიზლებას ვცდილობდი - დრაკომ ჩაი მოსვა და ორცხობილაც დააგემოვნა - რა გემრიელია - თავისთვის ჩაილაპარაკა
- უკვე თავს მშვენივრად ვგრძნობ, არ ვარ მთვრალი
- და ვისი დამსახურებაა? ჩემი. ვფიქრობ მადლობა უნდა გადაგეხადა
ჰერმიონმა წარბები ასწია და მას შეხედა
- მადლობა...ახლა ბედნიერი ხარ?
- უზომოდ - გაიცინა და ირგვლივ მიმოიხედა - აქ აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ და აღარც მოვალ
- მე მახსოვს ჰარი და ჩო დადიოდნენ ხოლმე აქ, მანამ სანამ ჯინი შეუყვარდებოდა. აქაურობა მართლაც საზიზღრობაა და ამბრიჯს მაგონებს - ჰერმიონს გააჟრჟოლა
- მართალი ხარ - დრაკოს გაეცინა
მათ გარეთ გაიხედეს ფანჯარაში და თოვლით დაფარულ ჰოგსმიდს მზერა მიაპყრეს
ჰერმიონმა დაასრულა ჩაის დალევა და ორცხობილებს დაავლო ხელი წასაღებად
- არ წავიდეთ? - იკითხა მან და ფეხზე წამოდგა
- რაა? კ..კარგი - დრაკომ სასწრაფოდ გამოცალა ჭიქა და ისიც წამოდგა. ჰერმიონმა დახლთან ფული გადაიხადა, მალფოის ხელი ჩაჰკიდა და გარეთ გაიყვანა
- ჩემთან ერთად ხელიხელჩაკიდებული სიარული თუ გინდოდა ჯერ უნდა გეკითხა გრეინჯერ, მაგრამ არაუშავს - გაიცინა დრაკომ როცა მათ ხელებს დახედა
- მაგაზე არც მიფიქრია - ხელი გაუშვა და ისე განაგრძო მის გვერდით სიარული
- რა მინდოდა ახლა რომ ვტლიკინებდი - თავისთვის ჩაიბუტბუტა მაგრამ ჰერმიონმა გაიგო და გაიღიმა
ცოტა ხანს დადიოდნენ და ჰერმიონმა ორცხობილა შესთავაზა
- გმადლობ - ისე რომ არ გამოურთმევია, მის ხელშივე ჩაკბიჩა - სხვა რომ გაჭმევს მაინც უკეთესი ეშხი აქვს - გაეღიმა მას
- მართლა?
- კი - მან ორცხობილა გამოართვა და ახლა ჰერმიონს მიუტანა პირთან - აბა სცადე
ჰერმიონმაც ჩაკბიჩა და გაეღიმა
- მართალი ხარ
დრაკომ სიარული შეწყვიტა და მას შეხედა. ორივენი საშობაოდ მორთულ ჰოგსმიდის შუაგულში იდგა და ირგვლივ ფერადი ნათურები უფრო სასიამოვნო განწყობას უქმნიდათ. უეცრად დრაკომ წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, ისე რომ ორცხობილა ხელიდან გააგდებინა
- სიმართლე გითხრა, როდესაც შენ მითხარი დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეაო, მე სხვა რამე გავიფიქრე
- რ..რა? - მის ცისფერ თვალებს ახედა
- მე სანაძლეო წავაგე, ხომ ასეა? - ჰკითხა და გაუღიმა
ჰერმიონმა გაანალიზა თუ რაზე საუბრობდა და თვალები გაუფართოვდა
- უმმ...- სიტყვის თქმას ვერ მოაბა თავი
უეცრად ძლიერად დაიწყო თოვა, მსხვილი ფიფქები ბარდინა იქაურობას და ყველაფერს თეთრად ფარავდა
დრაკომ და ჰერმიონმა ერთმანეთს შეხედეს და გაიღიმეს
- ხომ ხედავ, როგორ რომანტიულ გარემოს გვიქმნიან - დრაკომ ჩასჩურჩულა და მისკენ მიიწია
ჰერმიონი ელოდა როდის აკოცებდა და თვალები დახუჭა, თუმცა არაფერი არ მომხდარა. მან ისევ გაახილა თვალები და დაინახა დრაკო რომელიც ისევ ნელ-ნელა იხრებოდა მისკენ. მან მობეზრებით დაახამხამა თვალები
- ოოო, დაუჩქარე და დროზე მაკოცე - ჩასჩურჩულა, ფეხის წვერებზე აიწია და უკვე მეორედ მისი ტუჩები დრაკოსას შეერწყმა. თავისდაუნებურად კისერზე მოხვია ხელები და თითები მის ქერა თმაში შეაცურა. დრაკოს კოცნის დროს გაეღიმა და უფრო ძლიერად მოხვია წელზე ცალი ხელი, მეორით კი სახე დაუკავა
ჰერმიონმა გაიღიმა და ბაგეები მოსწყვიტა
- ვაუ...ვფიქრობ კოცნის ეს მეთოდი შემდეგში ნამდვილად გამომადგება - გაიცინა და ისევ თვალებში ჩახედა
- სრულიად გეთანხმები - მანაც გაიცინა და კიდევ ერთხელ ხანგრძლივი კოცნით შეიგრძნო ჰერმიონის მარწყვივით წითელი და ტკბილი ტუჩების გემო.
--------------------------------------------------
დააVoteთ ეს თავი რათა შემდეგიც მალე დავდო 😊
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...