თავი ოცდამეოთხე

613 59 2
                                    

დრაკო საერთო ოთახში დაბრუნდა და იქ ჯინი და ბლეზი დახვდა, რომლებიც როგორც ყოველთვის ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებდნენ
- არ მყავს შეყვარებული, ტვინი ნუ წაიღე - ბლეზი ლამის გაცეცხლდა
- როგორ არა? დავინახე როგორ გაიღიმე როცა გკითხე შეყვარებული თუ გყავს მეთქი - ჯინი არ ეშვებოდა
- გავიღიმე, იმიტომ რომ სასაცილოა, და სრული სისულელე
- არა, მე დარწმუნებული ვარ რომ რასაც ვამბობ სიმართლეა. - ეხლა დრაკოს მიუბრუნდა - ნახე შენი ძმაკაცი შეყვარებულია და გვიმალავს. საიდუმლოდ ხვდება ვიღაც გოგოს
- ბლეზი?...შეყვარებულია? - დრაკოს ირონიული ღიმილი დაედო სახეზე
- კარგი რა უიზლის ნუ უჯერებ, არ მყავს შეყვარებული
- აბა რატომ გაგეღიმა? - იგივე კითხვას დაუბრუნდა ჯინი
- გითხარი რომ სასაცილოა რასაც შენ ამბობ და თან მე ზოგადად ერთ დღიანი პარტნიორებით შემოვიფარგლები და არა შეყვარებულებით
- აჰა ესეიგი ერთ დღიანი პარტნიორი იშოვე არა? - ისევ აღიზიანებდა ჯინი ბლეზს
- სერიოზულად? - ახლა დრაკოს ჩაერთო
- რათქმაუნდა არა! უიზლის მოლანდებები დაეწყო და სისულელეებს მაბრალებს, არანაირი შეყვარებული ან ერთდდღიანი პარტნიორი არ გამიჩენია - ბლეზი გაბრაზებული გავარდა თავის ოთახში
ჯინიმ მას თვალი გააყოლა
- ესეიგი შეყვარებული ყავს და ტყუილად იმსახიობა - მაინც ღიმილით ჩაილაპარაკა ჯინიმ
შემდეგ დრაკოს მოუბრუნდა და უთხრა
- კარგი აბა მეც წავედი, შხაპი უნდა მივიღო და მერე შეგხვდები - ისიც გაუყვა გზას ამჯერად სააბაზანოსკენ
დრაკოც თავისი ოთახის კარისკენ წავიდა თუმცა შეჩერდა რადგან პორტრეტის ხვრელში ვიღაც შემოვიდა და ეს რათქმაუნდა ჰერმიონი იყო.
- ჰოგსმიდში ხვალ რომ წავიდეთ, არა? - ჰერმიონმა ნერვიულად ჩაილაპარაკა და წარბი ასწია
- რამე პრობლემაა? - გაუკვირდა დრაკოს
- მე...საიდუმლო გასასვლელი ვნახე თუმცა რონმა და ჰარიმ გამომიჭირეს. ცოტა ეჭვიანად მიყურებდნენ ასე რომ ვერ გავრისკავ. სანაცვლოდ დღეს სხვა რამე გავაკეთოთ
- ვიფიქრე გინდოდა ჩემთვის შენი მხიარულება დაგემტკიცებ...
- ხო და ეგრეც არის - სიტყვა გააწყვეტინა ჰერმიონმა - მე ამის დამტკიცებას შევძლებ და ვერავინ შემიშლის ხელს, ოღონდ ჯერ მოვიფიქრო რაიმე, რაც გაგვამხიარულებს - ჰერმიონი ჩაფიქრდა
- მე ვიცი რისი გაკეთება გაგვამხიარულებს - დრაკომ სარკასტულად გაიღიმა და ჰერმიონს შეხედა
- მოვიფიქრე... - ჰერმიონმა წამოიყვირა
- რა?
- დღეს ღამით ტბასთან წავიდეთ...
- და მანდ გასართობს რას ხედავ? - დრაკო გაკვირვებული სახით უყურებდა
- მაცადე არ დამისრულებია...და ჩვენ ამ ტბაში ვიცურავებთ.
დრაკომ წარბი ასწია გაოცებით
- ამ შუა ზამთარში? თან იქნებ რამემ მიკბინოს წყალში
- მშიშარა ბავშვივით ნუ იქცევი რააა - არაფერი არ გიკბენს
- და ამ სიცივეში ალბათ ტანსაცმლით იცურავებ არა? - დრაკომ ღიმილით ჩაილაპარაკა
- არა! ტანსაცმლის გარეშე
- რაა?
- რაც გაიგე
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით
- ანუ ჩემთან ერთად შიშველი იცურავებ? ვაუუ - დრაკომ გაბადრულ ღიმილს მთელი სახე მოეცვა
- ნუ იქცევი იდიოტივით...აა თუმცა სულ დამავიწყდა, შენ ხომ იარები გაქვს და არ შეგიძლია ცურვა
- არა, არა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, სისხლჩაქცევებიც თითქმის გამიქრა. თავისუფლად შემიძლია ვიცურავო
- მე რაღაც ეგრე არ ვფიქრობ
- გარწმუნებ რომ შემიძლია ცურვა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამის თქმა თუ მომიწევდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძაან ვიმხიარულებთ - დრაკოს საფირმო ღიმილი დაედო სახეზე
- ხო მართალი ხარ...კარგი ღამით შეგხვდები
- კარგი
- ათ საათზე ასტრონომიის კოშკში მოდი, საიდუმლო გასასვლელი ვიცი რომელიც პირდაპირ ტბასთან მიგვიყვანს
- რამდენი საიდუმლო გასასვლელი იცი? რაამბავია
- არც ისე ბევრი - ჰერმიონმა ღიმილით ჩაილაპარაკა - აბა შეგხვდები ღამით - ჰერმიონი თავის ოთახში გაუჩინარდა
დრაკო ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა. წინასწარ წარმოიდგინა ის რაც ღამის ათ საათზე უნდა მომხდარიყო და გაეღიმა, შემდეგ კი ისიც თავის ოთახში შევიდა
--------------------------------------------------
ლანჩის დროს ჰერმიონი თითქმის გაგიჟებული იყო. ჯინისთან ერთად იჯდა და საჭმელს საერთოდ არ უყურებდა
- ჯინი უდიდესი შეცდომა დავუშვი
- მიხვდი რომ შენი გეგმა სრული სისულელე იყო არა? ეხლა კაი დროისაა
- არა ეგ არაფერ შუაშია. ეხლა მივხვდი რომ ორი დიდი შეცდომა დავუშვი. პირველი: მალფოის შევთავაზე ღამით საცურაოდ წასვლა და მეორე: ჰარის ონავრების რუკა მოვიპარე რათა ჰოგსმიდში წავსულიყავი
- რაა? მალფოის საცურაოდ მიყვები?
- ხო მარა მთავარი ეგ არ არის. მე უფრო იმაზე ვდარდობ რომ ჰარიმ და რონმა შემამჩნიეს და მე ხელიდან რუკა დამივარდა. მათ დაინახეს და ჰარი იმედგაცრუებული დარჩა. ჩემი მეგობარი ჩემზე გაბრაზდა და ღირსიც ვარ
- არა მგონია გაბრაზებულიყო ჰერმიონ. მიდი და დაელაპარაკე
ამ დროს ჰარი და რონი მოვიდა და გოგონებს თავზე დაადგა
- ჰერმიონ შეიძლება ვილაპარაკოთ? - პირველად ჰარი შეეკითხა ჰერმიონს
ჰერმიონი საცოდავი თვალებით უყურებდა ჯინის დახმარებისთვის თუმცა არც არაფერი მომხდარა
- კარგი - უთხრა ძლივს და გოლდენ ტრიო ამდენი ხნის შემდეგ გარეთ ისევ ერთად გავიდა
--------------------------------------------------
- რატომ, როგორ მოხვდა ჩემი რუკა შენს ხელებში? - ჰარიმ გაკვირვებით ჰკითხა ჰერმიონს
- მე შენს ოთახში შემოვიპარე როცა ირგვლივ არავინ იყო და ჩუმად შენი რუკა ავიღე - ჰერმიონს რცხვენოდა ჰარისთვის თვალებში შეხედვის
- რატომ გინდოდა რუკა? იმიტომ მოიპარე რომ ჰოგსმიდში გაპარვას აპირებდი?
- არ მომიპარავს, უბრალოდ რამოდენიმე საათით ვინათხოვრე და ისევ დაგიბრუნებდი...ვიცი რომ ცუდად ჟღერს მაგრამ...
- ეს მალფოის გამო გააკეთე? - რონი უეცრად ჩაერთო საუბარში და ჰერმიონს თვალი თვალში გაუყარა
- რაა? - ჰერმიონმა მას თვალი აარიდა - მისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა?
- ნუ გვატყუებ ჰერმიონ, ეს იმისთვის გააკეთე რომ მალფოი გაგეპარებინა ჰოგსმიდში. დაგემუქრა?
- ღმერთო ჩემო რა სისულელეებს ლაპარაკობ? გითხარი რომ საკუთარ თავს თვითონ მოვუვლი მეთქი და შესაბამისად მსგავსიც არაფერი მომხდარა
- ხო რათქმაუნდა ის არაფერს დაგიშავებს
- რის თქმას ცდილობ რონ? - ჰერმიონი წყობილებიდან გამოდიოდა
- იმის რომ მას მერე, რაც მე და ლევენდერი შეყვარებულები ვართ ძალიან უცნაურად იქცევი. ძაან ცივად და უხეშად მეპყრობი, თან სრულიან ჩამოგვშორდი და იშვიათად გველაპარაკები. იქნებ და მალფოი გახდა შენი საუკეთესო მეგობარი? ამიტომ ხართ ერთად ყოველდღე ხომ?
- ახლა კი დროა სათანადო პასუხი მიიღო! შენ არ გაქვს უფლება რაიმე დამაბრალო რადგან ყველაფრის თავი და თავი თვითონ შენ ხარ. რაც ლევენდერი და შენ შეყვარებულები ხართ მე საერთოდ არ მაქცევდი ყურადღებას და ესეიგი მე ვარ დამნაშავე? რაც კი ჩემთვის გითქვამს იყო მხოლოდ ლევენდერი, ლევენდერი, ლევენდერი და ლევენდერი. მის გარდა არავინ გადარდებს. რაიყო აღარაა საკმარისი შენთვის შენი უსაყვარლესი ლევენდერი? კიდევ მეტი ყურადღება გჭირდება? ჩემი ყურადღებაც გინდა? ეჭვიანობ რადგან მე მალფოის უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ვიდრე შენ, არა? მართალი ხარ რონ. ის ჩემი ახალი მეგობარია. მე შენი თავი მისით ჩავანაცვლე, რადგან ის შენზე ათასჯერ მეტად უკეთესი მეგობარია - ჰერმიონმა ბრაზით შეხედა რონს და თავისი სიამაყით კმაყოფილი დარჩა
- შენ გგონია რომ მალფოიზე ვეჭვიანობ? არა, მე კიარა შენ ეჭვიანობ. შენ ეჭვიანობ ლევენდერზე, არა? გინდოდა რომ მის ნაცვლად შენ ამერჩიე, ხომ მართალია?! - რონმა გაცეცხლებული თვალებით დაუღრიალა ჰერმიონს
ჰერმიონს თვალები აუცრემლიანდა, თუმცა თავი შეიკავა სენტიმენტებისგან
- ძალიან ცდები რონალდ უიზლი, მე უკვე დიდი ხანია დაგივიწყე და არ მაინტერესებ. შეგიძლია განაგრძო ლევენდერზე ზრუნვა მე კი რასაც მინდა იმას გავაკეთებ მალფოისთან ერთად. ამიერიდან არც შენ ჩაყოფ ჩემს საქმეში ცხვირს და არც მე შენსაში - ჰერმიონს დაეტყო ოდნავ სველი თვალები
- ჰერმიონ...
- გამიშვი გთხოვ - ჰერმიონმა ჰარის ხელი მოიშორა განაწყენებით და ისევ მათ მოუბრუნდა - კიდევ მინდოდა მეთქვა რომ ჰოგსმიდში საახაწლოდ საჩუქრების საყიდლად მივდიოდი თუმცა როგორც ვატყობ ერთით ნაკლების ყიდვა მომიწევს - რონის მიმართულებით მიაპყრო მზერა და ოდნავ ჩაიღიმა, შემდეგ კი იქაურობა დატოვა
მათ არ შეუმჩნევიათ რომ დანარჩენი სტუდენტები გამალებით ისმენდნენ ტრიოს გაცხარებულს დიალოგს
- რონ...
- მარტო დამტოვე - რონმა სხვა მიმართულებით აიღო გეზი და ჰარის ჩამოშორდა
- რონალდ ბილიუს უიზლი! - ბრაზიანი ხმა მოისმა დიდი დარბაზიდან და გაცეცხლებული ჯინი რონს გაეკიდა
ჰარი ერთ ადგილზე იდგა გაქვავებული და უყურებდა მიმდინარე მოვლენებს. შეამჩნია რომ დრაკო მალფოი ჰერმიონთან მივიდა და თავის თავს ვერ უჯერებდა - "ნუთუ მართლა მეგობრები არიან?...არა, შეუძლებელია" - გადაწყვიტა მათთან მისულიყო თუმცა გადაიფიქრა და საერთო ოთახში წავიდა სადაც გაცხარებული ჯინი და რონი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ
--------------------------------------------------
- მარტო დამტოვე ამ საჯანდაბე ოთახში, ჯინი - რონი ჯინის გაეცალა
- არა! უნდა მოისმინო რის თქმასაც ვაპირებ
- რა გინდა? სწრაფად მითხარი და მარტო დამტოვე
- რა მინდა და ნუ იქცევი 16 წლის ემოციური გოგოსავით, უფრო სწორედ იდიოტი ნაბიჭვარივით
რონი მისი სიტყვებით გაოცებული იყო
- რაა?
- რაც გაიგე
- საერთოდ რაზე მელაპარაკები?
- რაზე და შენი სულელური საქციელის წყალობით ყველას ჰგონია რომ ჰერმიონი ლევენდერზე ეჭვიანობს და მაგიტომ ჩაგანაცვლა მალფოით - ჯინი ბოლო ხმაზე უყვიროდა
- ეგრე არ არის თუ?
- ყველაფერი შენი ბრალია. ჰერმიონს ტყუილად ადანაშაულებ. სინამდვილეში კი შენ ეჭვიანობ მალფოიზე და არა ის
- რა სისულელეა? მე მალფოიზე არ ვეჭვიანობ და საერთოდ არ მაინტერესებს ჰერმიონი. განა ჩემი ბრალია რომ ვერ მხიბლავს და მაგიტომ ავირჩიე მის ნაცვლად ლევენდერი?
- საზიზღარი ხარ - ჯინიმ წიწაკასავით გაწითლდა
- სულ არ მადარდებს თუ თავის ახალ მეგობართან ერთად იქნება, არ მაინტერესებს
- ამით კი უფრო მეტად ამტკიცებ რომ იდიოტი ხარ და მალფოიზე ეჭვიანობ. იმედია ოდესმე მიხვდები რა სისულელე გააკეთე, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. შენ ჰერმიონმა უკვე კარგა ხანია მალფოით ჩაგანაცვლა და მე ამას სრულიად სამართლიანად მივიჩნევ - ეს თქვა და გამწარებით დატოვა იქაურობა ჯინიმ
ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა და რომოდენიმე ნაბიჯი შედგა საერთო ოთახში
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Donde viven las historias. Descúbrelo ahora