ჰერმიონი თავის საძინებელ ოთახებს დაუბრუნდა, კარი ჩაკეტა, სინათლეები ჩააქრო და საწოლში დაწვა. საბანი ლამის თავამდე გადაიხურა და გონებაში ფიქრობა : "ესეთ სისულელე წინადადებას როგორ დავთანხმდი?" ეს სანაძლეო ხომ სრულიად აბსურდია, გამარჯვებას ან დამარცხებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, საბოლოოდ მაინც უნდა ეკოცნათ. "თუმცა რაც მთავარია ჩემი მიზანია რომ ვაჩვენო როგორი მხიარული ვარ სინამდვილეში, დაცინვის უფლებას არ მივცემ. სულ რაღაც ოცი დღე უნდა ავიტანო მალფოი, ოცი დღე დამრჩა რათა თავი შევაყვარო, ოცი დღე დარჩა მანამ სანამ რონი თავის შეცდომას მიხვდება, კიდევ ოცი დღე..." ფიქრებისგან თავი გაიწმინდა და ძილს მიეცა ჰერმიონი
--------------------------------------------------
დრაკო თავის საძინებელ ოთახში შევიდა და ზურგით დაემხო საწოლზე, ერთი ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა, რათა ფიქრების ზღვაში გაეცურა. უცებ რაღაც გაანალიზა, თვალები გაახილა და წამოიძახა: "ჯანდაბა, ეს როგორ გავაკეთე" ის ორ კვირაში შეყვარებულს ვერანაირად იშოვიდა რადგან
#1 სკოლაში მხოლოდ შვიდი გოგო იყო დარჩენილი (მათ შორის გრეინჯერი, ბრაუნი და ქალბატონი უიზლი) და თან არ იყვნენ იმდენად მიმზიდველები
#2 მას მიზნად ჰქონდა რომ გრეინჯერისთვის თავი შეეყვარებინა ასე რომ...
#3 არც თვითონ უნდოდა თავი შეეყვარებინა ვინმესთვის (სხვისთვის)
ხელი შუბლზე მიიდო და ისევ ღრმად ჩაფიქრდა. უცებ ჩაიღიმა და დასკვნა გააკეთა, გადაწყვიტა რომ შეგნებულად წაეგო ნაძლევი, და გრეინჯერისთვის ეკოცნა. თუ აკოცაბდა, მას აუცილებლად შეუყვარდებოდა, მაგრამ თუ სხვა შეყვარებულის ძებნას დაიწყებდა, ეს საქმეს გაართულებდა, რადგან გრეინჯერი იეჭვიანებდა. "არა, ყველაფერი სწორად გადავწყვიტე და არაფერს არ შევცვლი. ამ საქმეში არავის ჩარევაა საჭირო, ეს მე და გრეინჯერს გვეხება მხოლოდ" - თავის თავს უთხრა დრაკომ. - "კარგი აბა გრეინჯერ...ვნახოთ რამდენად მხიარული ხარ" ოდნავ გაიღიმა და წარბი ასწია "ასე რატომ ცხელა?" მაიკა გადაიძრო ტანზე და ძირს დააგდო "ოცი დღე...მანამ სანამ გრეინჯერს შევაყვარებ თავს...მანამ სანამ პენსის თავიდან მოვიშორებ...მხოლოდ ოცი დღე და ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება" - ეს ჩაიბუტბუტა და დაიძინა
--------------------------------------------------
- გრეინჯერ
- მალფოი
ჰერმიონი და დრაკო დილით ერთმანეთს მიელასმენ და სასაუზმოდ ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ რადგან ბავშვები არ იყვნენ (ჰარის და რონსაც ეძინათ). მათ ხმაამოუღებლად ისაუზმეს, თითქოს ენა გადაყლაპეს ან კიდევ ლაპარაკი დაავიწყდათ
დიდი დარბაზის გარეთ ჯინი და ბლეზი საუბრობდნენ
- ჯობს არ შევუშალოთ ხელი და ისაუბრონ თავიანთ საერთო თემაზე - ბლეზმა გამოხატა მოსაზრება - ასე ხომ უფრო დავეხმარებით გეგმის განხორციელებაში, ჩვენ რომ შევიდეთ ლაპარაკს დაგვიწყებენ და ყურადღებას გადაიტანენ სხვა თემაზე
- ხო მაგრამ ასე უცნაური არ იქნება ჩვენი საქციელი? მათ ჩვენი გვერდში დგომა და დარიგება სჭირდებათ ასე რომ წამოდი - ჯინი ზედმეტი სიტყვის გარეშე შევიდა და უკან ბლეზიც მიჰყვა
ჯინი მათ თავზე დაადგა და ჰერმიონიც დაბნეული, ოდნავ მორცხვი ხმით მიესალმა მათ
ბლეზი დრაკოს მიუჯდა გვერდით და თეფშზე დადებული ერთი სენდვიჩი ააცალა - აბა რას აპირებ? მგონი რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობ არა?
- არაფერია - დრაკომ მას შეხედა - უბრალოდ გრეინჯერმა გუშინ ჩემთან ნიძლავი დადო - ამჯერად ჰერმიონს შეხედა
- ნიძლავი? - ჯინიმ და ბლეზმა ერთ ხმაში იკითხეს
- ხო, ნიძლავი - ერთად უპასუხეს დრაკომ და ჰერმიონმა
- ზაბინი ეხლა კი ნამდივალდ სჭრდება მაგას შენი დახმარება - ჰერმიონმა ბლეზს შეხედა
- ხოდა რაზეა ნიძლავი? - ბლეზს ინტერესი დაეტყო
- მე ვუთხარი რომ ზედმეტად უჟმურია და არ შეუძლია იყოს მხიარული...
დრაკოს სიტყვა ბლეზმა გააწყვეტინა
- რას ერჩი სიმართლე გითქვამს - ეს თქვა და მის წინ მჯდომი ორი მრისხანე გრიფინდორელის თვალი მისსას შეხვდა, ცოტა არ იყოს შეეშინდა კიდეც
- ხოდა მე ვუთხარი რომ ის შეყვარებულს ვერასოდეს ვერ იშოვიდა რადგან უპასუხისმგებლოა - ჰერმიონიც არ ჩამორჩა
- აჰა კარგი გასაგებია და გამარჯვებული რას მიიღებს? - ახლა ჯინი ჩაერთო და წყვილს თვალს არ აცილებდა
- გამარჯვებული კოცნას მიიღებს დამარცხებულისგან - ერთხმაში თქვეს დრაკომ და ჰერმიონმა, ჯინისა და ბლეზს კი თვალები გაუფართოვდათ
- კოცნას? - ჯინის შოკი მიეღო
- ძაან მაინტერესებს ვინ აპირებს გამარჯვებას - ბლეზმა ღიმილით დაამატა
- არ მჯერა ჰერმიონი რომ ასეთ რამეს დათანხმდა - გაოცებას ვერ მალავდა ჯინი
- ხომ ხედავ შენმა მეგობარმა თავისი სიამაყის გამო რა გააკეთა? უნდა რომ დამიმტკიცოს თავისი მხიარულება თუმცა მაგასაც ვნახავთ, არამგონია გამოუვიდეს...- დრაკოს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა
- შენ კიდე წარმატებებს გისურვებ ამ ორ გოგოს შორის შეყვარებულის შოვნაში - ჰერმიონმა მიუთითა ორ სლიზერინელზე - ძაან მეგობრულები ჩანან...ისე როგორც შენ. აქეთ ტყუილად არ ეძებო მაინც ვერავის ნახავ თუმცა ლევენდერიც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი - ამჯერად ჰერმიონის სახე მოეცვა ღიმილს
დრაკომ მათ შეხედა. ერთ-ერთს სახე სულ წყულებით ჰქონდა სავსე და შეუხედავი იყო, მეორეც ასევე შეუხედავი და მსუქანი იყო. შემდეგ ლევენდერზე დაფიქრდა და ლამის სიცხემ აუწია
- შენ ნუ ნერვიულობ რაა ჩემზე. შენს თავს მიხედე გირჩევნია. იცოდე შენი მხიარულება მე უნდა დავადასტურო, ასე რომ ძაან გაგიჭირდება, რადგან მე ჩემებური იუმორის გრძნობა მაქვს - დრაკომ სარკაზმით უპასუხა
- მე მშვენივრად შემიძლია მხიარული ვიყო
- კაი რა საკუთარ თავს ნუ იტყუებ
- იცი რაა? - ჰერმიონმა იმხელაზე დაიყვირა რომ უკვე ყველას თვალები მას შესციცინებდა - ძაან მაგარი რაღაც მოვიფიქრე და ძაანაც ვიმხიარულებთ, ამჯერად არ ვსაუბრობ ბიბლიოთეკაზე. ადექი და წამომყევი! - უბრძანა და წავიდა
დრაკომ გაუღიმა, თეფში გვერძე გაწია და წამოდგა - როგორც შენ იყვი გრეინჯერ - ისიც უკან მიყვა მას
ბლეზი და ჯინი გაშტერებული სახით უყურებდნენ ერთმანეთს
- შენი აზრით რის გაკეთებას აპირებენ? - ჯინიმ ძლივს დაძრა სიტყვა
- იმედია ისეთის არაფრის რომ აზკაბანში გაუშვან, თუმცა გრეინჯერი ხო ჭკვიანია და სისულელეს არ ჩაიდენს
- ძაან საინტერესო სანაძლეო დადეს - აღფრთოვანება გამოხატა ჯინიმ
- ხო, ალბათ
- ჩვენც რომ დავნაძლევდეთ, არა?
- და გამარჯვებული დამარცხებულისგან კოცნას მიიღებს? - ბლეზს სახეზე სარკაზმი დაეტყო
- არა, წაგებულს მოუწევს გამარჯვებულის დავალებებები დაწეროს ერთი კვირის განმავლობაში. კარგი აბა დავნაძლევდეთ
- რაზე?
- ჩემი აზრით ჰერმიონი მოიგებს - ამაყად წარმოთქვა ჯინიმ
- კარგი, ჩემი აზრით დრაკო მოიგებს
- მოსულა
- მოსულა
--------------------------------------------------
- სად მიგყავარ? - დრაკომ ინტერესს ლამის მოეკლა
- ჩვენ მივდივართ გრიფინდორის საერთო ოთახში, შემდეგ ბიჭების, კერძოდ ჰარის საძინებელში და მე მისი რაღაც ნივთი უნდა წამოვიღო, რომელიც ჰოგსმიდში გაპარვაში დაგვეხმარება
- ჰოგსმიდში გაპარვაში? - დრაკოს გაოცებს საზღვარი არ ჰქონდა - კაი რა რად მინდა პოტერის ნივთი, მეც კი ვიცი როგორ გავიპაროთ
- მართლა?
- მე ამას მეოთხე კურსის დროს ვიყენებდი, თუმცა დარწმუნებით არ ვიცი რამდენად გაამართლებს
- ხო მაგრამ, მე უფრო დარწმუნებით ვიცი საიდუმლო გასასვლელი ჰოგსმიდში - ჰერმიონმა სიტყვა მოუჭრა
- მე..
- აუ მოკეტე რა ეხა დ, ისე მოიქეცი როგორც მე გეუბნები - ჰერმიონი ისევ გზას გაუყვა
დრაკო უსიტყვოდ გაყვა და მივიდნენ პორტრეტთან
- მწვანე მუხუდო - ჰერმიონმა ფუშფუშა ქალის პორტრეტს პაროლი უთხრა, რომელიც უსიამოვნოდ უყურებდა დრაკოს
- ეს სლიზერინელი აქ რას აკეთებს საყვარელო?
- ჩემი მეგობარია და გთხოვ შეგვიშვა
გაბრაზებით თუმცა მაინც დაუთმო გზა პორტრეტმა. შიგნით შევიდნენ და არავინ იყო.
- აქ მოიცადე, საერთო ოთახში და მე ავიპარები ჰარისთან
კიბეზე ფეხი ააგდა თუმცა ლევენდერის ხმა მოესმა. სასწრაფოდ ორივენი კარების უკან მიიმალნენ და ლევენდერიც მალევე ჩამოვიდა კიბეებზე
ჰერმიონი და დრაკო ერთმანეთზე იყვნენ აკრულნი და თითქოს არც კი სუნთქავდნენ.
- რონიკო ისევ გძინავს? - ლევენდერი აქეთ-იქით დადიოდა
- სუფთა იდიოტი ხარ - ჩაიბუტბუტა დრაკომ და ჰერმიონი ისე მოათავსა რომ არ გამოჩენილიყო. მათდა საბედნიეროდ ლევენდერი საძინებელში შევიდა და ამით იდილია დაურღვია ამ წყვილს, რომელთა თვალები ერთმანეთს შესციცინებდა, სხეულებით კი ერთმანეთს აკვროდნენ. ჰერმიონმა თავი უხერხულად იგრძნო და წასვლა დააპირა, ესეც მოიქცა თუმცა მაჯაში დრაკო ჩაეჭიდა და უკან დააბრუნა. წამის მეასედში რონიც გამოვიდა ოთახიდან
- ძალიან ადრე გაგიღვიძებია საყვარელო - რონი ლევენდერთან ერთად გამოვიდა ოთახიდან
არც ჰარიმ დააყოვნა, მანაც გაიღვიძა და მთქნარებით შემოვიდა საერთო ოთახში. ჰერმიონი ელოდა როდის გაიგონებდა პორტრეტის გაღების და დახურვის ხმას. ამას მალე კიბეებზე ფეხის ნაბიჯის ხმაც მოყვა
- იდიოტი ხარ - კვლავ გაუმეორა დრაკომ
- მე...მე.. - ვერ ეწინააღმდეგებოდა რადგან მართალი იყო
ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა დრაკომ და მის შოკოლადისფერ თვალებს თავისი კამკამა ზღვისფერი თვალები მიანათა. სახე მიუახლოვა და მხოლოდ მილიმეტრები აშორებდა. ჰერმიონმა თავი მისგან მოშორებით გასწია და კედელს მიეყრდნო. კარგა ხანს მიშტერებოდნენ ერთმანეთს უსიტყვოდ და დრაკომ სიჩუმე დაარღვია - როგორც მივხვდი გინდოდა გეკოცნა არა? - ეშმაკურად გაიღიმა მან - თუმცა ეგრე იდიოტურადაც არ მოიქცე - დრაკო მას გაშორდა
ჰერმიონს გული გამალებით უცემდა. მისი სურნელი თავგზას ურევდა - მას ჰქონდა პიტნის და ფიჭვის სუნი და მას ეს სუნი უყვარდა. უცებ თვალები გაუფართოვდა მას. - პიტნის და ფიჭვის სუნი? რაღაც მახსენდება ამასთან დაკავშირებით, თუმცა რა? - თავის თავს კითხა დაბნეულად
როდესაც ყველა უკვე წავიდა დრაკომ მოუბრუნდა მას
- მოდიხარ თუ არა?
ჰერმიონი ფიქრებისგან გამოერკვა და უპასუხა
- ხო მოვდივარ, ჯერ რუკას ავიღებ და წამოვალ - ჰერმიონი ოთახში გაუჩინარდა
ეხლა კი დადგა ჯერი დრაკოს ფიქრების მოზღვავებისა. მასაც ზუსტად იგივენაირად უცემდა გული და ვერ დაეწყნარებინა, ხოლო მისი ვანილის სურნელი აგიჟებდა...მის თმას ქონდა ვანილის სუნი თუ სუნამოს? რაც მთავარი იყო ეს სურნელი ათრობდა მას
ჰერმიონი შეიპარა ჰარის ოთახში, მისი ჩანთა გახსნა და ძველი პერგამენტი ამოიღო თან თქვა
- ვფიცავ ჰარი, მხოლოდ ვინათხოვრებ ერთი დღით და ისევ დაგიბრუნებ - მანტიის ჯიბეში ჩაიდო და დრაკოსთან დაბრუნდა
- წავიდეთ
- ამ იდიოტური პერგამენტისთვის მომიყვანე?
- უბრალო პერგამენტი არ არის
- ხო მართალი ხარ. ეს არის პოტერის იდიოტური პერგამენტი - გამომრჩა
- არ მოკეტავ?
გარეთ გავიდნენ და დრაკო მაინც თავისი აზრის მტკიცებას მოყვა
- მე გითხარი რომ ვიცოდი გასასვლელი
- აბა სად?
- აი იქით, ქანდაკების უკან
- ეგ ადგილი ფილჩმა იცის და მე უფრო უსაფრთხოდ შემიძლია მოვაგვარო ეს საქმე
ჰერმიონმა ჯოხი ამოიღო პერგამენტს დაადო, ჩაიბუტბუტა ისე რომ დრაკოს არაფერი გაუგია და მელნით რუკაც წარმოისახა
- დღეს საღამოს რომ წავიდეთ? - ჰკითხა დრაკომ
- ძაან მაგარია, ესეიგი წესის დარღვევა მომიწევს - წარბ-აწევით ჩაილაპარაკა ჰერმიონმა
- კარგი სხვა დროს წავიდეთ
- არა არა ეგ არ მიგულისხმია, დღეს საღამოს წავიდეთ
- ძალიან კარგი, ანუ პაემანზე მივდივართ - ჰერმიონს თვალი ჩაუკრა დრაკომ და წინ წავიდა
- ჰა ჰა ჰა ძაან სასაცილოა ხოიცი - ისევ რუკას დაშტერებოდა და ვერ გაერკვია სად იყო საიდუმლო გასასვლელი. ახსოვდა უნდა გამოეყენებინა შელოცვა "დისენდიუმ" რომელიც გზას უჩვენებდა. კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინა რომ ერთ-ერთი გასასვლელი ცალთვალა ჯადოქრის ქანდაკების უკან იყო. ჰერმიონმა რუკა დაკეცა და ისევ მანტიაში ჩაიდო, შემდეგ კი დრაკოსთან ერთად საერთო ოთახისკენ გაუყვა გზას
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...