- ზაბინი! - ჰერმიონმა მის სახესთან ახლოს მიიტანა ხელი და თითები დაატკაცუნა რომ ფიქრებიდან გამოეყვანა - რა დაგემართა?
ბლეზი ფიქრებს მოსწყდა და დაბნეული სახით შეხედა მას
- ამმ... ბოდიში გუშინ არ მძინებია და მაგიტო ვარ ესე
- ხომ კარგად ხარ?
- რათქმაუნდა, კარგად ვარ. შეიძლება უკან დავბრუნდეთ? ძაან დიდი ხანია გარეთ ვართ - ზაბინი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, წასვლის სურვილი ახრჩობდა
- კარგი, როგორც გინდა. გატყობ რომ ძაან გეძინება...
ცოტა ხნით უჩუმრად მიდიოდნენ შემდეგ კი ისევ ჰერმიონმა იკითხა
- შენი აზრით ეს ყინულის ფენა სქელია? - ორივეს თვალებმა გაყინულ ტბას მოავლეს თვალი
- არც ისე. წელს ძაან არ მოუყინავს და ამიტომ არა - ბლეზმა უშიშრად გადადგა ნაბიჯი ტბაზე
- რა აკეთებ? ნუ მიდიხარ, რომ ჩატყდეს და ჩავარდე? რაღა ეშველება შენსა და ჯინის ურთიერთობას? - ჰერმიონმა ისტერიკულად დაუწყო ყვირილი
ბლეზს სისხლი გაეყინა მისი სიტყვების გაგონებისას, ადგილიდან ვეღარ იძვროდა და გულიც გასჩერებოდა
- მოიცადე გრეინჯერ...შენ გგონია რომ მე და ჯინის რაიმე გვაკავშირებს? - თითქოს და გაოცებით ჰკითხა
- არა? - ჰერმიონიც გაკვირვებული იდგა
ბლეზი უჩუმრად იდგა, თუმცა ჰერმიონი თავისი სიტყვების არარეალურობაში რომ დაერწმუნებინა სიცილი დაიწყო
- თქვენ ორს რაიმე რომანტიული ურთიერთობა არ გაკავშირებთ? - ჰერმიონმა ისევ გაუმეორა კითხვა
- რათქმაუნდა არა - სიცილი შეწყვიტა და ცრემლი მოიწმინდა - რაიმე მსგავსი რომ ხდებოდეს, რატომ ვიქნებოდით ასე ცივილურად განწყობილი და თქვენ ორის წინაშე ასე უცნაურად, მეგობრებივით მოქცევას რატომ გავნაგრძობდით? როგორც ვთქვი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, არც მეტი და არც ნაკლები
- უმმ, ბოდიში რომ ესეთი რამ გავიფიქრე. მეგონა ერთმანეთი გიყვარდათ და ჰარის ზურგს უკან ერთმანეთს ხვდებოდით - თვითონაც გაეცინა ჰერმიონს - ძალიან მიხარია რომ მხოლოდ მეგობრები ხართ. არ მინდოდა რაიმე მსგავსი სპექტაკლების ხილვა
- მაგიტო გვიყურებდი ამ დღეების განმავლობაში ეჭვის თვალით? გეგონა რომ ერთმანეთს ვხვდებოდით? - ბლეზმა ჰერმიონისგან პასუხად თავის დაქნევა მიიღო - ეგ მხოლოდ შენი ფანტაზიაა, თუმცა ვხვდები რატომაც ფიქრობდი ეგრე. ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ ხოლმე ერთად, მაგრამ მერწმუნე აქ მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი მეგობრობაა, სხვა არაფერი
- უჰჰ, მადლობა ღმერთს, მომეშვა გულზე - ღიმილით უთხრა და ისევ კოშკისკენ აიღეს გეზი - იცი, ჩვენგან ძალიან კარგი მეგობრები დადგება. უზომოდ მიხარია რომ ჯინის შენნაირი მეგობარი ხვდა წილად - ორივეს გაეცინათ და კარგა ხნის ძმაკაცებივით გამოუყვნენ გზას
--------------------------------------------------
ჰარი გრიფინდორის საერთო ოთახში მდივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. როდესაც ფურცელი გადაშალა ნაცნობი ხმა მოესმა
- ძმაო...
მან კითხვა შეწყვიტა და მის წინ მყოფ დაკარგული ლეკვის თვალებით მოშტერებულ რონს ახედა
- რა მოხდა? - ჰკითხა ჰარიმ
- მალფოი ამ არდადეგების განმავლობაში ძალიან გაუცნაურდა, ამაზე არ გიფიქრია? - რონი ჰარის გვერდით მოუჯდა
ჰარიმ მზერა აარიდა მას
- რონ, რაიმე ხდება შენს და მალფოის შორის? რაც შენ და ჰერმიონი ერთად აღარ ხართ, მის მერე ამ თემაზე საუბარს არ წყვეტ
- უბრალოდ მომისმინე ჰარი, დამაცა... მგონი მალფოიზე რაღაც მნიშვნელოვანი გავიგე - რონმა იქაურობა მოათვალიერა - ვინმე ხომ არ გვისმენს?
- ფაქტზე დაყრდნობით, არდადეგებზე მხოლოდ ათი გრიფინდორელი ვართ დარჩენილი და მათგან რვა გარეთაა, ესეიგი მარტო ვართ
- ლევენდერი სადმე არ გინახავს? - მოულოდნელად ჰკითხა
- ახლა შენს შეყვარებულზე მელაპარაკები? რა...
- დაინახე საერთო ოთახიდან როდის გავიდა? - სიტყვის დამთავრება არ აცადა რონმა
- კი, რამოდენიმე საათის წინ. რატომ მეკითხები?
- არ ვიცი, მგონი ლევენდერი რაღაცას მიმალავს, საეჭვოდ იქცევა ამ დღეების განმავლობაში
- სერიოზულად? ახლა შენი და შენი შეყვარებულის პრობლემებზე მიყვები? მე მეგონა მალფოიზე უნდა გვეს...
ისევ გააწყვეტინა რონმა სიტყვა
- ოო, მოკეტე და მომისმინე. მშვენივრად მოგვეხსენება ორივეს რომ ლევენდერი მუდამ ჩემთან ერთადაა, არ მცილდება და ერთი წამითაც არ მტოვებს. ამ ბოლო დღეებში კი თავის თავთან განმარტოვდა, სადღაც დადის ისე რომ მე არ მეუბნება და ვნერვიულობ. ეტყობა რომ რაღაცის გამო სტრესშია
- ალბათ შენთან დაშორება უნდა - ჰარის გაეცინა და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ირონიულად მიუდგა საკითხს
- სერიოზულად გელაპარაკები ჰარი. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაშინებს ისაა რომ... მგონი ამ საქმესთან ჰერმიონიცაა კავშირში - ამჯერად უკვე ხმადაბლა ჩურჩულებდა რონი - ლევენდერმა არ იცის, მე მას ერთხელ ღამით უკან გავყევი...
- და? - ძველებურთან შედარებით ეხლა უფრო დაინტერესებული ჩანდა ჰარი
- მე დავინახე რომ ის ჩუმად ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა. მისი სახე ვერ შევნიშნე, თუმცა ხმით ვვარაუდობ რომ პარკინსონი იყო
- პარკინსონი? პარკინსონს მასთან რა საქმე აქვს? - ჰარის გაოცება დაეტყო - მოიცა, მოიცა. მე ვიცი რომ ეგ არდადეგებზეა წასული, აქ რას აკეთებს?
- ხოდა სწორედ ეგ მაშინებს. რატომ დაბრუნდა ასე ადრე, თანაც გაუფრთხილებლად, ჩუმად?
- მითხარი რას ფიქრობ რონ
- არასოდეს დაფიქრებულხარ თუ რატომ დაინტერესდა მალფოი ჰერმიონით ასე უცებ, ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში? და ამავდროულად როგორ სწრაფად შეიყვარა ჰერმიონმა იგი?
- რის თქმას ცდილობ რონ? მიკიბმოკიბულ საუბარს შეეშვი და პირდაპირ მითხარი
- მე გავიგონე რომ პარკინსონმა ბინძურსისხლიანის თავიდან მოშორება ახსენა საუბრის დროს - რონმა სულმოუთქმელად მიახალა ჰარის
- ჰერმიონი...
- საფრთხეშია. ჰერმიონი ცუდი ხალხის გარემოცვაშია. ვფიქრობ რომ პარკინსონი მისთვის ზიანის მიყენებას გეგმავს. მართალია ამდენი ხანი მასზე გაბრაზებული ვიყავი, თუმცა ის მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარია და ისევ მიყვარს. არ მინდა რომ რაიმე დაემართოს. შენ არ ფიქრობ რომ მალფოიც პარკინსონის მხარესაა და გეგმის განხორციელებაში ეხმარება?
- მალფოი ცდილობს ჰერმიონის თავიდან მოშორებას? რატომ უნდა ჰქონდეთ ჰერმიონის მოშორების სურვილი მალფოის და პარკინსონს?
- ეგ კი არ ვიცი...
ჰარის უეცრად გაახსენდა ქვიდიჩის მოედანზე მალფოისთან ერთად გატარებული დრო და მასთან ერთან გამართული დიალოგი
* ჰარის მოგონება *
- პოტერ ნუ ნერვიულობ, რომ მე ჰერმიონს ვაწყენინებ - დამარწმუნებლად წარმოთქვა დრაკომ და თან ცოცხზე ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა - მე ის მიყვარს, შენ მართალი იყავი. - უცებ ცოცხით ჰარისთან მიფრინდა და ისევ განაგრძო - ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მგონია რომ მის თავს ცუდი რამ მოხდება. ჩემი აზრით, საფრთხეშია, ახლა თუ არა ახლო მომავალში მაინც იქნება
- რას გულისხმობ? - ჰარიმ წარბები შეკრა - ვინ რა უნდა დაუშავოს ჰერმიონს?
- ჩემს გამოა ჰერმიონი საფრთხეში, ჩემთან ერთად ყოფნა მას კარგს არაფერს მოუტანს...
- და ამას ახლა რატომ მეუბნები?
- იმიტომ რომ შენ ხარ ჰერმიონის დამცველი. შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჰერმიონის უსაფრთხოებას სრულიად ვანდობ...
- და საიდან დავრწმუნდე რომ არ მატყუებ?
- მე გითხარი რომ ჰერმიონი მიყვარს, არა? ეს უკვე შენც მშვენივრად იცი - დრაკომ ქვიდიჩის მოედანი მოათვალიერა, ჰარის მზერას გაურბოდა - რაღამც მე დაგპირდი რაღაცას, ეს იმას ნიშნავს რომ შენც უნდა დამპირდე
- და რას?
- არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის ჩემზე, არავის არ მიაქციო ყურადღება, გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის მეყვარება ჰერმიონი. დამპირდი რომ როცა ის ჩემს გვერდით არ იქნება, შენ ყოველთვის დაიცავ, ენდობი და გაამხნევებ მას
- რათქმაუნდა, გპირდები
- გმადლობ... პოტერ - წყნარად უთხრა დრაკომ და სანამ ჰარი რაიმეს უპასუხებდა, მოედნის მეორე მხარისკენ გაფრინდა. მალევე თამაშიც დაიწყეს...
--------------------------------------------------
- მალფოი ამ გეგმაში არაა ჩართული - ჰარიმ დარწმუნებით უთხრა რონს
- და შენ საიდან იცი? - წარბი ასწია რონმა
- მე მას დაველაპარაკე... მალფოის მართლაც მთელი გულით უყვარს ჰერმიონი. მის თვალებში მხოლოდ გულწრფელობას ვხედავდი, როცა მან ეს სიტყვები წარმოთქვა... დამიჯერე, ვიცი რასაც ვამბობ
- მე... მჯერა შენი. მართალია მძულს ამის აღიარება, თუმცა მალფოის მართლაც უზომოდ უყვარს ჰერმიონი. მისი მადლიერი ვარ, რომ შეძლო და ამდენი ხნის შემდეგ გააბედნიერა იგი. მე მას გული გავუტეხე, მალფოიმ კი გატეხილი გული გაუმთელა
ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ჰარი ისევ ძველ თემას დაუბრუნდა
- ანუ შენ ამბობ რომ ეს სიტყვები დანამდვილებით მოისმინე იმ ღამეს?
- კი
- ხოდა მგონი დროა რომ შენს შეყვარებულს პირისპირ გავესაუბროთ, როცა უკან დაბრუნდება
- არა, მე უკეთესი გეგმა მაქვს
- რა?
- დარწმუნებული ვარ რომ დღეს ღამითაც წავა პარკინსონის სანახავად, ამიტომ ჩვენ უკან მივყვეთ და გავიგოთ რა ხდება
ჰარისგან პასუხად თავის დაქნევა მიიღო
- კარგი
--------------------------------------------------
ჰერმიონმა ჯინის გახედა და თან კულულების გასწორება დაიწყო
- აბა როგორ ჩაიარა დრაკოსთან გასაუბრებამ?
- საზიზღრად. როგორც მეგობარი, უნდა გითხრა რომ საშინელი, აუტანელი ნაბიჭვარია. იმედია შეყვარებულიც ეგეთი არაა - ჯინიმ ამაზრზენად დაიჭყანა
- რა მოხდა ასეთი?
ჯინის ჩაეცინა და წარბი ასწია
- არაფერი, არა ჯელტმენი ნამდვილადაა, თუმცა უტვინო
ჰერმიონსაც გაეცინა და ისევ მეგობარს დააცადა საუბარი
- მას მართლა ძალიან უყვარხარ... და ასევე ჩამომითვალა, თუ რა მოსწონს შენში, მაგრამ დავპირდი რომ არავის ვეტყოდი და საიდუმლოდ შევინახავდი. - ჯინიმ ცოტა დააყოვნა და ისევ განაგრძო - ნუ პრინციპში რომელი დიდი მესაიდუმლე მე ვარ? - მხრები აიჩეჩა მან - უნდა გენახა როგორ საუბრობდა, შენი სიყვარულით დაბრმავებულ, გაგიჟებულ და ავადმყოფ კურდღელს გავს. ცოტა ჯოხით შევაშინე კიდეც და მართლაც კურდღელივით დაფეთდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გულღია საუბარი გვქონდა...
ჰერმიონს ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან
- არა რა, მართლა გიჟი ხარ
- და მოხერხებული... პლუს ამას ძალიან სექსუალურიც
- არანორმალური
- ნუ ხო, მაგაში გეთანხმები - ჯინიმ ისევ ჩაიცინა - ჰერმიონ, სერიოზულად გეუბნები, თქვენ ორი მართლაც არაჩვეულებრივად უხდებით ერთმანეთს. იმედი მაქვს გაანალიზე რომ დრაკო ზუსტად შენი შესაფერისია
ჰერმიონმა ყურებამდე ჩაიღიმა და დრაკოს ხსენებაზე უფრო აუჩქარდა გული
- გმადლობ
- არა, ეხლა კი მართლა უნდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ ყველაფერთან ერთად ეგ შენი შეყვარებული ერთუჯრედიანი იდიოტიცაა. თუმცა სწორედ მაგიტომ გავუგებთ ერთმანეთს - ჯინიმ საუბარი სიცილით დაასრულა და სააბაზანოსკენ გაემართა
ჰერმიონის სიცილითვე გამოეხმაურა და თავის ოთახში გაუჩინარდა
--------------------------------------------------
- აბა როგორ ჩაიარა? - ახლად დაბანილი დრაკო სააბაზანოდან გამოვიდა მხოლოდ შარვლის ამარა და ტანსაცმლის კარადას მიაშურა, რომ მაისური ამოერჩია
- მართლაც საშიში გოგოა - ბლეზმაც უპასუხა თუმცა დაამატა - მაგრამ, მაინც კარგი არჩევანია, ზუსტად შეგეფერება ძმაო. მე აბსოლიტურად მხარს ვუჭერ თქვენს ურთიერთობას
- გმადლობ მამიკო - დრაკომ გაიცინა და მაისური გადაიცვა
- იდიოტი - ჩაიბუტბუტა ბლეზმა, თუმცა დრაკომ გაიგო
- ქალუსია - მიახალა მანაც და ისევ სარკაზმით გაიცინა - კარგი მამიკო, გარეთ გავდივარ და ძაან არ დამაგვიანდება, არ ინერვიულოო - უთხრა, პირსახოცი სააბაზანოში დააბრუნა და გარეთ გავიდა, ბლეზმა კი „კისერი და კინჩხიც გიტეხია"-ს მზერით გააცილა
გარეთ გასულს ჰერმიონის შემოეგება
- აბა როგორ ჩაიარა დღემ? - ჩაიხითხითა ჰერმიონმა, თანაც დრაკომ დრო იხელდა და მონატრებულმა აკოცა შეყვარებულს
- საშინლად... ვიფიქრე რომ შენს მონატრებაში ამომხდებოდა სული. შენც იმავეს გრძნობდი?
- არა, მე არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს - წარბები აათამაშა და ისევ განაგრძო - კარგი, წესი ნომერი პირველი: თუ ჩემი მოხიბვლა გსურს, არაა საჭირო რომანტიული და ქალუსიური კომენტარები და აღნიშვნები. ძაან მეზიზღება ეს ზედმეტი სინაზე
- რა? არ შემიძლია გითხრა რომ მომენატრე?
- ანუ იმას ვგულისხმობ რომ ამის სიტყვიერად მოსმენა არ მინდა
- აჰა, ანუ გინდა რომ პარტნიორმა გაჩვენოს თუ როგორ მოენატრე? - ეშმაკურად გაეცინა დრაკოს და თან ხელები წელზე შემოხვია
ჰერმიონს ჩაეღიმა
- ასე ჯობია - ჩასჩურჩულა და ნელ-ნელა წინ იწეოდნენ, რამოდენიმე მილიმეტრი აშორებდათ ერთმანეთის ტუჩებს რომ ღრიალი მოესმათ
- თქვენ ორი ოთახში რომ შეხვიდეთ და იქ დაიმხოთ თავზე ყველაფერი არა? საერთო ოთახში ყველას თვალწინ მაგის გაკეთება ცოტა უზრდელობაა - ჯინის ხელები გადაჯვარედინებულად ეწყო გულთან და ისე იდგა კარების ჩარჩოსთან მიყუდებული
ჰერმიონმა მოათვალიერა და დაინახა რომ ზაბინიც იქვე იდგა
- სექსუალური აქტისთვის დაწესებულია საძინებელი და არა საერთო ოთახი - მხარი აუბა ზაბინმა
- ჩვენ მსგავსი რამის გაკეთებას არ ვაპირებდით - დრაკომ ჩაიბურტყუნა და ჰერმიონისგან გაიწია, შემდეგ კი მკაცრ "მშობლებს" გახედა
- არ ვიცი მაგრამ ნამდვილად მგოინია რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა - ჯინიმ წარბები აათამაშა - კაი, მე და ზაბინი ეხა საქმეებზე მივდივართ და თქვენ შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ, ოღონდ ამჯერად საძინებელში, იმიტომ რომ მალე დავბრუნდებით და თან იქ უფრო კომფორტულია, თქვენთვის ვამბობ - ჯინიმ ზაბინი გარეთ „გაათრია" და თან გზაში ბოლო ხმაზე ხარხარებდა
ჰერმიონი უზომოდ გაწითლდა და სიტყვებს ვეღარ პოულობდა
- მოვკლავ!
- სანამ მოკლავ... - დრაკომ ისევ იგივე პოზაში დააყენა და თვალებში ჩააშტერდა - აბა სად ვიყავით?
- სად ვიყავით და... საჩუქრების შესაფუთად მივდიოდით
- არა, არა
- კი, კი - ჰერმიონმა დრაკო მოიშორა და მორცხვად შეხედა - შობა ხვალ არის ჩვენ კიდე ჯერაც არ შეგვიფუთავს საჩუქრები... - წარბები შეკრა, თუმცა მალე ნაზათ ყურში ჩასჩურჩულა - თუ რამე, ხვალ გავაგრძელოთ, რაც დღეს ვერ მოვასწარით - გაიცინა და თავისი საძინებლისკენ გაემართა - ერთ საათში შევხვდებით. ვფიქრობ რომ მარტო მოგვიწევს საჩუქრების შეფუთვა - უთხრა და ოთახში გაუჩინარდა
- ჩემი ყველაზე დიდი ნერვის კიბო ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ ცხოვრებაში - დრაკომ თავისთვის ჩაიჩურჩულა და ჰერმიონის მსგავსად თავის ოთახს მიაშურა
--------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონათ 😊😍 ეჰჰ დრო თითქმის საერთოდ აღარ მაქვს 😫 რას ვიზამთ ესეთია მეათე კლასელის ცხოვრება 😂 მაინც დავდებ ახალს რაც შეიძლება მოკლე დროში 😍 არ დაგავიწყდეთ დაVoteბა 😉
STAI LEGGENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...