- ეს ბოლო ზღაპარია, რაც კი ამ წიგნში წერია, და ერთად რომ წავიკითხოთ არა? - ჰერმიონმა მომღიმარი სახით ჰკითხა დრაკოს, ფურცელი გადაშალა და სათაური წაიკითხა - „მზეთუნახავი და ურჩხული"
- მემგონი მსმენია მაგ ზღაპრის შესახებ. დედაჩემი მიყვებოდა ხოლმე პატარაობაში...- წარბები ასწია დრაკომ
- თუ იცი რატომ არ მიყვები, რის შესახებაა?
- მოგიყვები, რა პრობლემაა...- დრაკო კომფორტულად მოთავსდა საწოლზე და დაიწყო თხრობა - ეს ზღაპარი არის ბელის და ურჩხულის შესახებ, რომელიც სინამდვილეში პრინცია და არა ურჩხული. ის რადგანაც უხეში, თავნება და უღირსი პრინცი იყო, ამიტომ მოაჯადოვა ერთ-ერთმა ჯადოქარმა. ბელი ულამაზესი, ჭკვიანი და კეთილი გოგონაა, რომელსაც ავადმყოფი მამის გამო მოუხდა ურჩხულთან თანაცხოვრება. საბოლოოდ იგი შეძლებს და მის ხასიათებს სრულიად შეცვლის... და ამის შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდებათ
- ვაუუ, ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავს...
დრაკომ ისევ განაგრძო ახსნა
- ბოლოს ურჩხულს დაჭრიან და სიკვდილის პირას მყოფს ჭეშმარიტი სიყვარული გადაარჩენს. სწორედ სიყვარულის წყალობით მოეხსნება წყევლა და ისევ ადამიანად გადაიქცევა. დასასრულისას კი როგორც იტყვიან ერთად ცხოვრობდნენ ჯანმრთელად და ბედნიერად, ჭირში და ლხინში...
ჰერმიონს სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაჰკრა
- გმადლობ რომ ასე არაჩვეულებრივად მომითხრე - მან წიგნი დახურა და გვერდით გადადო. ცოტახნიანი პაუზის შემდეგ კი ჰკითხა - აბა მითხარი... რა გეგონა, რის გაკეთებას ვაპირებდით როცა აქ მოსვლა შემოგთავაზე?
- მე? - დრაკომ მორიდებით მოისრისა კისერი - მე...უმმ...მე ვიფიქრე რომ ჩვენ...ვისაუბრებდით - ნერვიულად უთხრა
ჰერმიონს გაეცინა მის საქციელებზე
- მხოლოდ ვისაუბრებდით? - წარბები აათამაშა მან - ოჰო, ლაპარაკისთვის დაბადებული დრაკო მალფოი პირველად ვნახე ენა დაბმული, ისე რომ სიტყვას თავს ვერ აბამდეს - აწვალებდა ჰერმიონი - ვაუ, მემგონი საკმაოდ შეგცვალე არა?
- აბა როგორ, სიყვარული ადამიანს აგიჟებს... - დრაკომ უცებ გაანალიზა რა წამოცდა და თვალები გაუფართოვდა. სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი - ძაან მომშივდა. მგონი ვახშმის დროც მოვიდა და ვაგვიანებთ. წავიდეთ...
ჰერმიონის გულმა ცოტა ხნით ცემა შეწყვიტა და სახეც გაუწითლდა
- უკაცრავად, გამიმეორე, რა მითხარი?
- მე გითხარი რომ შენთან ერთად წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს და შემდეგშიც გავაგრძელოთ მეთქი. მაგრამ მანამდე უნდა ვივახშმოთ...
ჰერმიონი მას მიუახლოვდა და თვალებში შესციცინებდა
- არა, ისევ გამიმეორე, რა აგიჟებს ადამიანს?
- ჰერმიონ, გეყოს! - დრაკო უკანმოუხედავდ გაიქცა ოთახიდან და თავის თავს გულში წყევლიდა, თუ როგორ წამოსცდა ესეთი რამ. ვერ იჯერებდა, მან აღიარა რომ ის უყვარდა...ნუ ყოველ შემთხვევაში ირიბად. და მაინც, მართლა უყვარდა?!
- დრაკო სასწრაფოდ დაბრუნდი! - დაუყვირა ჰერმიონმა და უკან გამოეკიდა. ცარიელ კორიდორებში წინ მიიჩქაროდა და ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა. შემდეგ თავის ფეხსაცმელს დახედა და ეშმაკურად გაიღიმა - ამ ხერხმა ბოლოს კარგად იმუშავა და არ მგონია ეხლაც გამიცრუოს იმედები - ჩაილაპარაკა, ფეხსაცმელი გაიძრო და დრაკოს ესროლა, რომელიც საბედნიოროდ ზუსტად მიზანში, თავში გაარტყა. სწრაფად მივარდა გახარებული, ფეხსაცმელი აიღო და დრაკოს შეხედა - მხოლოდ ერთხელ მითხარი და ამის შემდეგ სიტყვასაც არ დავძრავ
- არა, არ ვიცი საერთოდ რაზე მელაპარაკები - დრაკომ მზერა აარიდა და თავი მოისრისა, სადაც ჰერმიონმა ფეხსაცმელი გაარტყა - შეწყვიტე ამ დასაწვავი ფეხსაცმელის ადამიანებზე სროლა - ჩაიბუზღუნა, თან ცდილობდა თემა შეეცვალა
- კარგი, შევწყვეტ - ჰერმიონმა ხელები ჩაკიდა და თვალებში ჩახედა - თუმცა მანამ არა, სანამ არ გამიმეორებ...
- მე გითხარი რომ შენთან ერთად წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს მეთქი - ჩაახველა და გვერდით გაიხედა
ჰერმიონმა ყალბად გაუღიმა
- კარგი, ნუ მეტყვი. თუმცა მალე მაინც გათქმევინებ - ისევ ჩასჭიდა ხელი და დიდი დარბაზისკენ მიუთითა - წავიდეთ, ვივახშმოთ
- მადლობა ღმერთს - გაიღიმა მან და ორივენი წავიდნენ
--------------------------------------------------
ტანდაბალმა გოგონამ თავის ფანჯარასთან კაკუნის ხმა გაიგონა. მან წარბები შეკრა, როდესაც უცნობი ბუ დაინახა. ნელ-ნელა მიუახლოვდა ფანჯარას, გააღო და ბუ შიგნით შემოუშვა, თან შეათვალიერა: მისი ყაფისფერი ბუმბული და უცნაური მოლურჯო თვალები ძალიან ეუცხოვა. გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა და ბუს წერილი გამოართვა, რომელზეც გამომგზავნის ქვემოთ მისი სახელი იყო მითითებული. მან არემარე დაზვერა და რადგანაც იქ არავინ იმყოფებოდა, ამიტომ საწოლზე ჩამოჯდა და წერილი გახსნა. სწრაფად ჩაიკითხა და კმაყოფილი ღიმილით დადო ძირს. კიდევ ერთხელ გადახედა და გაიცინა
- უნდა რომ მე დავეხმარო? - თავის თავს ჰკითხა და მაგიდასთან ჩამოჯდა. მელანი მოამზადა და ბატის ფრთით წერილის უკან პასუხად ერთი სიტყვა მიაწერა გარკვევით. (ცუდი სიტყვა არ გაიფიქროთ :დ) შემდეგ წერილი დაკეცა, ისევ მიაბა ბუს ფეხზე და ფანჯრიდან მის გაუჩინარებას კარგა ხანს უცქირა. ხოლო რაც შეეხება იმ ერთადერთ სიტყვას, რომელიც მან მიაწერა, ეს იყო - „კი"
--------------------------------------------------
გოგონამ გრეით ჰოლში შეიჭვრიტა და დაინახა თუ როგორ შეხმატკბილებულად ლაპარაკობდნენ, ვახშმობდნენ და იცინოდნენ დრაკო, ჰერმიონი, ჯინი და ბლეზი. მას სახე გაებადრა და წარბებიც აათამაშა
- ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს - ჩუმად ჩაიბუტბუტა და მის უკან ფეხის ნაბიჯების ხმაც გაისმა. გოგონა სასწრაფოდ გაეცალა იმ ადგილს და კარების უკან მიიმალა, ისე რომ ვერავის შეემჩნია.
--------------------------------------------------
- რა გაქვს დღეისთვის დაგეგმილი? - ჰერმიონმა ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თაროდან წიგნი გამოიღო და მაგიდასთან ჩამოჯდა
- განსაკუთრებული არაფერი, მინდოდა შენთან ერთად ასტრონომიის კოშკში ავსულიყავი და ყოველ ღამე გვიანობამდე გავჩერებულიყავი - უთხრა დრაკომ და გვერდით მიუჯდა
- ნამდვილად გინდა?
- რა?
- ყოველ ღამე იქ ყოფნა
- რატომ, შენ არ შეგიძლია გვიანობამდე გაჩერება? ტკბილად ძილი გირჩევნია ხომ? - აწვალებდა დრაკო
- არა, უბრალოდ არ მინდოდა შენთვის სიზმრების ნახვაში ხელი შემეშალა და ძილის რუტინა დამერღვია - საპასუხოდ ჰერმიონმა ეშმაკურად გაიღიმა
- ჩემს გამოწვევას ცდილობ?
- შენთან შეჯიბრს რა აზრი აქვს, მაინც სულ აგებ - გაეცინა ჰერმიონს
დრაკოს სახე გაუმკაცრდა
- გარწმუნებ, მაგ სიტყვებს სანანებლად გაგიხდი - წარბები შეკრა მან
- მაგასაც ვნახავთ... მაგრამ მერე ზაბინთან არ მიხვიდე და ტირილი არ დაიწყო როცა დამარცხდები
- ხო აბა, ვნახოთ ვინ იტირებს...
- შენს სიამაყეს ბოლო მოეღება, როცა წააგებ - ჩაიცინა ჰერმიონმა
- მოდი დავნაძლევდეთ - წარბები აათამაშა დრაკომ
- ახალი ნაძლევი? ესეიგი როგორც ვატყობ ჩვენი ურთიერთობა ნაძლევებზეა დაფუძნებული, რაც არც ისე სასიამოვნოა...
- სწორედ ნაძლევების წყალობითაა ჩვენი ურთიერთობა ასეთი საინტერესო და მხიარული - დრაკომ ფართედ გაიღიმა და წაგებულის სასჯელზე ჩაფიქრდა, საბოლოოდ კი მოიფიქრა - გამარჯვებული დამარცხებულს სახეზე რამეს დაახატავს
- მარკერით - დაამატა ჰერმიონმა - მარკერი არის მაგლური სახატავი მასალა, რომელიც რთული მოსაშორებელია სახიდან, გამოცდილი მაქვს. აქაც წამოვიღე რამოდენიმე და როგორც ვხვდები გამოგვადგება. კარგი, შევთანხმდით? - ხელი გაუწოდა
- შევთანხმდით - თავაზიანად ჩამოართვა ხელი დრაკომ - დღეს ღამით ძაან ვიმხიარულებთ
- გეთანხმები - ჰერმიონმა წიგნი ისევ თაროზე შეინახა და გადაულაპარაკა - მოემზადე ხალხის წინაშე მოხატული სახით სასიარულოდ - გაიცინა და უკანმოუხედავად გავარდა ბიბლიოთეკიდან
- მე კიარა... კაი დაივიწყე. მაინც არ მისმენ - დრაკო უკან გამოედევნა მას
ბიბლიოთეკის კუთხეში მდგომმა ჯინიმ და ბლეზმა სახიდან წიგნები ჩამოიღეს და გაიცინეს
- მეგონა აღარასდროს წავიდოდნენ - ჯინიმ არემარე მოათვალიერა - არა, უნდა შეწყვიტონ აქ სიარული
- როგორც ვხედავთ ტერიტორია თავისუფალია, შეგვიძლია დავიწყოთ ნადირობა...
- უკვე ყელში ამომივიდა, მაგრამ რა გზა მაქვს? და თუ შენი სულელური გეგმა ისევ არ გაამართლებს და პარკინსონის ჯაშუშს ვერ ვიპოვით, იცოდე შელოცვას გესვრი და ამას კიარ გაფრთხილებ, გპირდები - ჯინიმ მკვლელი მზერა ესროლა და მეორე კუთხისკენ გაეშურა
- ჯანდაბა... ხანდახან როგორი საშიშია - კანკალით ჩაიბუტბუტა ბლეზმა, თაროსთან მივიდა და მწვანე ყდიანი, ათი საუკუნის წინანდელი წიგნი გამოღო, რომელიც სრულიად დაფლეთილიყო (არცაა გასაკვირი რატომ). მან პირველი გვერდი გადაშალა რომ უეცრად რაღაც ფურცელი გადმოვარდა და იატაკზე დაეცა.
- ეს ხომ არ არის რაიმე საბუთი, ხომ ვერ დაგვეხმარება? - თავისთვის გაიფიქრა და აიღო. გადახედა და დაასკვნა რომ ეს უბრალო ფურცელი იყო, რომელზეც უსაქმურ გოგონებს ჭორები ჩამოეწერათ. მან დაკუჭა და გვერდით მოისროლა - ჯანდაბა, ვინ არის ეს დასაწვავი ჯაშუში... ჰიპოგრიფთან საერთოს გამონახვა უფრო სასიამოვნო პროცესია, ვიდრე ამის ძებნა - დაიღრიალა მან და ცოტა არ იყოს ხმამაღლაც მოუვიდა
მალე თავში ტკივილი იგრძნო, რაც წიგნის დარტყმით იყო გამოწვეული
- კიდე უფრო იყვირე, ვერ გაიგონა ხალხმა - ბლეზის წინ ჯინი იდგა და სახე თმასავით გაწითლებოდა
- რა დაგიშავე? - საცოდავად დაიკვნესა და თავზე ხელი მოისვა
- დაიმსახურე... ეხლა კი დროზე დაიწყე ძებნა და ნერვები არ მომიშალო, თორე მეორედ მიიღებ წიგნს, ოღონდ ამჯერად სახეში - ჯინი ჩურჩულით ემუქრებოდა - ძაან გაგიმართლა რომ ბიბლიოთეკაში ვართ და ცოტა ხალხი მაინცაა, თორე მკვდარი იქნებოდი - დაუღრინა და გასცილდა - ოხ ეს დასაწვავი ბიბლიოთეკა და დასაწვავი წესები - თავისთვის ბუზღუნებდა გზადაგზა
--------------------------------------------------
Sorry Guys რომ ყოველ დღე ვერ ვდებ ახალ თავებს, მაქსიმალურად ვეცდები ორ დღეში ერთხელ მაინც დავდო. მიყვარხართ ყველანი 👑💟🙌 მანამდე კი როგორც გვჩვევია დავა-Vote-ოთ 😉
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...