ბლეზმა ჩუმად პაროლი წარმოთქვა, საერთო ოთახის კარიც გაიღო და ყველანი შიგნით შეცვივდნენ...
- უკვე ყველაფერი ვიცი - ბიჭები თვალებდაწითლებულ, ატირებულ ჰერმიონს შესვლისთანავე შეეჩეხნენ, რომელიც თავისი ოთახის კართან იატაკზე იჯდა და გულნატკენი ცრემლებს ვეღარ იკავებდა. მის დასველებულ, შოკოლადისფერ თვალებს შეშინებული, აღელვებული ზღვისფერი თვალები ნერვიულად უყურებდნენ. - ყველაფერი ვიცი... - კვლავ გაიმეორა, ფეხზე წამოდგა და ცრემლი მოიწმინდა
- ჰერმიონ... - დრაკომ წინ გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი, თუმცა ჰერმიონმა უკან დაიხია
- გთხოვ, ნუ მომიახლოვდები. ეს შენდამი ჩემი უკანასკნელი სურვილია...
- ჰერმიონ, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, ჩვენ... - ჰარიც ჩაერია მათ საუბარში და მეგობარს მიუახლოვდა
- ჯინიმ უკვე მიამბო სიმართლე და თქვენ ორი უკვე ვეღარაფერს შეცვლით - ჰერმიონმა ამჯერად რონს და ჰარის მიაპყრო მზერა - თუ ორივენი შემთხვევით გახდით ამ არეულობის მონაწილენი, შეგიძლიათ უსიტყვოდ დაგვტ...
- არა, შემთხვევით არ გავმხდარვათ, ჩვენი სურვილით ჩავერიეთ. ამ სიტუაციას არეულობის ნაცვლად გაურკვევლობას თუ დავარქმევთ უფრო სწორი იქნება - რონმა ჰერმიონს სიტყვის დასრულებაც არ დააცადა ისე მიახალა
- არა, თქვენს საქციელს ახსნა მაინც მოეპოვება. თქვენ პარკინსონის ტყვეებად იქეცით და სხვა გზა არ გქონდათ, მოგიწიათ მონაწილეობა მიგეღოთ ამ ყველაფერში. ეს საქმე მხოლოდ ჩემი და მალფოის გასარჩევია - ჰერმიონმა დრაკოს გვარი სპეციალურად გამოკვეთა და მკაცრად გახედა
დრაკომ და ბლეზმა ერთმანეთს შეხედეს და თავის დაქნევით ბიჭებს ანიშნეს რომ წასულიყვნენ. ჰარი და რონიც დასთანხმდნენ მათ ჟესტს
- კარგი, ჩვენ წავალთ ჰერმიონ, თუმცა რაც პარკინსონმა გიამბო ტყუილია, არ დაიჯერო. ამათ მოუსმინე, სიმართლეს გიამბობენ - წყნარად უთხრა ჰარიმ და ორივემ ოთახი დატოვა
ჰერმიონმა თვალი გააყოლა ბიჭებს და როცა პორტრეტი დაიხურა, მაშინ ბლეზს მიმართა
- ზაბინი, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? მანამდე ჯინისთან შედი, თავის ოთახშია და გაესაუბრე - ბლეზს სხვა გზა არ ჰქონდა, წავიდა და წყვილი მარტო დატოვა საერთო ოთახში - შენ დაიწყებ თუ მე დავიწყო?
- საერთოდ რას გულისხმობ? - მშვიდად ჰკითხა დრაკომ და თვალს არ აცილებდა მას
-----------------------------------------------
- იქ დატოვე სადაც გითხარი? - თავის საერთო ოთახში შესულმა პენსიმ სარკასტული ღიმილით მოხედა ლევენდერს
- კი
- კარგი, აბა დავიწყოთ მოსმენა - საძინებლისკენ გაეშურა, საწოლზე დადებულ ყურსასმენებს ხელი დაავლო და ლევენდერის გაოცებული სახის დანახვისას დააკომენტარა - შენ გგონია რომ ასე უტვინოსავით, უგეგმოდ დავბრუნდებოდი სკოლაში? მაგლებს ძალიან საინტერესო ნივთები აქვთ... ამის წყალობით მათ დიალოგს ჩუმად მოვისმენთ. მაგლური ნივთი და ცოტაოდენი მაგია სასწაულებს ახდენს. - პენსიმ ყურსასმენების რაობა აუხსნა ლევენდერს და წარბები აათამაშა - აბა, ვისიამოვნოთ. და ხო, ჩუმად იყავი, რამე არ გამომრჩეს - ჩაიხითხითა, ყურსასმენები გაიკეთა და მოსმენა დაიწყო
-----------------------------------------------
- ნუ მსახიობობ რაა. არ არის საჭირო თავის უდანაშაულოდ მოჩვენება - ჰერმიონმა საბოლოოდ თვალი თვალში გაუყარა მას - გულწრფელად გეტყვი და დარწმუნებული ვარ რომ უკვე ისედაც იცი... მე შენ გამოგიყენე მთელი ამ ზამთრის არდადეგების განმავლობაში, იმისთვის რომ რონი მეეჭვიანებინა ჩემი თავის ლევენდერში გაცვლის გამო. სწორედ ამიტომ თავს ძალიან დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა ჯინისგან გავიგე რომ შენც მიყენებდი მე, რათა პარკინსონი თავიდან მოგეშორებინა, ეს მართალია?
ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დრაკომ თავი დაუქნია
- კი, მართალია...
- გასაგებია... ხვალ ღამით ყველანი დაბრუნდება ჰოგვორტსში და მინდა რომ კვლავ ჩვეულ ფორმაში დავბრუნდეთ. - ჰერმიონმა თავის ხელში არსებულ ჯოხს დახედა - ხომ მითხარი რომ შენი საყვარელი შელოცვა „ობლევიატე" იყო?! - ამჯერად დრაკოს შეხედა - სიმართლე გითხრა ჩემი საყვარელი შელოცვაც სწორედ ეგაა. მე ის საკუთარ მშობლებზე გამოვიყენე და საბოლოოდ ორივენი სხვაგან გავგზავნე... ძალიან მინდა ჩემს თავზეც გამოვცადო და ყველა მოგონებისგან გავცარიელდე. მინდა რომ დავივიწყო შენდამი გრძნობა, ერთმანეთისთვის ნათქვამი ყოველი სიტყვა, ან კიდევ ამ არდადეგების განმავლობაში ერთად გატარებული წუთები - ჰერმიონი მძიმედ სუნთქავდა და ნელ-ნელა განაგრძობდა საუარს - თუმცა ჩემი გულის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ელევა ამ მოგონებებს, უნდა თავისთან დაიტოვოს და არ დაკარგოს... არც კი ვიცი რა გავაკეთო...
დრაკო უეცრად მივარდა მას, ხელები შემოხვია და გულში მიიკრა. მჭიდროდ ებღაუჭებოდა, თითქოს ვიღაც ართმევდა მის თავს და შიშით გულმა უფრო სწრაფად დაუწყო ცემა, არ უნდოდა რომ ოდესმე გაეშვა...
- რაც პენსიმ გითხრა ყველაფერი ტყუილია. მართალია, მინდოდა შეგყვარებოდი, რათა პარკინსონი თავიდან მომეშორებინა, თუმცა საბოლოოდ თავად მე შემიყვარდი. დარწმუნებული ვარ რომ შენს შემთხვევაშიც ზუსტად ესე მოხდა. მთელი გეგმა დავივიწყე და შენთან ერთად დროის გატარებით ჩემს ცხოვრებას არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი მოგონებები შევმატე, ამას განზრახ არ ვაკეთებ - უფრო და უფრო ეხუტებოდა მას - მთელი არსებით მიყვარხარ ჰერმიონ და მუდამ მეყვარები. გთხოვ არ დამტოვო, დარჩი ჩემთან, ჩემს გულში. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს... ნუ გამწირავ
ჰერმიონმა მის მხარზე დადო თავი და უფრო აეტირა
- მეც მიყვარხარ დრაკო. გპირდები რომ არ დაგტოვებ, არასოდეს - ყურში ჩასჩურჩულა, თვალები დახუჭა და დრაკოს სხეულს მიხუტებულმა მთელი მისი სითბო შეიგრძნო
- მენდობი? - მშვიდად ჰკითხა დრაკომ
- კი - გაუნძრევლად უპასუხა
- პენსი მანამ არ გაჩერდება სანამ არ დაგვაშორებს, დამიჯერე, რაც არ უნდა გითხრას ყველაფერი ტყუილი იქნება. გპირდები რომ მისგან დაგიცავ. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის მეყვარები
---------------------------------------------
ბლეზს და ჯინის კარებზე ყური ჰქონდათ მოდებული და ცდილობდნენ რაიმე მაინც მოესმინათ მათი საუბრიდან
- ჯანდაბა, არაფერი არ ისმის - ბუზღუნით ჩაიჩურჩულა ზაბინმა და ჯინის საწოლზე ჩამოჯდა
- დარწმუნებული ვარ რომ შერიგდნენ, მათ შორის არეულობა მოვაგვარე - ჯინიც ზაბინთან მივიდა და გვერდით მოუჯდა
- და რატომ ტიროდა გრეინჯერი? - ბლეზმა მორცხვად ჰკითხა და ჭერს მიაშტერდა
- ის მალფოის ან პარკინსონის გამო არ ტიროდა... ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემზეა განაწყენებული, რადგან ეს ყოველივე მე არ ვუამბე და პარკინსონისგან მოისმინა. მალფოიზე უფრო მეტად მე ვუღალატე, მე ვაწყენინე. თუმცა რას წარმოიდგენს, რამხელა საიდუმლოს ვინახავდი ამდენი ხანი და ამას მხოლოდ მის სასიკეთოდ რომ ვაკეთებდი. მესმის მისი, თუმცა ვერ ვიფიქრებდი პარკინსონის ქმედება ესე თუ ატკენდა გულს - ჯინის ცრემლები მოერია - დარწმუნებული ვარ უკვე ვეზიზღები, ჩემი დანახვაც კი აღარ მოუნდება - საწყალი ლეკვის, ოღონდ ამჯერად აცრემლიანებული თვალებით ახედა ბლეზს, რომელსაც გოგონას ცრემლებმა სული შეუხუთა, გული აუჩქარა
- ჯინი სულ ტყუილად ტირი. ხომ ხედავ გრეინჯერს და შენს ძმას უიზლის? საბოლოოდ მაინც შერიგდნენ, შენ კი მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, ხომ მართალია?
- ვარ არა, ვიყავი - ჯინიმ შეუსწორა და ცრემლი მოიწმინდა
- შენ რომ მისი უბრალო მეგობარი ყოფილიყავი, მაშინ ყველაფერი ჩვეულებრივ ჩაივლიდა, რადგან შენს საქციელს გულთან ახლოსაც არ მიიტანდა და რადგანაც მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება. ამიტომაა შენზე ნაწყენი გრეინჯერი...
- და შენ ეხლა მაგით მითანაგრძნობ თუ ნერვებს მიშლი? - დაუღრიალა ჯინიმ, მაგრად უჯიკა და წარბები შეკრა
- მაცადე ეგება რას ვამბობ... რადგანაც შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, მარტივად გაპატიებს. მას შენ დასჭირდები როცა განსაცდელში იქნება და ამას იგრძნობს, უზომოდ მოენატრები. საუკეთესო მეგობარს ადამიანის გულში ვერავინ ჩაანაცვლებს და სწორედ ამიტომ ვერ დაგთმობს. გრეინჯერისთვის უმნიშვნელოვანესი ხარ. ის ყოველთვის შენზე იფიქრებს, შენზე იზრუნებს და იდარდებს, ესე მარტივად ხელს არ ჩაიქნევს და არ გაგიმეტებს. მიუხედავად იმისა რომ აწყენინე, მაინც უყვარხარ და გაპატიებს, ეს მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი წესია - უხერხულად აუხსნა ბლეზმა და გაამხნევა
- მართალია შენზე კიდე გაბრაზებული ვარ მაგრამ მაინც გმადლობ ზაბინი. ცოტა არ იყოს გამომიკეთე ხასიათი - ძალით გაიღიმა ჯინიმ
-----------------------------------------------
ჰერმიონს სევდა გაუქრა სახიდან და გაეღიმა როცა მათ ჩაკიდებულ ხელებს შეხედა
- უამრავი საჩუქარი გვაქვს გასახსნელი. შობა ჯერ არ დასრულებულა
- მართალია და სხვებსაც რომ დავუძახოთ და ერთად გავხსნათ ხომ უკეთესი იქნება? - დრაკომ შესთავაზა და უცებ აკოცა
- უკეთესის რა გითხრა, არაჩვეულებრივი იქნება - თვალები გაუბრწყინდა, კართან მიირბინა და დააკაკუნა - მოდით, საჩუქრები გავხსნათ - გახარებულმა დაიყვირა მათ გასაგონად და გაეცინა. კარიც მალევე გაიღო, საიდანაც ჯერ ზაბინი გამოვიდა ღიმილით, შემდეგ კი ჯინი, რომელიც დაშინებული უყურებდა ჰერმიონს - რადგანაც შობაა ყველას გპატიობთ, ამიტომ გიხაროდეთ. თუმცა მაინც ფრთხილად იყავით, ბოლომდე არ მიპატიებია - ჯინის გასაგონად წარმოთქვა ჰერმიონმა, ნაძვის ხესთან მივიდნენ და მხიარულ ნოტაზე დაიწყეს საჩუქრების გახსნა, შობის ერთად აღნიშვნა
-----------------------------------------------
პენსიმ მოისმინა ყოველივე, მათი სიცილი, ჟრიამული და სახეზე ცეცხლი მოედო. გაცოფებულმა მოიგლიჯა ყურსასმენები და ეს მაგლური მოწყობილობა ძირს ისე დაახეთქა რომ ნაკუწებად აქცია. უცებ წამოვარდა ფეხზე და ლევენდერისკენ მიმართულმა ბრძანა - გადი გარეთ! - მანაც არ დააყოვნა და გაგიჟებული პარკინსონი მარტო დატოვა, რომელსაც ტვინში ჯერ კიდევ უტრიალებდა ყურსასმენებით მოსმენილი მათი სიცილი და ყოველი ფრაზა რაც კი წარმოთქვეს. რატომ იყვნენ ბედნიერები? იმდენად არ მიაყენა ზიანი რომ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორებულიყვნენ? - არა... ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა - უეცრად თავში იდეამ გაუელვა - შობას შემწყნარებლობას გამოვიჩენ. დღეის იქით კი ყველაფერი თავიდან დაიწყება, მათ ბედნიერებას ბოლო მოეღება - ეშმაკურად ჩაიცინა და წარბებს ათამაშებდა - მგონი უმჯობესი იქნება დრაკო დავიბრუნო და ბინძურსისხლიანს ყველაფერი ვაზღვევინო
-----------------------------------------------
- არ გვეცალა და აქაურობაც ვერ მოვრთეთ...რანაირი შობაა - რონი ბუზღუნით დადიოდა გრიფინდორის საერთო ოთახში, სადაც საშობაო განწყობა ნამდვილად არ სუფევდა
- შენი აზრით ჰერმიონი და მალფოი შერიგდნენ? - ჰარიმ ჰკითხა მას და მდივანზე ჩამოჯდა
- მგონია რომ შერიგდნენ. ჰერმიონი ძლიერია და პარკინსონისნაირი ავადმყოფი ვერაფერს დააკლებს. ომის დროსაც კი მამაცურად, მტკიცედ იდგა და ეგ ან კიდე ჩემი იდიოტი „ყოფილი" რას შეაშინებს?! - რონმა ღიმილით გაამხნევა ჰარი
- მართალი ხარ. თუმცა მაინც ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არ ვიცი რატომ
- კარგი რა. ჩვენ ხომ ჰერმიონ გრეინჯერზე ვლაპარაკობთ, ის ყველაფერს გაუმკლავდება - ეს თქვა რონმა და პორტრეტის კარი გაიღო. ბიჭები შეშინდნენ და სასწრაფოდ ჯოხები მოიმარჯვეს
- დაწიეთ ჯოხები, ჩვენ ვართ - ხმას სიცილიც მოჰყვა და მალე ჰერმიონი გამოჩნდა, რომელსაც მთელი ამალა: დრაკო, ჯინი და ბლეზი უკან მოჰყვებოდა - თქვენს გარეშე არ გვინდა შობის გატარება, თანაც საჩუქრები გვაქვს თქვენთვის. წამოდით რა
დრაკომ გადახედა უბრალო, მოურთავ, ცივ ოთახს და შემდეგ ბიჭებს
- ისე აქაც მყუდროდ ყოფილხართ...
- დიდი სიამოვნებით წამოვალთ - ჰარიმ დრაკოს კომენტარს არ მოუსმინა და მეგობრებისკენ წავიდა
ჰერმიონს გაეცინა და ორ მეგობარს ჯგუფურად ჩაეხუტა
- ორივენი ძალიან მომენატრეთ...
დრაკო უხერხულად იდგა აყუდებული და მათ უყურებდა
- აღარ მორჩით? - ჰკითხა მან და წვივში ჰერმიონის წიხლი მიიღო საჩუქრად - შეგეძლო უბრალოდ „არა" გეთქვა - დრაკომ კრუსუნით მოისრისა ფეხი და ასკინკილით გაჰყვა წინ მიმავალთ. მიუხედავად ყველაფრისა გული მაინც გაუთბო სამეულის მეგობრულმა იდილიამ, უძლეველმა „გოლდენ ტრიომ".
--------------------------------------------------
დაავოუთეთ 😍😘🤗
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...