გაფრთხილება!!! : ეს თავი შეიცავს ცოტა არ იყოს უხამს მომენტებს (ნუ ძაანაც არა მარა რავი) ასე რომ მოგიწოდებთ თუ 15 წელს ქვემოთ ხართ, თავი შეიკავოთ წაკითხვისგან ❌ ნუ მე გაგაფრთხილეთ და დალშე თქვენ იცით 😉 გმადლობთ ყურადღებისთვის 😁😂😊
--------------------------------------------------
ცოტახნიანი ბრაზის შემდეგ ყველანი დაწყნარდნენ და თავიანთ ჩვეულ ცხოვრების რუტინას დაუბრუნდნენ. ბლეზი და ჯინი საიდუმლოდ საუბრობდნენ საერთო ოთახში, ჰარი და რონი ჯადოსნურ ჭადრაკს თამაშობდნენ ხოლო ჰერმიონი და დრაკო საცურაოდ წავიდნენ :)
- ამისთვის დაგვსჯიან - ჰერმიონს სახეზე შიში დაეტყო
- კაი რა, ნუ აბუქებ და დრამატულად ნუ აღიქვამ - დრაკოს თითქოს არც ადარდებდა ცხოვრება
- ამ შუაღამით მარტო დავდივართ გარეთ გიჟებივით და ცოტა არ იყოს შეუფერებელია
- კაი მაშინ დავბრუნდეთ და იდიოტებივით დავეყუდოთ ოთახში
- არა, ეგ არ მიგულისხმია, ხო კაი წავიდეთ - ჰერმიონი ძლივს დათანხმდა
გარეთ გასვლისთანავე ტანში სიცივემ დაუარათ და ლამის მიწას მიეყინენ. სიცივისგან კბილებსაც აკრაჭუნებდა ჰერმიონი და პირიდან ცივ ორთქლს უშვებდა. დაახლოებით ათიოდე გრადუსი თუ იქნებოდა გარეთ ტემპერატურა და გრძნობდნენ როგორ ეცემოდათ პაწაწუნა თოვლის ფიფქები
- ყოველთვის შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ - დრაკომ აღელვებული ჰერმიონი დაამშვიდა
როგორც იქნა ტბამდეც მიაღწიეს და ერთმანეთს შეხედეს
- არავითარი მაგია - ჩაილაპარაკა ჰერმიონმა და თავისი ჯოხი ძირს დადო მიწაზე
- კარგი - დრაკომაც დადო ჯოხი მიწაზე
- ჰე აბა დავიწყოთ - შემოუძახა ღიმილით დრაკომ და მაიკა ტანზე გაიძრო
ჰერმიონმა მის ტანს შეხედა და მიხვდა რომ კიარ უყურებდა, მიშტერებოდა. მან თვალი აარიდა და ჰკითხა
- ბინტი სად წაიღე?
- დღეს ღამისთვის მოვიხსენი
- და რატომ?
- არ მინდოდა რომ დამსველებოდა ან დაბინძურებულიყო
- ხო, მართალი ხარ
- კარგი მიდი მოუჩქარე - დრაკო მოსვენებას არ აძლევდა. ჰერმიონმა სვიტერი გადაიძრო და სიცივემ მთელს ტანში დაუარა. შენდეგ ნელნელა მაიკის გაძრობაც დაიწყო. ოდნავ მუცელზე აიწია რომ გაეხადა და უცებ მასზე მოშტერებული ორი თვალი შენიშნა
- რას აკეთებ? - გაბრაზებით ჰკითხა და ისევ ჩამოიწია მაიკა
- არა, აქ ხომ საყურებელი არაფერია... - თავისთვის ჩაიბუტბუტა დრაკომ
- რაა? - მისი სიტყვების გაგონების შემდეგ გაკვირვებით ჰკითხა ჰერმიონმა
- არაფერი, უბრალოდ მოუჩქარე მეთქი - დრაკომაც არ დააყოვნა და ქამრის გახსნა დაიწყო
ჰერმიონმაც აუჩქარა და მაიკა გადაიძრო, შემთხვევით უხეშად მოიქნია და დრაკოს ესროლა - უფს
დრაკომ ღიმილით შეხედა
- თუ გინდოდა შენი სხეულისთვის შემეხედა, არ იყო საჭირო მაიკის სროლა, ჩემი ყურადღების მისაქცევად. შეგეძლო უბრალოდ გეთქვა - მაიკა აიღო და მიწაზე დადო
ჰერმიონმა პირი გააღო რომ შეპასუხებოდა თუმცა დრაკომ სიტყვა მოუჭრა
- როგორც ჩანს ვცდებოდი. მართლაც კარგად გამოკვეთილი და ქალური სხეული გქონია, ვინ იფიქრებდა? - ეს თქვა და შარვლის გახდას შეუდგა
ჰერმიონმა ირგვლივ მიმოიხედა. ახლა იმდენად აღარ სციოდა რადგან სირცხვილით სულ გაწითლებულიყო. მან დრაკოს თვალი აარიდა და შარვლის ღილების გახსნა დაიწყო. სწრაფად მოიშორა ფეხებიდან და ძირს დააგდო. ახლა სრულიად დაუცველად და უმწეოდ გრძნობდა თავს. ამავდროულად არ მოსწონდა ის ფაქტი რომ დრაკო მიშტერებოდა
- ნუ მომშტერებიხარ!
- რავქნა...ისეთი ხედი მაქვს რომ ვერ ვაშორებ თვალს - სარკაზმიც გამოჩნდა მის ღიმილში
ჰერმიონმა გაცეცხლებული მზერა ესროლა
- იდიოტი ხარ!
დრაკომ წარბი ასწია პასუხად და განაგრძო ჰერმიონის სხეულის თვალიერება. სრულიად აღფრთოვანებული და გაოცებული იყო. მას ეგონა რომ ამაყ გრეინჯერის სხეულს ქალურობის ნიშანწყალიც არ ექნებოდა თუმცა შეცდა. მისდა გასაოცრად ულამაზესი სხეული ჰქონდა, გამოყვანილი თეძოებით, ბრტყელი მუცლით, სავსე მკერდით(ჰაჰჰჰ), კრიალა, თოვლივით თეთრი კანით და თავის გულში აღიარა კიდეც რომ ჰერმიონ გრეინჯერი მართლაც სექსუალური იყო. თვითონაც ვერ იჯერებდა რომ ამას აღიარებდა, თუმცა სიმართლისთვის თვალი უნდა გაესწორებინა. თავი ფიქრებისგან გაიწმინდა და ჰერმიონს კითხვით მოუბრუნა
- წავიდეთ?
ჰერმიონმა ღრმად ჩაისუნთქა
- ღმერთო ჩემო, ამ სისულელისთვის სიკვდილის ღირსი ვარ
ორივენი სწრაფად გაიქცნენ და ჩახტნენ წყალში ისე რომ შხეფები ერთ მეტრზე გადმოისხა. ჰერმიონმა წყლიდან თავი ამოყო და ბოლო ხმაზე დაიკივლა, დრაკო კი სიცილით იგუდებოდა. ჰერმიონმა მომაკვდინებელი მზერით შეხედა
- შენ გგონია სასაცილოა?
- ძალიან - ისევ განაგრძო სიცილი დრაკომ
- იდიოტი ხარ - ჰერმიონმა დაუღრიალა და წყალი სახეში შეასხა
უცებ სიცილი შეწყვიტა დრაკომ
- შენ მე წყალი შემასხი?
- არა ბებიაჩემმა შეგასხა - სარკაზმით უპასუხა ჰერმიონმა - აბა ვინ ქნა?
- კარგი - ჩაილაპარაკა დრაკომ და თვითონაც შეასხა წყალი
ჰერმიონმა ისევ დაიკივლა
- დაგერხა მალფოი!
ამის შემდეგ ორი წლის ბავშვებივით დაიწყეს წყლით ომობანას თამაში :D ასეთ აქტივობაში სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობდნენ, თუმცა მთლად ესეც ვერ ვიტყვით
ერთ წუთიანი ომის შემდეგ ნიავმა დაუბერა და სველი ტანი სულ გაუყინათ. ჰერმიონი დანებდა:
- კარგი, სულ მთლად გავიყინე და უნდა წავიდე! - მის პასუხს არც დაელოდა, ნაპირისკენ გაცურა
- რაა? არა, არ გაქვს უფლება წახვიდე - დრაკომ დაუყვირა და მის შემდეგ გამოცურა, უნდოდა მის მკლავს ჩასწვდენოდა რომ როგორმე შეეჩერებინა, ჯერ ისევ წყალში იყვნენ, - მოიცადე! - უბრძანა და მის ზურგს უკან რაღაცას მოჰკიდა ხელი. სანამ გაანალიზებდა თუ რა ეჭირა ხელში, უნდა ითქვას, რომ ეს ჰერმიონის ლიფი იყო 😂 უცებ თვალები გაუფართოვდა და დააკვირდა მის ხელში არსებულ შავ ლიფს, შემდეგ კი ჰერმიონს გახედა
ჰერმიონსაც თვალები გადმოსცვივდა და სახეზე ჩვეულმა წითელმა ფერმა დაჰკრა. უკან მობრუნდა და დაინახა რომ დრაკოს ხელში მისი ლიფი ეჭირა
- ღმერთ..ო...ჩე...მო...- ჰერმიონმა ჩაიბუტბუტა, თუმცა არ დაიკივლა. გაცეცხლებულმა მზერამ მალფოი ლამის დაწვა
- შენ მომხსე...
- არა, შემთხვევით მოხდა - დრაკომ უპასუხა და ჰერმიონისგან ოდნავ მოშორებით გაცურა, თუმცა თვალს არ აცილებდა მას
- სასწრაფოდ დამიბრუნე! - დაუყვირა ჰერმიონმა
- არა, ვფიქრობ სუვენირად უნდა შევინახო
- რის სუვენირად?!
- იმის ნიშნად რომ ამაყ გრეინჯერთან ერთად საცურაოდ ვიყავი წამოსული შავ ტბაზე - უთხრა და სწრაფად ამოვიდა წყლიდან
ჰერმიონი უყურებდა როგორ დატოვა წყალი და დაიწყო ჩაცმა თვითონ კი ვერ ამოდიოდა და ლამის ჩაყინულიყო წყალში
- მალფოი!
- გრეინჯერ? არ ამოდიხარ? - ღიმილით ჰკითხა
ჰერმიონმა მკერდი დაიფარა ხელებით და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ტანსაცმლისკენ. შემდეგ ტანსაცმელი აიღო და მკერდზე მიიფარა - მალფოი დამიბრუნე!
- არა, ეს ჩემი სუვენირია
- რა სუვენირი, ჩემი ლიფია!
- ჩემთვის სუვენირია
- ოოოხ - დაიყვირა და ეცადა წაერთმია თუმცა ისეთ ადგილზე დადო დრაკომ, რომ ჰერმიონი ვერ მისწვდომოდა
- შენ..შენ..ბოროტი ხარ - სხვა ვერაფერი მიაძახა. მისგან ოდნავ მოშორებით წავიდა. მაიკა გადაიცვა, ჯინსიც ჩაიცვა და ის იყო ჟაკეტი უნდა მოეცვა რომ ორივემ შეამჩნიეს მათთან ახლოს ცაში გატყორცნილი წითელი ნაპერწკლები. ჰერმიონი შეშინდა და ამავდროულად ჟაკეტი ისევ გულზე აიფარა. უეცრად მაჯაში ხელის ჩაჭიდება იგრძნო და უკან მობრუნდა. დრაკომ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო
- აქ ვინ არის? - ბრაზიანმა ხმამ მათი მიმართულებით დაიყვირა და ვინ უნდა ყოფილიყო ეს, რათქმაუნდა ფილჩი
დრაკომ სიტყვაუთქმელად ისევ ჩასჭიდა მაჯაში ხელი ჰერმიონს და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა, თან უკან ჰერმიონს მოარბენინებდა
ჰერმიონი სიტყვას ვერ ძრავდა. მირბოდა, ცალი ხელი მალფოიზე ჰქონდა ჩაჭიდებული, ცალით კი ჟაკეტი ჰქონდა აფარებული მკერდზე. დრაკომ უკვე შორს მყოფ ფილჩს გახედა და გაიღიმა, ვერც ჰერმიონმა ვერ შეიკავა თავი და მანაც გაიღიმა. ესენი ნორმალურები ნამდვილად არ იყვნენ, ასეთ სიტუაციაში ვინ გაიღიმებდა მათ ადგილზე? თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ორივენი სიცილით იხოცებოდნენ
ამათ ნამდვილად სჭირდებოდათ წმინდა მუნგოს საავადმყოფოში მისვლა კონსულტაციაზე და ტვინის შემოწმებაზე
- აი აქ - უთხრა დრაკომ და ჰერმიონი სვეტის უკან დამალა, მანამ სანამ ფილჩს საბოლოოდ მოიშორებდნენ. თვითონაც მიიმალა როცა დაინახა რომ ფილჩმა გვერდი ჩაუარათ და წითელი ცხვირით და გაბრაზებული სახით ისევ უკან უბრუნდებოდა სასახლეს.
ჰერმიონმა პირზე ხელი აიფარა რომ სიცილისგან თავი შეეკავებინა. როცა ფილჩი უკვე კარგა ხნის წასული იყო ორივენი ბოლო ხმაზე იცინოდნენ
- მართლაც სიგიჟე იყო - ჰერმიონმა სიცილითვე ჩაილაპარაკა
- უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად სასაცილო იყო
- ძაან მიხარია თუ როგორმე გახალისდი...ეხლა კი რაღამც უკვე ფილჩი წავიდა, ჩემი ლიფი დამიბრუნე
- ისევ გინდა? - წარბი ასწია დრაკომ
- კი და ჩემი ჯოხიც
- ოოო, შენი ჯოხი ისევ ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. - დრაკოს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა - ხოლო რაც ამას, მანამ არ დაგიბრუნებ, სანამ...
- სანამ?
- არ მაკოცებ - დრაკოს სახე ისევ სარკასტულ ღიმილს მოეცვა - დარწმუნებული ვარ არ აპირებ ამის გაკეთებას, ასე რომ დაემშვიდობე...
- საზიზრარი ხარ - ჰერმიონმა მიაძახა და უკან მიბრუნდა - ჟაკეტს ჩავიცვამ და წავალთ - ჩაიბუტბუტა და ჟაკეტი შეიკრა. ამჯერად ისევ დრაკოსკენ მობრუნდა
- ანუ არ მიბრუნებ?
- არა
- სანამ არ გაკოცებ? - ჰკითხა და მის ზღვისფერ თვალებს ჩახედა
- სანამ არ მაკო...- დრაკომ სიტყვა ვერ დაასრულა. უეცრად მისი სახე ორმა ხელმა დაიჭირა, ხოლო ტუჩებიდან კი ფაქტიურად სიტყვას ვეღარ ძრავდა. რამოდენიმე წუთი წაიღო იმის გაანალიზებამ რომ ჰერმიონ გრეინჯერი ახლა მას კოცნიდა. მან შეხედა ჰერმიონს რომელსაც თვალები დაეხუჭა. არ იცოდა რა გაეკეთებინა
ჰერმიონმა მისი სახე ორივე ხელით დაიჭირა და კოცნაში აიყოლია, თვითონაც არ იცოდა რატომ. ალბათ იმიტომ რომ ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა და თან ამავდროულად არაფერზე არ ფიქრობდა. ერთ სიგიჟეს მეორე მოჰყვა. თუმცა უცნაური ის იყო რომ ტუჩებს ვერ სწყვეტდა, ვერ სცილდებოდა, თითქოს მიწებებოდა. თითქოს და ელექტრონულმა მუხტმა დაუარა სხეულში და გათბა კიდეც. ეს მისი მეორე კოცნა იყო, თუმცა რატომღაც პირველად აღიქვა.
დრაკოს უნდა გაწეულიყო. უნდა გაწეულიყო და დაეცინა მისთვის. უნდა ერთქვა "შეხედე გრეინჯერ როგორ მოგწონვარ"-ო ან რაიმე მსგავსი სიტყვები, თუმცა მსგავსი არაფერი გაუკეთებია. მან ისეთი რამ მოიმოქმედა რასაც თვითონაც ვერ წარმოიდგენდა. მანაც აკოცა, თვალები დახუჭა და ხელები წელზე მოხვია, მასთან ახლოს მიიზიდა. ხელში კი, რომელიც წელზე ჰქონდა შემოხვეული, ჰერმიონის ლიფი და ორივეს ჯოხი ეჭირა.
დრაკოს მრავალი გოგოსთვის ეკოცნა და არამარტო ეკოცნა, თუმცა არასოდეს თავის ცხოვრებაში არ უგვრძნია მსგავსი რამ, თითქოს სამყაროს მბრძანებელი იყო, და ყველაფერი ხელთ ეპყრო. ეს ყველაზე განსხვავებული იყო, თითქოს ახალი გამოწვევა, უნიკალური და მოულოდნელი, უცნაური. ეს ხომ ჰერმიონ გრეინჯერის ტუჩები იყო
ჰერმიონიც გრძნობდა რომ უფრო და უფრო იმონებდა კოცნა, რადგან მისი ხელები თავისდაუნებურად დრაკოს კისერს შემოეხვია და მისმა გრძელმა თითებმა დრაკოს სველ თმაში ჰპოვა ადგილი. ის თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. უნდა გაწეულიყო...მოშორებულიყო, თუმცა არა. მსგავსი არაფერი არ მოუმოქმედებია
--------------------------------------------------
თუ მოგეწონათ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით ;)
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...