- რონ? - ჰარის სხეული პანიკას მოეცვა და გულს ცემაც შეეწყვიტა. ის ნელ-ნელა გამოვიდა სამალავიდან, როცა მისდა გასაკვირად გულწასული რონი ლევენდერის მკლავებში გამომწყვდეული დაინახა
- ჰარი, მაპატიე - ლევენდერმა მხოლოდ ეს უთხრა მას
- რა ხდება, ლევ... - სიტყვის დასრულება არ დასცალდა, რადგან თავის უკანა ნაწილში რაღაც მწარედ მოხვდა და თვალთ დაუბნელდა. წამის მეასედში რონის მსგავსად გონებადაკარგული ჰარი უკვე იატაკზე ეგდო.
- ყოჩაღ ლევენდერ. ახლა ესენი პენსის მივუყვანოთ - ანამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ჰარი თვითონ წამოიყვანა
ლევენდერიც დასთანხმდა და რონი იქაურობას აარიდა
როგორც კი თვალს მიეფარნენ, იმ წუთასვე გამწარებული ჯინი გამოჩნდა, რომელიც ბიბლიოთეკიდან მორბოდა და უკან ზაბინიც მოსდევდა
- ზაბინი, შედი და საერთო ოთახი შეამოწმე, თუ რაიმე საეჭვო ნახე, შემატყობინე, მე კიდე აქაურობას მოვათვალიერებ - ჯინიმ ბრძანება გასცა და თვალებით ისევ განაგრძო დერეფნის ყოველი წერტილის სკანირება
ზაბინმა პაროლი ჩაიბუტბუტა და თავით შევარდა საერთო ოთახში. გამწარებული მოყვა ყოველ კუთხეს, თუმცა უცნაური ვერაფერი შენიშნა. ყველაფერი ისევე ისე იყო, როგორც დატოვეს. მას უეცრად მოესმა რომ ვიღაც ეძახდა
- ზაბინი! - ბლეზმა სასწრაფოდ დატოვა იქაურობა და გარეთ გაიქცა, თან მაშინვე შენიშნა შორს, სვეტთან ჩაცუცქული ჯინი, რომელსაც ქაღალდის ნაგლეჯი ეჭირა ხელში
- რა არის ეს?
- წაიკითხე - ჯინიმ გაუწოდა ფურცელი და მანაც სწრაფად ჩაიკითხა„ თუ ამ წერილს ნახავთ, ეს იმას ნიშნავს რომ საფრთხეში ვართ. დაგვეხმარეთ"
ჰ.პ- ეს...
- ხო, ჰარია და რადგანაც უწერია საფრთხეში ვართო, ეს იმას ნიშნავს რომ რონიც მასთან ერთადაა - ჯინი ფეხზე წამოდგა და ამჯერად უკვე დიდი შიში დასწეროდა სახეზე - ვერ ვიჯერებ. ჩვენ ყველანი პარკინსონის მახეში გავებით
- მართალია პარკინსონმა მახე დაგვიგო, თუმცა მთლად წმინდად და დაკვირვებულად ვერ უმუშავია - ზაბინი სვეტს მიუახლოვდა და ძირს დაგდებული ზურმუხტის თვლიანი, თვალისმომჭრელი კულონი აიღო - ეს იმ გოგოს ეკუთვნის, მე რომ გეუბნებოდი. ის გოგო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მაწვდიდა ინფორმაციებს პარკინსონზე - მან კულონი ჯინის დასანახად ხელის გულზე დაიდო
- ახლა კი მითუმეტეს დავრწმუნდი რომ პარკინსონის ნახელავი იყო ეს ყველაფერი. მან დაავალა ამ გოგოს ჰარის და რონის წაყვანა... მაგრამ, ორი ბიჭი ერთმა გოგომ როგორ წაიყვანა? ესეიგი კიდევ ეხმარებოდა ვიღაც
- პარკინსონი თავად ხელებს არ გაისვრიდა, ამიტომ დაავალა სხვებს. მაგრამ პოტერი და უიზლი როგორ იქცნენ მის ტყვეებად? ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცას უთვალთვალებდნენ და გამოიჭირეს...
- წამოდი, სასწრაფოდ ლევენდერი მოვძებნოთ. თუ ვერ ვიპოვით, ესეიგი ის იყო. ეგ ყოველთვის რონთან ერთადაა...
- გგონია რომ ლევენდერმა გაიტაცა უიზლი და პარკინსონს ჩაუგდო ხელში? ამას რატომ გააკეთებდა? მას ხომ უყვარს ის?!
- ხოდა სწორედ მაგიტომ გააკეთა. დარწმუნებული ვარ ძუკნა პარკინსონი გონებას აურევდა და დააჰიპნოზებდა, რომ ჰერმიონის თავიდან მოშორებაში დახმარებოდა. თუ იცი ეს მათთვის, ორივესთვის რას ნიშნავს? პენსისთვის იმას, რომ დრაკოს ხელში ჩაიგდებს...
- ლევენდერისთვის კი იმას რომ უიზლი სამუდამოდ მას დარჩება
- ჩემი ხელით დავახრჩობ მაგ საცოდავებს - ჯინი ისეთი განრისხებული იყო რომ ეშმაკიც ლოცვას დაიწყებდა მის დანახვაზე
- კი დაახრჩობ, მაგრამ სად არიან, სად ვეძებოთ? - სვეტს მიყრდნობილი ზაბინი ცდილობდა გარკვეულიყო
- რადგანაც ჩვენ იმ მხრიდან მოვედით, სადაც ჰარიმ წერილი დაგვიტოვა, ამიტომ პირდაპირ წავიდოდნენ - ჯინიმ ბნელი დერეფნისკენ მიუთითა - წავიდეთ!
- რა მოხდება პარკინსონმა ჩვენც თუ დაგვიჭირა? დრაკოს და გრეინჯერს რა ეშველებათ?
- ვერ დაგვიჭერს. შენ გგონია მე ამაზე არ მიფიქრია და გეგმა არ შემიმუშავებია? - წარბები ასწია გაკვირვებით - მგონი სულ დაგავიწყდა, ჩემს ძმებს ოინებში ბადალი არ ყავთ, მე აბა რისი და ვარ თუ არ მივბაძე მათ? მათი გაკეთებული ყველანაირი ნივთი თუ ტკბილეული მაქვს... მათ შორის ყურების გამადიდებლებიც - ჩაეცინა ჯინის და საერთო ოთახისკენ მიბრუნდა - წამოვიღებ რაღაც-რაღაცეებს და მერე შევუდგეთ მათ ძებნას. როცა ვიპოვით, შემდეგ ჩუმათ მათ გეგმას მოვისმენთ. საბოლოოდ კი როცა გავიმაჯვებთ, ლევენდერს იქვე მივასიკვდილებ
- ღმერთო შენ გვიშველე - ზაბინი ლოცვას შეუდგა - ვგრძნობ რომ რაღაც დიდ შარში გავყავით თავი
--------------------------------------------------
ჰერმიონი და დრაკო საერთო ოთახში შემოვიდნენ და სახტად დარჩნენ, როცა იქაურობა სრულიად დაცარიელებული დახვდათ
- სად არიან? - გაკვირვებული ჰერმიონი მდივანზე წამოსკუწდა
- შეიძლება ისინიც სასეირნოდ წავიდნენ, ან...
- უკვე ღამის თერთმეტი საათია. იქნებ და რამე შეემთხვათ?- ამაზე ფიქრიც კი აშინებდა მას
- დარწმუნებული ვარ კარგად არიან - დრაკოც გვერდით მოუჯდა და ხელი მოხვია
ჰერმიონმა თავი დაუქნია და ბუხარში მოგიზგიზე ოქროსფერ ალს გამჭოლი მზერა მიაპყრო. ასეთ მშვიდ მდგომარეობაში ყოფნისას მის თავში ყოველი მოგონება ამოტივტივდა, რაც კი ამ სამ კვირიან არდადეგებზე შეემთხვა და სახეზე ღიმილი გადაეფინა. სანამ რაიმეს ჰკითხავდა, მანამდე რამოდენიმე წამით აკოცა დრაკოს შემდეგ კი თავისი ფიქრები გაუზიარა
- დრაკო, რას იზამ ჩვენს შორის რამე რომ მოხდეს ამ არდადეგების შემდეგ? ვიცი, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, თუმცა მოდი რაციონალურად ვიაზროვნოთ. ვთქვათ რომ ჩვენს ურთიერთობას რაღაც საშინელება შეემთხვა, შენ რას იზამ?
- და მაინც რა შეიძლება მოხდეს ისეთი რომ ჩვენს სიყვარულს რამე დაუშავოს? - დრაკო გაბრწყინებული თვალებით უცქერდა ჰერმიონს, თუმცა შიში მაინც გულს უღრნიდა, ეგონა რომ მისი გეგმის შესახებ შეიტყო
ჰერმიონმა წარბები ასწია და დრაკოს თვალებში ჩახედა, თუმცა მალევე გაეღიმა
- არაფერი, დაივიწყე რაც გითხარი. ძაან დამღლელი დღე იყო - მან დაამთქნარა და მთვრალი კაცის გამომეტყველება მიიღო - ძილინებისა დრაკო. ხვალ შევხვდებით - უცებ ლოყაზე აკოცა და თავის საძინებელში გაუჩინარდა
- ძილინებისა... - თავისთვის ჩაიჩურჩულა და მის წინ სიცარიელეს მიაშტერდა რამოდენიმე წუთის განმავლობაში - არა, რაა როცა გჭირდება მაშინ არაა ეს ბელთაყვა აქ... - ესღა ჩაიბუტბუტა და დასაძინებლად მანაც ოთახს მიაშურა
--------------------------------------------------
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფეხზე მწარედ დაბიჯება იგრძნო, მისმა თვალებმა საბოლოოდ მოახერხეს გახელა და იქაურობის მოთვალიერება
- აჰჰ... რა ჯანდაბა ხდება?
- ძლივს, გაიღვიძე
ჰარიმ გაკვირვებით შეხედა მის წინ მჯდარ რონს
- რონ, სად ვართ?
- როგორც ვხვდები, პარკინსონის გალიაში
- ლევენდერმა გამოგვამწყვდია აქ ხომ? - ჰარის სახეზე გაკვირვება სისასტიკით შეეცვალა
- სულელები ვყოფილვართ, მეტი სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა - რონმა ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და თან მოუსვენრად წრიალებდა - ჩემმა შეყვარებულმა, უფრო სწორედ ყოფილმა შეყვარებულმა მახეში გაგვაბა
- მთლად ეგრეც არაა საქმე. წერილის დატოვება მოვახერხე, იმედი მაქვს რომ ნახავენ და გვიპოვიან
- და რომც ნახონ, შეძლებენ კი ჩვენს გადარჩენას, ერთ-ერთი მაინც?
ჰარი უჩუმრად იყო, პასუხის გაცემის და სიმართლის თვალებში ჩახედვის ეშინოდა
- ალბათ... ვერა - საბოლოოდ ჩაიბუტბუტა მან - თუმცა ორივე არაჩვეულებრივად ვგრძნობთ თავს
- ფიზიკურად კი... - რონმა სცადა ოდნავ კომფორტულად მოთავსებულიყო სავარძელზე, რომელზეც თავიდან ფეხებამდე თოკებით იყო მიბმული - შენი ჯოხი თან გაქვს? მე არა
- და მე საიდან მექნება, თუ შენ არ გაქვს? - ჰარიმ მხრები აიჩეჩა. რონის მსგავსად ისიც ძლივს ამოძრავებდა სხეულს თითქმის „მიწებებულ" სავარძელზე
- კარგი რაა, შენ ხო ვოლდემორის რისხვა, უძლეველი ჰარი პოტერი ხარ. მეგონა გადაგვარჩენდი მე და შენს თავს
- დღეს არა. არ ვარ გმირობის განწყობაზე
- განწყობაზე კი არ ხარ, არ შეგიძლია
- და ვისი ბრალია მერე? - მკვლელი მზერით გახედა ჰარიმ
- იმის თქმა გინდა რომ აქ ჩემს გამო მოვხვდით? - რონი გაცეცხლდა
- შენი შეყვარებული რომ უფრო გეკონტროლებინა, ამდენ შარს არ გადავეყრებოდით - ჰარის ბრაზის გამომჟღავნება მხოლოდ იატაკზე ფეხის ძლიერად დაბრახუნებით შეეძლო. თოკები სხვა ქმედების საშუალებას არ აძლევდა
- და შენ უნდა...
- უკაცრავად ქალბატონებო, არ გინდათ რომ ცოტა დაბალ ხმაზე იკინკლავოთ? სხვათაშორის აწი ამაზე უარესი სადარდებელი გელით - მათ კამათი მესამე ხმამ გააწყვეტინათ
ჰარიმ და რონმა ერთმანეთს დაჩაგრული ბავშვის სახით შეხედეს მერე კი ბუხართან მდგარ სამ გოგოს მიაშტერდენ.
მათ წინ პენსი წარსდგა ამაყი და ცინიკური გამომეტყველებით, როგორც სჩვევია
- ვა, ვა ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე მარტივად ჩაგიგდებდით თქვენ ორს ხელში და გამოგიჭერდით, მაშინ როცა ეს თავად სიკვდილის მხვრელებმაც კი ვერ შეძლეს - სიცილით ჰკითხა მან - თუმცა, ეს ჩემი დამსახურება არაა, როგორც ვხედავ შენს შეყვარებულს მადლობა უნდა გადავუხადო - მან ამჯერად რონს გახედა წარბების თამაშით
- რა შეყვარებულს? - რონმა ვითომდა გაიკვირვა
პენსის ისევ გულიანად გაეცინა და მის უკან მდგომ ლევენდერს მიუბრუნდა
- ვფიქრობ რომ თქვენ ორს სალაპარაკო გექნებათ
- რონ, მაპატიე, მე... - ლევენდერმა დაიწყო ახსნა, თუმცა პენსის მკვლელმა გამოხედვამ შეაჩერა
- მე მოგვიანებით ვიგულისხმე - ახლა ანას მიუბრუნდა - თქვენ ორი წახვალთ და გარეთ მოათვალიერებთ, ვინმე ხომ არ მოდის ამათიანი. დარწმუნებული ვარ, ეს ვირთხები რაიმე მინიშნებას დაუტოვებდნენ მათ იდიოტ მეგობრებს - მისი ბრძანება მალევე შეასრულეს და როცა კარი გაიხურეს, პენსი ბიჭებს მიუახლობდა დასალაპარაკებლად - რადგანაც წავიდნენ, დროა თქვენ ორს გითხრათ, თუ რა მსურს...
- რა? - ჰარიმ კბილებში გამოცრა
- დამშვიდდი პოტერ, აქ თქვენს დასაშავებლად არ ვარ - პენსიმ წარბები აათამაშა - სინამდვილეში რასაც თქვენგან მოვითხოვ, უმარტივესი რამაა - თქვა და ისიც მიმდებარე სავარძელზე ჩამოჯდა - მინდა რომ თქვენ ორი უბრალოდ აქ ისხდეთ მშვიდად და წყნარად ხვალ საღამომდე
- და რატო, რა ჯანდაბად გინდა ჩვენი აქ ყოფნა? - რონმა ზიზღიანი მზერით გახედა
- უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, და ხელი არ შემიშალოთ
- რას გულისხმობ? - ჰარიმ გაოცებით ჰკითხა
- ღმერთო ჩემო, თქვენ ორი როგორი ცნობისმოყვარეები ხართ. გარწმუნებთ, ხვალ საღამოს შეიტყობთ - ეს თქვა და ფეხზე წამოდგა - აბა, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში
- რაა? აქ აპირებ ჩვენს დატოვებას?
- და რა გინდათ რომ გავაკეთო? - მან ეშმაკურად ჩაიხითხითა - ააა ახლა გავიაზრე. როგორი უზრდელური საქციელია როცა ტყვეები ასე გყავს სავარძელზე მიბმული. ანა შემოვა და სხვა ოთახში გადაგიყვანთ, ნუ იდარდებთ. თქვენ ორი იქაურობას იკმარებთ - თავისი ცალყბა ღიმილით ეხლა რონს მიუბრუნდა - ბრაუნს ნუ გაუწყრები... ეს მხოლოდ შენს დასაცავად გააკეთა
- რისგან, ან ვისგან დასაცავად?
- ვისაც ეხლა ელაპარაკები, იმისგან დასაცავად - პენსიმ ამით ბიჭებთან საუბარი დაასრულა და ორი ტყვე მარტო დატოვა
ჰარიმ და რონმა ღრმად ამოისუნთქეს და ერთ ხმაში შესძახეს
- ჰერმიონი...
- მათ უკვე აღარაფერი აშორებთ ჰერმიონთან. ჩვენ კიდე მათ სატყუარაში ვართ გაბმული. გამოდის რომ თავად ჩვენ ვეხმარებით ჰერმიონისთვის ზიანის მიყენებაში - რონი ისტერიკულად მოჰყვა განგაშს
- ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გადარჩენა... რონ დაელაპარაკე ლევენდერს და ეცადე რომ ამ პარკინსონის გალიიდან თავის დაღწევაში დახმარება გაგვიწიოს
- ვფიქრობ რომ ჩვენმა მატარებელმა კარგა ხნის წინ ჩაიარა. რა აზრი აქვს მასთან საუბარს, როცა იმდენადაა მოტივირებული ჰერმიონის გზიდან ჩამოშორებაზე, რომ ჩემი თავიც კი დაუფიქრებლად ჩაუგდო პარკინსონს ხელში. შენი აზრით გადაიფიქრებს?
- შენ უბრალოდ სცადე, ესაა ჩვენი ბოლო იმედი - ჰარიმ სევდიანი თვალებით შეხედა
- ხო, კარგი. თუმცა ძაან ბევრს ნუ იოცნებებ - რონმა გადაულაპარაკა მას და ამასობაში ანაც შემოვიდა, რომელმაც პენსის დავალებით ორივე მათგანი საერთო ოთახისგან მოშორებით, სხვა „გალიაში" გადაიყვანა.
--------------------------------------------------
ორმოცდამეათე თავი, That's Unbelievable 😱😱 ვიმედოვნებ რომ საინტერესო იყო 🤗💫😍 ვიცი რომ იშვიათად ვდებ, თუმცა ვიმედოვნებ რომ გამიგებთ 😉 შემდეგი თავის გამოსვლამდე კი თხოვნა იქნება დამი-Vote-ოთ
BINABASA MO ANG
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...