ოდესმე ვინმე დაფიქრებულა, რომ ბედნიერად ყოფნას პრაქტიკა სჭირდება? შენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ, იშრომე იმდენი, რომ შეიქმნა საუკეთესო ცხოვრება!
ცხოვრება ადამიანებს უმზადებს ისეთ გაკვეთილებს, რომელსაც ისინი, ადრე თუ გვიან, სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროცესი დაკავშირებულია იმედგაცრუებასთან, თავდაუზოგავ შრომასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასთან – მიღებული ცოდნა და გამოცდილება ღირს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი.
და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მაინც არ ხარ ბედნიერი? პრობლემას მოძებნი საკუთარ თავში, თუ ადამიანებში, რომლებიც გარს გეხვევიან? შეიძლება ხმამაღა თქვა, რომ ეცდები გამოასწორო პრობლემა, მაგრამ როცა საქმე ცუდად წავა დაიწყებ სხვების გაკიცხვას, დაადანაშაულებ ღმერთს უბედურების გამო, დაუპირისპირდები ყველას და ყველაფერს, თუმცა დამერწმუნებით ცხოვრების ასეთ ცუდ ჟამს ძალიან ცოტა თქვენგანი იტყვის ბედნიერება თავად უნდა ვიპოვნოო.
ჩემს შემთხვევში ძალიან რთულია ვთქვა მიზეზები იმისა, თუ რატომ დამცინის ცხოვრება. მესმის, ის იმდენად დიადი და სასტიკია ვერ გაიგებ რა დროს რას მოგიმზადებს. ხანდხან მისი სისასტიკე განადგურებს, გულს ფლითავს ათას ნაწილად, ხანდახან კი გაძლევს გაღიმების საშუალებას, გაცდუნებს რომ გული მეტად გატკინოს. ნუთუ უსამართლობაა არაა, რომ ბავშვობიდან გამოვიარე ეს ყოველივე და 17 წლის ასაკში თან ეს მწარე გამოცდილება დამყვება?!
ადამიანი ერთხელ იბადება. ჩემი პრობლემები კი სწორედ აქედან დაიწყო. დედაჩემს ჩემი დაბადების სურვილი დიდათ არ ჰქონია. ექიმმა აბორტზე უარი უთხრა და მას მოუწია თავისი ხერხებით ეცადა ჩემი მოშორება. თურმე სვამდა, ეწეოდა კიდეც. ერთხელ ისე დამთვრალა, რომ კიბიდან დაგორდა. ეს წერტილი იყო. ამის გამო 7 თვის დავიბადე გადარჩენის მინიმალური შანსით. ერთი კილოც კი არ ვყოფილვარ თუ ბებიას დავუჯერებ. არც მაინც და მაინც სიცოცხლის ნიშნები მქონია. მისივე თქმით საავადმყოფოში სამი თვე აპარატზე შეერთებულმა გავატარე. ექიმები ამბობდნენ, რომ ჩემი გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ისეთი ადამიანი, როგორიც მამაჩემია არ დანებდებოდა და არც 7 თვის პატარას მისცემდა დანებების საშუალებას.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!