ისევ ის...

473 45 5
                                    

ჰამილტონის გასასვლელს როცა გავცდით ნაილმა მარჯვნივ შეუხვია. ნახევარ საათში მთაზე ავედით, რომელიც უკიდეგანოდ დიდი ჩანდა და გზაც საკმაოდ იწელებოდა. ბევრი შესახვევი იყო, რის გამოც ნაილი მანქანას ძალიან ნელა მართავდა. ნელ-ნელა მაღლა მივიწევდით. ჰავაც საგრძნობლად შეიცვალა, დამძიმდა. უფრო მეტად აცივდა. ოც წუთში იმ სიმაღლეზე ავედით, რომ ჰამილტონის ზემოდან დანახვაც შეგვეძლო. ხელის გულივით მოსჩანდა ყველაფერი. ეს ქალაქი მაღლიდან ზედმეტად ლამაზი მომეჩვენა. მთლიანად ყვითელი ფერი ფარავდა შემოდგომაზე გაყვითლებული ფოთლების წყალობით, აქა იქა მწვანე ნაძვებიც ჩანდა.

ჰამილტონის თვალიერებით გართულმა ვერ შევამჩნიე როგორ ბარდნიდა, უზარმაზარი ფიფქები სწრაფად ცვიოდა აქეთ-იქით. აღარც კი მახსოვს ბოლოს თოვლი როდის ვნახე, სიეტლში ეს იშვითი სიამოვნება გახლდათ.

თოვლის გამო ნაილმა სიჩქარეს უფრო უკლო, ჯერ ისედაც ნელა მივღოღავდით, დარწმუნებული ვიყავი კუ უფრო სწრაფად ივლიდა. ნაილსაც ვერ გავამტყუნებ წინ საერთოდ არაფერი ჩანდა, მანქანების დანახვა მხოლოდ მოციმციმე ფარების წყალობით იყო შესაძლებელი.

-ნაილ კეტრინს ჩაეძინა! პლედი არ გვაქვს?-ნაილმა თავი დამიქნია და დიდი ჩანთიდან, რომელიც გვერდით ედო ნაცრისფერი პლედი ამოაძვრინა. მაშინვე მივაფარე კეტრინს და ყურიდან ყურსასმენები ფრთხილად გამოვაცალე რომ არ გაღვიძებოდა.

-თითქმის მივედით-ნაილმა თითით მანიშნა იმ ადგილზე, სადაც ჩვენი გზა სრულდებოდა, არც ისე შორს იყო.

სულ რაღაც 15 წუთი დაგვჭირდა იქამდე რომ მივსულიყვით, ნაილმა კეტრინი აღარ გააღვიძა და თავად გადაიყვანა მანქანიდან.

გაოცებული ვუყურებდი იქაურობას, სულ თეთრი იყო თოვლის გამო, ამადროულად უფრო და უფრო მეტად ბარდნიდა. წინ არაფერი ჩანდა გარდა იმ სახლისა, რომელშიც ნაილის თქმით ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით და მხოლოდ ერთი სასტუმრო ერთი გორით ზემოთ.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now