შემოდგომის ყვავილები

492 46 4
                                    

ჰარი გარეთ გადის და თავით მანიშნებს მის წითელ ფერარში ჩავჯდე. რას დავკარგავ თუკი მას გავყვები? მაქსიმუმ თავმოყვარეობას რაც მგონი უკვე დავკარგე. მანქანას სწრაფად შემოვუარე და ჰარის გვერდთ ადგილი დავიკავე.

მანქანა სწრაფად დაძრა და მოშორდა კაფის მიმდებარე ტერიტორიას. თავდაპირველად დაუსრულებული მოსახვევების გამო მანქანას ნელა და დინჯად მართავდა, როგორც კი მთავარ მაგისტრალზე გავედით სიჩქარეს მოუმატა დ მაჩვენებელი 180-მდე აწია.

გზაში რამდენჯერმე ვკითხე, თუ სად აპირებდა ჩემს წაყვანას, ყოველ ჯერზე პასუხად ვიღებდი ,,ნახავ როცა მივალთ". გადავწყვიტე მეც აღარ ჩავძიებოდი, მითუმეტეს მაინც ვერ მივიღებდი მისგან პასუხს. ეს ვიცოდი. იმედი მაქვს ეს ადგილი ჩემს მოუთმენლობად ღირს.

-გინდა რამე ჩავრთო?-ჰარიმ ხელი რადიოსკენ გაიშვირა, ღილაკს დააჭირა თუ არა ედ შერანის სასიამოვნო ჰანგები გაისმა. იმდენად გამეხარდა მისი ჰარის ფლეილისთში ნახვა ლამის ადგილზევე ავცქმუტუნდი.

-შერანი მოგწონს?-ღიმილით მკითხა

-ვს არ მოსწონს?-ჰარიმ მხრები აიჩეჩა, კვლავ საჭეს მიუბრუნდა.

გზა თითქმის ცარიელი იყო, რაც აძლევდა ჰარის შანსს მანქანა მთელი სისწრაფით ეტარებინა. სწრაფად გავლის გამო ყვითელი, უკვე ძირს ჩამოცვენილი ფოთლები ჰაერში იწეოდა. გზა, რომელსაც ჰარი მიუყვებოდა ქალაქის შემოსასვლელს ჰგავდა, ტრასის ორივე მხარე ხეებითაა დაფარული. ამაში დავრწმუნდი, როცა აბრა დავინახე ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰამილტონში". ჰარის გავხედე დაბნეული მზერით, ეშმაკურად გამოაპარა თვალი ჩემსკენ და ჩემი ეს მზერაც უპასუხოდ დატოვა

-ჰარი მიტაცებ თუ რა ხდება?

-ღმერთო-ხმამაღლა ამოილაპარაკა-მოთმინების უნარი საერთოდ არ გაქვს

მეც გავჩუნდი, მაინც არაფერს ამბობს და მე რაღატომ ვიყბედო ამდენი.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now