ჰანას სტუმრობის შემდეგ კარგად ავწონ დავწონე ყველაფერი. მივხვდი, რომ რამდენადაც საძაგელი არ უნდა ყოფილიყო ჩემი საქციელი ეს მაინც უნდა გამეკეთებინა. ჰარის უნდა დავლაპარაკებოდი და შემეჩერებინა სანამ რაიმე სისულელეს გააკეთებდა.
ვბრაზობდი მასზე, რადგან ახლა, ამდენი წლის შემდეგ მოუნდა სიმართლის გამოაშკარავება და სიმართლე გითხრათ ზიზღს ვგრძნობდი იმის გამო, რომ ის უნდა მენახა. რას არ გააკეთებს ადამიანი სასოწარკვეთის ჟამს?!
ასე ვთქვათ შეხვდერა დავუნიშნე. ქალაქის გარეუბანში, კაფეში ველოდებოდი 10 წუთის მანძილზე, როდესაც საბოლოოდ გაწკრიალდა კარს ზემოთ ჩამოკიდული ზარი და ისიც გამოჩნდა. უმეტყველო სახით გამოემართა ჩემსკენ. წინ ისე ჩამოჯდა არაფერი უთქვამს, მხოლოდ დამელოდა როდის ავლაპარაკდებოდი.
-ჰანამ ყველაფერი მითხრა-ცივად ვუთხარი. გამომეტყველება უცვლელად დატოვა, მხოლოდ ჯდომის მანერა შეიცვალა. ხელები გადააჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო
-უნდოდა დამლაპარაკებოდი რათა აზრი შემეცვალა?-ასევე ცივად დავუქნიე თავი მის კითხვაზე
-ამის გაკეთება ახლა რატომ მოინდომე? რატომ ამდენი წლის შემდეგ?
-ყველაფერი ისედაც საკმაოდ შორს წავიდა-უემოციოდ თქვა, არც კი განძრეულა. მისი სახის ყურებისას წარმოუდგენელი უსიამოვნების გრძნობა მეუფლებოდა, დისკომფორტსაც განვიცდიდი, თუმცა ერთადერთი მიზანი მქონდა შემეშალა ხელი მისი ზრახვებისთვის რა ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა და ამაში ზიზღი ხელს ვერ შემიძლიდა
-უკვე წლებია ყველაფერი საკმაოდ ცუდადაა. თუკი ფიქრობ, რომ სიმართლის თქმით რამეს გამოასწორებ ძალიან ცდები. შონს უფრო მეტად შესძულდები, თავს დამცირებულად იგრძნობს თქვენს გამო, სიმართლეს ვერ აიტანს და ეს ყველაფერი გაანადგურებს. გგონია კარგი ადამიანი ხარ, რადგან სიმართლისთვის ფარდის ახლა გინდა?
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!