ის საუკეთესოა

378 38 7
                                    

-ასე კიდევ დიდხანს უნდა ვიჯდე?-შონმა ამოიბუზღუნა როგორც კი მიხვდა, რომ ჯერ კიდევ არ ვასრულებდი ჩემს ნახატს.

-ჯერ მხოლოდ მონახაზი მაქვს, მოითმინე-მხოლოდ ამოიხვნეშა და გაჩუმდა. რთული არ ყოფილა მისი დათანხმება ჩემს მაკეტად გამოყენებაზე. ერთი ისაა, რომ ფეხზე არ დადგა, მაინც გამოიტანა სამზარეულოდან სკამი და იმაზე ჩამოჯდა. საკმაოდ სერიოზული, ბრძენი ადამიანის სახე მიიღო, ოდნავ შეატრიალა. ხელები მუხლებზე დაილაგა და თითქმის იდეალური ფიგურა შექმნა საკუთარი სხეულისგან

დაახლოებით ნახევარი საათი იქნება ვხატავ და მხოლოდ თავი დავხატე, კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, საკმაოდ ჰგავდა სახე შონისას.

-ისე როდესაც ვინმეს ხატავ ის ვიღაც შიშველი არ უნდა იყოს?-ისე თქვა არც კი გარხეულა. ჩავიღიმე, მისთვის არ შემიხედავს

-უნდა იყოს-მტკიცედ ვუთხარი

-და მე ჩაცმული რატომ ვარ?-ხელები განზე გაშალა. შევუბღვირე, რომ პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა. კვლავ ნახატს მივუბრუნდი და კულულების იდეალურად გამოყვანას შევუდექი მეტად რომ ჰქონოდა შონის ხაზი.

ნახატიდან მზერა კვლავაც მასზე გადვიტანე. ვერც კი შევამჩნიე როდის გაიხადა მაისური. კვლავ ნახევრად შიშველი იჯდა ჩემს წინ, ზუსტად ისეთივე პოზაში, სახის მიმიკაც კი არ შეუცვლია.

-მოდელები ნახატისთვის მთლიანად შიშვლები არიან ხოლმე-გავეკრიჭე იმის ნიშნად, რომ დამარცხდა. დარწმუნებული ვიყავი ამას არ იზამდა, ვგულისხმობ მთლიანად არ გაიხდიდა, ზედმეტად მზრუნველია იმისთვის, რომ პირველად ასეთ უცნაურ სიტუაციაში დამენახოს შიშველი.

ნახატზე ვიყავი კვლავაც კონცენტრირებული და აღარ მიმიქცევია ყურადღება მისთვის. ჩემი უწინდელი ფიქრები მაშინვე გაიფანტა, როცა მისი შარვალი პირდაპირ თავში მომხვდა. გაბრაზებულმა შევხედე შონს, რომელიც ამჯერად ფეხზე იდგა მომღიმარი სახით. სხეულს მხოლოდ კელვინ კლეინის თეთრი საცვლებიღა უმშვენებდა და ეს საცვლები მის მამაკაცურ ფიგურებს იდეალურად გამოკვეთდა

Perfectly WrongWhere stories live. Discover now