უხერხულობა

560 42 0
                                    

კარის გაჩხაკუნების ხმამ ჰარის ყურადღება ზედმეტად მიიპყრო, ისევე როგორც ჩემი. წამის მეაედში მოასწრო ჩემთვის გაურკვევლობით სავსე მზერა ეტყორცნა. არც დაფიქრებულა ისე მოკიდა ბუხრის საჩხრეკს ხელი და კარის უკან მიიმალა.ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა კარს უკან მდგომმა შემოსვლაც ვერ მოასწრო.

ჰარიმ თითით მანიშნა არ მეხმაურა, თან კედელს საჩხრეკით ხელში მეტად აიკრო. არც ის ვიღაც ჩქარობდა კარს უკან, ნათელია ნელა მოქმედებდა. ნორმალურად რომ შემოეღო კარი, აქამდე უკვე ქოხში იქნებოდა.

მომეჩვენა, რომ ეს წამები იმაზე მეტად გაიწელა ვიდრე საჭირო იყო. ძალიან ნელა გაიღო ხის კარი და ის იყო ჰარის საჩხრეკი უნდა გამოეყენებინა რომ დაუპატიჟებელმა სტუმარმა კარს ძლიერად დაარტყა ხელი, რის გამოც ჰარის მთელი ძალით მოხვდა სახეში.

რკინის საჩხრეკი ხელიდან გაუვარდა. ხელი ცხვირზე სასწრაფოდ იტაცა. ზუსტად ამ დროს კარიდან შონიც შემოვიდა. ხელში ბეისბოლის ბიტა ეჭირა და ჰარის ცივი გამომეტყველებით აკვირდებოდა.

დაიჯერებთ რომ ვთქვა გულზე მომეშვა ის რომ დავინახეთქო?ყოველ შემთხვევაში მანიაკი ან ვინმე ქურდი მაინც არ ყოფილა.

-შენი დედაც-ჰარიმ ერთი ამოიღრინა. წვეთ წვეთად სდიოდა ცხვირიდან სისხლი, რომელსაც ხელს ძლიერად უჭერდა. შონი კი მშვიდად, აუღელვებლად უყურებდა მას და რა გასაკვირია, რომ მის დახმარებაზე არც ფიქრობდა.

-აქ ვინ გვყავს-ცინიკურად ჩაილაპარაკა იმ დროს, როცა ანალოგიურად ცინიკური მზერა მომაპყრო-მხატვარი-ბეისბოლის ბიტა ჩემსკენ გამოიშვირა-და მამიდაშვილი-მზერა კვლავ ჰარისკენ გადაიტანა, რომელიც უკვე ვეღარ ახეხებდა სისხლდენის შეჩერებას

-აქ რას ვაკეთებთ?-ბიტა ჯერ ხელში აათამაშა, ხოლო შემდეგ მხარზე ჩამოიდო.

უცნაური დასანახი იყო, ისეთი უცნაურად გაღიმებული სახე ჰქონდა იფიქრებდი კომედიას უყურებსო. ჰარის აქეთ იქიდან შეათვალიერა, ვფიცავ სახის გამომეტყველებით ამბობდა არაფერი მოგივაო. მის თვალიერებას რომ მორჩა მზერა მე მომაპყრო, წამებში შეიცვალა, თავიდან ბოლომდე კარგად შემათვალიერა. ალბათ იცნო საკუთარი ტანსაცმელი, წამიერად გაიღიმა, ოღონდ ეს არ იყო თბილი ღიმილი ისეთი, როგორიც ნორმალურ ადამიანებს ახასიათებთ.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now