იცრუე ყველას წინაშე

480 45 0
                                    

საშინელი თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, თავბრუს ხვევა და სირცხვილი. მეორე დილით ძლივს მოვახერხე წამწამების ერთმანეთისგან აფხეკა და თვალის გახელა. სრულიად უცხო ოთახში ვიყავი დაბინდული გონებით და ტანზე თბილი მაისურით.

რამდენადაც არ უნდა მდომებოდა წუხანდელის გახსენება მაქსიმუმი რაც მოვახერხე კლუბში შესვლის მომენტი გავიხსენე, შემდეგ სასმელი და სხვათაშორის შონიც.

ეს მისი ოთახია? ბიჭის ოთახისთვის ზედმეტად მოვლილი და სუფთა ჩანს, სადა ფარდებით და კედლებით.

თბილი საბანი სხეულიდან სწრაფად მოვიშორე, თვალი მოვკარი ჩემს შარვალს, რომელიც სკამის საზურგეზე აკურატულად იყო გადაკიდული მაისურთან ერთად. (თუმცა თავად ბიჭის თბილი მაისური, რომელიც იმ წამს მეცვა საკმაოდ მაკმაყოფილებდა) ფეხაკრეფით გავედი უცნობი ოთახიდან, თურმე თავი უზარმაზარ სახლში ამოვყავი. თანამედროვე სტილის დიდი და მინიმალისტურად მოწყობილი უზარმაზარი საცხოვრებელი, კედლებზე ნახატებით და რამოდენიმე მუსიკალური ალბომით. 90-იანების ალბომით.

-გაიღვიძე ლოთო?-უკან არ მივტრიალებულვარ, მაგრამ ნათლად წარმოვიდგინე ჰარის მომღიმარი სახე იმ დროს.

სულ თუ არაფერი ის მაინც გავარკვიე ვის სახლში ვყოფილვარ. ნელა მივტრიალდი მისკენ...არ ვცდებოდი, მართლაც მომღიმარი სახით მიყურებდა, ოდნავ ცინიკურადაც.

-ჰარი-თავდაჯერებულდ ვუთხარი, რა მეგონა ჩემს გუშინდელ საქციელს ამით დავფარავდი? რა იდიოტი ვარ

-აილინ-მანაც იგივე ტონით მომართა. ხელები ზურგს უკან ეწყო და წამითაც კი არ მაშორებდა მწვანე თვალებს, ეშმაკურად რომ უციმციმებდა..

-ვიკითხო წუხელის რა მოხდა?-ნელა შევაპარა რაზეც გაიცინა

-გათიშვამდე დალიე, სახლში ვერ მიგიყვანდი, მემგონი რთული იქნებოდა ამეხსნა შენებისთვის რატომ გქონდა გონება დაკარგული, თან ღამის 1-ელ საათზე-ამის თქმაზე თვალები გამიფართოვდა, მომკლავენ, მამა თუ არა ოლივია უეჭველად მომკლავს. გუშინ რომ ტელეფონი გამოვრთე მას შემდეგ აღარ ჩამირთავს, ოლივია აუცილებლად შემოვიდოდა ჩემს ოთახში ტკბილი ძილის სასურველად და რომ არ დავხვდებოდი მობილურზე დაუწყებდა გაუჩერებლად რეკვას, რა თქმა უნდა გამორთულ ტელეფონში ხმას ვერ მოაწვდენდა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now