ნახევარმთვარე

413 42 12
                                    

-შეიძლება შემოვიდე?-დილით ოთახში თავი ოლივიამ შემოყო. გამიკვირდა გუშინვე რომ არ შემომაკითხა და კითხვების კორიანტელი არ დამაყარა. საოცარია მთელი ღამით როგორ გაძლო. თავი დავუქნიე მას თანხმობის ნიშნად და ოლივიაც მაშინვე ამოძრავდა. სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ოთახი და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მეც ამოვყავი თავი საბნიდან და წინასწარ დავიწყე ტყუილის მოფიქრება რასაც მას ვეტყოდი

-გუშინ აღარ შემოვსულვარ. მითხარი როგორ ჩაიარა საუბარმა?-მოუთმენლად დაელოდა როდის ვუპასუხებდი. ღრმად ჩავისუნთქე და უკვე მოფიქრებული ტყუილის მოყოლას შევუდექი

-ლივ!-ხელები დავადე მეტი დამაჯერობლობისთვის-როდესაც ვამბობ, რომ არ მინდა სამხატვრო აკადემიაში ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მას ვერ გავწვდები. ჩემი ცხოვრება წლების წინ დავგეგმე და უკვე მზად ვარ ფსიქოლოგიის სასწავლად. ხატვა არ მინდა, არ მინდა ჩემი ცხოვრება ფუნჯით ხელში გავატარო. ეს მერსაც ვუთხარი, მამასაც ვეტყვი.-ისეთი თვალებით შევხედე და ყველა სიტყვა ისეთი ტონით ვუთხარი ნამდვილად დაიჯერებდა. ეს მოგვიანებით მის მზრუნველობით სავსე მზერაშიც გამოიკვეთა.

-წლებია უკვე ხატავ, ბავშვობაში ამბობდი, რომ გინდოდა მხატვარი ყოფილიყავი. ვერ ვხვდები რატომ შეიცვალე გადაწყვეტილება

-გავიზარდე! ახლა აღარაა ხატვა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ადრე.-მხრები ავიჩეჩე. ვფიქრობ ოლივია დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა. დანანებით, მაგრამ მაინც დამიქნია თავი და საწოლიდან წამოდგა

-ჩაი?-ამჯერად უფრო მხიარულად მკითხა, რაც იმის ნიშანია, რომ თემა უნდა შეიცვალოს. მას თავი დავუქნიე. მომღიმარმა დატოვა ოთახი და დიდი ალბათობით სამზარეულოში წავიდა.

ლივ ნეტავ ყველაფერი ისე მარტივად იყოს როგორც შენ გგონია. არ მინდა საკუთარ თავს და ჩემს გარშემომყოფებს უაზროდ ვაჯერებდე, რომ ხატვა საერთოდ არ მადარდებს მაშინ, როცა წლებია ფუნჯით ხელში ვცოცხლობ.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now