პირველი, თუმცა არა უკანასკნელი

526 46 0
                                    

მამასთან ერთად ვიჯექი სამზარეულოს მაგიდასთან და ჩანგლით ვაწვალებდი ოლივიას გაკეთებულ სალათს. არც ერთი გრამი საჭმელი არ გადამივიდა ყელში. ჯერ კიდევ ვფიქრობდი დღეს მომხდარ ფაქტზე. ჩემთვის ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი რჩებოდა ჰარის საქციელი, მერე შონის ამაზრზენი სიტყვები, რომლის გამოც კვლავ მღრღნიდა სურვილი წამებით მომეკლა.

-რატომ არ ჭამ?- ისე მკითხა რომ არც თავი აუწევია არც ჭამა შეუწყვიტავს. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ზუსტად არ ვიცი ეს შეამჩნია თუ არა-რამე გაწუხებს?

-არა! უბრალოდ მადა არ მაქვს-თავი დამიქნია, მალევე ხელსახოცით პირი მოიწმინდა თან ნახევრად შეჭმული სალათი გვერდით გასწია, ორივე ხელით ჩამოეყრდნო მაგიდას და დაჟინებული მზერა პირდაპირ ჩემსკენ მომართა. მას შევხედე თუ არა სწრაფად ჩავხარე თვალები და სალათის წვალება გავაგრძელე

-შენი ხელოვნების მასწავლებელმა დარეკა-ამოვისუნთქე, მეგონა დამიწყებდ საუბარს ჩემს უხასიათობაზე, მას არასდროს ეპარება მხედველობიდან ჩემი განწყობა. სულ რომ გულით ვეცადო ვერ ვახერხებ მასთან გრძნობების დამალვას.

არც ის გამკვირვებია ტრევორი რომ ახსენა, მართალია მისი ასეთი შემაწუხებელი საუბრები და ქმედებები საშინლად მღლიდა, ცოტათი მაღიზიანებდა კიდეც, მაგრამ თან მიხაროდა, რომ მას მართლა ადარდებდა ჩემი ნაჯღაბდენი, რასაც თავად ნიჭს და ხელოვნებას ეძახდა.

-მითხრა, რომ შესანიშნავად ხატავ, კლასში საუკეთესოც ყოფილხარ-მისთვის დამახასიათებელი მშვიდი და დაბალი ხმით საუბრობდა, თან მე მაშტერდებოდა-შეეშვი ამ სალათს-უხეშად გასწია ჩემი სალათის თეფში გვერდით, როცა შეამჩნია, როგორ გაუჩერებლად ვჯიჯგნიდი ქათმის ხორცს მასში

-რატომ არ მითხარი?-ეს ინტერესით სავსე მზერა...

-ის რომ კარგად ვხატავ?

-ოტავაზე!-როგორც იქნა მას მზერა ბოლომდე გავუსწორე. რამდენიმე წამი არაფერი მიპასუხია, ლოდინით დაღლილი სკამის საზურგეს მიეყრდნო ხელების გადაჯვარედინებით

Perfectly WrongWhere stories live. Discover now