შავკანიანი მოხუცი ხელით მანიშნებდა, რომ დავმჯდარიყავი. მეკი იმასაც ვერ ვახერხებდი რაიმე მეთქვა და ხმა ამომეღო. მხოლოგ მაშინ მოვედი გონს, როდესაც უცნობი ბიჭი მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა გამეტარებინა, რადგან მთელს კარს ვფარავდი.
დაბნეული და აღშფოთებული მივუახლოვდი კვლავაც მაგიდას და ისე, რომ ქურთუკისთვის ხელიც არ გამიშვია მოხუცის პირდაპირ დავჯექი. არაფერი მითქვამს, კვლავ მის პირველ ნაბიჯს ველოდებოდი. მოუთმენლად ველოდი მის სიტყვებს და მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ დროს საშინლად წელავდა.
-ფოტოს დააკვირდი-ფოტო კვლავ მოაცურა ჩემს წინ. თავიდან ვერ გავბედე მისი კიდევ ერთხელ ხელში დაჭერა, თითქოს ფიგურები გადმოხტებოდნენ, მხოლოდ ზემოდან დავაკვირდი სურათს და მალევე მოვაშორე თვალი. ისევ იყვნენ ის ადამიანები და მე ისევ ვერ ვიხსენებდი მათ ვინაობას. მოხუცის თვალს ეს ფაქტი მხედველობიდან არ გამორჩენია
-ამოატრიალე-მშვიდად მითხრა, დაბნეულმა ამოვატრიალე სურათი, რომლის უკანა მხარეს, კუთხეში წარწერა იყო გაკეთებული.
,,ბეატრის და ალისია მილერი"
,,2016 წელი"
კვლავ შევხედე მოხუცს დაბნეული თვალებით, წამში ამომიტივტივდა გონებაში სახელები.,ალისია დედაჩემის სახელი, ბეატრისი კი, ჩემი და.
დამფრთხალმა დავაგდე სურათი.
-დედაშენს ძალიან ჰგავხარ, ხოლო შენი დის ზუსტი ასლი ხარ-მშვიდად ამოილაპარაკა მოხუცმა, ფოტო აიღო და სევდიანმა დახედა. შემდეგ მორცხვად, ფაქიზად ჩაიღიმა და სურათი წინსაფრის ჯიბეში ჩააცურა.
-საიდან იცნობ მათ?
-ადრე დედაშენი აქ ხშირად მოდიოდა, იმდენად ხშირად, რომ დავმეგობრდით. მისი თქმით ერთადერთი ვიყავი, რომლისთვისაც შეეძლო ყველაფერი ეთქვა.ის მიყვებოდა შენზე, ბევრი რამ მითხრა, ძალიან ბევრი...
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!