შუაღამე კოცონთან

785 53 3
                                    

ხელოვნებაზე საუბარმა დომინიკთან და გაცხარებულმა კამათმა შონთან მაიძულა ჩემი სახატავების მცირედი ნაკრები ამეღო და თეთრი, ქათქათა ფურცლები რაიმე ნახატით დამეფარა. ძირითადად ჩემი მთავარი ფერი შავი და ნაცრისფერია. თითქმის ყველა ნახატში ამ ორ ფერს ვიყენებ მაგრამ ამჯერად ვამჯობინე ურიგო არ იქნებოდა, თუკი რამოდენიმე ფერს გამოვიყენებდი.

მომწონს, როდესაც ვხატავ ადამიანებს. ძირითადად მხოლოდ ადამიანის ფორმას ვაძლევ, შემდეგ კი შიგ ვარსკვლავებით განათებულ შუაღამის ტყეს ვხატავ. ან უბრალოდ ვხატავ იმას, რაც იმ წამს ჩემს გონებაშია. მამა ამბობს, რომ დედისგან მაქვს ასეთი ნიჭი, თუმცა მასზე ბევრად უკეთ გამომდის ფურცელზე მუშაობა. მე რომ მკითხოთ ვერ დავიწყებ თავის დაფასებას და იმის თქმას, რომ მასზე კარგად სულაც არ ვხატავ, გადაჭრით ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ჩემზე უკეთესი იყო. ერთადერთხელ მაქვს ნანახი მისი ნახატი, ეს იყო გოგონები ბუშტებით, ოკეანის სანაპიროზე ისხდნენ, ორივე მათგანს თმა ორად ჰქონდა გაყოფილი და დაწნული. ერთ-ერთი მათგანი შედარებით უფროსი იყო. ამ ნახატის ნახვამ ძალიან დამასევდიანა და ახლაც კი არ ვიცი რატომ. ის სრულყოფილი იყო. სრულყოფილი ნამუშევარი, რომელიც ნახვისთანავე სარდაფში საგულდაგულოდ დავმალე. აღარ მინდა რაიმე საერთო მქონდეს იმ ქალთან, რომელმაც მიმატოვა და თან წაიყვანა ჩემი დაც...

ახლა ზუსტად ამაზე ფიქრისას უბრალოდ სიცარიელე დავხატე. მხოლოდ იისფერი ფონი, რომელიც ნაზად ერწყმის ცისფერს და ლურჯს, მასზე თეთრი წერტილები ვარსკვლავების ნიშნად, შუაღამის ცა! ანუ სიცარიელე. უკიდეგანო სივრცე ჩვენგან მილიარდი წლის დაშორებით და ჩემი გონება, რომელიც მოწყვეტილია გარე სამყაროს.

საღებავი ჯერ კიდევ არ იყო ამშრალი, რომ ნახატი სარდაფში ჩავიტანე დანარჩენ ნახატებთან ერთად, რომლებიც კარგად მაქვს შენახული კარადაში. რამდენიმე ნახატები ავარჩიე, რომლებიც უზომოდ მომწონდა და ნიუ იორკიდან წამოვიღე. არც ერთი მათგანი არ მიჩვენებია მამაჩემითვის, მხოლოდ ისინი, რომლებიც უბრალოდ მოწყენილობის ფონზე დავხატე და არა ისინი, რომლებშიც ჩემი ფიქრების წაკითხვაა შესაძლებელი.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now