ისევ მცდარი წარმოდგენები

549 59 10
                                    

მომდევნო ორი ღამე იმაში ფიქრში გავატარე რაც ჰარისგან მოვისმინე. მილიონჯერ გადავატრიალე და გადმოვატრიალე ეს მცირედი, მაგრამ ტრაგიული ისტორია. ამ ფიქრებს თავს მაშინაც კი ვერ ვაღწევდი, როცა მამასთან და ოლივიასთან ერთად მისაღებ ოთახში სრულიად განსხვავებულ თემებზე ვსაუბრობდი, ისეთებზე, როგორიც პოლიტიკა და ეკონომიკაა. ან მაშინ, როცა უსმენდი მისტერ ტრევორის გაკეთილებს სახვით ხელოვნებაზე. ვფიქრობ ჩემი ესეოდენ გაფანტულობა მხედველობიდან ალექსს არ გამორჩენია, მხოლოდ ალმაცერად ამომხედა რამდენჯერმე, თვალების მოჭუტვით გაიქნია თავი რამდენჯერმე და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა, რაც რვეულის უკანა ფურცლების გაფერადებას წარმოადგენდა.

კეტრინი კვლავ არ დამლაპარაკებია იმ დღის შემდეგ. მეგონა ეს უბრალოდ ბუზღუნი და ვითომ გაბუტვა იყო, რომლის გარეშეც კეტრინი წარმოუდგენელია, მაგრამ შევცდი. როდესაც დერეფანში შემთხვევით შევხვდი იმის მაგივრად რომ მომსალმებოდა ხელი ამიქნია და ის წიგნები, რომლებიც იმ დროს ხელში მეჭირა მთლიანად ძირს მოფანტა.

უარესი გამოდგა აწ უკვე ნახსენები მისტერ ტრევორის კაბინეტში გამოძახება. კვლავ სურდა დამლაპარაკებოდა ოტავის უნივერსიტეტზე, კვლავ გაშალა ჩემს წინ წინა კვირას შექმნილი ნახატი და დაიწყო საუბარი ჩემს ნიჭზე.

ვიფიქრე ამ თემაზე, მართალია მამასთან ამაზე არ მისაუბრია, ალბათ ჩავთვალე, რომ უკვე საკმარისად დიდი ვიყავი იმისთვის, რომ თავად განმესაზღვრა საკუთარი მომავალი. ამაზე სამსჯელოდ მთელი გასული კვირა მქონდა, პასუხი კი ერთი რჩებოდა.

ტრევორს ვუთხარი, რომ რამდენადაც გულდასაწყვეტი არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის ამაზე უარი უნდა მეთქვა, ავუხსენი ის ფაქტორები, რის გამოც ნაბიჯს უკან ვდგამდი, ძირითად ფაქტორს რა თქმა უნდა ფული წარმოადგენდა. ის ეცადა დავერწმუნებინე, რომ შესაძლებლობა მქონდა სრული დაფინანსება მომეპოვებინა. მე კი კვლავ ერთი პასუხი მქონდა, ,,ვერ ვანდობ ბედს საკუთარ მომავალს".

Perfectly WrongWhere stories live. Discover now